სიჩუმის სიკეთეები
სიჩუმეს კიდევ ორი ძვირფასი თვისება აქვს. პირველ შემთხვევაში არაფერს არ ვფიქრობ, თვითონ მოვა რაღაცა. მეორე შემთხვევაში, იდეას ჩავიფიქრებ, რაღაც მინდა გავაკეთო და შემეშველეთ, როგორ გავაკეთო მე ეს? იმიტო, რომ უხილავი მშველელები არიან, ჩაგაგონებენ ანგელოზები. იდეას ამუშავებ და ეს იდეა ტრიალებს, როგორც ბურთი და ყველა მხრიდან გაჩვენებენ ამ იდეას და ღრმავდები ამ იდეაში.
შალვა ამონაშვილისახელმწიფოს მთავარი სიმბოლოა ენა!
საზოგადო საკუთრების მოფრთხილება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მათ შორის - ენა - საზოგადო საკუთრებაა, ეს ხომ ჩვენი სახელმწიფო ენაა, რომელ ენაზეც ვსაუბრობთ. ამიტომ მისი მოფრთხილება ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ენა ქონება არ არის, მაგრამ, სინამდვილეში დიდი ქონებაა, - სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოა ენა.
გოგა ჩანადირიროგორც კი სხვას დააბრალებ, ...
თუ რაღაცა თქვენს ცხოვრებაში არ ხდება ისე, როგორც თქვენ გინდათ, მხოლოდ და მხოლოდ არის თქვენი ბრალი. და რატოა ესე? იმიტომ კი არა რომ თვითგვემას მიეცეთ, თავი ჩამოიხრჩოთ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ, როგორც კი მე სხვას ვაბრალებ, მე განვითარებას ვწყვეტ, ჩემი თავი აღარ მუშაობს განვითარებაზე, იმიტომ რომ მან მიიღო პასუხი, რატომ არ გამოვიდა, ესა თუ ის რაღაც, პასუხი მიიღო და დაამთავრა.
ზურაბ მხეიძერას ეტყოდით, ვინც თქვენ მოგწამლათ?
თუ დავუშვებთ ცუდ ვერსიას, რომელზედაც თქვენ ასევე ფიქრობთ, რომ მოგწამლეს... რას ეტყოდით, იმ ადამიანებს ვინც ეს ჩაიდინა?
- ღმერთმა შეუნდოთ და არ დასაჯის ამისთვის, სიკეთე მისცეს.
მე ვერ დავიჩემებ ეხლა დიდ სათნოებას ან სულიერებას, მაგრამ ჩემს გულს ნამდვილად არ სურს შურისმაძიებლობა.
მე მინდა, რომ, თუ ეს უბედურება ვიღაცის ხელით იქნა ჩემს თავს მოწევნული, ღმერთმა მათ შეუნდოს.
მაინც კარგია / უფრო კარგი გახდება
ახლა რომ ვუყურებ ამ ცხოვრებას, რაც არ უნდა ხდებოდეს, მაინც კარგია, ვიდრე ის, რაც იყო. უფრო კარგი გახდება. პატარა დროს უნდა ხოლმე გაძლება და მერე რომ გახვალ რაღაც პერიოდებს, ცხოვრება იცვლება. მერე ისევ გართულდება, ისევ ასე,.. ეს ბორბალია, ცხოვრების ბორბალი. წინ მივდივართ, მარგამ, ხან დალხინებით და ხანაც გაჭირვებით. ხან ბედნიერება და ხან ვითომ უბედურება მოგვადგება ხოლმე კარს.
შალვა ამონაშვილიცუდ ხასიათზე ყოფნის დრო არ მაქვს!
მე მაქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ, ცხოვრება იმდენად პატარაა, რომ მე არ მაქვს დრო ცუდ ხასიათზე ყოფნის . მე არ დავუთმობ ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს ცუდ ხასიათზე ყოფნას. ეს კონცეფცია გეხმარება ურთიერთობებში. პირველი მარტივი კითხვა: ხო გჯერათ, რომ შეიძლება პარიზში, ყველაზე ცუდი დრო გავატაროთ ჩვენმა ჯგუფმა და ხაშურში ყველაზე მაგარი. კი... მეტყვით, რომ ჰო... გააჩნია რა სიტუაციაა
ზურაბ მხეიძებრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ
ოჯახი ცუდ დღეშია. ჩვენ ამ საქმეში ძალიან გვიშლის ხელს დასავლეთი. ბევრ რამეში დასავლეთის დაწინაურებულ ქვეყნებს უნდა მივბაძოთ და მათგან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ, მაგრამ არა - ოჯახის ფასეულობებში. ოჯახის ინსტიტუტს აწუხებს და ებრძვის გამოგონილი განსხვავებული სახის "ქორწინებები". ასევე ებრძვიან სიტყვებს: "დედა", "მამა", რომელთა ნაცვლად სურთ მშობელი1 და მშობელი2 დაამკვიდრონ
შალვა ამონაშვილიმასწავლებლობა ცნობიერებაზე და გულზეა დამოკიდებული
მასწავლებელი მიხურავს სკოლის კარს და რაც აქვს თავში, იმას გამოიტანს გარეთ, რაც უდევს გულში, ისე მოქმედებს. თუ გულში უდევს - ეს რა ბავშვები არიან, რა თაობა მოვიდაო, - აი ამ განწყობით ჩაუტარებს გაკვეთილს. მაგრამ, თუ ამბობს - ნეტა ამათი ტოლი ვიყო, ამ თაობას ვენაცვალეო, - ასეთ შემთხვევაში სულ სხვა გაკვეთილს ჩაუტარებს მასწავლებელი. ცნობიერებაზე და გულზეა დამოკიდებული მასწავლებლობა.
შალვა ამონაშვილიმოდი აბა თავიდან გაიფიქრე!
რეალურად, შენზეა დამოკიდებული როგორ ცხოვრობ, აბსოლიტურად შენზეა. შენ შინაგან მდგომარეობაზეა. შენი შინაგანი მდგომარეობა დამოკიდებულია შინაარსებზე, რომელსაც შენ ფიქრობ. შინაარსების ავტორი შენ ხარ.
ერთს ვუთხარი - თუ გაიფიქრე რაღაც და არ მოგეწონა, მოდი აბა თავიდან გაიფიქრე ისე, როგორც შენ მოგეწონებოდა. ვუთხარი, რომ ემოცია შეიცვლებოდა. სამსახურში ვიყავი და გავაკეთე და გამოვიდაო
გმირობის მაგალითი
დღეს ანწუხელიძეზე როცა გჭირდება, როცა მაგალითის მოყვანა გინდა მაშინ საუბრობ, არა, მან შენთვის დატოვა მაგალითი, ამ კაცმა, შინდისის ბატალიონის ბიჭებმა, ჟიული შარტავამ, შენთვის დატოვეს მაგალითი, სასაუბროდ კი არა რომ, მათზე ისაუბრო, შენი ცხოვრების წესად დანერგო ეს მაგალითი. ჩვენ რომ შეგვეძლოს, იმათი მაგალითის ცხოვრებაში გადმოტანა, ვერავინ თითს ვერ დაგვიქნებდა, ვერც ერთი ქვეყანა.
ტარიელ ხარხელაურისწორედ ეს გვეძლევა ღვთისმსახურებისას!
ღვთისმსახურებას ჩვენგან ინტელექტზე მეტად სჭირდება გული (ინტელექტს კი არ ემტერება, არამედ, ინტელექტს არ ეფუძნება. ინტელექტი მისთვის არ არის გადამწყვეტი). გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "ნეტარ იყვნენ წმინდანნი გულითა". ამ გულის განწმენდა, გასუფთავება, ამ გულში საღვთო ენერგიის აკუმულირება, მოქმედება, რომელსაც ჩემთან ერთად იწყებს ღმერთი - სწორედ ეს მეძლევა მე ღვთისმსახურებისას.
გიორგი გვასალიაუკუღმა დათვლა სიბრაზის დროს
დავიწყე დათვლა, აი პირობითად რაღაცაზე მაწყენინეთ, ან გავბრაზდი და არ გაგეცი პასუხი, ადრე თუ ვიყვირებდი, თავზე დავილეწავდი ყველაფერს და დავამტვრევდი, აი ეხლა გავჩუმდი და დავიწყე დათვლა ათიდან: 10, 9, 8 და ჩამოვედი. ან ასიდან... როდისღაც ხომ დავმშვიდდები შედარებით.
უკუღმა დათვლა რატოა კარგი? იმიტომ რომ, ამ დროს ტვინი მუშაობს, როცა 1,2,3,4... ავტომატიკაა და არ ფიქრობ. იმას ფიქრობ, თან თუ აკლებ.
ხალხი წონაში დაკლებას რა დროსაც უთმობს...
ხვალ ვიყო გონიერი უფრო, ვიდრე დღეს ვარ, ეს მოთხოვილება და მიზანი ადამიანს არა აქვს. აი ჩემს ცხოვრებაში ერთმა დღემ გაიარა და ვიფიქრო რით წავედი წინ, რა მომემატა გონებაში, ეს იქნება ძალია კარგი. მე ვთქვი ერთი თვის წინ და კიდევ გავიმეორებ, ხალხი წონაში დაკლებას რა დროსაც უთმობს, იმის ნახევარი, რომ დაეთმო გონების მომატებაში ანუ რით გავიზარდე, წლის თავზე ძალიან მაგარი შედეგი ექნებოდა.
ზურაბ მხეიძე
თუ ბავშვს არ უჩვენე სიკეთე, სიკეთეს ვერ მიიღებ მისგან!
თუ სიყვარული არ უჩვენე, სიყვარულს მისგან ვერ მიიღებ!
თუ კეთილშობილება და დიდსულოვნება არ დაანახე, ასეთს ბავშვს ვერ გახდი!
მაგრამ თუ რამე უკუღმა დაანახე, იმ უკუღმართობას მიიღებს!
არადა მასში ღმერთისგან ჩათესილია სიკეთის და სიყვარულის მოთხოვნილება,.. უნდა უჩვენო ბევრი სიკეთე და სიყვარული, რომ შემდეგ გამოგივლინოს ეს თვისებები
ღალატი
ცხოვრებაში ყველაზე მეტად ღალატის მეშინია, იმისი, რომ ჩემი მეგობარი მიმტყუნებს, ჩემს გვერდით მდგომი ადამიანი მიმტყუნებს. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ასეთი შემთხვევები და ეს ყველაზე ბნელი დღეები იყო ჩემთვის, იმიტომ კი არა, რომ რაღაც ზიანი მოუყენებიათ, მაგრამ იმაზე საშინელი არაფერია, როდესაც დაინახავ რომ ადამიანი, რომელიც გიყვარდა და ენდობოდი, უცებ არ აღმოჩნდება ის, ვინც გეგონა დღემდე.
ზურაბ ჟვანიათავისუფლებას უხდება ერთსულოვნება
თავისუფლებას ძალიან უხდება მრავალფეროვნება აზროვნების, მაგრამ ასევე ძალიან უხდება ერთსულოვნება, კარგი სიტყვა გვაქვს ეს ქართველებს, სინერგიის გარეშე თავისუფლება ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, პირველ რიგში, ამაზე უნდა იზრუნოს, რომ ჩვენ გვქონდეს იდეათა ისეთი სისტემა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს ძალისხმევას და საერთო ვექტორით წაიყვანს წინ.
გია მურღულიასაკუთარ თავთან დასასმელი კითხვები
ვარ თუ არა მშობელი, რომელიც უსმენს საკუთარ შვილს, არა მხოლოდ გაკვეთილების ჩაბარების დროს, არამედ - ზოგადად, გულისყურით?
ვარ თუ არა მეგობარი სხვებისთვის, რომელთანაც უნდათ სიხარულის და მწუხარების გაზიარება, იმიტომ, რომ იციან, რომ გულისყურით მოვუსმენ?
ვარ თუ არა ექიმი, რომელიც უსმენს პაციენტს, არა მხოლოდ ფონედოსკოპით, არამედ - გულისყურით?
ვარ თუ არა ლიდერი, რომელიც უსმენს თანამშრომელს?
ქამმა სიმართლე თქვა, მაგრამ, მაინც დაიწყევლა
ქამი მამაზე ამბობს, რომ ნოე შიშველია. ქამმა სიმართლე თქვა, - ნოე შიშველი იყო. ქამი დაიწყევლა. სიმართლისთვის რატომ დაიწყევლა? საქმე იმაში იყო, რომ ნოეს სიშიშვლე ქამის სადარდებელი კი არ იყო, ნოეს სიშიშვლე ქამისთვის იყო ძალიან ხელსაყრელი მდგომარეობა, - თქვა ის, რისი თქმაც უნდოდა. გამოხატა ის, რისი გამოხატვაც უნდოდა. ფაქტობრივ სიმართლეზე აპელირება ნამდვილად არ ნიშნავს, რომ შენ მართალი ხარ.
გიორგი გვასალიაადამიანს აქვს უფლება, იბრძოლოს ...
რუსთველმა დახატა ადამიანები, რომლებიც ესწრაფვიან ბედნიერებას და ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ, ნებისმიერი ჩვენგანისთვის ეთქვა, და შუა საუკუნეებში ამის თქმა, არ იყო მთლად მარტივი და ადვილი, რომ ადამიანს აქვს უფლება იბრძოლოს საკუთარი ბედნიერებისთვის. ეს ძალიან არსებითი რამ არის, რაც არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რუსთველის მნიშვნელობის. არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
გია მურღულიაეს კედლები არის მცნებები
დაცემული ძალა ცდილობს, მოარღვიოს ჩვენში ის კედლები, რომელიც იცავს ადამიანს სულიერი შემოტევებისგან. ეს კედლები არის ის მცნებები, რომლებიც მოგვცა ჩვენ ღმერთმა. ამ მცნებათა აღრევა უნდა მოხდეს, ამ კედლების საფუძველშივე მორყევა უნდა მოხდეს, ჩამონგრევა რომ მარტივი და იოლი გახდეს - სიყვარული უნდა ეწოდოს ვნების ათასნაირ გამოხატულებას, თავისუფლება უნდა ეწოდოს ყოველგვარ აღვირახსნილობას.
გიორგი გვასალიაშვილისთვის შესაძლებლობების არეალის შექმნა
- ერთი შტრიხი, რომ მისცე ნიკოლოზს, შენს შვილს, შენი ხასიათიდან, აზროვნებიდან ან ღირებულებებიდან, რა იქნებოდა ის ერთი?
- თავის შვილს შეუქმნას გარემო ისეთი, სადაც ის თავის შესაძლებლობებს იპოვის და არეალიზებს. მოკლედ ეს პირდაპირ, რომ ეს თვისება მაქვს და მინდა, რომ ნიკოლოზსაც ჰქონდეს, ესე არასწორი მგონია შეკითხვის ესეთი იდენტიფიკაცია. შეუქმნა არეალი შესაძლებლობებისთვის, ეს მგონია სწორი.
ბავშვები სხვა დედებს და მამებს ელოდებიან, დედებს და მამებს კი მორჩილი შვილები უნდათ. ვერ მიიღებენ მორჩილ შვილებს, იმიტომ, რომ ეს ბავშვები ინდიგოები არიან. ესენი მოუსვენრები და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულები არიან. პედაგოგიკა ძველია, ხოლო ბავშვები ახლები არიან. როგორ ჩავჭედო ძველ პედაგოგიკაში ახალი ბავშვები? როგორ დავაფარო ეს ქუდი თავზე? არ ერგებათ. ამიტომაც, შფოთავენ, ანგრევენ...
შალვა ამონაშვილიგულისყურით მოსმენა
ქართულ ენაში გვაქვს მნიშვნელოვანი გამოთქმა "გულისყურით მოსმენა". როცა გულისყურით ვისმენთ, მეტი შანსია, რომ რამე ახალი გავიგოთ სამყაროს შემეცნების გზაზე, სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ. როცა მხოლოდ ვლაპარაკობთ, ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმას, რაც ვიცით უკვე. ანუ, ახალი არაფერი არ ხდება. ხოლო როცა გულისყურით ვისმენთ, მაშინ მეტი შანსია, რომ რამე ახალი გავიგოთ, ან ვისწავლოთ.
დავით გოგიჩაიშვილიშიში იწვევს ავადმყოფობას
შიშები გაქვთ? ე.ი. თქვენი ფიზიოლოგია იცვლება. შეცვლილი ფიზიოლოგია კიდევ აჩენს ავადმყოფობას, რაღაცას ბადებს. სადღაც დაგასუსტებთ და იმ ადგილას ავადმყოფობა გამოჩნდება. რამ გამოიწვია ეს? იტყვიან - "ვირუსი გადამედო იმისგანო". კი არ გადაგედო, აი აქ ჩაიკეტებოდა ვირუსი და აქ მოკვდებოდა, თუ შენ სულით ძლიერი დაუხვდებოდი. არ დაუხვდი და შემოიჭრა შენში. ჩვენი სული არის ჩვენი დაცვის პირველი გარანტია.
შალვა ამონაშვილი