ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვი რომ იბადება, მამაც იბადება, დედაც, ბებიაც, დეიდაც იბადება... ე.ი. ბავშვის დაბადება სხვათა დაბადებასაც ნიშნავს, სოციალურად

შალვა ამონაშვილი
ბავშვი რომ იბადება, მამაც იბადება, დედაც,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ძალიან საჭიროა სკოლაში ბავშვმა ისწავლოს დედობა და მამობა

შალვა ამონაშვილი
ძალიან საჭიროა სკოლაში ბავშვმა ისწავლოს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

აღზრდა გადაზრდილი თვითაღზრდაში

კარგი აღზრდა ოჯახში ორი რამით ხდება:
1. მშობლების კვალი უნდა იყოს ნათელი
2. აღზრდა უნდა გადაიზარდოს თვითაღზრდაში

შალვა ამონაშვილი
აღზრდა გადაზრდილი თვითაღზრდაში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ მამა საკუთარ სახელს არ გაუფრთხილდება, შვილის ცხოვრებაში ეს იქნება ფეხწამოსაკრავი ქვა. მამის სახელზე შვილმა არ უნდა იბორძიკოს

შალვა ამონაშვილი
თუ მამა საკუთარ სახელს არ გაუფრთხილდება,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მიწისძვრები ოჯახში

არ შეიძლება მამა დაამციროს დედამ. არ შეიძლება სახლში წიოკობა. "სად იყავი", "რად დაიგვიანე", "ვისთან დაეთრეოდი"... არის ხოლმე ხანდახან ასეთი შეხლა-შემოხლა. ოჯახში ასეთი მიწისძვრები სიკეთის მომტანი არ არის

შალვა ამონაშვილი
მიწისძვრები ოჯახში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დედისა და მამის ქცევა უკვე აღზრდაა ბავშვისა.
დედა როგორ ხვდება შინ დაბრუნებულ ქმარს, ან როგორ გააცილებს, ან როგორ ზრუნავს, ან შვილს რას ეუბნება მამაზე...

შალვა ამონაშვილი
დედისა და მამის ქცევა უკვე აღზრდაა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ცოლის მიმართ სიყვარული

ჩვენ ვიცით ფიზიოლოგიური სიყვარული, და როცა ფიზიოლოგია ამოგვეწურება, ეს სიყვარულიც გვისუსტდება. მაგრამ, თუ გვეყვარება ადამიანი, როგორც ღვთის შვილი, სიყვარული შენარჩუნდება. ცოლი მარტო ცოლი კი არ არის, უფლის შვილია (როგორც ჩვენ ყველანი), და თუ მე ცოლი აღარ მიყვარს, მაშასადამე - უფალიც აღარ მიყვარს. ვისაც ადამიანი სძულს, ღმერთი არ უყვარს, ეს ნამდვილად ასეა. თუ ადამიანს პატივს არ სცემ, ე.ი. იმ წამს შენ ღმერთსაც არ სცემ პატივს.

შალვა ამონაშვილი
ცოლის მიმართ სიყვარული
შალვა ამონაშვილი - ციტატები

კარგი მამა რომ იყო...

კარგი მამა რომ იყო, ცოლი უნდა გიყვარდეს. თუ ცოლი არ გიყვარს, მამა ვერ გახდები. არ შეიძლება ცოლი არ გიყვარდეს და შვილი გაგიჟებით გიყვარდეს, იმიტომ, რომ მან გააჩინა

შალვა ამონაშვილი
კარგი მამა რომ იყო...
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ვისაც ადამიანი სძულს, ღმერთი არ უყვარს. თუ ადამიანს პატივს არ სცემ, ე.ი. იმ წამს პატივს არ სცემ ღმერთსაც

შალვა ამონაშვილი
ვისაც ადამიანი სძულს, ღმერთი არ უყვარს. თუ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რატომღაც, როცა აღზრდაზე ვსაუბრობთ, სულ დედაზე გადაგვაქვს მთელი სიმძიმე. ეს ასეც არის, მაგრამ მამას დიდი როლი აქვს ბავშვის აღზრდაში და საერთოდ, ოჯახის ცხოვრებაში

შალვა ამონაშვილი
რატომღაც, როცა აღზრდაზე ვსაუბრობთ, სულ დედაზე
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ადამიანი უკვდავია, არა კვდება. რომც გინდოდეს, რომ თავი მოიკლა, ვერ მოიკლავ, იმიტომ, რომ ადამიანს აქვს სული და ის არის უკვდავი

შალვა ამონაშვილი
ადამიანი უკვდავია, არა კვდება. რომც გინდოდეს,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რაც უფრო დიდი გეგმა გექნება, მით უფრო დიდხანს დაგტოვებენ აქ

შალვა ამონაშვილი
რაც უფრო დიდი გეგმა გექნება, მით უფრო დიდხანს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვი ჩვენი გამოცდაა

შვილები მარტო იმიტომ კი არ მოდიან, რომ გავზარდოთ, ისინი ჩვენი გამოცდები არიან. შეგიძლია ჩააბარო 100 ბალიანი შეფასებით კაცობის გამოცდა? - აი შვილი მოგივიდა, რომელმაც ცუდი რაღაც ჩაიდინა. ეგ შენი გამოცდაა. აბა ჩააბარე გამოცდა. ან ლაწა უნდა გაადინო, ან ის სიბრძნე უნდა მონახო და ამ ბავშვს ჩააგონო, რომელიც მას იმ მომენტისთვის სჭირდება.
რასაც ჩვენ ბავშვების აღზრდით გავდივართ, ეს ძალიან ძნელი გამოცდებია და ამიტომ გვინდა სრულვყოთ საკუთარი თავი, რომ ბავშვს ჩავაბაროთ გამოცდები წარმატებით

შალვა ამონაშვილი
ბავშვი ჩვენი გამოცდაა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვები ჩვენზე ბრძენები არიან. ხანდახან ისეთ რამეს იტყვის ბავშვი, ჭკუიდან გადაგიყვანს. ვისაც გყავთ 3-4-5 წლის ბავშვები, ჩაიწერეთ, რასაც ამბობენ, ეს თქვენ გაკვეთილებად გამოგადგებათ ყველას

შალვა ამონაშვილი
ბავშვები ჩვენზე ბრძენები არიან. ხანდახან ისეთ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ვისაც არჩევანის შესაძლებლობა არა აქვს, არ შეუძლია გაარჩიოს კარგი და ცუდი, ის პიროვნება არ არის

შალვა ამონაშვილი
ვისაც არჩევანის შესაძლებლობა არა აქვს, არ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დაწყებითების მასწავლებელი აურჩიეთ ბავშვს

მასწავლებლები აურჩიეთ ბავშვს, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. არ მიუგდოთ ბავშვი ნებისმიერს, ვინც შეგხვდებათ სკოლაში, იმიტომ, რომ ზოგიერთი მასწავლებელი გადაყირავებული ტვინით არის. ზოგიერთი - თქვენ გაჯობებთ ზრუნვასა და სიყვარულში ბავშვის მიმართ. აარჩიეთ ხოლმე მასწავლებლები, რომლებიც განთქმულნი არიან ასეთი ქცევით და მათ მიუყვანეთ ბავშვი

შალვა ამონაშვილი
დაწყებითების მასწავლებელი აურჩიეთ ბავშვს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სიყვარული, ისევე, როგორც რწმენა, საქმეთა გარეშე მკვდარია. ათასჯერ რომ თქვა, მწამს ღმერთიო, მოციქული გეტყვის - კი გწამს, მაგრამ საქმეები მიჩვენე, თორემ ვერ გავიგებ, მართლა გწამს, თუ არაო.
მთავარი საქმე ის არის, რომ ადამიანებში ვხედავდეთ ღმერთს და ვეპყრობოდეთ ადამიანებს ისე, როგორც ღმერთი მოექცეოდა მათ

შალვა ამონაშვილი
სიყვარული, ისევე, როგორც რწმენა, საქმეთა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენო - ქრისტეს აქვს ნათქვამი.
მშობლებსაც შეგვიძლია შვილებს ვუთხრათ - გიყვარდეთ შვილებო ერთმანეთი, როგორც მე, დედას/მამას უყვარხართ თქვენ, ასე გიყვარდეთ ერთმანეთი. და ამავე დროს ვუჩვენებ, როგორ მიყვარს ისინი

შალვა ამონაშვილი
გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სადაც კი შეგვიძლია მივბაძოთ უფალს.
როგორია ის? კეთილია - ვიყო კეთილი.
როგორია ის? ყველა უყვარს - მიყვარდეს ყველა.
როგორია ის? ყველას ყველაფერს უთმობს - დავუთმო მეც ყველას ყველაფერი.
პატარა რაღაც მცნებები მოგვცა და შევუსრულოთ ეს მცნებები. ამ ქვეყნად კარგი სახელი დაგვერქმევა და იმ ქვეყნადაც, ვისაც სწამს, და მე მწამს, სხვა ცხოვრება დაგვეწყება

შალვა ამონაშვილი
სადაც კი შეგვიძლია მივბაძოთ უფალს.
როგორია
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დადგება დრო, როცა ოჯახსაც და სკოლასაც დაეკისრება აღზარდოს ღმერთკაცი, განა კეთილი ადამიანი მხოლოდ, არამედ - ღმერთკაცი. ოჯახს და სკოლას აქვს ეს ძალები

შალვა ამონაშვილი
დადგება დრო, როცა ოჯახსაც და სკოლასაც
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ვიყოთ ისეთი სრულყოფილნი, როგორი სრულყოფილიც არის ჩვენი ზეციერი მამაო - ეს ქრისტემ რომ დაგვარიგა. ამით რა გვითხრა ქრისტემ? - ის, რომ მე თურმე შემძლებია ღმერთკაცი გავხდე. თუკი ვიზრუნებ, მე შემიძლია ამ დონეს მივაღწიო

შალვა ამონაშვილი
ვიყოთ ისეთი სრულყოფილნი, როგორი სრულყოფილიც
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მიყვარს გზასაცდენილი სიყვარულით გამოვასწორო და გზაზე დავაყენო

შალვა ამონაშვილი
მიყვარს გზასაცდენილი სიყვარულით გამოვასწორო
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სული სხეულის ბატონია. სხეული სულის ინსტრუმენტია, იარაღია. აქ, სემინარზე რომ მოსულიყავით - ფეხები გინდოდათ, ტანისამოსი რომ ჩაგეცვათ - ხელები გინდოდათ,.. ამას სხეული აკეთებს, ვისი ბრძანებით? - სულის!

შალვა ამონაშვილი
სული სხეულის ბატონია
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როდის მაქვს სატირლად საქმე?

მოვუფრთხილდეთ ამ ჩვენს იშვიათ განძს [სულს]. ამიტომ ვართ აქ ამქვეყნად. რომ წავალთ, სულს წავიღებთ. სხეული ძველდება, რაღაც დაემართება და გამოვა მწყობრიდან. ასე ხდება ყველას მიმართ, მეც იგივე უნდა დამემართოს, და სატირელი რა მაქვს? ვიტირო მაშინ, თუ მე მარტო ამ სხეულს მივაგე ყოველი სიკეთე, ვასვი, ვაჭამე, გავართე და გავალაღე და სული დავივიწყე

შალვა ამონაშვილი
როდის მაქვს სატირლად საქმე?
ციტატები, გამონათქვამები