ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

"ბავშვი არ გამომადგა"

"დრო არ მაქვს",
"ვერ ვიცლი",
"ბავშვი თავადაა ასეთი უხეში"
...
ყველაფერს მიაბრალებს მშობელი, როგორმე თავისი თავი რომ გაამართლოს.
ზოგი მშობელი ამბობს - "ბავშვი არ გამომადგაო".
"ბავშვი არ გამომადგა" კი არა, ჩვენ ვერ გამოვადექით ბავშვს

შალვა ამონაშვილი
"ბავშვი არ გამომადგა"
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ესაა თავი და ბოლო ჩემ ოჯახში, რომ ღირსეული შვილები აღვუზარდო ქვეყანას. ისეთები, რომლებთან ერთად ქუჩაში გავლის არავის შეეშინდება. რომლებთან ერთადაც სიამოვნებით იმუშავებენ და ღალატს არავინ დაელოდება

შალვა ამონაშვილი
ესაა თავი და ბოლო ჩემ ოჯახში, რომ ღირსეული
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დაიპყრეს ახლანდელი ბავშვები პლანშეტებმა, სასიამოვნო საყურებლებმა და გასართობებმა. ეს გასართობები აღზრდისთვის არაა გამოგონილი

შალვა ამონაშვილი
დაიპყრეს ახლანდელი ბავშვები პლანშეტებმა,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

"აღზრდა" არის საზოგადოების განვითარების ფუნდამენტალური ცნება, სხვა რა დავასახელოთ მეორე?

შალვა ამონაშვილი
"აღზრდა" არის საზოგადოების განვითარების
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ადამიანი არ იბადება აგრესიული განზრახვებითა და მიდრეკილებებით. მერე იძენს ამას საზოგადოებაში, როცა უყურებს ცხოვრებას, როცა აღზრდაში რაღაც დააკლდება - აი მაშინ სარეველასავით ამოიზრდება უკეთური მიდრეკილებები, როგორიცაა: ბოროტება, სიძულვილი, დაცინვა...

შალვა ამონაშვილი
ადამიანი არ იბადება აგრესიული განზრახვებითა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

3 რამ, რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება

სამი რამ, რაც საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება:
1. კარგი ხელმძღვანელი
2. კარგი მასწავლებელი
3. სამართლიანი მოსამართლე

შალვა ამონაშვილი
3 რამ, რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველა მთავრობა წყალია

საქართველო მთავრობა არ არის. ყველა მთავრობა წყალია. ეს მთავრობაც წყალია. წყალი წავა და ქვიშები დარჩებიანო. ჩვენ ვართ ქვიშა

შალვა ამონაშვილი
ყველა მთავრობა წყალია
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველაფერი უნდა მიიღო, როგორც შედეგი რაღაც მიზეზისა

შალვა ამონაშვილი
ყველაფერი უნდა მიიღო, როგორც შედეგი რაღაც
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბიჭივით ვარ, იმიტომ, რომ ცხოვრება მიყვარს (და ცოლიც მიყვარდა და ეხლაც მიყვარს), ვისაც ცხოვრება უყვარს, ბიჭივით იქნება სულ

შალვა ამონაშვილი
ბიჭივით ვარ, იმიტომ, რომ ცხოვრება მიყვარს (და
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მარტო ერთი კაცი ვერ იქნები ბედნიერი ცხოვრებაში. მე ვერ ვიქნები ბედნიერი ახლობლების ბედნიერების გარეშე. ვერ ვიქნები ბედნიერი შვილების ბედნიერების გარეშე, ბებიების და პაპების, მშობლების, ამ სოფლის გარეშე...

შალვა ამონაშვილი
მარტო ერთი კაცი ვერ იქნები ბედნიერი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

"ბედნიერი კაცი ხართ"

ბედნიერება ის არის, რასაც შენი ხელით ქმნი, რაც არავის ხელს არ შეუშლის და სხვასაც მოუტანს სიხარულსა და წარმატებას

შალვა ამონაშვილი
"ბედნიერი კაცი ხართ"
შალვა ამონაშვილი - ციტატები

წარსულს არ ვუბრუნდები. ჩემთვის მარტო მომავალია ყოველთვის

შალვა ამონაშვილი
წარსულს არ ვუბრუნდები. ჩემთვის მარტო
შალვა ამონაშვილი - ციტატები

შვილის აღზრდით ქვეყნის ბედზე ზრუნავთ. და თუ საქართველო მართლაც რაღაცად გიღირთ, აჩუქეთ შვილი

შალვა ამონაშვილი
შვილის აღზრდით ქვეყნის ბედზე ზრუნავთ. და თუ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რამდენი ბავშვი ვიყოლიოთ?

თითებზე დაითვალო და - უფალო, ცხრაზე მეტი შვილი არ გამომიგზავნოო, - ასე არ შეიძლება. ცხრა ძმანი იყვნენ ხერხეულიძეები და ისინი რომ არა, ისტორიის ეს მშვენიერი ფურცელი არ გვექნებოდა.

შალვა ამონაშვილი
რამდენი ბავშვი ვიყოლიოთ?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ასეთ ოჯახიდან რა შვილი გამოვა?

ლოთი რომ არის კაცი, გავარდნილი, ნარკომანი რომ არის, დედა რომ ოჯახში არა ჩერდება,.. ამათ ოჯახში რომ ბავშვი გაჩნდება, ეს მამა რა მამა გახდება? დედა როგორი დედა გახდება და შვილი რა გახდება?

შალვა ამონაშვილი
ასეთ ოჯახიდან რა შვილი გამოვა?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

საკუთარი თავის აღზრდის გარეშე შვილის აღზრდა ძნელია

შალვა ამონაშვილი
საკუთარი თავის აღზრდის გარეშე შვილის აღზრდა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

შენთან საუბრის სურვილი როგორ შეიძლება გაუჩნდეს შვილს?

გულწრფელი იყავი შვილის მიმართ. რჩევები ჰკითხე: როგორ ვიცხოვრო, ასეთი რამ შემემთხვა, ასეთი იდეა მებადება, ან ეს მინდა ვიყიდო, დედა მინდა გავახარო და რა ვქნა... ჰკითხე მსგავსი რჩევები ქალიშვილს, ვაჟს... და დაინახავენ გულწრფელობას და გულის მესაიდუმლეები გახდებიან

შალვა ამონაშვილი
შენთან საუბრის სურვილი როგორ შეიძლება
შალვა ამონაშვილი - ციტატები

შვილთან მეგობრობა და ცოლის სიყვარული!

აღზრდაში ბევრი რაღაცა იცვლება, მაგრამ ზოგი რამ უცვლელია და წითელი ხაზივით უნდა გაჰყვეს ბოლომდე - შვილთან მეგობრობა და ცოლის სიყვარული.
თუ ცოლის სიყვარული დაირღვა, ოჯახი ლაყლაყებს. შეიძლება გაექცნენ კიდეც ერთმანეთს

შალვა ამონაშვილი
შვილთან მეგობრობა და ცოლის სიყვარული!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველამ უნდა გაიხსენოს (ვისაც მამა ჰყავს წასული) ყველა სიტყვა, მოქმედება მამისა. რომ ეყვირა კიდეც მამას, არა მგონია, რომ მხოლოდ შვილის დაჩაგვრისთვის ეყვირა. [შვილის აღზრდისთვის] გზა ვერ გამოუნახიათ სხვა. არადა კარგი უნდოდათ და უკეთესი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ეს უძლურების გამოხატულებაა

შალვა ამონაშვილი
ყველამ უნდა გაიხსენოს (ვისაც მამა ჰყავს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ მამამ თავისი მეგობრული სიყვარული გიჩვენა, მაშინ მამის სიტყვა შენი ფარი ხდება. რატომ არ მოვკიდე ხელი სიგარეტს? - მამამ მთხოვა. მამა იმდენად მიყვარდა, რომ მისი სიტყვა ფარი გახდა ჩემი

შალვა ამონაშვილი
თუ მამამ თავისი მეგობრული სიყვარული გიჩვენა,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაღიზიანებული მშობელი საშიშია, ბავშვი გარბის ასეთი მშობლისგან.
ხმამაღალი საუბარი ნიშნავს იმას, რომ მე მივეცი მაგალითი, ჩემი შვილი რომ თავის შვილთანაც ასე მოიქცეს. რა ქცევაც ვუჩვენე, ის ქცევა გაჰყვა მას და თუ მე ცოტათი მაინც პატივს მცემს, ეს ქცევა განმტკიცდება მასში და იგივეს გამოავლენს.
ამრიგად, გაღიზიანება უნდა მოიცილონ მშობლებმა

შალვა ამონაშვილი
გაღიზიანებული მშობელი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დარიგება ცოტას აკეთებს, დარიგება მერე გააკეთებს საქმეს, რომ გაიზრდება და გაიხსენებს, დედამ დამარიგაო, მამამ ასე მითხრაო, როცა გაიხსენებს... ამ წუთას დარიგება ცოტას აკეთებს, მაგრამ ბევრს აკეთებს მაგალითი, ჩვენი ქცევა, თუ როგორ ვიქცევით და რას ხედავს ბავშვი

შალვა ამონაშვილი
დარიგება ცოტას აკეთებს, დარიგება მერე
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მახსენდება სურათები / ასე არ უნდა მოვქცეულიყავი

ხანდახან, მახსენდება ხოლმე სურათები, როცა შვილთან ისე არ უნდა მოვქცეულიყავი; ის არ უნდა გამეკეთებინა; ის სახე არ უნდა მეჩვენებინა... ახლა, მასთან რომ ურთიერთობა მაქვს, ეს ყველაფერი წინ მიდგას და დანაშაულის განცდა მაქვს - ხომ არ ახსოვს და იქიდან რაღაც ცუდად ხომ არ ჩარჩა. დღემდე გრძელდება ჩემი მამობა.

შალვა ამონაშვილი
მახსენდება სურათები / ასე არ უნდა
ციტატები, გამონათქვამები