ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
პაატა პაპავა

განათლების დიდი ოთხეული - 4 C

განათლების დიდი ოთხეული არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი კონცეპტუალური ჩართო, თუ რა გვინდა განათლებისგან. ოთხი რამ არის უმნიშვნელოვანესი, იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რამდენად ახერხებს განათლება თავისი როლის შესრულებას, ადამიანის ცხოვრებაში თუ საზოგადოებაში. ესენია:
1. შემეცნება და კრიტიკული აზროვნება.
2. კრეატიული აზროვნება - კრეატიული აზროვნების და კრეატიული იმპულსების ენერგიების გაძლიერება ადამიანში, და არა - ჩახშობა.
3. კომუნიკაცია, და ყველაფერი რაც მას ახლავს - ბგერებიდან დაწყებული, მთელი თეორია და პრაქტიკა კომუნიკაციის.
4. კოლაბორაცია, თანამშრომლობა.
ამ ოთხ რამეს როცა განათლება ახერხებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის კარგ კალაპოტში ჩასმული.

პაატა პაპავა
განათლების დიდი ოთხეული - 4 C

როგორ შეიძლება განათლებას არ ვუწოდოთ შენს გარშემო (ან შინაგანი) სამყაროს შეცნობისადმი ინტერესი? ეს ხომ ჩვენს ბუნებაში კოდირებული მოთხოვნილებაა.

დავით გოგიჩაიშვილი
როგორ შეიძლება განათლებას არ ვუწოდოთ შენს
პაატა პაპავა

ნებისმიერი საზოგადოება იძულებულია, რომ მთელ ამ უზარმაზარ სწავლის და სწავლების ალიაქოთში (რომელიც მიმდინარეობს ოჯახში, ქუჩაში,.. დღისით, ღამით) გამოყოს ის, რაც უფრო ღირებულია და ჩასვას ეს პროცესი კალაპოტში.

პაატა პაპავა
ნებისმიერი საზოგადოება იძულებულია, რომ მთელ
პაატა პაპავა

გადარჩენისა და წარმატების აუცილებელი კოდი

გამორჩეულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის გადარჩენისა და წარმატების აუცილებელი კოდი, რაც ასევე, განათლების ერთ-ერთი დაკვეთაცაა.

პაატა პაპავა
გადარჩენისა და წარმატების აუცილებელი კოდი
პაატა პაპავა

ცხოვრებაში არის ორი მთავარი კოდი: 1. არ მოწყდე ზედმეტად, მათ, ვისაც ჰგავხარ. 2. არ დაემსგავსო ზედმეტად, მათ, ვისაც ჰგავხარ.

პაატა პაპავა
ცხოვრებაში არის ორი მთავარი კოდი

განსხვავებულობა აუცილებელია ვინმეს გამოსარჩევად

ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებაში, იმისათვის, რომ ვინმე დავაფასოთ ან გამოვარჩიოთ, სხვებისგან გამორჩეულად რომ ჩავთვალოთ, ამისთვის საჭიროა, რომ იყოს განსხვავებული. რა თქმა უნდა, განსხვავებულობა ყველა შემთხვევაში კარგი არ არის, მაგრამ, განსხვავებულობა აუცილებელია იმისათვის, რომ ვინმე გამოვარჩიოთ.

დავით გოგიჩაიშვილი
განსხვავებულობა აუცილებელია ვინმეს
პაატა პაპავა

ამ ცხოვრებაში გაცილებით მეტ რამეს ვსწავლობთ თავისთავადი პროცესებიდან, ამ პროცესებში მონაწილეობით, ვიდრე ფორმალური განათლებიდან.

პაატა პაპავა
ამ ცხოვრებაში გაცილებით მეტ რამეს ვსწავლობთ
პაატა პაპავა

მეტყველებას გჩუქნის ბუნება - ეს სასწაულია

მეტყველებას გჩუქნის ბუნება, - საკმარისია მოხვდე სამეტყველო გარემოში და პროგრამა, რომელიც შენს ცნობიერებაშია, ამოიქოქება და ენას 5 წლის ასაკამდე პრაქტიკულად უშეცდომოდ გასწავლის. ეს სასწაულია.

პაატა პაპავა
მეტყველებას გჩუქნის ბუნება - ეს სასწაულია
პაატა პაპავა

არსებობს რაღაც მინიმუმი ფუნდამენტური უნარ-ჩვევები, რომელსაც ბუნება თავისით არ გჩუქნის, უნდა ისწავლო.

პაატა პაპავა
არსებობს რაღაც მინიმუმი ფუნდამენტური
პაატა პაპავა

განათლება - კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი

განათლება არსებითად, განსაკუთრებით დღეს, ამ საუკუნეში, არის ფიზიკური, ფსიქო-ემოციური, ეკონომიკური და სულიერი კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი. თუ ეს არ გაქვს, მაშინ შენ შეიძლება ვერ მიაღწიო კეთილდღეობის იმ ნიშნულებს, რაც ძალიან სჭირდება ადამიანს თვითრეალიზებისთვის, ხარისხიანი ცხოვრებისთვის.

პაატა პაპავა
განათლება - კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი
პაატა პაპავა

განათლება არის უმნიშვნელოვანესი უფლება, რომელსაც ადამიანი მიჰყავს კეთილდღეობამდე.

პაატა პაპავა
განათლება არის უმნიშვნელოვანესი უფლება,

თუ ჩარჩოს მსხვერპლი ხდები, მაშინ რაღაცებს ვერ ბედავ.

დავით გოგიჩაიშვილი
თუ ჩარჩოს მსხვერპლი ხდები, მაშინ რაღაცებს ვერ

როცა განათლების გარეშე მეტია გამბედაობა

როგორ შეიძლება, განათლებაზე ვთქვათ, რომ ცუდია?! არცერთი არგუმენტი არ შეიძლება მოვიყვანოთ, იმის დასამტკიცებლად, რომ განათლება ცუდია. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც განათლების "მსხვერპლი" (იმ ჩარჩოების მსხვერპლი, რასაც ასწავლიან) ხდება ადამიანი და შესაბამისად რაღაცებს ვერ ბედავს (ვერ თავხედდება), რასაც განათლების გარეშე გაბედავდა..

დავით გოგიჩაიშვილი
როცა განათლების გარეშე მეტია გამბედაობა

განათლებაში შეკითხვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პასუხები.

დავით გოგიჩაიშვილი
განათლებაში შეკითხვები უფრო მნიშვნელოვანია,

ძაღლი, როგორც ზრუნვის ობიექტი

ადამიანებმა ძაღლებით ჩაანაცვლეს ზრუნვის ობიექტები და იქ გადაიტანეს ზრუნვის ინსტინქტი და უარს ამბობენ შვილის ყოლაზე.

ნათია ფანჯიკიძე
ძაღლი, როგორც ზრუნვის ობიექტი

ყველაზე რთულია, წერო აქ და ახლა, იმიტომ, რომ შენს გვერდით ვინც არის, მათზე ნაწერი არ უნდა გაგიყალბდეს, რეალური უნდა იყოს.

ნათია ფანჯიკიძე
ყველაზე რთულია, წერო აქ და ახლა, იმიტომ, რომ

საბჭოთა კავშირში ღმერთი აკრძალული იყო. ვინც ეკლესიაში მიდიოდა, "კაგებე" დევნიდა. სიტყვა ღმერთის ხსენება გმირობად ითვლებოდა.

ნათია ფანჯიკიძე
საბჭოთა კავშირში ღმერთი აკრძალული იყო. ვინც

რამხელა უხილავი სამყაროა ჩვენ თვალწინ, რომელსაც ვერ ვხედავთ, თუ მიკროსკოპში არ ჩავიხედეთ. ტელესკოპი და მიკროსკოპი არის სამყაროს გაფართოების ორი მნიშვნელოვანი იარაღი.

ნათია ფანჯიკიძე
რამხელა უხილავი სამყაროა ჩვენ თვალწინ

ადამიანის ყოველი შეკითხვა თვისებრივად რელიგიური გამოდის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საიდუმლოს ამოხსნას ვცდილობთ, და არ აქვს მნიშვნელობა, რა სიტყვებით ვაფორმებთ ამ კითხვებს, ან რა გზებს გავდივართ ამ საიდუმლოს ამოსახსნელად.

ნათია ფანჯიკიძე
ადამიანის ყოველი შეკითხვა თვისებრივად

მოგზაურობა შეუფასებელი რამ არის თითოეული ადამიანისთვის, ცოდნის, შეგრძნებების გაღრმავებისთვის.

ნათია ფანჯიკიძე
მოგზაურობა შეუფასებელი რამ არის თითოეული

ფეხბურთი არის ამბავი, რომელიც შეიძლება რომ მოჰყვე.

ნათია ფანჯიკიძე
ფეხბურთი არის ამბავი, რომელიც შეიძლება რომ

ფსიქოლოგმა არ უნდა გათქვას პაციენტის შესახებ ისეთი რამ, რაც მის ღირსებას შელახავს, ან რაც მის ცხოვრებას დააზიანებს.

ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგმა არ უნდა გათქვას პაციენტის შესახებ

თუ პაციენტთან დაკავშირებული გარკვეული ამბის გათქმაა საჭირო, ეს არ ხდება პაციენტის ღალატით, არამედ - მასთან შეთანხმებით, მით უმეტეს, თუ ვინმეს სიცოცხლე არის საფრთხეში. მცირეწლოვან ბავშვსაც კი ვუთანხმებთ იმდენს, რამდენის შეთანხმებაც შეიძლება.

ნათია ფანჯიკიძე
თუ პაციენტთან დაკავშირებული გარკვეული ამბის

ფობია, როგორც სიმბოლიზებული შისი

ფობია ხშირად არის სიმბოლიზებული შისი, თითქოს რაღაცაში თავს მოიყრის და რაღაც დოზამდე შესაძლოა განმაკურნებელიც კი იყოს, იმიტომ, რომ გენერალიზებულ შფოთვას არიდებდეს ადამიანს და კონცენტრირდებოდეს ერთ წერტილში. თუმცა, თუ ეს ფობია ისე გამწვავდა, რომ (თუ კალიების ფობია გაქვს) კალიები გელანდება იქაც, სადაც არ არის, ასეთ დროს ყველა ვარიანტში ფსიქოთერაპიაა საჭირო და გაცნობიერება იმისა, თუ სინამდვილეში რისი შიშია ეს, რომელსაც შენ კალია ან პეპელა დაარქვი.

ნათია ფანჯიკიძე
ფობია, როგორც სიმბოლიზებული შისი