როგორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს ბავშვზე?
- დიდი! ის პატარაა, მაგრამ მასში დიდი ძალებია. ღვთიური ძალებია ბავშვში. პიროვნული თესლი უკვე ჩათესილია მასში. ღმერთმა ჩათესა. ჩვენ მარტო წყალი უნდა დავუსხათ, რომ ეს თესლი გაღვივდეს
ბავშვები ჩვენი საუკეთესო აღმზრდელები არიან
ბავშვები შენი საუკეთესო მასწავლებელ-აღმზრდელები არიან. უნდა გაუხდე ბავშვს მოწაფედ. როცა ბავშვი პატარაა, ტირილითაც გასწავლის, თავისი ჯიუტობითაც გასწავლის, სიყვარულს, მოთმინებას გასწავლის,.. თუ ისწავლი, შენც გაიზრდები ბავშვთან ერთად
შალვა ამონაშვილიბავშვები თქვენი გამზრდელებიც არიან. ბავშვებს ჩვენ კი არ ვზრდით მარტო, ისინიც გვზრდიან და გამოცდებს გვიწყობენ: მოთმინებაში, სიმშვიდეში...
შალვა ამონაშვილითუ შენ ამჟამად გგონია, რომ ბავშვები არ იმსახურებენ ამდენ ყურადღებას, მაშინ შეხედე არა იმას, როგორები არიან ისინი ახლა, არამედ იმას, თუ როგორები უნდა გახდნენ ისინი ღმერთის განზრახვით
შალვა ამონაშვილიაი ეს მამაა ძვირფასი!
ჩვენ ბევრ რამე ვუკრძალავთ ბავშვებს, აბა დააკვირდით, თქვენს ურთიერთობაში ბავშვებთან რომელი უფრო ხშირად ჟღერს, არა თუ ჰო? ბავშვი ცელქობს, ეტყვით, რომ იცელქეთო? და რატო კაცო, ის ხომ ცელქობაში იზრდება. განა არ ჯობია ჩაერთო ცელქობაში და მასთან ერთად იცელქო და გონიერება გაუძლიერო სიცელქეს.
მითუმეტეს როგორი მამა უყვარს ბავშვს, მამა რომელიც აი არ იცის რას მოიმოქმედებს ამ წუთას, აი მოვა და ფორიაქს შემოიტანს სახლში, ხმაური დაიწყება, არეულობა დაიწყება, ბავშვები ეხვევიან, გორეობან, რაღაცა ხდება... აი ეს მამაა ძვირფასი, გამიგე, ცელქი მამა. ჩვენ კი ვეუბნებით, არ იცელქო, გაჩერდი, გეყოფა, გეყოფა, გადი ეხლა მომშორდი აქედან...
ჩვენ სხვა აღმზრდელებიც გვყავს ჩვენი ბავშვებისა, ესენი ანგელოზები არიან, რომლებიც სულ თან დასდევენ და იცავენ მათ.
თუ ჩვენ შვილს ვასწავლეთ - რომ ზეცა ცოცხალია, იქ ანგელოზები გყავს შენ, რომლებიც გივლიან, გიცავენ შენ, აბა ერთი უსმინე მათ, გული გიგრძნობს! - თუ ბავშვს ეს ჩავუდეთ გულში, რომ ეს ასე ხდება, მართლაც, ის ხშირად მოისმენს მათგან რაღაცას
დედებო, თქვენ შვილებში თესლია პიროვნებისა. თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს ნიჭზე, ზრუნვაზე, აღზრდის ხასიათზე, რომ მათში მართლაც დაიბადოს ნებისყოფიანი, ცხოვრების აზრის მცოდნე პიროვნება, და გამარჯვებული დედები იქნებით
შალვა ამონაშვილიქართველი კაცის ნებისყოფა
უზნაძეს აქვს ნათქვამი - ქართველი კაცის ბუნება, გერმანელი კაცის ბუნებას ვერ შეედრება, გერმანელი რა საქმესაც დაიწყებს, დაამთავრებს, მაგრამ, თუ ქართველ კაცს ტაბურეტის გაკეთება უნდა, ორ ფეხს გაუკეთებს და მესამე დაეზარებო. - აი ასე ვართ, ნებისყოფა არ გვაქვს. საფანელი გვაქვს, მაგრამ ბოლომდე მიტანა გვიჭირს ხოლმე ხანდახან.
შალვა ამონაშვილიბავშვების ერთმანეთთან შედარება
როგორც ხელის თითების ერთმანეთთან შედარება და დაწუნება არ შეიძლება, ასევეა ბავშვების შემთხვევაშიც. მე არ ვიცი, ერთი ბავშვი მეორესთვის რა იქნება და რაში დაეხმარება, რომ გაიზრდებიან. შეიძლება, ერთმა ვერ შეძლოს თავისი საკითხის გადაწყვეტა, მეორეს გარეშე. ადამიანები ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები. ამიტომ, ერთი ბავშვის შედარება მეორესთან, და თქმა იმისა, რომ შენ უკეთესი ხარ და შენ ცოტა ნაკლები, ეს არის დანაშაული ბავშვის მიმართ!
შალვა ამონაშვილიარ გავაჩერებ ასეთ მასწავლებელს სკოლაში
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, ასეთ მასწავლებელს სკოლაში არ გავაჩერებ, იმიტომ, რომ მე ბავშვების დამცველი ვარ, და არა - მასწავლებლისა. მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს შეურაცხყოფას აყენებს, ამცირებს, წყევლის, მშობლის ხელფასებს ეკითხება,.. ეს მასწავლებელი არ არის. მისთვის კარი უნდა იყოს ჩაკეტილი. ჯობია, სუსტად იცოდე შენი საგანი (თუმცა ესაც ცუდია), მაგრამ, ბავშვი გიყვარდეს. ამ სიყვარულში უფრო მეტს გაიგებს მასწავლებელი და ბავშვიც გაიზრდება.
შალვა ამონაშვილიდიდ გემს დიდი არხის გახსნა სჭირდება!
მასწავლებელი უნდა გახდეს მეტად აქტიური თავის შემოქმედებაში, ბავშვის სიყვარულში, მიდგომაში, იმედიანობაში,..
მასწავლებელმა თითოეულ ბავშვს თავისი გზა უნდა გაუხსნას. დიდ გემს დიდი არხის გახსნა სჭირდება
მეგობრობის გარეშე არ გამოგვივა თანამედროვე ინდიგო ბავშვების აღზრდა, ტყუილია.
არ ეცადოს მშობელი, რომ ზემოდან დაადგეს ბავშვს და თითით უჩვენოს - სად წავიდეს, სად არ წავიდეს, ვისთან იმეგობროს, ვისთან არ იმეგობროს
ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, რომ მეგობარი გაიჩინო;
მოყვარედ უნდა გაზარდო, რომ მოყვარე გაიმრავლო;
პატრიოტად უნდა გაზარდო, რომ პატრიოტი გახდეს
ბავშვი მტრად გავზარდოთ?
„ბავშვი მტრად გაზარდე მოყვრად გამოგადგებაო“. არ გამოგივა მოყვრად, მტრად გაზრდილი ბავშვი. საქართველოს მტრები გავუზარდოთ, რომ დამცველები გახდნენ? ეს ხომ სასაცილო არის. ეს გაჭირვების დროს ითქვა ვითომ სიბრძნე.
ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, რომ მეგობარი გაიჩინო, მოყვრად უნდა გაზარდო, რომ მოყვარე გაიჩინო, პატრიოტად უნდა გაზარდო, რომ პატრიოტი გახდეს. მეგობრობის გარეშე არ გამოგვივა თანამედროვე ინდიგოს აღზრდა, ტყუილია, არ ეცადოს მშობელი, რომ ზემოდან დაადგეს ბავშვს, თითით უჩვენოს სად წავიდეს, სად წამოვიდეს, ვისთან იმეგობროს, ვისთან არ იმეგობროს.
დედის პირველი დობილი მისი ქალიშვილი უნდა იყოს და მერე ყველა დანარჩენი.
მამის პირველი ძმობილი მისი ვაჟი უნდა იყოს და მერე ყველა დანარჩენი
სიმკაცრე მშობელმა უნდა შეცვალოს სამართლიანობით.
თუ ბავშვმა სამართლიანობა ვერ დაინახა, აღზრდას მშობლისგან ვერ მიიღებს.
ვერანაირი დასჯა, თუ სამართლიანად არ მიიღო ბავშვმა, აღზრდას ვერ შეასრულებს
ყოველგვარი მასწავლებლის ამაღლებული ხმა მისი წყვდიადობის ნიშანია.
ყვირილი, უხეშობა, ძალადობა, მშობლების გამოძახება, ორიანები და სხვა ამგვარი - ეს ყველაფერი სიბნელეა
გაფლანგული 10-ე, 11-ე, 12-ე კლასები
ჩვენ შევკარით მასწავლებლები რით? - იმით, რომ მოამზადონ ბავშვები სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად. იგივეთი შევზღუდეთ მშობლის აზროვნება და ცნობიერება.
10-ე, 11-ე, 12-ე კლასებში მთელი ყურადღება გამოცდების კარგად ჩაბარებაზეა გადართული. ეს წლები კი ისეთი დროა, როცა ბავშვის სულიერი მსოფლმხედველობა ყალიბდება.
ჩვენ კი ეს დრო მოვახმარეთ არა სულიერ მსოფლმხედველობას, არამედ, რომ მოიცილოს რაღაცა გამოცდები, თანაც ისეთი გამოცდები, რომლებიც არ აინტერესებს არ უნდა, იძულებით აკეთებს ამას.
მასწავლებელს უნდა თავისუფლება მივანიჭოთ და დავარწმუნოთ, რომ მას შეუძლია იყოს შემოქმედი
შალვა ამონაშვილიავტორიტარული პედაგოგიკა შლის ახალ თაობას,.. რეფორმა უნდა მოხდეს მასწავლებლის ცნობიერებაში
შალვა ამონაშვილი