პრაქტიკული მაგალითი მასწავლებლისგან
როდესაც შენ ასწავლი მაგალითად "გამზრდელს", როდესაც ასწავლი სულიერ სიმაღლეებს, მწვერვალებს, ამავდროულად შენ უნდა ასწავლო, და ამას აკეთებს კიდეც სკოლა, სულიერი სიდაბლეებიც. საზოგადოება როგორ თრგუნავს ადამიანს, ამასაც ასწავლის. მაგრამ სწავლება ერთია და ეს ადამიანის გამოცდილებად რომ აქციო, ეს მეორეა. და რაც მთავარია, შეიძლება არსებითი სათქმელი ესეც იყოს, რომ შენ თვითონ თუ არ განასახიერებ იმას, რასაც ასწავლი, ეს არის მკრეხელობა პედაგოგიური. ისინი ამას არ იჯერებენ, ისინი ადვილად ხვდებიან როგორ და როცა იტყუები.
გია მურღულიარწმენა ჩვენი გადამრჩენელია. თითქოსდა ახლიდან ბადებს ადამიანს, იმედებს გვიმრავლებს. განსაცდელში მყოფ ადამიანს წამოაყენებს და ახლიდან აწყებინებს ცხოვრებას
შალვა ამონაშვილისიყვარულს შეუძლია ბედნიერება დაგვიმკვიდროს
სიყვარულს შეუძლია ჰორიზონტს იქით ბედნიერება დღეს დაგვიმკვიდროს.
მიხვედი ცათა სასუფეველში, მიიტანე სიყვარული, როგორც ნათელი, და ამ სიყვარულმა თვითონ დაგაყენა იმ ადგილას, რაც შენ აქ დაიმსახურე.
წერეთ ხშირად
წერეთ, წერეთ ხშირად. იმიტომ კი არა, რომ შვილებს დაუტოვოთ მერე, - ნახე რა დავწერეო - შეიძლება ბუხარში შეაგდო და დაწვა, მაგრამ ხომ გაიგე საკუთარ თავზე მეტი, საკუთარ სულში ხომ ჩაიხედე
შალვა ამონაშვილი