ჰუმანური საქართველოს მე-3 მცნება
ოჯახი ფუძეა ჩვენი განვითარებისა, ჩვენი ცხოვრებისა. ეს პატარა სახელმწიფოა.
შალვა ამონაშვილიჰუმანური საქართველოს მე-2 მცნება
ცხოვრების აზრი ჩვენი სულის სრულყოფაა. ამიტომ ვართ ამქვეყნად გაჩენილები
შალვა ამონაშვილიჰუმანური საქართველოს პირველი მცნება
პირველი მცნება არის რწმენა, უფლის რწმენა. ჩვენ რელიგიას პატივი უნდა ვცეთ, იმიტომ, რომ მან გაგვზარდა ჩვენ
შალვა ამონაშვილიმეტი გიყვარდეს, მეტი პატივი ეცი, თავმდაბალი იყავი
შალვა ამონაშვილიროგორი არ უნდა იყოს მასწავლებელი?
თუ გულში არა გაქვს სიყვარული, მოეშვი ჰუმანურ პედაგოგიკას, წადი და იყვირე და იწივლე კლასში და შეიძლება ჯოხიც კი შეიტანო და შეაშინო ბავშვები. ხომ დადის ზოგიერთი მასწავლებელი ჯოხით. ზოგი ემუქრება ბავშვს ქულებით, დასჯით, დედ-მამის გამოძახებით, - დედა მომიყვანე, მამა მომიყვანე, - დაბეზღება ბავშვის, - თქვენი ბავშვი ასე და ასე იქცევა,.. რა ცხოვრება არის ეს ბავშვისთვის?
შალვა ამონაშვილიმთავარი დამრჩა სათქმელი / დამავიწყდა სიყვარული
მე ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარდა, ჩემი განცდით ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მერე წავიდა ის ამ ცხოვრებიდან. მე სულ ჩაბმული ვიყავი, აი ექსპერიმენტები, აი მუშაობა, მე თავს მესხმიან, მე თავს ვიცავ, მეც ვიღაცას თავს ვესხმი და ამ ორომტრიალში, რომ ვარ დამავიწყდა ეს სიყვარული.
ხანდახან კი ვეფერებოდი, მაგრამ წავიდა ეს დრო, ხომ შემეძლო მოვხვეოდი, მოვფერებოდი, მეკოცნა სხვანაირად, სიტყვები მეთქვა, სიტყვები...
ერთი ლექსი შეიძლება გითხრა? ოღონდ პოეტობაში არ ჩამითვალო.
"რაღაც უნდა მეთქვა და ვერ გითხარი ვერა რა.
გული მეუბნებოდა ჯერ არა და ჯერ არა.
წლები უცბად გაფრინდნენ, გზანიც განვვლეთ მრავალი.
ისე შემოგვაღამდა, ვერ გითხარი მთავარი."
აი ეს მთავარი დამრჩა სათქმელად, აი ეს, რომ დამრჩა, ამან ცოტა დამაჭკვიანა და ენა სხვანაირად ამომიდგა და ამიტომ ვლაპარაკობ ამას, რომ სხვამაც არ დაიგვიანოს. ბედნიერება ხელთა გაქვს და თუ არ დაინახავ ბრმა ხარ.
პოეტური აზროვნება ცხოვრებას ალამაზებს
შალვა ამონაშვილითუ ბავშვი არ ცელქობს...
თუ ბავშვი არ ცელქობს, უნდა გააცელქო. ბავშვს სჭირდება ცელქი მამა. უყვართ ცელქი და მოულოდნელი მამა. დედაც თუ ასეთი იქნება, მთლად უკეთესი.
თუ ბავშვი არ ცელქობს, დედამ ამით არ იამაყოს. უნდა გააცელქოს, იმიტომ, რომ დიდობაში ცელქები ხდებიან მერე ლიდერები, მეცნიერები, დეპუტატები, მთავრობის წევრები,.. იმიტომ, რომ მათ მიჰყავთ სხვები, ხელმძღვანელობენ ხალხს
თვალმა დაინახოს, და მერე თქვას ენამ!
რაც კარგად ვერ დაინახე, არ თქვა, თორემ შეგეშლება
"მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი" - თუ ამ მცნებით ვიქნები, მე მუდამ ვეძებ ცოდნას ყველაში და ყველაფერში!
შალვა ამონაშვილი
ყველაზე კარგი ცხოვრების წესი რა არის? - ვიყოთ მუდმივი მოსწავლე!
მოსწავლე ვიყოთ ყველასთვის, მათთვის, ვინც ჩვენზე მეტი იცის
ვინც იტყვის, - მე მასწავლებელი აღარ მჭირდებაო
ვინც იტყვის, - მე მასწავლებელი აღარ მჭირდება, მე თვითონ მაქვს მასწავლებლის დიპლომიო, - ცოდოა ასეთი ადამიანი, იმიტომ, რომ გაიყინა ადგილზე.
მასწავლებელს მივყავართ წინ და იმ ფარდებს გვიხსნის, რომლის იქითაც სხვა სამყაროები ჩნდება. და ამ სამყაროებს დასასრული არა აქვს.
ცოდნას, კანონებს, ბუნების მოვლენებს, ადამიანის აზროვნებას,.. დასასრული არა აქვს
რა ასაკში მივიყვანოთ ბავშვი სკოლაში?
თუ ბავშვს პირველი სექტემბრისთვის უსრულდება ექვსი წელი, ის უთუოდ უნდა შევიდეს სკოლაში, ოღონდ სამი პირობა უნდა დააკმაყოფილოს: 1. გონებრივად უნდა იყოს ნორმალური; 2. ფიზიკურად უნდა იყოს ჯანმრთელი; 3. ცოტათი მაინც უნდა ჰქონდეს სოციალური გამოცდილება - ან ბაღის გამოცდილებით, ან და-ძმა უნდა ჰყავდეს,.. თუ ამ პირობებს აკმაყოფილებს, აუცილებლად უნდა მივიდეს პირველ კლასში. თუ არა და 1 წლით გვიანდება ბავშვის აღზრდა. ერთი წლით ადრე წავართმევთ მას ბავშვობას.
შალვა ამონაშვილიშვილებს ცოდნის ნაცვლად განათლება უნდა მივცეთ. განათლება და ცოდნა განსხვავდება ერთმანეთისგან
შალვა ამონაშვილიროგორი იქნება მომავლის სკოლა?
მომავლის სკოლა ისეთი იქნება, როგორიც მასწავლებელი გვეყოლება.
გინდა ევროპული ყაიდის შენობაში შეიყვანე და გინდა ქოხში, ის თავის საქმეს გააკეთებს
სკოლა მასწავლებელშია
ჯერ მასწავლებელი ვინ არის, და მერე დანარჩენი ვიკითხოთ.
შენობები არაა სკოლა.
სკოლა მასწავლებელშია
"რამდენსაც მიხდიან, ისეთ გაკვეთილს ვატარებ"
ბევრი ავტორიტარი მასწავლებელი ამბობს - რამდენსაც მაძლევენ, ისეთ გაკვეთილს ვატარებო, ჩემგან რა გინდათო. მართალს ამბობს, - აძლევენ ამდენს და ასეთ გაკვეთილს ატარებს. მისცემენ უფრო მეტს - სხვანაირს ჩაატარებს. მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არ არის. უვარგის მასწავლებელს გინდ ამდენი მიეცი, გინდ იმდენი, რაც იცის, იმას გააკეთებს.
შალვა ამონაშვილიის გააკეთე, რაც შენ გჯერა!
ნამდვილი, ჭეშმარიტი ცხოვრება თუ გინდა, შენი აზრი უნდა გქონდეს, თუნდაც ათასმა გარწმუნოს სხვაში.
"ჰკითხე ასსა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!"
რაც არ უნდა ბრძენმა გითხრას, ის გააკეთე, რაც შენ გჯერაო. და მაშინ ცხვარი აღარ იქნები, რომელიც არ კითხულობს ვის სად მიჰყავს იგი.
თეთრი ყვავები უნდა ვიყოთ!
დინების წინააღმდეგ უნდა წავიდეთ.
ცხოვრება წინააღმდეგობრივია. დინების წინააღმდეგ უნდა წავიდეთ.
სათავეა ჩვენი ცხოვრების საწყისი, სათავისკენ უნდა ვიაროთ
ყველაზე ძნელი აზროვნების შეცვლაა.
კახეთში ჯიუტ კაცზე ამბობენ, ვირზე შეჯდა და გადმოსვლა აღარ უნდაო
სიტყვა "ჰუმანური" ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავის თავში უკვდავებას დაეძებს, ღმერთს დაეძებს, რომელიც თავისი თავის შემეცნებაშია
შალვა ამონაშვილიგაეცი, რომ მიიღო
შალვა ამონაშვილი
ყველა კლასიკოსი თავის მოძღვრებას მეცნიერებას კი არ უწოდებს, არამედ - მოძღვრებას, ხელოვნებას.
ყველა კლასიკოსი თავისი მოძღვრებისთვის ერთიდაიგივე საფუძველს იყენებს. ეს არის - სახარება