სამშობლო ადამიანებისთვის მინდა!
პირველ რიგში ჭეშმარიტებას ვენათესავებით, მერე ყველაფერ დანარჩენს. პატრიოტიზმიც კი, დიდი ფასეულობა არისო, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი ფასეულობა არისო, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებაა ის შუქი, რითიც პატრიოტიზმიც უნდა განვსაზღვროთ, რამდენად შორს წაგვიყვანა პატრიოტულმა აღტყინებამ, გრძნობამ, სამშობლოს სიყვარულმა... სამშობლოს სიყვარულიც ხომ დაბალანსებული უნდა იყოს სხვა რაღაცების სიყვარულით, მათ შორის ადამიანის სიყვარულით, ადამიანის ღირსების დაფასებით... სამშობლო კარგად მყავდეს და ადამიანები გავთელო - ეგრე სად არის! სამშობლო ადამიანებისთვის მინდა!
ლევან გიგინეიშვილიგანათლება სიყვარულით
ჩემი აზრით, ეს განათლება ბევრი რამით შეიცვლება, მაგრამ, პირველ რიგში განათლების ხარისხი და ღირსება დამოკიდებული იქნება, არა ტექნიკაზე, რომელიც შემოვა, საოცარი ტექნიკა შემოვა. ეს მობილურები და კომპიუტერები წავა, ესენი უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ სხვა უნდა მოვიდეს მათ ადგილას. მაგრამ განათლების ხარისხს, ესენი ვერ შეცვლის, ვერც პროგრამები, ვერც გამოცდები, ვერაფერი... ამას შეცვლის პიროვნება, მასწავლებელი, რომელიც ბავშვის გვერდით იქნება. - ხელოვნური ინტელექტი ვერ ასწავლის? - ხელოვნურ ინტელექტში ჩვენ ვერ ვაწყობთ ჯერ გრძნობებს, სიყვარულს ვერა ვდებთ მასში.
შალვა ამონაშვილითითოეული ჩვენგანი ათასობით ადამიანის იმედია
თითოეული ჩვენგანი რაღაცის დიდი მიზეზი ვართ. თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მიზეზია ბევრი ადამიანისა, რომლებიც ჩვენს გარშემო დაჯგუფდნენ. იმ ადამიანებისაც კი, რომლებსაც არ ვიცნობთ, თუმცა ჩვენი მიზეზების შედეგები გადაწვდათ. მათაც ერგოთ რაღაც, ან სიკეთე, ან სხვა რამ. ყველა ვართ მიზეზი.
აბა ნახეთ, რამდენი ადამიანია თქვენს ირგვლივ დაჯგუფებული. თუ თქვენ გამოეცლებით, მათ რაღაცა შეეშლებათ, არ გამოუვათ. ერთმანეთის იმედი გვაქვს. ერთმანეთზე ვამყარებთ იმედებს. გამოვეცლებით ერთმანეთს? - სული ჩამოინგრევა.
თითოეული ჩვენგანი ათასობით ადამიანის იმედია, საყრდენია
დეპრესია მდიდრების დაავადებაა?
ამბობენ, რომ დეპრესია მდიდრების დაავადება არის, უფრო მეტად ვიდრე ღარიბებისო, იმიტომ, რომ არ არის დეპრესია დაკავშირებული პირდაპირ რა მაქვს ანუ ქონებასთან. დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული. იმას ყველაფერი აქვს და მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, ანუ ეგზისტენციალური ვაკუუმი აქვს, საზრისი არა აქვს და ამას არაფერი არა აქვს და იმიტომ არის ესეთ დღეში, რომ, აი რა აზრი აქვს ცხოვრებას. და რა მნიშვნელობა აქვს, ორივეს დეპრესია აქვს. მაგრამ დამოკიდებულება, რომ იმას შეიძლება ხახვი და პური ჰქონდეს, გამხმარი ჭადი და 4 კვადრატული მეტრი სახლი და იყოს მადლიერი.
მარინა კაჭარავასტრატეგიული მოხალისეობა
სანამ მაგარი და მოთხოვნადი ტრენერი გახდები, უნდა იყო მოხალისე ტრენერი. ასე ჯობია დაიწყო, იმიტომ, რომ თავიდან არ გიცნობენ, როგორც ტრენერს და ფულს არავინ გადაგიხდის. ასეთ დროს ორ კურდღელს კლავ - 1. იმ სფეროს ეხმარები, რომლის განვითარებაც გსურს; 2. მეტ კავშირებს ამყარებ სფეროს წარმომადგენლებთან, უფრო მეტად დაგაფასებენ და პროფესიულ კონტექსტში იზრდება ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები. გამოთქმაც არის ასეთი - "იმას, ვინც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე უხდიან, ცოტა ხანში იმაზე მეტს გადაუხდიან, ვიდრე აკეთებს". მოხალისეობას კარგად მიესადაგება ეს გამონათქვამი.
ალექსანდრე ჯეჯელავა
გავაუქმებდი პარლამენტარების პრივილეგიებს. პარლამენტში იმიტომ არ უნდა გინდოდეს შესვლა, რომ მერე უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდეს. დაცვა და ა.შ. თუნდაც იარაღი.
როდესაც შენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იგდებ საკუთარ თავს, მერე ასევე ცდილობ, შენი ნათესავებიც მოაქციო პრივილეგიის გავლენის ქვეშ, ნაცვლად პროფესიონალიზმიდან გამომდინარე კადრების შერჩევისა.
შედეგად, ასეთი დაჩაგრული პროფესიონალების დიდი ნაწილი გავიდა ქვეყნიდან. დიდი ცოდნა გავიდა საქართველოდან, რამაც კიდევ დამატებით დააზიანა ჩვენი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობის იდეა.
დადებითი ემოციის შექმნა
თითეულმა უნდა ეცადოს შექმნას ემოცია და ნახე, თუ მაზოხისტი ან სადისტი არა ხარ, როგორ შეიძლება ოჯახი მართო, როცა ოჯახის წევრები ცუდ ხასიათზე არიან, შენ რას მართავ? არაფერსაც არ მართავ.
თუ შეგიძლია, რომ ოჯახში დადებითი ემოცია შეუქმნა მეუღლეს, შვილს... სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა და შეგიძლია დადებითი ემოცია შექმნა სამსახურში, რჩება ერთი ადგილი, სადაც კიდე უნდა შექმნა დადებითი ემოცია, ეს არის საცობი და მაშინ გამოდის, რომ ბედნიერი ხარ. მაგრამ აი სიამოვნება, იმის რომ ემოციას შენ ქმნი, ამას გონება სჭირდება.
სიამოვნებაა, როცა იქ სადაც შენ ხარ ყველა კარგ ხასიათზეა.
რას ნიშნავს ჭეშმარიტება?
თავად პავლე მოციქული ამბობს - შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. რას ნიშნავს ჭეშმარიტება? როდესაც ჩემი აზრი და ქმედება ობიექტურ სინამდვილესთან შესატყვისია, ეს უკვე ჭეშმარიტებაა. სინამდვილე ხელშესახებია. იგი გონების მიერ შესაძლებელია დანახული, აღქმული და გაგებული იყოს.
ადამიანი ერთადერთი არსებაა ამ სამყაროში, რომელსაც ეკისრება ჭეშმარიტებაზე პასუხისმგებლობა. როგორც კი მოვძებნით რაიმე ისეთ მექანიზმს, რომ ამას თავი ავარიდოთ, გავექცევით თავისუფლებას, ანუ - ჩვენსავე საკუთარ თავს, რასაც შედეგად მოაქვს საკუთარი თავის დაკარგვა.
განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის
რა განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის? - ცხოვრობს მხოლოდ ადამიანი, დანარჩენი ყველაფერი არსებობს. იდეაც, მცენარეც, ცხოველიც... ცხოვრებას ქმნის, ჩემი აზრით, ერთი რამ, მუდმივად გახსოვდეს, რას ნიშნავს, რომ შენ შეიქმენი შესაქმის ბოლო დღეს და შენ შეგქმნა ღმერთმა, თავის ხატად და მსგავსად. ვისაც სწამს ბიბლიის, ღმერთის, მისთვის ეს გასაგებია. ვისაც არ სწამს მისთვისაც გასაგებია, იმიტომ, რომ ღმერთი რომც არ არსებობდეს შენ უნდა შექმნა მთავარი სახე საკუთარი თავის და ეცადო რომ მას მისდიო ყოველწამიერად, იმიტომ, რომ თუ მას ჩამორჩი, უკვე აღარ იცხოვრებ, უბრალოდ იარსებებ.
გია მურღულიადღის ანალიზი, დაგეგმვა
ჩვენი ცხოვრება გააზრებული უნდა იყოს. დღე რომ მთავრდება, უნდა იცოდე, ამ დღემ რა ქნა, რა მოგიტანა, რა წაგართვა, რა დაგიტოვა, სადამდე მიგიყვანა, რა გაგაცნობიერებინა,... ერთი ორი წუთით, ძილის წინ, არ შეიძლება ამაზე ვიფიქროთ?
სალოცავი რამ არის ახალი დღე!
დილით რომ ავდგები, ნუთუ არ უნდა ვიცოდე, რა შეიძლება მოხდეს მთავარი ამ დღეს?
ყველაფერს ვერ გავიგებ, იმიტომ, რომ ზოგიერთი რამ თვითონ შემოიჭრება ჩემ ცხოვრებაში და შეიძლება რაღაცა ამირ-დამირიოს,.. მაგრამ, მეც ხომ შემიძლია ცოტათი დავალაგო დღე?
მოცემულ დღეს ვიცი არა მარტო ის, თუ რას გავაკეთებ, არამედ - როგორი გულით გავაკეთებ
ნუ მოვტყუვდებით!
ყველას იმას ვუსურვებდი, რომ მთავარი დავინახოთ ჩვენს ცხოვრებაში, მოვახერხოთ, რომ განვაცალკევოთ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი, მოვახერხოთ სიმართლის დანახვა. მეჩვენება, რომ ძალიან ხშირად ბევრი უბედურება, რაც ქართველებს მოგვდის ხოლმე, მოგვდის იმის გამო, რომ ვტყუვდებით, ვიღაცა გვატყუებს კი არა, ყველაფრის მიხვედრა, დანახვა ძალიან ადვილია ხოლმე, მაგრამ ვტყუვდებით და მერე საკუთარ თავზე კი არ ვბრაზდებით, ვიღაცაზე ვბრაზდებით - აი, როგორ მოხვდა ვიღაცა პარლამენტში? რანაირად მოხდა ეს? ჩვენ თვითონ ვტყუვდებით, მოდით, ნუ მოვტყუვდებით! - ამას ვუსურვებდი ყველას.
ზურაბ ჟვანიანეგატიური ინფორმაციის ზეგავლენა
ტელევიზიაში რომ უსმენ, რომ ვიღახამ ვიღაცა მოკლა, ხომ ნეგატივია? ნახე, გავიგონე, ისე, ფონურ რეჟიმში, ამან დააპროვოცირა ჩემში სხვა მსგავსი ნეგატიური ემოციები, ეს დამავიწყდა და დავდივარ ცუდ ხასიათზე, ვიბღვირები. ვერ გავიგე საიდან წამოვიდა ცუდ ხასიათზე ყოფმა, აი ამან ქნა. ეს არის საშინელი ზემოქმედება. ამიტომ, როცა თქვენი თავი დაიწყებს მობილიზებას ყველა უმსგავსობის, გააჩერე რა. დაახლოებით იცი როგორი განცვდა მქონდა, რომ ვაჩერებდი, ეხლა საერთოდ არ მოდიან ეგთი აზრები, რომ წამოვლენ და გამეცინებოდა, რომ ეს რა შუაშია, უკან რომ წავლენ, აუ ამასთან ხომ არაფერი არ გამოდის.
ზურაბ მხეიძეცხოვრება სიბრიყვეებს გვთხოვს ძალიან ხშირად
სიბრძნეები ვიცით აუარებელი, სიკეთეები ვიცით, მაგრამ ცოტას გავაკეთებსთ სიკეთეს, ცოტას დავუჯერებთ სიბრძნეს, უფრო მეტად დავუჯერებთ რასაც ცხოვრება გვთხოვს ეხლა, და ცხოვრება სიბრიყვეებს გვთხოვს ძალიან ხშირად. სისულელეებს გვთხოვს რომ გავაკეთოთ. მერე კიდეც გვრცხვენია, რატო გავაკეთე ეს, ან იმ ადამიანს რატომ ვუთხარი ეგეთი სიტყვა, ან იმან რა დამიშავა რო მძულს, ან იმისი რათა მშურს? მერე შეიძლება ვიღაცა ჩაფიქრდეს ამაზე, მაგრამ ხო ვაკეთებთ ამას და ვიცით რომ არ უნდა გავაკეთოთ. ხედავთ? ცოდნა გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულება ცოდნის მიმართ არა გვაქვს, ანდა გვაქვს უარყოფითი.
შალვა ამონაშვილიშიშის ემოცია
შიში კარგი ემოციაა, არაა ცუდი ემოცია. იმ 4 ძირითადი, საჭირო ემოციიდან, რომელიც ადამიანსაც აქვს და ცხოველსაც, დაბადებიდან მოჰყვება ყველა ცოცხალს, ერთ-ერთია შიში, შიში არის სასიგნალო, მაკონტროლებელი. ცეცხლის მეშინია, ხელს არ შევყოფ ცეცხლში, არ დავიწვები. რაღაცის მეშინი, იმას არ გავაკეთებ ანუ შიში მე მაკონტროლებს, მაგრამ ცოტა თუ მეშინია ეს მე ფორმაში მამყოფებს, თუმცა ეს თუ შკალას ცდება, ამ შემთხვევაში, ეს შიში დეზორგანიზაციას იწვევს ჩემი ქცევის მთიანად, მე ვეღარ ვახერხებ პრეზენტაციას, მე ვეღარ ვახერხებ ვერაფერს, არ შემილია რამე მოვყვე, რამე გავაკეთობ და ასე შემდეგ.
მარინა კაჭარავამიმართვა არაკეთილმოსურნეებს
ერთი წუთი იმისათვის, რომ მიმართოთ მათ, ვისაც არ უყვარხართ.
- არ ვიცი ერთი წუთი მეყოფა თუ არა, მაგრამ, ის მაინც მინდა ვუთხრა ჩემს ყველა არაკეთილმოსურნეს, რომ ყველაფერი წარმავალია ამ ქევყანაზე და მთავარი არის ის, რომ როდესღაც, ბევრი წლის შემდეგ... და მათაც ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს, კაცი მარტო, რომ დარჩება თავის თავთან და გადახედავს, აი რა გზა გამოვიარე მე, აი ამ მომენტში არ შერცხვენოდეს იმ გამოვლილი გზის. მეც და ჩემი არაკეთილმოსურნენი, ისე ვყოფილიყავით საკუთარ თავთან, რომ არ შეგვრცხვენოდეს ჩვენი განვლილი გზის, არ შეგვრცხვენოდეს ერთმანერთის თვალებში შეხედვის.
წამოდგომის და ბრძოლის გაგრძელების წამალი
ბასკის სტერეოტიპი ევროპაში არის: აი რომ არ შეეშვება სანამ არ მიაღწევს, არაფრის გაგონებაც კი არ უნდა
ანეკდოტი არის ბასკებზე ასეთი: როგორ უნდა განათავსო 100 ბასკი პატარა ჩიკვეჩენტოში. ერთადეერთი გზა არის, უთხრა, რომ ეს შეუძლებელია და ასივე თავისით...
ჩემ შემთხვევაში წინააღმდეგობა უფრო მამოტივირებს ხოლმე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის ან უნდა იყოს ვიღაცისთვის უნივერსალური წამალი.
სხვის შემთხვევაში შეიძლება სხვა იყოს წამალი არ გაჩერების, წამოსდგომის და ბრძოლის გაგრძელების. მიღწევამდე არ დანებების და ა.შ
ჩემი აზრით ეგეთი წამლები უნიკალურია ყველასთვის.
დასმენა ბავშვისა მშობელთან
ბავშვის დასმენა მშობელთან - შენი ბავშვი არ სწავლობს, ამას არ აკეთებს, ცუდად იქცევა, ჰიპერაქტიურია... - ეს რა თაიგულია დასმენისა?
არასოდეს არ დაასმინოთ ბავშვი მშობელთან. იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, მშობელმა არ იცის, როგორ მოიქცეს ამ დროს ბავშვთან. თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია, რა ქნას დედამ, ამოჭრას ბავშვისგან ეს ჰიპერაქტიურობა? არ იცის პედაგოგიკა. თქვენ იცით და ვერ აკეთებთ და მშობელს ავალებთ?
ამრიგად, არ დაასმინო ბავშვი. თუ რამ შენი გასაკეთებელია, შენ გააკეთე. თუ ბავშვი გაკვეთილზე არ გისმენს, რა შუაშია მშობელი? აი მიეცი საინტერესო გაკვეთილი და მოგისმენს, გაოცდება, გაიკვირვებს
კონცენტრაციის აშენება თამაშის დღეს, აი ვცდილობ ხოლმე, რომ თამაშის დღე იყოს ყველა დღეებისგან განსხვავებული, იმიტომ რომ კონცენტრაციას როგორც ავაშენებ, როგორც მოვემზადები ისე ვითამაშებ.
ამიტომ არ მიყვარს ხოლმე, გარე ფაქტოირები რომ ერევიან ხოლმე. მირჩევნია, რომ წყნარად, მარტო ვიყო. ერთადერთი ვისაც ვეკონტაქტები არის ჩემი ოჯახი. იმათმაც იციან თუ რაღაც გადაუდებელი არც არის, არ მაწუხებენ საერთოდ, იმიტომ რომ უნდა მოვეზადო, მხოლოდ და მხოლოდ უნდა ვიფიქრო დღრევანდელ თამაშზე.
ჩემი საქმეა და მე ვუდგები ესე. ძალიან ბევრი ფეხბურთელი უდგება ესე ზოგი საერთოდ თიშავს ტელეფონს.
არის თუ არა ღმერთში გრძნობები?
- იტანჯება და სტკივა თუ არა ღმერთს, როცა ადამიანს სტკივა და იტანჯება? რას ნიშნავს ღმერთის ტკივილი?
- საერთოდ ღმერთში ვნება, ტკივილი, სიხარული, ხარხარი, კისკისი,.. ასეთი რამ არ ხდება. ღმერთი არ არის გრძნობადი არსება. ეს ყველაფერი არის სიმბოლური, რომ თვალის წინ, ღმერთის მხედველობის გარეშე ადამიანს არ სტკივა, ღმერთის მხედველობის გარეშე ადამიანს არ უხარია, წარმატებას არ იღებს და ა.შ
განკაცებულ ქრისტეს თავისთავად სტკიოდა, მას ჭეშმარიტი ხორცი ჰქონდა მიღებული, ჭეშმარიტი ტკივილით სტკიოდა.
ყოვლადწმინდა სამებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ტკივილი, შეშფოთება,.. სრულიად გამორიცხულია
ბრძოლა სიკეთეს და ბოროტებას შორის
სანამ ეს ქვეყანაა, ბოროტება არასდროს არ შეურიგდება სიკეთეს. მთავარია, სიკეთემ არ მოუხაროს თავი ბოროტებას. მტრობის არსიც ეს არის - სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი მყოფობა, სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი გზა, ხოლო ბოროტება ამას ვერ აიტანს ვერასდროს, მაგრამ, სიკეთეს ამ დაპირისპირების არ ეშინია, ბოლო მისი - გამარჯვებაა. მთელი მისი ბრძოლა, შევიწროების გზაა, - სიკეთეს ყოველთვის უჭირს, შევიწროებულია, ცოტაა, არ ჩანს, ჩუმად არის,.. მაგრამ, ბოლოს აუცილებლად იმარჯვებს. ბოროტება პირიქით - ბევრია, ხშირად ჩანს, ხმაურობს, თითქოს გამარჯვებასთან ახლოს არის, მაგრამ, ვერასდროს ვერ იმარჯვებს.
გიორგი გვასალიამაცხოვარმა ჩვენი ბუნება განკურნა
მაცხოვარმა მე ბუნებითად გამომიხსნა. როდესაც მოვიდა და ჯვარს ეცვა და ჯოჯოხეთში ჩავიდა, ჩემი ბუნება განკურნა. მე, როგორც ადამიანს, დამიბრუნდა საშუალება, ჩემში სულიწმინდამ დაიწყოს ის მოქმედება, რა მოქმედებაც შეწყდა მაშინ, როდესაც ადამიანი ცოდვით დაავადდა. განმკურნა მე იესომ. და ახლა ამ განკურნებულს დამიტოვა ნებელობა. მე ცხონება თავს კი არ მაქვს მოხვეული, ღმერთთან ერთობა იძულებითი აქტი კი არ არის ჩემში, არა! ახლა მე უნდა მომინდეს, მოვისურვო - დაბრუნებული შესაძლებლობები გამოვიყენო ამ ილუზიიდან თავის დასახსნელად. როგორ? ძალა საიდან მეძლევა? - ძალა მეძლევა ღვთისმსახურებიდან.
გიორგი გვასალიაპედაგოგის დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ
მე პედაგოგი ვარ და ეს სივრცე, ჩემი საკლასო ოთხი თუ ჩემი აუდიტორია, ეს ის აუდიტორიაა, სადაც შემოვედი, იმიოტომ კი არა მარტო, რომ თვის ბოლოს ხელფასი ავიღო, იმიტომ რომ თუ სხვაგან სხვა სამუშაო გამომიჩნდება, შეიძლება მივაგდო ეს აუდიტორია, სულ არ ვიდარდო.
არა! ამ აუდიტორიაში, რომ შევდივარ, მოვალეობათა სივრცეში შევდივარ. მე არ მაქვს უფლება ლექცია მომზადებული არ მქონდეს, არ მიყვარდეს, პატივს არ ვცემდე, არ ვზრუნავდე.
აი ეს ყველაფერი, რომ გათავისებული მაქვს, ამ დროს მე ჩემს თავს, რაღაც რაღაცეების უფლებას ვერ ვაძლევ, ამ დროს მე ჩემს თავს ვუბრძანებ, რომ რაღაცა მეტი ვიყო, ვიდრე ეს მე მინდა.
მწერლის მოვალეობა რა არის იცი? - სარკეში ჩაგახედოს, ხვალ რა იქნება, მაგი ჩვენ სახარებაში გვიწერია: ხვალემ იზრუნოს ხვალისაზეო, მაგრამ დღეს უნდა დავიწყოთ ჩვენ, თუ არაფერი დაიწყე, დააღე პირი აქანე, გაიშვირე ხელი და იმათხოვრე, ვინცხას კარზე შევარდი, ვინცხას სახლში მიდი, მაი გიჟმა ქნა, ქორწილში რომ შევიდა, ჩემს სახლს აქანე ჯობიაო. შენ ვინ მოგცა მაგისი უფლება? შენ დაეტიე შენს სახლში და ეძიე გზა ხსნისა. ვინცხას მიადგები, გკრა იმ კაცმა პანღური და გამოგაგდო, მართალია უზნეოდ მოიქცა, უწესოდ, მაგრამ, მისი სახლია არ გიშვებს, ჩვენ რომ ვუღებთ ყველას კარებს ფართოდ. არა, მაგის უფლება შენ არა გაქვს.
ოტია იოსელიანიყველაფერში დავინახოთ შესაძლებლობები
ფეხსაცმელების იტალიურმა ბრენდმა გააგზავნა თავისი წარმომადგენელი აფრიკაში, რომ წადი, მოიკვლიე ბაზარი, იმიტომ, რომ ჩვენი ქარხანა იქაც გვინდა, რომ გავხსნათო.
წავიდა ეს ადამიანი, ერთი კვირა მოიკვლია და მოიწერა ანგარიში, რომ რა დროს ქარხნის გახსნა არის, აქ ხალხი ფეხშიშველი დადისო.
გავიდა 5 წელი, გააგზავნეს მეორე წარმომადგენელი იგივე დავალებით, რომ მოიკვლიე ბაზარი, ვნახოთ რამდენად ღირს იქ ქარხნის გახსნა. და იმან მოიწერა, რომ სასწრაფოდ გავხსნათ ქარხანა, აქ ხალხი ჯერ კიდევ ფეხშიშველა დადისო.
ანუ ერთი და იგივე მოცემულობაში ერთმა დაინახა შესაძლებლობა, მეორემ დაინახა პრობლემა.