ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როგორი ფერუმარილიც არ უნდა წაისვა და როგორი ლამაზი ფრჩხილებიც არ უნდა გქონდეს, სული თუ გაქვს ცუდი, არ ვარგიხარ

შალვა ამონაშვილი
როგორი ფერუმარილიც არ უნდა წაისვა და როგორი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სული თუ არ გივარგა, გარეგნული ფორმა არაფერს არ მოგცემს

შალვა ამონაშვილი
სული თუ არ გივარგა, გარეგნული ფორმა არაფერს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სამი რამ გვინდა ფსიქოლოგიაში, რომ თანხმობა მივიღოთ - განვითარება, თავისუფლება, ზრდა. თუ ამას აკმაყოფილებ, ბავშვი გამოგყვება შენ, თუ არადა - ფეხს აითრევს

შალვა ამონაშვილი
სამი რამ გვინდა ფსიქოლოგიაში, რომ თანხმობა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მასწავლებლებო, ჩვენ ღმერთის საქმის შემსრულებლები ვართ დედამიწაზე. ღმერთის თანამოღვაწეები რომ გავხდეთ, უნდა ვიყოთ სინათლის მასწავლებლები

შალვა ამონაშვილი
მასწავლებლებო, ჩვენ ღმერთის საქმის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მრავალფეროვნება სასწავლო პროცესში

რა ერთფეროვნებაშიც მოვაქცევთ ბავშვს სკოლაში, იმ ერთფეროვნებას მივიღებთ. მრავალფეროვანი უნდა იყოს ჩვენი სასკოლო ცხოვრება, რომ მრავალფეროვნები გამოვიდეთ, მრავალგვარი ხედვა გვქონდეს, ფართო ცნობიერებას დავეუფლოთ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ აღზრდა დაკარგავს თავის ძალას

შალვა ამონაშვილი
მრავალფეროვნება სასწავლო პროცესში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როგორი იყოს მასწავლებლის სიტყვა?

მასწავლებლის სიტყვა უნდა იყოს ლამაზი და დახვეწილი, ნაცვლად მუქარიანი, გაბრაზებული, მრავალტონიანი და ყვურილიანი სიტყვისა

შალვა ამონაშვილი
როგორი იყოს მასწავლებლის სიტყვა?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჩვენი მეტყველება ჩვენი საკუთარი სულის გამომზეურებაა. რასაც ფიქრობ, შიგნით რაც ხარ, სიტყვას გამოაქვს გარეთ

შალვა ამონაშვილი
ჩვენი მეტყველება ჩვენი საკუთარი სულის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ ჩვენ სიყვარულის გამტარნი ვიქნებით, შესანიშნავი მასწავლებელი გამოვა თითოეული ჩვენგანისგან. თუ არადა, მასწავლებლობაც დაკარგულია - დავუყვირებთ, ვეჩხუბებით, ვაიძულებთ, მშობლებს დავიბარებთ, რომ ვუთხრათ, თუ რა ცუდი შვილები ჰყავთ და ა.შ - აი ეს გამოვა მოსწავლის მიმართ სიყვარულის გარეშე

შალვა ამონაშვილი
თუ ჩვენ სიყვარულის გამტარნი ვიქნებით,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ურთიერთობაში არ შეიძლება სიძულვილი შეურიო. არ შეიძლება ვინმე არ გიყვარდეს. თუ ვინმესთან ურთიერთობ, როგორიც არ უნდა იყოს ის, ბავშვი იქნება თუ დიდი, უნდა წინასწარ გიყვარდეს, თორემ ურთიერთობა იქნება დამშლელი

შალვა ამონაშვილი
ურთიერთობაში არ შეიძლება სიძულვილი შეურიო. არ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჩვენ არ ვართ ამქვეყნად უპატრონოდ მიტოვებულნი. ჩვენ გვყავს ჩვენი ზეციური მფარველი და პატრონი

შალვა ამონაშვილი
ჩვენ არ ვართ ამქვეყნად უპატრონოდ მიტოვებულნი.
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სული უკვდავი არსებაა. ყველას გვაქვს უკვდავი სული, ჩვენ კი მხოლოდ ამ სხეულს დავდევთ - რა ვასიამოვნო, რა ვაჭამო, რით გავართო, რით ვილხინო...

შალვა ამონაშვილი
სული უკვდავი არსებაა. ყველას გვაქვს უკვდავი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვები სხვა დედებს და მამებს ელოდებიან, დედებს და მამებს კი მორჩილი შვილები უნდათ. ვერ მიიღებენ მორჩილ შვილებს, იმიტომ, რომ ეს ბავშვები ინდიგოები არიან. ესენი მოუსვენრები და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულები არიან. პედაგოგიკა ძველია, ხოლო ბავშვები ახლები არიან. როგორ ჩავჭედო ძველ პედაგოგიკაში ახალი ბავშვები? როგორ დავაფარო ეს ქუდი თავზე? არ ერგებათ. ამიტომაც, შფოთავენ, ანგრევენ...

შალვა ამონაშვილი
ბავშვები სხვა დედებს და მამებს ელოდებიან,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვს აჩუქეთ დედა და მამა - სიყვარულით, მოთმინებით, ერთგულებით

შალვა ამონაშვილი
ბავშვს აჩუქეთ დედა და მამა - სიყვარულით,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვის ტექნიკისადმი დამოკიდებულებას უნდა ვუშველოთ პირველ რიგში ჩვენი თავით.
მოიქეცი ისე, რომ ბავშვისთვის შენ უფრო საინტერესო იყო

შალვა ამონაშვილი
ბავშვის ტექნიკისადმი დამოკიდებულებას უნდა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მამა ცელქი უნდა ჰყავდეს ბავშვს / ბავშვს მამა უნდა

ბავშვს მამა უნდა. მამა რომ ეყოლება სახლში, ითამაშებს, ფორიაქს, ალიაქოთს ატეხენ,.. ბავშვს ცელქობა უნდა. მამა ცელქი უნდა ჰყავდეს. წაიყვანს შვილს სადღაც, "გადაიკარგებიან", ტყეში თუ სადმე სხვაგან "დაიკარგებიან", ამას თუ არ გაუკეთებს მამა შვილს, სხვა რით ამოქმედდეს ბავშვის სული?

შალვა ამონაშვილი
მამა ცელქი უნდა ჰყავდეს ბავშვს / ბავშვს მამა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მარტო ამას მე ვერ გავაკეთებდი. ცალუღელა ხარი აბა რისი გამწევი იქნება

შალვა ამონაშვილი
მარტო ამას მე ვერ გავაკეთებდი. ცალუღელა ხარი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

"ეხლა გიყვარდეს"

სიყვარულის გადადება არ შეიძლება. თუ გიყვარს, ეხლა გიყვარდეს. ხვალ მოვეფერები და ხვალ ვაკოცებო - არ შეიძლება

შალვა ამონაშვილი
"ეხლა გიყვარდეს"
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვებში არის აუარებელი შინაგანი ძალა და უსაზღვრო შესაძლებლობანი, და თუ პედაგოგიკას შეცვლი, ამ ძალებს უფრო მეტს გამოავლენ. თუ არ დაიჯერებ ამას, მაშინ იმასაც ჩაუკლავ, რაც აქვს

შალვა ამონაშვილი
ბავშვებში არის აუარებელი შინაგანი ძალა და
შალვა ამონაშვილი - ციტატები

კლასიკური პედაგოგიკის მთავარი იდეა სულიერებაა

შალვა ამონაშვილი
კლასიკური პედაგოგიკის მთავარი იდეა სულიერებაა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სკოლა იგივეა, რაც ეკლესია, ტაძარი. მასწავლებელი იგივეა, რაც ღმერთი, იმიტომ, რომ ქრისტეს მასწავლებელს ეძახდნენ.
ღმერთი და მასწავლებელი, ტაძარი და სკოლა - ამაზე ძვირფასი ცნებები საზოგადოებას თავისი განვითარებისთვის არ აქვს

შალვა ამონაშვილი
სკოლა იგივეა, რაც ეკლესია, ტაძარი.
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბავშვს მოაქვს თავისი დანიშნულება ამ ცხოვრებაში - რა უნდა გააკეთოს, რა უნდა იღვაწოს, რა გზა უნდა გაიაროს - ციურ სამყაროში ეს უკვე განსაზღვრული იყო. და რომ მოდის ბავშვი, ეს უნდა გაიხსენოს მან. ცხოვრებაც მიგაგდებს ამ ბილიკებზე, თუკი მიხვდები

შალვა ამონაშვილი
ბავშვს მოაქვს თავისი დანიშნულება ამ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მასწავლებელო, გაწირე თავი ბავშვისთვის

მასწავლებლებო, ჩაფიქრდით!
უკვე მასწავლებლები ხართ, გაწირეთ თავი ბავშვისთვის!

შალვა ამონაშვილი
მასწავლებელო, გაწირე თავი ბავშვისთვის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ქონება არ სჭირდება ბავშვს

ბავშვს არ უნდა არც შენი ქონება, არც შენი ბანკის წიგნაკები... არაფერი არ უნდა. ის თავად შექმნის ყველაფერს. შენ - ნიჭი განუვითარე, ზრდილობა მიეცი, ხალხი შეაყვარე და ღმერთისკენაც მოახედე. ის მერე ყველაფერს მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის ამ ცხოვრებიდან და ბედნიერიც იქნება

შალვა ამონაშვილი
ქონება არ სჭირდება ბავშვს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ვინ არის დამნაშავე, ბავშვი, რომელმაც ამხანაგი დაჭრა თუ რაღაც ცუდი ჩაიდინა, თუ ის, ვინც მას ზრდიდა?

შალვა ამონაშვილი
ვინ არის დამნაშავე, ბავშვი, რომელმაც ამხანაგი
ციტატები, გამონათქვამები