ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვი ჩვენი გამოცდაა

შვილები მარტო იმიტომ კი არ მოდიან, რომ გავზარდოთ, ისინი ჩვენი გამოცდები არიან. შეგიძლია ჩააბარო 100 ბალიანი შეფასებით კაცობის გამოცდა? - აი შვილი მოგივიდა, რომელმაც ცუდი რაღაც ჩაიდინა. ეგ შენი გამოცდაა. აბა ჩააბარე გამოცდა. ან ლაწა უნდა გაადინო, ან ის სიბრძნე უნდა მონახო და ამ ბავშვს ჩააგონო, რომელიც მას იმ მომენტისთვის სჭირდება.
რასაც ჩვენ ბავშვების აღზრდით გავდივართ, ეს ძალიან ძნელი გამოცდებია და ამიტომ გვინდა სრულვყოთ საკუთარი თავი, რომ ბავშვს ჩავაბაროთ გამოცდები წარმატებით

შალვა ამონაშვილი
ბავშვი ჩვენი გამოცდაა
დეა ყოლბაია - ციტატები

ტკივილი იმისთვისაა, რომ რაღაცას მიხვდე

ტკივილი იმისთვის არ არსებობს რომ შენ იტანჯო, ტკივილი არის დაზიანებული ორგანოს ძახილი. აი გეტკინა ნაღვლის ბუშტი, იმიტომ კი არა რომ გაგამწაროს, იმიტომ, რომ დაჯდე დიეტაზე, ნორმალურად იკვებო და თუ საჭიროა ამოიჭრა ბოლოს და ბოლოს.

ტკივილი ემსახურება იმას, რომ შენ რაღაცას მიხვდე. თუ შენ შენი თავი ტკივილთან გააიგივე, ესეიგი ეს რაღაც გარკვეული პრობლემა არის შენთვის გადაუჭრელი პრობლემა და ტკივილი ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება პრობლემაა. ესეიგი ეს პრობლემები დამთავრდება, როცა მოკვდები.

დეა ყოლბაია
ტკივილი იმისთვისაა, რომ რაღაცას მიხვდე
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რა გვჭირდება? - სიმშვიდე!
სიმშვიდეში აზრი მუშაობს.
სიმშვიდეში სიბრძნე მოგივა.
სიმშვიდეში მეტს დააკვირდები. ადამიანს მეტს გაუგებ, თვალებში ჩახედავ. ბევრი რამ მოხდება სიმშვიდეში.
გაღიზიანებაში ყველაფერი ეს - გარბის. რომელი ადამიანია ბრძენი, როდესაც რისხვაშია გადასული? - უგუნური ხდება. განრისხებული ადამიანი უგუნური ხდება. ამიტომ ხდება უბედური შემთხვევები, ჩხუბები, მკვლელობები,.. აბა დამშვიდდნენ, გაიცინებენ, - ეს რა გვემართებაო. რა გვინდა ერთმანეთისგან? უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი!

შალვა ამონაშვილი
რა გვჭირდება? - სიმშვიდე!
გიორგი გვასალია - ციტატები

გონება ეწოდება "სულის თვალები"

გონებას, წმინდა გრიგოლ ნოსელი უწოდებს "სულის თვალებს". რაც სხეულისთვის არის თვალები, ისაა გონება სულისთვის. როგორ იყურება გონება? როგორ იყურება სული? - ამის ინდიკატორია გული, თუ რამდენად განწმენდილია, რამდენად მყოფობს იქ საღვთო ენერგია, რამდენად ტრიალებს საღვთო მადლი. რამდენადაც წმინდაა გული, ისეთივეა ხედვა. როდესაც ადამიანს გული აქვს დაბინძურებული, ხედვაც ასეთი აქვს. ძალიან რელიგიურები იყვნენ ქრისტეს ჯვარმცმელები, მაგრამ მათი გული ვერაფერს გრძნობდა. გაქვავებული ჰქონდათ გული.

გიორგი გვასალია
გონება ეწოდება "სულის თვალები"
გია მურღულია - ციტატები

რა არის პატრიოტიზმი?

თქვენთვის რა არის პატრიოტიზმი და რაში გამოიხატება იგი?

ჩემთვის პატრიოტიზმი არის გაკეთებული საქმე სამშობლოსთვის, არ მჯერა ისეთი ადამიანების, რომლებსაც უბრალოდ უყვართ სამშობლო და მისთვის არაფერს აკეთებენ. რაც მთავარია შენს ქვეყანას უნდა მოუფრთხილდე, უნდა ეცადო, რომ უფრო მშვენიერი და რაც მთავარია უფრო ჭკვიანი გახადო.

ზე პატრიოტობა რაშია იცით, ყველას პატრიოტობა ერთად? თუკი ჩვენ ყველანი შევეცდებით, რომ ჩვენი ძალისხმევა და გარჯა გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის.

გია მურღულია
რა არის პატრიოტიზმი?
გივი ბერიკაშვილი - ციტატები

ცრუ პოეტებს ჩამოვიცილებო

შამილს გამოუცია ბრძანება, ჩემს სამფლობელოში ვინც ლექს დაწერს ენას ამოვაგლეჯო, მერე იკამათეს თურმე და ვიღაცამ გაუბედა და უთხრა: არ შეიძლება ასეთი ბრძანების დაწერა, არა ხართ მართალიო. გაეცინა თურმე და უთხრა: ამით მე ცრუ პოეტებს ჩამოვაცილებ პოეზიას, ნამდვილ პოეტებს ენის ამოგლეჯით კი არა თვალების დათხრით რომ დაემუქრო ლექსს მაინც დაწერსო.

რეჟისორი იქნება თუ მსახიობი, თუ იმას თავისი სათქმელი ჰქონდა და აქვს, ვერაფერი ვერ შეაშინებს, ის თავის სათქმელს იტყვის და ამბობდა კიდეც, ასე, რომ...

გივი ბერიკაშვილი
ცრუ პოეტებს ჩამოვიცილებო
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რას მოაქვს ბედნიერება?

როცა გაიმარჯვებს საკუთარ თავზე, ბედნიერი გახდები. თურმე, ადამიანს შეუძლია საკუთარ თავს ფლობდეს.
დააკვირდით თქვენ თავს, ფლობთ საკუთარ განცდებს? გაქვთ იმის ნებისყოფა, რომ ის აკეთოთ რაც საჭიროა, და არა ის - რაც გინდათ?
ეხლა რომ რაღაცები გვინდა, შეიძლება ესენი ზედმეტი იყოს, უფრო დიდი წინ გველოდებოდეს და დროს კი სხვა რამეში ვხარჯავდეთ. არადა ის, რაც წინ გველოდება, ეხლა უნდა ვთესოთ. რასაც დავთესავთ, ის არ უნდა მოვიმკათ? მაგრამ, თესვა რომ გვეზარება? ამრიგად, მოსამკელიც შეიძლება აღარ გვქონდეს

შალვა ამონაშვილი
რას მოაქვს ბედნიერება?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

უფალს რომ ნახავთ, რას ეტყვით?

უფალს რომ ნახავთ რას იზამთ ან რას ეტყვით? - ღმერთმა უფალი მაჩვენოს, მაგრამ მართლა ასე არ არის, წავიდე უფალი ვნახეო, შეიძლება ვნახო და დავუჩოქებ მე მას, მე მას მადლობას ვეტყვი რომ ვცხოვრობდი, და ვიცხოვრებ იმის გამო რო მოვკვდე და მასთან აღმოვჩნდე.
- და რას შესთხოვთ? - არაფერს არ შევთხოვ, ყველაფერი მისი ნება აღსრულდეს და მათ შორის ჩემი მეშვეობითაც, ვიყო მისი იარაღი, აი ამას შევთხოვ, იმიტო რომ მას ყველაფერი ესმის, ეყურება და იცის საითკენაც მივდივართ, აი ჩამაგონოს ის რაც მას უნდა რომ მე ვასრულო

შალვა ამონაშვილი
უფალს რომ ნახავთ, რას ეტყვით?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გამოიყენეთ ეს მეთოდი ბავშვის მიმართ | დაადეთ შტრიხი

გამოიყენეთ ეს მეთოდი ბავშვის მიმართ, დაადე ის შტრიხი რაც მას დღეს არა აქვს, უთხარი: „შვილო რა კეთილი გული გქონია, შენი ჭირიმე, შენს გულს ვენაცვალე, არ ვიცი ჩემისთანა ბედნიერი დედა თუ კიდევ არის ვინმე, რა კეთილი ხარ“, არადა კეთილი გული არა აქვს, იჩენს ხანდახან ისეთ რაღაცას რაც არ მოგეწონება, მაგრამ მაგას კი არ მიაქციო ყურადღება, ეს შტრიხი დაადე, ბავშვი ერთი კვირა მაინც ითამაშებს კეთილობანას, მოეწონება მერე, მერე კიდე უფრო გავიკვირვებ, კიდე და ბოლობოლო დავინახავ, რომ ის გადმოიგრიხება აქეთ.

შალვა ამონაშვილი
გამოიყენეთ ეს მეთოდი ბავშვის მიმართ | დაადეთ
ალექსანდრე ჯეჯელავა - ციტატები

მუდმივი განათლება მნიშვნელოვანია / დუმილი ოქროა

არის ისეთი მოსაზრება, რომ შენ უნდა შენს ხაზს, ასე ვთქვათ მიაწვე. პირობითად მე თუ სათქმელი მაქვს რაღაც მესიჯი, მაგალითად; მუდმივი განათლება მნიშვნელოვანია. ამ დროს აქცენტს აკეთებენ რაღაც დეტალზე, ეს მეთოდი ხომ არსებობს, რომ გადავუხვევთ უცებ და გეკითხებიან: რას ფიქრობთ იმან რომ ის თქვა? მე ვიტყვი, რომ მუდმივი განათლება მნიშვნელოვანია, მოკლედ ამას ვფიქრობ.

არის ხანდახან სიტუაცია, როცა არ გაძლევენ გასაქანს და შენ უნდა გაჩუმდე. ხალხს გაჩუმება ზოგადად უჭირთ. მოკლედ ოქროაო, სიჩუმე არის ოქრო.

ალექსანდრე ჯეჯელავა
მუდმივი განათლება მნიშვნელოვანია / დუმილი
გიორგი გვასალია - ციტატები

ეკლესია ღმერთთან ურთიერთობის საიდუმლოა

ეკლესია არ არის მხოლოდ ტაძარი (შეიძლება ტაძარი არ იყოს, მაგრამ, ეკლესია იყოს), ეს არის ღმერთთან ურთიერთობის საიდუმლო. როდესაც ადამიანი ამბობს - რა საჭიროა ეკლესია? - მას უბრალოდ ჰყავს გამოგონილი ღმერთი, და იმ გამოგონილ ღმერთს არ სჭირდება. მართალია! შეიძლება იმ გამოგონილ ღმერთს ქრისტესაც უწოდებს, და ამ გამოგონილ ღმერთთან გამოგონილი ურთიერთობებით კმაყოფილდება... მაგრამ, მან არ იცის ყველაზე მთავარი, რომ შინაარსი, ამ საღვთო ურთიერთობაში, სწორედ სულიწმინდაში, იმ ღვთისმსახურებაში აღესრულება.

გიორგი გვასალია
ეკლესია ღმერთთან ურთიერთობის საიდუმლოა
ნიაზ დიასამიძე - ციტატები

სადღეგრძელო | მეტი პატივისცემა და სიყვარული

ერთმანერთს მეტი პატივი ვცეთ, დავახლოვდებ, ოღონდ დავიტოვოთ საკუთარი ხმა, საკუთარი ფერი, ბგერა... ყველაფერი რაც აუცილებელია, რომ ადამიანი შედგეს თავისუფალ ადამიანად და ერთნაირად ნუ ვიფიქრებთ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, მაგრამ მეტი პატივი ვცეთ ერთმანერთის აზრს.

ჯანმრთელობა იგულისხმება ამაში, ხო ვამბობთ რომ ყველაზე მოსაფრთხილებელია ნერვიული სისტენა ზოგადად, რაც იწვევს სხვა პრობლემებს. საბოლოო ჯამში ამ ერთმანერთის სიყვარულში თუ მოვახერხებთ მეტად შესვლას, ის განაპირობებს ჯანმრთელობასაც.

ნიაზ დიასამიძე
სადღეგრძელო | მეტი პატივისცემა და სიყვარული
გია მურღულია - ციტატები

ტანკა სიყვარულზე

ახლა იმ ტანკას წაგიკითხავ, მე რომ დავწერე წეღან:

გამოიარა ისტორიამ და მითხრა - რა მოხდა.

გამოიარა ძალაუფლებამ და მითხრა - რატომ მოხდა.

გამოიარა სიყვარულმა და მითხრა - რისთვის მოხდა.

გამოიარა მშვენიერებამ და მითხრა - როგორ ცდილობდა, რაღაცისთვის მაინც მიეცა აზრი.

გამოიარა სიკეთემ და მითხრა - რა გზით მევლო.

გამოიარა ბოროტებამ და უდღეურად გამიცინა.

გამოიარა სიკვდილმა და მიბრძანა - ყველაფერი დამევიწყებინა.

ახლა მარადისობას შევცქერი და ერთი რამ მახსოვს მხოლოდ, როგორ გამოიარა სიყვარულმა

გია მურღულია
ტანკა სიყვარულზე
გვანცა ბარაბაძე - ციტატები

დატკბი გამოფენით!

მუზეუმში რომ შედიხარ, ხომ სავსეა ხელოვნების ნიმუშებით და უცებ ჩხუბს იწყებ, რომ მე დამნაშავე არა ვარ, არ დამიჭიროთ, არც არავინ არ გიყურებს იქ. შენი ამოცანაა, რომ დატკბე და უცებ დაცვა იწყებს შენთვის ყურადღების მოქცევას, იმიტომ რომ საეჭვოდ აღიქმევი და გაყავხარ იქიდან.

სინამდვილეში ბრძოლა რომ არ დაგეწყო, ჩვეულებრივად შეგეძლო დამტკბარიყავი გამოფენით. ანუ გადარჩენის მექანიზმი აკეთებს ამას, რომ რაღაცა საფრთხეებს ხედავს, რეალურს, გამოგონილს, მერე ამას წარმოსახვით კვებავს... ოპერირებს მოკლედ აქედან.

გვანცა ბარაბაძე
დატკბი გამოფენით!
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

თუ შენი ცხოვრება მარტო თეფშიდან პირამდეა

"ყმაწვილი უნდა სწავლობდეს, საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდან მოსულა, სად არის, წავა სადაო" - მსგავსი მასშტაბური კითხვები თუ არ დაუსვი შენს ყოფიერებას, და თუ შენი ცხოვრება მხოლოდ თეფშიდან პირამდეა, რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? არანაირი აზრი არ აქვს. შენ უნდა შეხედო შენს ცხოვრებას მარადისობის პერსპექტივიდან, თუ რა არის შენი დანიშნულება. მარადისობის შუქზე თუ დაინახავ შენს ცხოვრებას, არ წამოეგები წამიერ ინტერესებს და გარკვეულწილად იმუნიტეტი გექნება შეცდომების დაშვებისგან და ბოროტების ჩადენისგან.

ლევან გიგინეიშვილი
თუ შენი ცხოვრება მარტო თეფშიდან პირამდეა
მარინა კაჭარავა - ციტატები

თავისუფალი ნება (არსებობს თუ არა ბედისწერა)

ადამიანი არის ავტორი თავისი ცხოვრების. არ არსებობს ბედისწერა, არსებობს განგებულება. განგებულება განსხვავებული რამ არის. ბედისწერაა ის რაც მე დეტერმინირებას მიკეთებს და ეს უკვე გამოდის რომ თავისუფლება აღარ არის. ადამიანი არის თავისუფალი.

სხვათაშორის აკრძალვებზე დგას თავისუფლება. სადაც არის არჩევანი, იქ ვიყენებ ამ
თავისუფლებას. სადაც არ არის არჩევანი იქ ვერც ვიყენებ. შეიძლება თავი თავისუფალი მეგონოს, მაგრამ ვიყო მონა, მონა ჩემივე გულისთქმების, ჩემივე მოთხოვნილებების, სურვილების და ასე შემდეგ.

მარინა კაჭარავა
თავისუფალი ნება (არსებობს თუ არა ბედისწერა)
გიორგი გვასალია - ციტატები

ზიარების ბოლომდე გააზრება წარმოუდგენელია

იოანე ოქროპირი ამბობს - რაც საკურთხეველზე აღესრულება (როცა პური და ღვინო იქცევა ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად), ამაზე დიდი სასწაული ის არის, რომ თქვენ ხდებით წმინდანები, ღმერთს ეხებით, ღმერთი შემოდის თქვენშიო. - ამის ბოლომდე გააზრება ალბათ წარმოუდგენელია. ამიტომაც არის, რომ ზიარების წინა და შემდგომი ლოცვები ერთი შინაარსით არის დატვირთული - მადლობა და ბოდიში. მეტს ვერ ეუბნები, მეტი რა უნდა უთხრა, მადლობა და ბოდიში უნდა უთხრა. იმდენად ბედნიერია, ძალადაკარგულია ამ დროს ადამიანი, ამას რომ გაიაზრებს.

გიორგი გვასალია
ზიარების ბოლომდე გააზრება წარმოუდგენელია
ილია თოფურია - ციტატები

დღის ბოლოს რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო ...

ჩემი მთავარი ოცნება და მიზანი არის, რომ ვიყო ბედნიერი ყოველდღე. ამისთვის ვშრომობ ყოველდღე, რომ ავდგე, ის გავაკეთო რაც გასაკეთებელი მაქვს, რომ დღის ბოლოს თავი ვიგრძნო ბედნიერად.

იმიტომ, რომ შეიძლება არაფერი გავაკეთო. სულაც, არ ვიყო დაღლილი, მაგრამ თავს კარგად არ ვრძნობ, იმიტომ, რომ ვგრძნობ ის არ გავაკეთე, რაც გასაკეთებელი მქონდა. და ის ვერსია რაც დღეს ვარ არ არის საკმარისი იმისთვის რაც ხვალ მინდა.

ჩემი მიზანი არის, ყოველდღე უფრო მეტი ვისწავლო, უფრო მეტი გავაკეთო, იმისთვის რომ ხვალ უკეთესი ვიყო, ვიდრე დღეს.

ილია თოფურია
დღის ბოლოს რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო ...
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გასაჭირში მყოფ ადამიანს, შეცოდება კი არა, უნდა დავეხმაროთ, იმიტომ, რომ შეცოდება წარსულია უკვე, ადამიანი კი მომავალში მიდის. რაც უფრო მეტს შევიცოდებთ, მით უფრო გავაჩერებთ ადამიანს თავის შინაგან განცდებში.
უნდა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან, წინ უნდა გავახედოთ. კი, მოხდა, რაც მოხდა, მაგრამ უკან გზა აღარ არსებობს. წინ უნდა ვიყუროთ.
წარსული წარსულს ბარდება უკვე, ვეღარ მივუბრუნდებით. ხვალინდელი დღე კარზე გვადგას.
მომავლისკენ უნდა მოაბრუნოს ფსიქოლოგმა ადამიანი, რომელიც რაიმე განსაცდელის გამო შოკში აღმოჩნდა

შალვა ამონაშვილი
გასაჭირში მყოფ ადამიანს, შეცოდება კი არა,
გოგა ჩანადირი - ციტატები

თანამდებობაზე მყოფი პირები წესით უნდა ასოცირდებოდნენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან. ნაცვლად ამისა, ჩვენთან, პრივილეგიებთან და კეთილდღეობასთან ასოცირდებიან.
მე ვერ წარმომიდგენია, რომ თანამდებობაზე მივიდე პრივილეგიების მოპოვების მიზნით.
მიხუმრია კიდეც, ალბათ მე ვიქნები პირველი, ვინც ველოსიპედით, მეტროთი, გორიალათი ივლის. არ გამოვიყენებ ბიუჯეტის ფულს, თუნდაც ტელეფონში ჩასარიცხად. ბევრ საჯარო მოხელეს იმხელა ხელფასები აქვთ, უხერხულია, ამის შემდგომ კიდევ 30 ლარი სახელმწიფოს მოსთხოვო ტელეფონისთვის.

გოგა ჩანადირი
თანამდებობაზე მყოფი პირები
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

მთავარია ჩავეტიოთ ჯანსაღ დროში!

მთავარი ის კი არ არის, რომ ტრავმა არ დაგვემართოს და სტრესი არ განვიცადოთ, არამედ, მთავარია, ამ სტრესის დაშლისას და მონელებისას ჩავეტიოთ ჯანსაღ დროში. მაგალითად, ადამიანს თუ ფეხი მოსტყდა, ამას აქვს გონივრული ვადა, როდის უნდა შეხორცდეს ეს ჭრილობა. ამ გონივრულ ვადას უნდა შევხვდეთ მოთმინებით და ჩავეტიოთ ჯანსაღ დროში, როცა ეს სტრესი მოსანელებელი და დასაშლელია. არ უნდა გვქონდეს ჭარბი რეაქცია იმაზე, რასაც მცირე რეაქციაც ეყოფა და ჯანსაღ დროში ჩავეტიოთ, რომ მოვინელოთ ის ბრაზი, წყენა თუ სხვა დარტყმა ცხოვრებისგან.

ნათია ფანჯიკიძე
მთავარია ჩავეტიოთ ჯანსაღ დროში!
ოლღა ბაბლუანი - ციტატები

ადამიანს რა სჭირს ცხოველისგან განსხვავებით?

ადამიანს რა სჭირს ხო ცხოველისგან განსხვავებით, რაღაცა არსებები ვართ ისეთი, რომ არ ვიცით საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ცხოველებს ეს არ ადარდებთ.

ჩვენ ვიცით, რომ ეს უნდა მორჩეს ერთ დღეს, როგორც ყველაფერი სრულდება.

ხომ არის ეხლა ხელოვნური ინტელექტისთ საუბარი, რომ რაღაცა უკვდავება, უსასრულობა და ასე შემდეგ. განიხილავენ, რომ არასოდეს არ ყოფილა ეს უსასრულობა, რაღაცას ქონდა დასაწყისი და ექნება როდესმე დასასრული.

ნუ ეს კიდე სხვა თემაა, რომელმაც რელიგიასთან დაიწყო უკვე მეგობრობა ამ თემებმა, ასე თუ ისე...

ოლღა ბაბლუანი
ადამიანს რა სჭირს ცხოველისგან განსხვავებით?
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

დაბალი თვითშეფასება და ნარცისიზმი - ერთი დანის ორი პირია, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დაცვითი მექანიზმი არის. აი ეს მსხვრევადობა, ის, რომ მე არაფერში დამნაშავე არ ვარ, თვითრეფლექსის უუნარობა, ის რომ უპირობოდ ყველა აღტაცებული იყოს შენით, არა აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ. და მეორე - საპირისპირო ამისი, სრულიად ნიჰილისტური, დეპრესიული თვითგვემა, რომ, ჩვენ ხომ ხალხი არა ვართ, ჩვენ არაფერი გამოგვივა, არაფერი გვეშველება. იმის გამო, რაც მოგვიტანა ამდენი წლის ტრამვებმა, მე მაინც ძალიან თანამგრძნობელი ვარ ჩვენი ერის.

ნათია ფანჯიკიძე
დაბალი თვითშეფასება და ნარცისიზმი
გიორგი გველესიანი - ციტატები

მხატვრული ლიტერატურის კითხვა

ერთი სიამოვნება იყო იმ ფრაგმენტების კითხვა და იქიდან ისე შემიყვარდა მხატვრული ლიტერატურა. ჯერ ქართულით ვიწყებ, კლასიკა რაცაა ყველაფერს ვეცნობი, ვკითხულობ. მერე გადავდივარ... მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ვოლტერი გადაბულბულებული მაქვს, მაგრამ შეძლებისდაგვარად თუ დრო მაქვს ვკითხულობ.

ბოლოს მაგალითად ჯორდან პიტერსონს ვკითხულობდი, უფრო ფსიქოლოგიური წიგნია, ცოტა სტილი შევიცვალე, მხატვრული ლიტერატურიდან ახლა ფსიქოლოგიურ რაღაცეებს ვკითხულობ, მაგრამ თვითონ უშუალოდ ბიბლიასთან ურთიერთობა, ძალიან მიყვარს კი.

გიორგი გველესიანი
მხატვრული ლიტერატურის კითხვა
ციტატები, მოკლე გამონათქვამები