თუ სულ უარყოფით ამბებს უსმენ
უარყოფითი ამბებით გაჯერებული ტვინი ამას ეჩვევა და შემდეგ ისევ უარყოფით ამბებს იზიდავს დამატებით.
დავით გოგიჩაიშვილიშინაგანი ბედნიერების გამომწვევი მიზეზები
ჩვენი შინაგანი ბედნიერების გამომწვევი პირველი ნიშანი არის პატარ-პატარა სიკეთეები (ეგრეთ წოდებული - "Random Acts of Kindness"), თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ, მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომწვევი სიკეთეები, რომელსაც გავცემთ. ანუ, უფრო მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მეორე ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება კარგი გაგებით ეგოისტური ამბავია, რადგან ამ დროს ჩვენვე ვბედნიერდებით.
დავით გოგიჩაიშვილიპატარ-პატარა სიკეთეების მიღება და გაცემა
ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა ქუჩაში გზას დაგვითმობენ მანქანით, როცა კომპლიმენტს გვეტყვიან, როცა გაგვიღიმებენ, როცა გვკითხავენ - როგორ ხარ? და მართლა აინტერესებთ პასუხი, და არა ისე, როცა გვეუბნებიან ხოლმე - ერთი, გადავიკვეთოთ რა... ან როცა ლიფტში კარები იკეტება და შიგნიდან ვიღაც დაიჭერს ხელით, ჩვენც რომ მოვახერხოთ შესვლა, და ა.შ.
მოკლედ, ასეთი პატარ-პატარა სიკეთეების მიღება ძალიან გვსიამოვნებს. თუმცა, რამდენადაც მიღება გვსიამოვნებს, იმდენად პირდაპირპროპორციულად გვავიწყდება ხოლმე გაცემა. არადა, მეორე მხრივ, გაცემა შეიძლება უფრო სასიამოვნოც კი იყოს. ერთი მოქმედებით, ერთი ფრაზით, ერთი ღიმილით შეიძლება მეორე ადამიანის მთელი დღის, ან კვირის, ან კვარტლის კარგი განწყობა გამოვიწვიოთ (და შეიძლება არც კი ვიცოდეთ ამის შესახებ, ვერც ვაცნობიერებდეთ) და ამით ჩვენც ავიმაღლოთ განწყობა.
თუ სხვების მოსმენაში დავხელოვნდებით...
თუ სხვების მოსმენაში დავხელოვნდებით, მერე უკვე შეგვიძლია საკუთარ თავსაც მოვუსმინოთ. მოიცა, იქნებ პირიქითაა? იქნებ ჯერ საკუთარი თავის მოსმენა უნდა ვისწავლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ სხვების? არ ვიცი. ამ საკითხზე დიდი სიამოვნებით ვინმეს მოვუსმენდი გულისყურით!
დავით გოგიჩაიშვილიგულისყურით მოსმენა გადამდებია, როცა ბაკური გულისყურით გისმენს, ამის შემდეგ შენც ინსტინქტურად გინდება, რომ გულისყურით მოუსმინო ბაკურის.
დავით გოგიჩაიშვილიროცა გულისყურით ვუსმენთ, ნამდვილად არ გვჭირდება თავის მოჩვენება, რადგან მეორე ადამიანი ამას გულით გრძნობს.
დავით გოგიჩაიშვილიმენეჯერი გვეუბნება, ლიდერი - გვისმენს
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ლიდერისთვის არის მოსმენის უნარი. მაგარი ლიდერები გვაჩვენებენ და გვაგრძნობინებენ, თუ რა მაგრები არიან ისინი თვითონ, და ჩვენ ვხდებით მათი მიმდევრები, მაგრამ, უფრო მაგარი ლიდერები, გამორჩეულები მათ შორის, გვაჩვენებენ და გვაგრძნობინებენ, თუ რა მაგრები შეიძლება ვიყოთ ჩვენ. ეს მათი მხრიდან გულისყურით მოსმენის გარეშე ვერ მოხდება.
სტერეოტიპული გაგებით, მენეჯერი გვეუბნება, ლიდერი - გვისმენს.
საკუთარ თავთან დასასმელი კითხვები
ვარ თუ არა მშობელი, რომელიც უსმენს საკუთარ შვილს, არა მხოლოდ გაკვეთილების ჩაბარების დროს, არამედ - ზოგადად, გულისყურით?
ვარ თუ არა მეგობარი სხვებისთვის, რომელთანაც უნდათ სიხარულის და მწუხარების გაზიარება, იმიტომ, რომ იციან, რომ გულისყურით მოვუსმენ?
ვარ თუ არა ექიმი, რომელიც უსმენს პაციენტს, არა მხოლოდ ფონედოსკოპით, არამედ - გულისყურით?
ვარ თუ არა ლიდერი, რომელიც უსმენს თანამშრომელს?
რაც უფრო ცოტა ვიცით, მით უფრო თვითდაჯერებულები ვართ და მზად ვართ დავახრჩოთ სხვა, ვისაც იგივე პოზიცია არ აქვს, და, ვახრჩობთ.
დავით გოგიჩაიშვილიყველასგან შეგვიძლია რაღაც ვისწავლოთ
ყველა ადამიანმა, უკლებლივ ყველა ადამიანმა, რაც არ უნდა წარმოუდგენლად გვეჩვენოს ეს თავიდან, იცის რაღაც ისეთი, რაც არ ვიცით ჩვენ. შესაბამისად, ყველასგან, ყველასგან შეგვიძლია რაღაც ვისწავლოთ.
დავით გოგიჩაიშვილიგულისყურით მოსმენა
ქართულ ენაში გვაქვს მნიშვნელოვანი გამოთქმა "გულისყურით მოსმენა". როცა გულისყურით ვისმენთ, მეტი შანსია, რომ რამე ახალი გავიგოთ სამყაროს შემეცნების გზაზე, სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ. როცა მხოლოდ ვლაპარაკობთ, ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმას, რაც ვიცით უკვე. ანუ, ახალი არაფერი არ ხდება. ხოლო როცა გულისყურით ვისმენთ, მაშინ მეტი შანსია, რომ რამე ახალი გავიგოთ, ან ვისწავლოთ.
დავით გოგიჩაიშვილიცხოვრებისეულ გამოცდილებას ვერ მივიღებდი, რომ არ მქონოდა ფორმალური განათლება, ამიტომ, ვაფასებ ორივეს - ფორმალურ განათლებასაც და არაფორმალურსაც.
დავით გოგიჩაიშვილი
ფორმალური და არაფორმალური განათლება არის ურთიერთშემავსებელი და ურთიერთშერწყმული. ორივეს აქვს სერიოზული როლი, ინდივიდუალურიც და სოციალურიც.
პაატა პაპავა
რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ (პროფესია ავირჩიოთ), პერსონალური ინტერესებით და მიდრეკილებებით.
პაატა პაპავათუ ფორმალური განათლება მასწავლის, მე როგორ ვისწავლო, მაშინ ჩავთვლი, რომ კარგი ფორმალური განათლება გვქონია
დავით გოგიჩაიშვილიფორმალური განათლების მიზანი
ფორმალური განათლება უნდა იყოს პერსონიფიცირებული, ეს ერთი. და მეორე - ყველა დონის ფორმალურმა განათლებამ უნდა მასწავლოს, როგორ ვსწავლობ, როგორ ვისწავლო.
დავით გოგიჩაიშვილიერთია, რას გვასწავლიან, რას გვიტენიან ტვინში, მეორეა - რას ვსწავლობთ ჩვენ თვითონ.
დავით გოგიჩაიშვილიბედნიერების მათემატიკა
შენი ბედნიერება მოიმატებს და გამრავლდება, თუ შენ მოიკლებ და გაუყოფ სხვას.
დავით გოგიჩაიშვილი