ბავშვები ჰიპერაქტიურები კი არ არიან, არამედ მასწავლებლები არიან ჰიპერპასიურები
შალვა ამონაშვილიმასწავლებლის წითელი კალამი უნდა ჩანაცვლდეს მწვანე კალმით და ხაზი გაესვას მოსწავლის დამსახურებებს შეცდომების ნაცვლად
შალვა ამონაშვილი
გასაჭირში მყოფ ადამიანს, შეცოდება კი არა, უნდა დავეხმაროთ, იმიტომ, რომ შეცოდება წარსულია უკვე, ადამიანი კი მომავალში მიდის. რაც უფრო მეტს შევიცოდებთ, მით უფრო გავაჩერებთ ადამიანს თავის შინაგან განცდებში.
უნდა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან, წინ უნდა გავახედოთ. კი, მოხდა, რაც მოხდა, მაგრამ უკან გზა აღარ არსებობს. წინ უნდა ვიყუროთ.
წარსული წარსულს ბარდება უკვე, ვეღარ მივუბრუნდებით. ხვალინდელი დღე კარზე გვადგას.
მომავლისკენ უნდა მოაბრუნოს ფსიქოლოგმა ადამიანი, რომელიც რაიმე განსაცდელის გამო შოკში აღმოჩნდა
გზა სრულყოფილებისკენ
ადამიანის გზა სრულყოფილებისკენ არის მარადიული გზა, რომელსაც არ აქვს ფინიშის ხაზი.
საკუთარ თავზე მუშაობა გავაძლიეროთ, სრულყოფილებისკენ მისწრაფებას მეტი ცეცხლი შევძინოთ და გავხადოთ სული უფრო მეტად სრულყოფილი, რომლის შედეგადაც მივიღებთ მეტ ბედნიერებას
ჰუმანური საქართველოს მე-10 მცნება
მიზეზს უთუოდ მოჰყვება შედეგი.
ჩვენ ისეთ ცხოვრებაში ვცხოვრობთ, როგორი მიზეზებიც შევქმენით წარსულში, და ახლა კიდევ ვქმნით ახალ მიზეზებს მომავლისათვის
ჰუმანური საქართველოს მე-9 მცნება
ჰუმანური აღზრდა არის ჰუმანური საქართველოს მე-9 მცნება.
როგორია ჰუმანური აღზრდა, ამას ბევრი განმარტება შეიძლება მოჰყვეს. თუმცა დიდწილად მეტყველებს ყველა დანარჩენი მცნება, - რწმენით, სიყვარულით, სიკეთით, სიხარულით აღზრდა
ჰუმანური საქართველოს მე-8 მცნება
საქართველოში ყოველთვის იყო ეს ცნება - საერთო კეთილდღეობა - ზრუნვა ხალხზე, ერზე.
ვიზრუნოთ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ - ერთმანეთზე
ჰუმანური საქართველოს მე-7 მცნება
ყველა მივისწრაფით ბედნიერებისკენ.
როგორ გავიგოთ ბედნიერება? ეს არის გაანალიზება იმისა, თუ როგორ ვაშენოთ ცხოვრება, რომ ყველა კმაყოფილი იყოს ჩვენს ირგვლივ
ჰუმანური საქართველოს მე-6 მცნება
ყველა დავეძებთ თავისუფლებას. ესაც ერთ-ერთი მცნებაა ჰუმანური საქართველოსი.
თავისუფლება ისე კი არ უნდა იყოს გაგებული, რომ "აკეთე, რაც გინდა", არამედ, უნდა შეგვეძლოს - ავირჩიოთ
ჰუმანური საქართველოს მე-5 მცნება
შემკობა - ეს მშვენიერი მეთოდია ურთიერთობისა.
ადამიანს კეთილი ვუთხრათ, მოვესიყვარულოთ, შევუწყოთ ხელი, რომ განვითარდეს, წინ წავიდეს, საკუთარი თავისა სჯეროდეს
ჰუმანური საქართველოს მე-4 მცნება
სიყვარული ორნაირია: მიწიერი და ღვთიური.
ჩვენ ძალიან გავერთეთ მიწიერი სიყვარულით, რამაც ბევრი სარეველა გაგვიჩინა.
უნდა შევძლოთ, რომ ღვთიური სიყვარულით გვიყვარდეს ერთმანეთი
ჰუმანური საქართველოს მე-3 მცნება
ოჯახი ფუძეა ჩვენი განვითარებისა, ჩვენი ცხოვრებისა. ეს პატარა სახელმწიფოა.
შალვა ამონაშვილიჰუმანური საქართველოს მე-2 მცნება
ცხოვრების აზრი ჩვენი სულის სრულყოფაა. ამიტომ ვართ ამქვეყნად გაჩენილები
შალვა ამონაშვილიჰუმანური საქართველოს პირველი მცნება
პირველი მცნება არის რწმენა, უფლის რწმენა. ჩვენ რელიგიას პატივი უნდა ვცეთ, იმიტომ, რომ მან გაგვზარდა ჩვენ
შალვა ამონაშვილიროგორი არ უნდა იყოს მასწავლებელი?
თუ გულში არა გაქვს სიყვარული, მოეშვი ჰუმანურ პედაგოგიკას, წადი და იყვირე და იწივლე კლასში და შეიძლება ჯოხიც კი შეიტანო და შეაშინო ბავშვები. ხომ დადის ზოგიერთი მასწავლებელი ჯოხით. ზოგი ემუქრება ბავშვს ქულებით, დასჯით, დედ-მამის გამოძახებით, - დედა მომიყვანე, მამა მომიყვანე, - დაბეზღება ბავშვის, - თქვენი ბავშვი ასე და ასე იქცევა,.. რა ცხოვრება არის ეს ბავშვისთვის?
შალვა ამონაშვილიმთავარი დამრჩა სათქმელი / დამავიწყდა სიყვარული
მე ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარდა, ჩემი განცდით ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მერე წავიდა ის ამ ცხოვრებიდან. მე სულ ჩაბმული ვიყავი, აი ექსპერიმენტები, აი მუშაობა, მე თავს მესხმიან, მე თავს ვიცავ, მეც ვიღაცას თავს ვესხმი და ამ ორომტრიალში, რომ ვარ დამავიწყდა ეს სიყვარული.
ხანდახან კი ვეფერებოდი, მაგრამ წავიდა ეს დრო, ხომ შემეძლო მოვხვეოდი, მოვფერებოდი, მეკოცნა სხვანაირად, სიტყვები მეთქვა, სიტყვები...
ერთი ლექსი შეიძლება გითხრა? ოღონდ პოეტობაში არ ჩამითვალო.
"რაღაც უნდა მეთქვა და ვერ გითხარი ვერა რა.
გული მეუბნებოდა ჯერ არა და ჯერ არა.
წლები უცბად გაფრინდნენ, გზანიც განვვლეთ მრავალი.
ისე შემოგვაღამდა, ვერ გითხარი მთავარი."
აი ეს მთავარი დამრჩა სათქმელად, აი ეს, რომ დამრჩა, ამან ცოტა დამაჭკვიანა და ენა სხვანაირად ამომიდგა და ამიტომ ვლაპარაკობ ამას, რომ სხვამაც არ დაიგვიანოს. ბედნიერება ხელთა გაქვს და თუ არ დაინახავ ბრმა ხარ.
თუ ბავშვი არ ცელქობს...
თუ ბავშვი არ ცელქობს, უნდა გააცელქო. ბავშვს სჭირდება ცელქი მამა. უყვართ ცელქი და მოულოდნელი მამა. დედაც თუ ასეთი იქნება, მთლად უკეთესი.
თუ ბავშვი არ ცელქობს, დედამ ამით არ იამაყოს. უნდა გააცელქოს, იმიტომ, რომ დიდობაში ცელქები ხდებიან მერე ლიდერები, მეცნიერები, დეპუტატები, მთავრობის წევრები,.. იმიტომ, რომ მათ მიჰყავთ სხვები, ხელმძღვანელობენ ხალხს
თვალმა დაინახოს, და მერე თქვას ენამ!
რაც კარგად ვერ დაინახე, არ თქვა, თორემ შეგეშლება