ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი არ ადგენს, რა არის ჭეშმარიტება. ადამიანისთვის მიცემულია, თუ რა არის ჭეშმარიტება.

გიორგი გვასალია
ადამიანი არ ადგენს, რა არის ჭეშმარიტება.

სათაურის არჩევა და ფაქტების შეყრა

მეცნიერებაში არსებობს ორი გზა. ერთი არის, რომ სათაური ავირჩიო და იმის ქვეშ შევყარო ფაქტები, და მეორე - ფაქტებს დავაკვირდე და დავარქვა სათაური. ორივე შემთხვევას თავისი რისკები აქვს. როდესაც ვირჩევ სათაურს, ვეძებ მხოლოდ მის შესაბამის ფაქტებს. ხოლო როდესაც ფაქტებს ვაკვირდები, აქაც არ ვარ შეცდომისგან დაზღვეული. ჩემი ინტერპრეტაცია ძალიან ინდივიდუალურია, რა ინდიკატორებით ვაკეთებ, ეს არის უმნიშვნელოვანესი და სრულიად შესაძლებელია, რომ ძალიან ავცდე რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეცნიერი მერქვას მე.

მარინა კაჭარავა
სათაურის არჩევა და ფაქტების შეყრა

ღვთისმსახურების როლი ჩვენ ცხოვრებაში

ღვთისმსახურება, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი გამყვანია სამშვიდობოზე, გამყვანია ჩვენი ერთობისკენ, ურთიერთპატივისცემისკენ. ღვთისმსახურებით შემოდის ჩვენში ის ძალები, ის ხედვა, ის საზომი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ერთობა ჩამოვაყალიბოთ და მშვიდი გარემო შევქმნათ.

გიორგი გვასალია
ღვთისმსახურების როლი ჩვენ ცხოვრებაში

ადამიანი, რომელიც გონებაარეულია...

ადამიანი, რომელიც მთვრალია, გონებაარეულია, შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი ადამიანი, მაგრამ, არაადეკვატურად მოქმედებს, არაადეკვატურად იქცევა, არაადეკვატურად საუბრობს, არაადეკვატურ რჩევებს იძლევა,.. მერე სხვა უსმენს ასეთ არაადეკვატურს. და ბრმას და ბრმის წინამძღოლს რა მოსდის? - ორივე იჩეხება უფსკრულში.

გიორგი გვასალია
ადამიანი, რომელიც გონებაარეულია...

ამ დროს იწყება საღვთო ენერგიების დამკვიდრება

ღვთისმსახურება ჩვენში საღვთო მოქმედების დაწყების აუცილებელი პირობაა. ამ დროს იწყება ჩვენში საღვთო ენერგიების დამკვიდრება.

გიორგი გვასალია
ამ დროს იწყება საღვთო ენერგიების დამკვიდრება

დაცემაში არ არის პრობლემა, ამ დაცემიდან წამოდგომა რომ ხდება, ისე, როგორც პეტრე მოციქული წამოდგა, ამაშია მთელი საიდუმლო. დავით მეფსალმუნეც ასე წამოდგება.

გიორგი გვასალია
დაცემაში არ არის პრობლემა

ღვთისმსახურებაში ყველაზე მნიშვნელოვანი

ღვთისმსახურებაში დომინანტური და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ სწორედ ეს, რომ გულში გაჩნდეს ღმერთი, შინაგანად შენში ცხოვრება და მოქმედება დაიწყოს საღვთო ენერგიამ.

გიორგი გვასალია
ღვთისმსახურებაში ყველაზე მნიშვნელოვანი

ჩვენ ღმერთზე ვიცით ის, რაც მას უნდოდა, რომ ჩვენ მასზე გვცოდნოდა. იმაზე მეტს ადამიანი ვერ შეიმეცნებს. მას არ აქვს ამის უნარი, თუ ღმერთმა არ გაუხსნა ეს კარი.

მარინა კაჭარავა
ჩვენ ღმერთზე ვიცით ის, რაც მას უნდოდა, რომ

სურვილებს გაკონტროლება სჭირდება

ადამიანში არის როგორც გონება, ისე გული და ნება. ანუ ჩვენ ვაზროვნებთ, ვგრძნობთ და გვაქვს სურვილები, რომლებსაც გაკონტროლება სჭირდება.

მარინა კაჭარავა
სურვილებს გაკონტროლება სჭირდება

ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმავალია

მარტოობას ვერაფერი ვერ უშველის, თუ უფალთან არ არის ადამიანი და თუ ღმერთის განცდა არ აქვს. იმიტომ, რომ ეს ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმავალია.

მარინა კაჭარავა
ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია,

ვისი შედგენილია ჟამის წირვა - პირველი ღვთისმსახურება?

პირველი ღვთისმსახურება (ჟამის წირვა) უფლის ხორციელი ძმის - იაკობის მიერ არის შედგენილი. უკითხავთ ჩემთვის - როგორ შეიძლება ტრანსფორმაციას, ევოლუციას არ განიცდიდეს რაიმე, შეიძლება, რომ 20 საუკუნის წინ რაც იყო, ის იყოს დღესაც? - პასუხი მარტივია, ღირებულებები არ იცვლება დროსა და სივრცეში. უფლის ხორციელი ძმის მიერ დაწერილი ეს მსახურება, რომელზეც ჩვენ ვდგავართ, თითქოს ეს არის ის მოედანი, სივრცე, ფუნდამენტი და სახურავი, რომელიც უსაფრთხოების განცდას გვიჩენს ამ სამყაროში.

მარინა კაჭარავა
ვისი შედგენილია ჟამის წირვა - პირველი

თავისუფლება, არჩევანი და პასუხისმგებლობა

თავისუფლება არის არჩევანთან და პასუხისმგებლობასთან ერთად. არ არსებობს თავისუფლება ამ ორი რამის გარეშე - უნარი, აირჩიოს, საით წავიდეს, და მეორე - პასუხი აგოს იმაზე, რაც აირჩია.

მარინა კაჭარავა
თავისუფლება, არჩევანი და პასუხისმგებლობა

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში რიტუალს, რაღაც რიტუალის შესრულებას, რომლითაც ის ცდილობს, არ დაავიწყდეს მთავარი. ანუ, რიტუალი ამ შემთხვევაში არის ინსტრუმენტი.

მარინა კაჭარავა
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში

ცნობიერი ლოცვა და ურთიერთობა ღმერთთან არის უმნიშვნელოვანესი ყოველი ჩვენთაგანისთვის.

მარინა კაჭარავა
ცნობიერი ლოცვა და ურთიერთობა ღმერთთან არის

ერთ-ერთი გერმანელი ფილოსოფოსის განსაზღვრებით - ადამიანი არის მლოცველი არსება. - ამაზე უკეთესად ადამიანს ალბათ ვერავინ დაახასიათებდა.

მარინა კაჭარავა
ერთ-ერთი გერმანელი ფილოსოფოსის განსაზღვრებით

ჩემთვის ღვთისმსახურება არის...

ჩემთვის ღვთისმსახურება არის პრაქტიკული დანიშნულების აუცილებელი ელემენტი, რომლისგანაც მე ვიღებ ძალებს, სადაც მე მიყალიბდება შეხედულებები, საზომი - თუ როგორ უნდა გავზომო მოვლენები, დანარჩენი ექვსი დღის განმავლობაში. ეს საზომი არის ქრისტე, რომელიც მოვიდა ჩვენთან, კაცობრიობის გამოსახსნელად. შესაბამისად, ჩემთვის ღვთისმსახურებას აქვს ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა. ეს არის ის სივრცე, ეს არის ის მოქმედება, რომლის შედეგადაც ჩემში იწყებს მოქმედებას ყოვლადძლიერი ღმერთი, ჩემ სისუსტეს ამოავსებს მისი ყოვლადძლიერება, და სინერგიული კავშირით, სინერგიული ერთობით მე უკვე ვიწყებ გათავისუფლებას იმ ილუზიისგან, რომელმაც ბედნიერების ნაცვლად ტრაგედია მომიტანა.

გიორგი გვასალია
ჩემთვის ღვთისმსახურება არის...

როგორიც ვარ ღმერთთან, ისეთი ვარ მოყვასთან!

როგორიც ვარ ღმერთთან, აი ისეთი ვარ მოყვასთან, ისეთი ვარ ადამიანთან.
რა საზომიც მაქვს მე ლიტურგიაზე, ის საზომი მაქვს შემდგომ საზოგადოებაში.
როგორი პატიოსანიც ვარ, ან როგორი ფარისეველიც ვარ ლიტურგიაზე, აი ისეთი პატიოსანი და ისეთი ფარისეველი ვარ სამეზობლოში, ოჯახში, სამეგობროში, საზოგადოებაში,..

გიორგი გვასალია
როგორიც ვარ ღმერთთან, ისეთი ვარ მოყვასთან!

სწორედ ეს გვეძლევა ღვთისმსახურებისას!

ღვთისმსახურებას ჩვენგან ინტელექტზე მეტად სჭირდება გული (ინტელექტს კი არ ემტერება, არამედ, ინტელექტს არ ეფუძნება. ინტელექტი მისთვის არ არის გადამწყვეტი). გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "ნეტარ იყვნენ წმინდანნი გულითა". ამ გულის განწმენდა, გასუფთავება, ამ გულში საღვთო ენერგიის აკუმულირება, მოქმედება, რომელსაც ჩემთან ერთად იწყებს ღმერთი - სწორედ ეს მეძლევა მე ღვთისმსახურებისას.

გიორგი გვასალია
სწორედ ეს გვეძლევა ღვთისმსახურებისას!

მაცხოვარმა ჩვენი ბუნება განკურნა

მაცხოვარმა მე ბუნებითად გამომიხსნა. როდესაც მოვიდა და ჯვარს ეცვა და ჯოჯოხეთში ჩავიდა, ჩემი ბუნება განკურნა. მე, როგორც ადამიანს, დამიბრუნდა საშუალება, ჩემში სულიწმინდამ დაიწყოს ის მოქმედება, რა მოქმედებაც შეწყდა მაშინ, როდესაც ადამიანი ცოდვით დაავადდა. განმკურნა მე იესომ. და ახლა ამ განკურნებულს დამიტოვა ნებელობა. მე ცხონება თავს კი არ მაქვს მოხვეული, ღმერთთან ერთობა იძულებითი აქტი კი არ არის ჩემში, არა! ახლა მე უნდა მომინდეს, მოვისურვო - დაბრუნებული შესაძლებლობები გამოვიყენო ამ ილუზიიდან თავის დასახსნელად. როგორ? ძალა საიდან მეძლევა? - ძალა მეძლევა ღვთისმსახურებიდან.

გიორგი გვასალია
მაცხოვარმა ჩვენი ბუნება განკურნა

როგორი ღვთისმსახურიც ვარ, ისე ვუყურებ სამყაროს. შეიძლება დღე და ღამე ტაძარში ვიდგე, მაგრამ ეს ნაყოფის მომცემი არ იყოს ჩემთვის, რადგან ჩემი აზროვნება აბსოლუტურად არ იყოს მიდრეკილი იესოსკენ, რომელმაც მე სიკვდილისგან ხსნა მომიტანა. ეს ჩემთვის შეიძლება უბრალოდ იყოს დროის გაყვანის, ან სიამოვნების სივრცე. აზროვნებას, ჩემ მსახურებას არ შეეხება.

გიორგი გვასალია
როგორი ღვთისმსახურიც ვარ, ისე ვუყურებ

ჩემი ღვთისმსახურება, უწინარეს ყოვლისა ეს არის უარის თქმა დაცემული ძალის შემოთავაზებაზე და დათანხმება იმ შემოთავაზებაზე, რაც ღმერთმა მომიტანა მე.

გიორგი გვასალია
ჩემი ღვთისმსახურება, უწინარეს ყოვლისა ეს არის

ღვთისმსახურება მტრობაზე მაღლა დგას!

ღვთისმსახურება არ არის ის, რაც შეიძლება მტრობამ მოშალოს. ღვთისმსახურება არის ის, რაც მტრობაზე მაღლა დგას, და ამით იმარჯვებს ის.

გიორგი გვასალია
ღვთისმსახურება მტრობაზე მაღლა დგას!

თუ მსახურება შიგნიდან გარეთ არ გავიტანეთ, მაშინ ჩვენ ვერანაირი წილი, ვერანაირი კავშირი, ვერანაირი ზიარება ვერ გვექნება - ქრისტესთან, რომელმაც მოგვცა ცოდვისგან თავისუფლება და ენით გამოუთქმელი სიხარული.

გიორგი გვასალია
თუ მსახურება შიგნიდან გარეთ არ გავიტანეთ

მსახურება შიგნიდან გარეთ

ადამიანი (უნდა მას თუ არა) მსახურია, რადგან ქმნილებაა. დროში მოხვედრილი აუცილებლად იგულისხმება, რომ მსახურია. დროში შემოსული არსების მახასიათებელია მსახურებითი თვისება. მაგრამ, ის უკვე ირჩევს, ეს მსახურება რა მიმართულებით წარმართოს. სამოთხისეული პროექტი გულისხმობს, რომ ადამი და მისი ცოლი ამ მსახურებას მიმართავენ შიგნიდან გარეთ - ემსახურებიან ღმერთს და ემსახურებიან ერთმანეთს. ტრაგედია დაცემისა, გულისხმობს, რომ ეს ვექტორი შემოტრიალდება და დაიწყება ეგოს მსახურება. ის დაავადება, ის მანკი, რაც შემოვიდა ადამიანის ბუნებაში, გამოიხატა სწორედ ამით, - ადამიანი იწყებს საკუთარი თავის მსახურებას, ანუ, მსახური რჩება, მაგრამ საკუთარი თავის.

გიორგი გვასალია
მსახურება შიგნიდან გარეთ