რატომ ვერ გათხოვდა 42 წლის ქალი
ერთი 42 წლის ქალი იყო და მთხოვეს, ძალიან კარგი ქალია და ნახეო, ხომ ვერ გვეტყვი რატომ ვერ თხოვდებაო. მე ვუთხარი, კი ბატონო შევხვდეთთქო.
პირველად გავიცანი, ახალი გაცნობილი მყავს და 10 წუთში გადავიდა, როგორღაც თვითონ ზარატუსტრაზე და ნიცშეზე, დამთავრებულია, იმიტომ ვერ თხოვდება. იმიტომ, რომ, ან ფილოსოფოსი უნდა იყოს მაგის ქმარი, ან ნაკითხი იყოს და მე, რომ არ მაქ ეგენი წაკითხული და რაღაცეებს მელაპარაკები, რომელიც საერთოდ ვერ გავიგე, დამთავრდა. მე განცდაში მაქვს რომ ვეღარ მოგერევი და რადგან განცდაში მაქვს, რას ვამბობ როგორც კაცი? - ძალიან კარგი ქალია, მაგრამ თქვენ გყავდეთ, არ მინდა.
გახსოვთ გამოთქმაა: კაცებს სულელი ქალები მოსწონთო. სულელი არ მოსწონთ, უბრალოდ უნდა დაინახოს, რომ უპირატესობა აქვს, მაშინ დგავს ის ნაბიჯს, უმრავლეს შემთხვევაში, თორემ არიან კაცები საერთოდ ტყიური, ველური. ქ-ზე რო იწყება უკვე გამოგეკიდება, - ალიც აღარ უნდა დამატება.
ამ მომენტში აშინებ ზედმეტი აქტიურობით, ამისი მიზეზიც ეგ იყო. დაელაპარაკე იმ კაცს, რომელიც წამოგყვება მაგაში, ან თანაბარ დონეზე მაინც იქნება.
სიტყვები დაკავშირებულია ემოციებთან.
ხშირად ჩვენ ვიყენებთ სიტყვებს დაუფიქრებლად. ასეთ შემთხვევაშიც კი ეს სიტყვები იმ ემოციას აღძრავს, რასთანაც კავშირშია
როგორც ბავშვებში გვინდა კეთილშობილება აღვზარდოთ, ისე ჩვენში აღვზარდოთ სიყვარული
შალვა ამონაშვილიმეუღლეები ერთნაირად თუ არ ვითარდებიან
ის თუ მიიტანე სახლში დილას რაც წამოიღე, “კაცი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა რა მოჰქონდაო”. სხვა ადამიანი უნდა წახვიდე და სხვა ადამიანი უნდა დაბრუნდე.
- მაგრამ სახლში ვიღაც გხვდებათ, რომელსაც წინა სერიაში როგორიც იყავით, ისეთი უყვარხართ, მერე?
- გამარჯობა შენი... ეგ ძალიან სერიოზული კრიზისების საფუძველია და მაგიტომ არის, რომ პარტნიორები, მეუღლეები, ერთნაირად თუ არ ვითარდებიან, ანუ ორივე თუ არ გადის და სხვა ადამიანი თუ არ ბრუბდება, უნდა ელოდნენ პრობლემებს.