კაცები არიან ზარმაცები
ზოგადად კაცები არიან ზარმაცები და ხშირ შემთხევაში კაცი მიდის იმიტომ, რომ შენ არასწორად მოიქეცი. კაცი იმდენად ზარმაცია დააკვირდით, რემონტის და ახალი ბინის ინიციატორი არის ქალი, კაცს მაგრა ეზარება. ეზარება წასვლა რა, მართლა ეზარება, იმდენად არ უყვარს. და ხშირ შემთხვევაში ქალი უწყობს ხელს, რომ მალე წავიდეს.
ამიტომ თუ სწორად მოიქცევი კაცი არ წავა, იშვითად, რომ ეგეთი ვიღაც აღოჩნდეს, არსადაც არ წავა, მართლა ზარმაცია. ურჩევნია აქ იყოს, აგერ მეზობელს იცნობს, სავარძელი აქვს თავისი, გადადი ეხლა სადღაც, აი გაიხსენეთ და ნახავთ ყველა რემონტის, ყველა ახალი ბინის ინიციატორი არის ქალი. კაცს ეს ეზარება, უბრალოდ ეზარება და შენ უნდა უჩიჩხინო, რომ მიდი რა იქნებ კიდე რაღაცა გავაკეთოთ.
რიცხვების, დღეების შიში
ეხლა თქვენ გაგეცინებათ, მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც ციფრების ეშინიათ. აი მაგალითად, ეშინია რვის ან თორმეტის, რატო ეშინია არ ამბობს. შესაძლოა რვა რიცხვში მოხდა რაღაც, შესაძლოა რაღაცას დაედო ეს. აი იყო მაგალითად ერთი, რომელსაც ეშინოდა სამშაბათის, ხუთშაბათის და შაბათის, არ გამოდიოდა ამ დღეებში და მერე გავაცნობიერეთ, რომ ამ დღეს არის დასაფლავებები, ანუ სიკვდილის შიშის ტრანსფორმირებული შიში ჰქონდა, სიკვდილზე კი არ ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ სამშაბათი არის საშიში დღე და ხუთშაბათი, მერე აღმოჩნდა, რომ შეხვდეს ეს პროცესია ეკვიატება და გაუთავებლად ცუდად ხდება, ანუ მიცვალებულის ხსენებაც კი, ტელევიზორში რომ გაიგებს ვიღაც მოკლეს, ესეც კი აშინებს. არც სამშაბათს გამოდის, არც.
მარინა კაჭარავაკიდე მეტყვით ზეციური სამყარო არ არსებობსო?
იცის იმან რომ უნდა წავიდეს, მეც ვიცი რომ უნდა წავიდეს, რომ დღეები უკვე ხელზე ჩამოსათვლელია.
მამაო მოვუყვანე რომ ზიარება მიიღოს. ექიმმა მითხრა, რომ მაქსიმუმ 3 დღე იციცხლოსო, ვეჯექი გვერდით ხელი მეჭირა მისი და როცა თვალები გაახილა, რაღაც წერტილს დაუწყო ყურება, უყურებს და არაფერს არ ხედავს. იქიდან ესმის მას, მე ასე ვგრძნობ, რომ არიგებს მას, ვიღაცა არსი, რომ ასე უნდა ისუნთქო, და სუნთქავს თითქოს ჯაჭვი უნდა აწყვიტო.. მეთოდურად, თვლით, რიტმულად წყვეტ ჯაჭვს, წყვეტ და გიხარია. ჩემს ხელში მისი ხელი ჩაცხრა. არაფერს არ ხედავდა გარდა იმისა, - კიდევ მეტყვით რომ ციური სამყარო არ არსებობსო?! ეს ჩემთვის ისეთი ნათელი, ხელშესახებია. სურათი რომ გადაგვეღო, იქ ვიღაცა ანგელოზი, ვიღცა არსი გამოჩნდებოდა.
მსოფლიო დიქტატურა
დიდი და საბოლოო სიტყვა ეთქმით , მათ ვინც ყველაზე ძლიერია, ვისაც კარნახი შეუძლია. ისინი სარგებლობენ ამით და რა თქმა უნდა კარნახობენ ეს დიდი მოთამაშეები თავიანთ ნებას და თავიანთ აზრებს დანარჩენ სამყაროს, დანარჩენ ქვეყნებს და მათ უნდათ, რომ სამყარომ მათ ჭკუაზე იაროს, მაგრამ ამ სურვილების ჯახში იჩაგრებიან ის დანარჩენები, იმიტომ, რომ უფრო ხშირად არ არის მისაღები, რასაც ისინი გადაწყვეტენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დრომ მოიტანა თანასწორობა დიდსა და პატარას შორის, მაინც ამ თანასწორობის მოსვლას არ დაადგა საშველი, მაინც ხარ ძალის დიქტატის ქვეშ, შენ ეს გინდა თუ არა. ამიტომ უფრო ხშირად შეგუება ხდება. მართალია ხანდახან არ ეგუებიან ამას, მაგრამ უმეტეს წილად გვიხდება შეგუება.
ნუგზარ რუხაძეარგუმენტირებული კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა
მასწავლებელი უნდა აფასებდეს არ შინაარს, არამედ არგუმენტაციას. თუ ბავშვი თვლის, რომ ეს ვიღაც ცუდია, მაშინ, როდესაც, ყველა თვლის, რომ კარგია, არგუმენტები უნდა იყოს შეფასებული. რატომ თვლის, რომ ცუდია. მაშინ როდესაც ჩვენ დაბალ ქულას დავუწერთ "ტიპს", რომელიც განსხვავებულ აზრს გვაწვდის, რაც არ უნდა არგუმენტირებული იყოს ის, ის ბავშვი აღარ იფიქრებს არგუმენტაციის და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე, ის ბავშვი იფიქრებს, რომ როგორმე არ გადაუხვიოს, იმას, რასაც მასწავლებელი ეუბნება. ზოგადად აი ეს ავტორიტეტისადმი მორჩილება, მე მგონია, რომ ძალიან ცუდია. პირიქით, სტუდენტებს სულ ვეუბნები ხოლმე, რომ არასდროს არ მენდოთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს დღეს გადამოწმების ვეებერთელა შესაძლებლობები.
გიორგი ბაქრაძეარჩევანი არის ადამიანის
იქ მისვლა უკვე მარტო ადამიანის არ არის, არჩევანი არის ადამიანის, მისვლა უკვე ღმერთთან ერთად ხდება.
პეტრემ, რომელიც წყალში იძირება, ხელი უნდა გაიშვიროს, ამოყვანა ქრისტესია. პეტრეს სჭირდება უთხრას მაცხოვარს, ცოდვილი ვარ და გამშორდი, მოციქულთა თავთა დაყენება მისი, ქრისტესია.
იუდა სტრაგედიაც ეს არის. ვერ იმეგობრა, ბოდიში ვერ თქვა, ვერ აღიარა. აღიარებით როგორ არაღიარა, აღიარა მაგრამ ეს ის აღიარება არ არის რომელმაც შეიძლება მოტრიალება განაცდევინოს. არა კი არ მოტრიალდა, აღიარა, რაღაც ისეთი, რომ ვერ გათვალა, უფრო მოხერხებულად შეეძლო ემოქმედა, იმ დროს როდესაც პეტრესთვის ეს მთელი ტრაგედია იყო.
ამიტომ, ჩვენ არ ვსაუბრობთ ვინ უფრო ჩქარა, ვინ უფრო ნელა, მთავარია აქითკენ, ნიშნულისკენ.
როგორ ვაკოცოთ შვილს?
-თქვენ როგორ კოცნით თქვენს შვილებს?
- როგორ უნდა ვაკოცოთ?
- ნება-ნებასა, ნაზად, თან ხელა მოუსვამ, თან მოეფერები. ბავშვებს ყოვეთვის უნდათ ჩვენი კოცნა, მაგრამ ისე კი არა, რომ ეს კოცნა ჩვენი სიამოვნებისთვის იყოს, რომ მას, მას ესიამოვნოს ჩემი კოცნა. თუ მე ჩემთვის ვკოცნი, მას ეს აღზრდაში არ წაადგება. მაგრამ თუ იმისთვის ვკოცნი, რომ ის მაკვირვებს, მაოცებს, მიყვარს და მინდა შევეხო მას, მინდა ჩემი რაღაც გადავცე მას, კი არ მოვთხოვო, გადავცე.
ეს კოცნა გრძნიბებით კეთდება, ხომ მართალი ვარ? ამას ალბათ ხელიც სჭირდება, როგორ მოჰკიდო, აი გვერდსა დაისვა, ,,მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნება-ნებასა” - ესეიგი წყნარად, მშვიდად, ალერსით.
ესეც სადწავლია ჩემო ძვირფასებო, კოცნა მეთოდია ბავშვების აღზრდისა.
საკვანძო ფრაზები
მე მივაქციე ყურადღება, არაერთხელ რომ, პოეზიაშიც თავისთავად ცხადია, მაგრამ განსაკუთრებით პროზაში, ისევე როგორც ფილმებში, არსებობს ე.წ საკვანძო ფრაზები, რომლებსაც მოაქვს მთავარი სათქმელი. ეხლა უცბად გამახსენდა ფილმი: ზეციური სამოთხე. ჩემს ბავშვებს ვაჩვენებ ხოლმე ხშირად, ერთი მჭედლის სამჭედლოს შესასვლელს, კარიბჭეს პირდაპირ აწერია: „რა კაცია ის ვინც სამყაროს შეცვლას არ ცდილობს“, შეიძლება საერთოდ ცალკე ცოცხლობდეს ეს ფრაზა.
ამასაც ხშირად ვუხსენებ ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, პოლ ოსტერს აქვს, უბრწყინვალესი მოთხრობა: რომელსაც ქვია: „ოლ გირენის საშობაო ამბავი“ იქაც არის ერთი ფრაზა რომელიც ამ მოთხრობის სულია: „თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, როგორ შეიძლება ის ამბავი ნამდვილი არ იყოს.“
რა არის თავისუფლება?
კი მაგრამ, რა არის თავისუფლება? - სადაც მინდა წავალ, სადაც მინდა მოვალ? და რაში იყენებ იმას, რომ სადაც გინდა წახვალ, სადაც გინდა მოხვალ? სად იხეტიალე, სად სცადე შენი ბედი? აღმოჩნდება რომ ძალიან დავიწროებულია ადამიანების გადაადგილების არეალი. და შემდეგ კიდევ მივდივართ იქამდე, რომ, აი მაინც რა არის ეს თავისუფლება? აღმოჩნდება, რომ თავისუფლება არის სწორედ ის ჟრუანტელი, რასაც ანტილოპა განიცდის ლომი რომ მოზდევს, თუ ჯანმრთელი ზებრა, რომელიც კბილებს ჩაამტვრევს შემდეგ ამ ლომს. ანუ სიცოცხლე, თავდაგასავალი ასოცირდება თავისუფლებასთან, და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვგრძნობთ ჩვენს თავს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ არ განვიცდით დეპრესიას და არა პირიქით, როდესაც არაფერი ხდება, როდესაც დაჭაობდება.
ნათია ფანჯიკიძეროდის არის ქვეყანა თავისუფალი? / რას ნიშნავს თავისუფლება?
თავისუფლება ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, პაუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე.
სახელმწიფოს, როგორც ასეთი, თუ ეკონომიკური საფუძველი აქვს, თავისი დამოუკიდებელი ეკონომიკა გააჩნია, მხოლოდ ამ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ის თავისუფალი.
აი მარქს აქვს, რომ ყველა ურთიერთობათა საფუძველი არის ეკონომიკური ურთიერთობა, ეკონომიკური საფუძველი.
აი უყურეთ, პასუხიმგებლობის აღება სახელმწიფოს მხრიდან არის მის ეკონომიკაზე პასუხიმგებლობის აღება და მერე მოყვება უკვე სხვა განზომილებები.
ინდივიდის დონეზეც ასეა, თუ შენ პასუხიმგებლობა გაგაჩნია საკუთარ თავზე ესეიგი თავისუფლება გაქვს. ესეიგი შენ თავისუფალი ხარ, და ამოიტომ ვთქვი მე სადაწყისში, თავისუფლების სუბიექტიც მე ვარ და თავისუფლების
მესაფლავეები - ციტატები
შეურაცხყოფის მიყენება მესაფლავის მიმართ
კი არიან, როცა ცუდად გვექცევიან, შეიძლება ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოგაყენოს, მაგრამ სულიერად ადამიანს შეურაცხყოფას რომ მიაყენ მესაფლავეს, რომელმაც შენი მიცვალებული უნდა გააპატიოსნოს, არ უნდა მიაყენო მაგის გამო შეურაცხყოფა.
შევდივართ მათ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ვიღაცა დედას კარგავს, ვიღაცა შვილს კარგავს, ვიღაცა შვილიშვილს. ჩვენც ხმას არ ვიღებთ, ვაკეთებთ რაც შედის ჩვენს მოვალეობაში, რომ მიცვალებული გავაპატიოსნოთ.
შეურაცხყოფა ფიზიკურადაც მოუყენებიათ, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, ყოფილა, რომ ხელიც გაურტყიათ მესაფლავისთვის.
დაგვაფასონ, სხვა არაფერი, რომ დააფასონ მესაფლავეები. ჩვენ ვშრომობთ, ადამიანს ვეხმარებით, უფლის მიმართ დიდ საქმეს ვაკეთებთ, დაგვაფასონ ხალხმა მთავარია.
ადამიანი არის მსახურებითი არსება
ადამიანის ერთ-ერთი მახასიათებელი, მისი ბუნებითი მდგომარეობისა (გარდა იმისა, რომ ადამიანი გახლავთ იერარქიული, გონიერი, უკვდავი არსება), არის მსახურება. ადამიანი (ანგელოზიც) არის მსახურებითი არსება. ადამიანს (ზოგადად, გონიერ არსებას) უნდა თუ არა, არის მსახურებითი არსება.
ჩნდება კითხვა - სადღა არის ადამიანის ნებელობის თავისუფლება, თუკი, უნდა თუ არა, მსახურებითი არსებაა? - აი სწორედ ამ არჩევანში იწყება ადამიანის თავისუფლება, ვის ვემსახურები მე? ვემსახურები ეგოს, თუ სხვას? როგორც კი სხვის მსახურებას ვიწყებ, მე ვიწყებ იმ ადამიანობას, რომელი პროექტიც ჩემში, როგორც ბედნიერ არსებაში ჩადო ღმერთმა. ამ პროექტის რეალიზება იწყება სწორედ ამ დროს. არსებითად სწორედ ამაშია შინაარსი ღვთისმსახურებისა.
მადლიერებით დაწყებული დღე
რომ ვიღვიძებთ, ერთის მხრივ ხომ შეგვიძლია ვთქვათ: "ბიჭო, რა მაგარია! გავიღვიძე, ისევ გავიღვიძე!" დაბადებაა ხომ? ახალი დღე, ახალი შესაძლებლობები, დაძინებამდე რამდენი დრო მაქვს, რამდენი კარგი რამე შემიძლია მოვასწრო! შემიძლია თუ არა ეს მოლოდინი გადავაქციო დაფასებად, დაფასებაა ხომ ჩვეულებრივი? ვაკეთებთ ასე? - არა! ნაცვლად ამისა რას ვაკეთებთ? - ტელეფონში: "მომწერა იმან?" სანამ თვალებს გაახელ, ბოლომდე რომ არ გაქვს გახელილი (უკმაყოფილო სახით) "მომწერა იმან? ისევ "seen", არ მიპასუხა"..., მერე ავდგებით და სარკეში ვიხედებით, ისევ უკმაყოფილო სახით, მერე ტელევიზორს ჩავრთავთ , დილის გადაცემაა: "რა იყო, ვინმე უფრო ცნობილი მსახიობი ვერ მოიწვიეს?" რამხელა ვალი აქვს ჩვენს სამყაროს, ვინც არ უნდა მოეწვიათ ხომ იგივეს ვიტყოდით?!
დავით გოგიჩაიშვილისიცოცხლე სასწაულია
არის რაღაც წინაელემენტარული ნაწილაკები, რომლებიც შემდეგ ქმნიან, რაღაც კვანტიონულ პლაზმას, შემდგომ იქმნება ეს ნუკლეო სინთეზის გზით ატომები, შემდეგ ეს ატომები ქმნის მოლეკულას, მოლეკულები ქმნიან უკვე ნივთიერებას, მატერიას.
აქედან საბოლო ჯამში იქმნება ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც შესდგება ორგანოებისაგან, შემდეგ ეს ქმნის საზოგადოებას, საზოგადოება სახელმწიფოებს და ყოველი შემდგომი საფეხური არის რთული.
არცერთი ატომი, მოლეკულა, ცოცხალი არ არის და ქმნის ცოცხალ უჯრედს, არცერთ ნეიროში ინტელექტი არ არის და ის ქმნის ინტელექტს, არცერთ მიკოქონდრიაში, ბირთვში, არ არის ცნობიერება და ის ქმნის ცნობიერებას.
ანუ ჩვენ ვღებულობთ მთელს, რომელიც შესდგება ნაწილებისაგან, მაგრამ არ არის მათი არითმეტიკული ჯამი.
წყენია კაცი კაცობას კარგავს, ანუ პატრიარქალურ საზოგადოებაში, აი მეომარ კაცს არაფერი არ სწყინს, ან მოგაჭრის თავს ან გაპატიებს იქვე.
-არ უღალატიათ თქვენთვის?
როგორ არა, რამდენიც გინდა
-არ გტკენიათ?
როგორ არ მტკენია... და როგორც ჩემს შვილს დავუწერე ჩემს ერთ-ერთ წერილში, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდა: როცა ყველაზე ახლობელი ადამიანისგან ღალატს ნახავ, გიხაროდენ, იმიტომ, რომ ღმერთს უყვარხარ ესეიგი და თავისი განვლილი გზის მემილიონედს გაჩვენებს, მეც ისევე როგორც ყველა მაყურებელს ამ ჩვენი საუბრისა ჩემო ნოე, განუცდია ტკივილი ღალატისა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თვითონა ყოფილა მტკენელი, ან თვითონაც ყოფილა მოღალატე და ვინც ამას ვერ ხედავს, მაშინ ის ძმის თვალში ხედავს დირეს და თავის თვალში ვერ ხედავს ვერაფერს.
ერთ ლოყაში თუ გაგარტყამენ... / ჯვრის არ შეგეშინდეს, ბოლოში გამარჯვებაა!
ჩვენ არ გვაქ კარგად გაგებული რას ნიშნავს მეორე ლოყის მიშვერა, იმიტომ, რომ არ ვიცით პირველ ლოყაში რატომ გვარტყამენ.
მაცხოვარი, როდესაც ამ სიტყვებს ამბობს, თვითონ აქვს გამზადებული ერთი ლოყა და მეორეც მიშვერილი აქვს.
აქ საუბარია იმაზე, რომ შენ, როდესაც ქრისტესკენ მიდიხარ, შენ როდესაც ამ ღირებულებითი სწორებისკენ მიდიხარ, აუცილებლად მოგხვდება, მაგრამ არ მოტრიალდე უკან, მეორე ლოყა მზად გქონდეს, ეს ხიდი უნდა გადაიარო, ბოლომდე უნდა მიხვიდე.
ჩემს შვილს ამას ვეტყვი აუცილებლად, ვაჟკაცურად გადავიდეს ხიდის მეორე ნაპირამდე.
რატომაც მომხვდა პირველ ლოყაში, იმიტომაც მოვიხვედრებ მეორე ლოყაში. ეს არ ნიშნავს, რომ სულელი და ღირსებააყრილი იყავი, არა, პირიქით. ეს ნიშნავს, ჯვრის არ შეგეშინდეს, ბოლოში გამარჯვებაა!
რა არის თავისუფლება?
თავისუფლებას ხშირად ასე განმარტავენ - ეს არის ის, რაც მინდა, რომ მე გავაკეთო, - მაგრამ, შემდეგ დგება საკითხი, თუ რამდენად ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რის გაკეთებასაც ვაპირებ. ანუ, შენი სიტყვის და ქცევის მიმართ რამდენად ხარ პასუხისმგებელი და რამდენად არის შენი სიტყვა და ქცევა ავთენტური - რამდენად ხარ შენ თავადვე შენი ქმედების ავტორი. შენივე ნებით გადაწყვეტილია, თუ გარკვეული თვალსაზრისებიდან გამომდინარეობს, რომელიც ღმერთმა იცის, ჭეშმარიტია, თუ მცდარია. ამიტომ, რასაც მე ვამბობ, რასაც ვმოქმედებ, იმის მიმართ ჩემივე პირადი, პერსონალური პასუხისმგებლობა არის უკვე თავისუფლება. ჟან პოლ სარტრი ამბობდა - "მე ვარ ჩემი არჩევანი". მერე დგება საკითხი იმაზე, რაც ავირჩიე, მის მიმართ მაქვს პასუხისმგებლობა, თუ არა.
ნანა ჩაჩუამამის გარდაცვალება / რწმენაში მყოფი ადამიან მუშაობა
მამის გარდაცვალება იყო… თან მე ძაან მამიკოს გოგო ვიყავი, რაღაც დასრულდა. ვიტირე, გამოვიგლოვე და რელიგიურ ჭრილში გადავიყვანე ეს ყველაფერი, მითუმეტეს მე თვითინ რწმენაში ვარ და ცოტა მომეშვა.
სამყაროსთან არ მიჩხუბია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაკეთდა, მივიღე უფლის ნება. ნახეთ მიმღებლობა რა ხარისხით მაქვს? ანუ როდის მიდგება მიმღებლობა. საოცარი კომფორტია რწმენაში
მყოფ ადამიანთან მუშაობა. ოღონდ ეს არ არის ბრმა მიმღებლობა. ნეტა რატომ კი არა, ნეტა რატომ… რას უნდა მივხვდე, რას მიმანიშნებს. აქაც ისევივდივარ ფიქრთან, აქაც ისევ მივდივარ წინაპირობებთან.
ნახეთ: წინაპირობა, ქცევა, შედეგი, ვიცით ხო ეს ტრიადა? რატო, ეხლა რას ვაკეთებ და რა იქნება ხვალ? იმიტომ რომ ისევ ჩემი ფსიქიკური სიჯანსაღე შევინარჩუნო.
ბავშვს ჯობია ვუთხრათ ...
ფსიქოლოგიური არაცნობიერიდან, მან ისედაც იცის რომ ეს მოხდა, ადამიანმა იცის. მისმა სულმა იცის, მისმა არაცნობიერმა იცის, ასე, რომ ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა, რომ დიდხანს არ ეუბნებოდნენ ბავშვს ოჯახის წევრის გარდაცვალებას და ეუბნებოდნენ, რომ არის საზღვარგარეთ...
როდესაც ჩემთან მოვიდნენ, მე ვუთხარი: აუცილებლად უთხარით, მან ეს იცის, ნახავთ, რომ ეტყვით მის რეაქციას მეთქი. მერე შემხვდა ეს ადამიანი და მითხრა, რომ ბავშვმა უთხრა, რომ, მე ვიცოდი მაგრამ თქვენ მეცოდებოდითო, ბავში იყო 7-8 წლის დაახლოებით, მე თქვენ მეცოდებოდით და ამიტომ, ვიქცეოდი ისე, ვითომ არ ვიცოდიო.
ეს ისე გაუკვირდათ მშობლებს, რომ კი სევდანარევი იყო, მაგრამ უკვე რეალობა მიღებული ჰქონდა., რომ ამ ბავშვმა იგრძნო. პირველ რიგში გრძნობს და მერე უკვე ხვდება.
რა გვაკავშირებს ევროპასთან?
რომ ეცნობი ქართული კულტურის ისტორიას, ქრისტიანული კულტურაა ეს. ვისაც არ მოსწონს გაუმარჯოს თავის გზაზე, მაგრამ ქართული კულტურა არის, ქრისტიანული კულტურა. ხასიათი ამან განაპირობა.
ამით გავს სხვათაშორის ევროპას. დღეს რომ ვამბობთ, ევროპა ჩვენი სახლია და რომ ვბრუნდებით სულ, ოდისევსივით რომ ვბრუნდებით.
თვითონ ევროპასთან თუ რამე გაკავშირებს, ეს არის. ქრისტიანულ ღირებულებაზე დაფუძნებული და აღმოცენებული კულტურა, რამაც შვა ევროპის რენესანსი სხვათაშორის, ათენისა და იერუსალიმის ჰარმონია, ათენის რაციო და ქრისტიანული ზნეობის საფუძვლების ჰარმონიამ შვა ევროპის რენესანსი.
ზუსტად იგივე ფორმულა დევს გელათის იდეაშიც, როცა აღმაშენებლის მემატიანე ამბობს: სხვა ათინად და მეორე იერუსალიმად იყო ჩაფიქრებული გელათი.
ვინც საუბრის დროს ძალიან ახლოს მოდის,...
კიდევ არის მაგალითად, არავერბალურ კომინიკაციას რომ ვასწავლი, არ გყავთ ეგეთი ადამიანი, რომელიც ძაან ახლოს მოდის, რომ გელაპარაკება? ხელს გირტყავს და შენ რას აკეათებ, მიდიხარ უკან, იმიტომ რომ არაფერი არ გესმის.
ხოდა თუ მეგობარი ხართ უთხარით, იმიტომ რომ სერიოზული პრობლემები ექმნება, თუ დისტანციას არღვევ, როცა ადამიანი არ გიშვებს იმ დისტანციაზე… იცით ხო, რომ სამი ველი არსებობს: სოციალური, მეგობრული და ინტიმური ველი, მაგალითად მეგობარს მიიღებ მეგობრულ ველში, მაგრამ მე არ მიმიღებ. ეხლა ახლოს რომ მოვიდე დისკომფორტი გექნება.
როგორც კი ადამიანს ფსიქოლოგიური დისკომფორტი აქვს, ტექსტი არ ესმის, შინაარსი არ ესმის, რომ მელაპარაკება მე ვიცავ თავს. ამიტომ უთხარით, რომ თავისთვის ცუდს აკეთებს, არ დაგეზაროთ თუ მეგობარია.
საკუთარი თავის შემეცნება
ადამიანში გენეტიკურად ჩადებულია მისი სრულყოფილი სახე, ყველასი, ამისთვის ფული არა არის საჭირო, არაფერი არ არის საჭირი, გარდა ერთი რამისა, ეს არის საკუთარი თვის შემეცნების, მაგრამ ეს ძალიან კარგად იცოდნენ ინდუსებმა, მათ აქვთ თხარმის კანონი, წარმოიდგინეთ თქვენი თითის ანაბეჭდი არის უნიკალური, თქვენ რომ რაღაც ჩაიდინოთ და თქვენი ანაბეჭდი ნახოთ საგანზე, იწყვიან თქვენ დამნაშავე ხართ, თქვენ ვერ დაამტკიცებთ რომ ეს არის დამთხვევა, არა, უნიკალურია. ასევე თქვენი მეც არის უნიკალური, მაგრამ ამ უნიკალურ მეს აქვს თავისი იდეალური ხატი, აი ამ იდეალური ხატის განხორციელებაში არსებობს მთავარი საზრისი ადამიანის ცხოვრების, და ამას ეძახდნენ ასევე თვითრეალიზაციას, თვითრეალიზაცია ეს არის მეტა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება
რეზო კორინთელიროდესაც შეჯიბრზე გამოდიხარ...
გავიხსენებ, როდესაც საჩხერეში ჩავედი და გაიგეს, დამირეკეს საჩხერე-ჭიატურის მეუფე დანიელის სახელით, წირვაზე მოდი, მეუფეს საჩუქარი აქვს შენთვისო და როდესაც მივედი, სატრაპეზოში შემიყვანა, ყველაფერს დასმასწრო და მისი სიტყვები ჩამრჩა გულში, რომ როდესაც შეჯიბრზე გამოდიხარ, უფალს ვხედავ შენშიო და აი იმ მომენტში გავიაზრე ის ყველაფერი თუ რამხელა ძალას ვგრძნობ, იმ მომენტში, როდესაც გულით შევთხოვ უფალს დახმარებას.
რაღაცნაირი განცდა არის, რომ ვიცი, დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში, რომ ის ჩემი დღე არის და გამარჯვებას მოვიპოვებ. და ყოფილა მომენტი, როდესაც ემოციების გარეშე გავსულვარ, უფალისთვის არც დახმარება მითხოვია და რაღაც განსაცდელი მოვლენილა, ან წონა ვერ დამიძლევია და მერე მინანია ხოლმე ეს ყველაფერი.
როგორ მოვახერხო შეცდომა არ განმეორდეს?
მერვე მავნე ჩვევა, ძალიან მავნე, არის ძველად დაშვებული შეცდომების გამეორება. ამას არ აკეთებს ეს ხალხი, შეცდომებს ყველა უშვებს, ოღონს იგივე შეცდომებს არ იმეორებენ.
ეხლა როგორ ახერხებენ ამას, რომ არ იმეორებენ ძველ შეცდომებს?!
როგორც კი შეცდომა მოუვათ, დარდზე კი არ კონცენტრირდებიან, კონცენტრირდებიან იმაზე, რომ, როგორ მოვახერხო ისე, რომ ეს შეცდომა არ გამეორდეს. შესაბამისად, თქვენ თუ სულ მეცადინეობთ, იმაზე, რომ დაშვებული შეცდომა თქვენთვის გახდეს გაკვეთილი, და არა სინანულის და დარდის წყარო, მაშინ ნელ-ნელა თქვენი საქმე წინ წავა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაკონცენტრირდეთ ნასწავლ გაკვეთილზე და არა გულდაწყვეტაზე და ნეგატივზე.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვევა ნებისმიერი ადამიანისთის, ნებისმიერი ჩვენგანისთვის.