Wisdom
არ დახარჯოთ თქვენი თვალები და ყურები
არ დახარჯოთ თქვენი თვალები ბაზრობის საყურებლად. არ დახარჯოთ თქვენი ყურები უაზრობის მოსასმენად, ცუდი მუსიკა, ტელევიზორი... არ დახარჯოთ თქვენი დრო დროის სატარებლად. არ გვაქვს იმდენი დრო, რომ გავატაროთ
ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვეძლევა
დრო ყველაზე ძვირფასია რაც ჩვენ გვეძლევა. ჩვენ კი არ ვუფრთხილდებით ამ დროს. ყოველთვის უნდა ავწონოთ: ღირს იქ წასვლა? ღირს ამ წიგნის კითხვა? ღირს ტელევიზორის ჩართვა და ამ რაღაცის ყურება? - იქიდან თითქოს ნარეცხს მასხამენ თავზე, სულ რაღაცისკენ მეწევიან, რაღაცას მარწმუნებენ...
მინდა გისურვოთ, რომ გამარჯვებულები იყოთ ყოველ დღეზე. დღე თქვენი ძროხა ყოფილიყოს, რომელიც ძალიან უხვად იწველება
აი რას მოგიტანს დღის პატივისცემა
სიცოცხლე ქმნაა. სიცოცხლე წინსვლაა. რაც არ უნდა შეგემთხვას, ცუდი თუ კარგი, ეს ყველაფერი საფეხურია. ამიტომ, განიცადე როგორც საფეხური. ზოგ საფეხურზე ძნელად აფორთხდები, ზოგზე ფეხიც დაგიცდება, მაგრამ მაინც უნდა აფორთხდე. ზოგზე თავისუფლად აიქროლებ და ახვალ მაღლა. თუ ასე შეხედავ ცხოვრებას, მაშინ შეგიყვარდება ეს ცხოვრებაც, იმიტომ, რომ მეტს მოგიტანს. მეტ სიხარულს, წარმატებას, ბედნიერებას, სახელს განგიდიდებს, რომელსაც მერე შვილებს დაუტოვებ... აი რას მოგიტანს დღის პატივისცემა!
რას ნიშნავს დღის დაკარგვა?
დღეების დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ იმ დღეს ჩვენ მკვდარი ვართ. რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე არის ის პროცესი, როცა რაღაცა უკეთესობისკენ მიგყავს. მოცემულ დღეს, თუნდაც სულ მცირე, თუ არ წაიყვანე უკეთესობისკენ, ჩათვალე, რომ არ იყავი შენ იმ დღეს. იყავი, მაგრამ ფასი არ ჰქონდა
ძილი სიკვდილის ძმა არისო
ქვა ვიყოთ!
ქვა ვიყოთ! გულით კი არა, არამედ - ჩვენი ნერვებით, გაძლებით,.. რომ, რაც არ უნდა წარღვნა დაგადგეს თავზე, ის წავა და ჩვენ ხელახლა ამოვბიბინდეთ თავიდან
არავინ არის შენი მტერი, არავინ არის შენი მეგობარი, ყველა შენი მასწავლებელია
მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო
ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი სიხარული არ შეანელო, და იცოდე, რომ კარიბჭესთან ბედნიერება გელოდება. და პირიქით - როცა ბედნიერებას განიცდი, გაიხარე, მაგრამ იცოდე, რომ უბედურება გელოდება, იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს. ამ ცხოვრებაში აღმართებიც იქნება და დაღმართებიც. რას როგორ მიიღებ და გაუძლებ, იმის მიხედვით ან ზემოთ ადიხარ, ან დაბლა ჩამოსრიალდები
წიგნებს გარდაქმნა თუ არ მოვაყოლეთ, ჯობია არც ვიკითხოთ. თვალსა ვღლით, დროსა ვკარგავთ და გონებას ვაჩიავებთ. წიგნი ყოველთვის კი არ არის წყარო. თუ წიგნი შენს სულში არ გადმოსახლდება, კითხვას აზრი არა აქვს
ცხოვრებაზე და გამოცდილებაზე ძვირფასი არაფერი გვაქვს ჩვენ. თუ ჩავუფიქრდებით სად რა შეგვემთხვა, როგორ გავართვით თავი, როდის რა როგორ მოხდა,.. თუ ასეთ მომენტებს გავაანალიზებთ ხოლმე, უთუოდ რაღაცა სიბრძნე დაგვრჩება
თუ ბავშვს უყვირი, და იქვე იცი, რომ არ შეიძლება ყვირილი, არ არის ეთიკური, ნორმალური,.. მაშ, ვინ უფრო დამნაშავეა, ბავშვი თუ შენ?
გინდათ ბედნიერები იყოთ?
გინდათ ბედნიერები იყოთ? სხვა არაფერში არ არის ბედნიერება, გარდა სიყვარულისა. ქონებაში ბედნიერებას ვერ იპოვით. ვერც მოგზაურობაში ვერ იპოვით ბედნიერებას. ბედნიერება ორი პიროვნების ურთიერთობაში იბადება
სიყვარულს საქმეები უყვარს. საქმეების გარეშე სიყვარული მკვდარია. კოცნა, მოფერება, გაჭირვებაში ერთად დგომა, თავდადება, დათმობა... ამაში იწრთობა ნამდვილი სიყვარული
დათმობა საქმეა სიყვარულისა
თუ არ დაუთმობ ქმარს / ცოლს, ეს ნიშნავს, რომ არ გიყვარს. თუ გინდათ, საკუთარი თავი გამოსცადოთ სიყვარულში, აბა ნახეთ როგორ უთმობთ ერთმანეთს. დათმობა საქმეა სიყვარულისა
არასოდეს გადადოთ სიყვარული არცერთი წუთით
არასოდეს გადადოთ სიყვარული არცერთი წუთით! გიყვარს? თვალებით გიყვარდეს სიტყვით გიყვარდეს საქმით გიყვარდეს კოცნით გიყვარდეს ჩახუტებით გიყვარდეს მიტევებით გიყვარდეს დათმობით გიყვარდეს ყველაფრით გიყვარდეს ესენი საქმეებია სიყვარულისა
ვინც პირველი დაუთმობს, ის არის ბრძენი. ვინც არ დაუთმობს, უგუნურია. ასე რომ, მოასწარით ერთმანეთს შორის დათმობები, რომ ამ დაუთმობლობას რაღაცა არ მოჰყვეს
გეჩქარება, მაგრამ, ყველაფერი შეიძლება გადაიდოს ხვალისთვის, ყველაფერი. არაფერი არ არის გადაუდებელი, გარდა სიყვარულისა
სხვას რომ აბედნიერებ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა შენი
ერთგულება სიყვარულის გამოცდაა, სიყვარული კი თავი და ბოლოა ჩვენი ცხოვრებისა
ერთგულება არის სულის თვისება. როგორც სახეს, გარეგნობას ვიწესრიგებთ და ვილამაზებთ ხოლმე, ასევე შეგვიძლია სულის ეს თვისება - ერთგულება ჩამოვქნათ, ჩამოვალამაზოთ, ერთგულები გავხდეთ ყველაფრისა
გინდათ, რომ სიყვარული დაამტკიცოთ? ერთადერთი გამოცდა სიყვარულისა, ერთგულებაა! ერთგულება პატივისცემაში, ურთიერთობაში, განცდებში,.. ყველაფერში
ვინც გიყვარს, მისთვის იწვი, ანთებული სანთელივით ხარ მისთვის!