ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

დასვენებაც დისციპლინაა, რომ ენერგია აღიდგინო

ნათია ფანჯიკიძე
დასვენებაც დისციპლინაა, რომ ენერგია აღიდგინო
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

ცხოვრებაში ერთხელ ყველას გვტკიებია თავი

ცხოვრებაში ერთხელ ხომ ყველას გვტკიებია თავი, მაგრამ, არ გვაქვს შაკიკი; ყველას გვტკიებია კუჭი, მაგრამ, არ გვაქვს გასტრიტი; ცხოვრებაში ერთხელ ხომ რაღაცა გვიგრძვნია. ზუსტად ასე არის ფსიქიკური მოვლენებიც. ჩვენ შეიძლება ჰალუცინაციაც გამოვცადოთ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელ. ჩვენ შეიძლება დეპრესიასაც გავუგოთ გემო. შეიძლება დერეალიზაციაც გვესტუმროს. ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული რამ არის და არაფერი არ არის ამაში საპანიკო.

ნათია ფანჯიკიძე
ცხოვრებაში ერთხელ ყველას გვტკიებია თავი
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

სამყაროს ადეკვატური არეკვლა

თუ ხანძარი გაჩნდა და შენ პოზიტივისკენ მიმართე გონება და არ შეიმჩნიე ეს ხანძარი, არ გამოგადგება. საუბარია, არა განრიდებით ქცევაზე, რომ რამე ვერ დაინახო, არ შეიმჩნიო, არამედ, საუბარია - სამყაროს ადეკვატურ არეკვლაზე, ანუ, რასაც ვხედავთ, მის მიმართ რომ ზომიერი რეაქცია გვქონდეს.

ნათია ფანჯიკიძე
სამყაროს ადეკვატური არეკვლა
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

ფიქრების კონტროლი შეგიძლიათ?

ფიქრებს არ სჭირდებათ კონტროლი, ფიქრები უნდა მოვიდნენ. უბრალოდ, ამ ფიქრების წაკითხვისას მათი სწორად დალაგება უნდა ვცადოთ.

ნათია ფანჯიკიძე
ფიქრების კონტროლი შეგიძლიათ?
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

განცდები რომ გვაქვს, მაგიტომ ვართ ადამიანები. მთავარია, რომ განცდების გაფორმებაში, წარმოსახვაში, ინტერპრეტაციაში არ წავიდეთ არასწორი გზით, არამედ, დავრჩეთ სწორ კვალზე.

ნათია ფანჯიკიძე
განცდები რომ გვაქვს, მაგიტომ ვართ ადამიანები.
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

ზომიერად მგრძნობიარე უნდა იყო!

მგრძნობიარე უნდა იყო, მაგრამ ეს მგრძნობიარობა არ ნიშნავს იმას, რომ გადაგტეხოს ყოველმა ქარის დაბერვამ. თუმცა, არაუშავს იმას, ქარში რომ შენც ირხეოდე.

ნათია ფანჯიკიძე
ზომიერად მგრძნობიარე უნდა იყო!
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

მთავარია ჩავეტიოთ ჯანსაღ დროში!

მთავარი ის კი არ არის, რომ ტრავმა არ დაგვემართოს და სტრესი არ განვიცადოთ, არამედ, მთავარია, ამ სტრესის დაშლისას და მონელებისას ჩავეტიოთ ჯანსაღ დროში. მაგალითად, ადამიანს თუ ფეხი მოსტყდა, ამას აქვს გონივრული ვადა, როდის უნდა შეხორცდეს ეს ჭრილობა. ამ გონივრულ ვადას უნდა შევხვდეთ მოთმინებით და ჩავეტიოთ ჯანსაღ დროში, როცა ეს სტრესი მოსანელებელი და დასაშლელია. არ უნდა გვქონდეს ჭარბი რეაქცია იმაზე, რასაც მცირე რეაქციაც ეყოფა და ჯანსაღ დროში ჩავეტიოთ, რომ მოვინელოთ ის ბრაზი, წყენა თუ სხვა დარტყმა ცხოვრებისგან.

ნათია ფანჯიკიძე
მთავარია ჩავეტიოთ ჯანსაღ დროში!
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

სტრესს რამდენად მდგრადეგი ვხვდებით

ჩვენი იდეალი ის კი არ არის, რომ რობოტებად ვიქცეთ, რომელიც აღარც ტირის, აღარც იცინის, - სულაც არა! აქ საუბარია ბალანსზე და ჯანსაღ მომნელებელ სისტემაზე, იმ ტრაუმის, სტრესის მიმართ, რომელიც მოაქვს ცხოვრებას, ანუ, რამდენად ჩვენ მას მდგრადები დავხვდებით.

ნათია ფანჯიკიძე
სტრესს რამდენად მდგრადეგი ვხვდებით
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

სტომატოლოგსაც უჩნდება კარიესი

ფსიქოლოგსაც შეიძლება დასჭირდეს ფსიქოლოგი. სტომატოლოგსაც კარიესი უჩნდება და სხვა სტომატოლოგთან მიდის. ნებისმიერ ექიმს, მისივე პროფილის ექიმის დახმარებაც შეიძლება დასჭირდეს.

ნათია ფანჯიკიძე
სტომატოლოგსაც უჩნდება კარიესი
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

თქვენ გაქვთ თქვენი გზა. და თუ არ გექნებათ თქვენი გზა, ფასიც არ ექნება სხვის კოპირებას!

ნათია ფანჯიკიძე
თქვენ გაქვთ თქვენი გზა. და თუ არ გექნებათ
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

შინაგან ხმას რომ მოუსმინო, უნდა იყო ჩუმად.

ნათია ფანჯიკიძე
შინაგან ხმას რომ მოუსმინო, უნდა იყო ჩუმად.
გიორგი გვასალია - ციტატები

ყველა ადამიანი არის ხატი ღვთისა. შეიძლება მისი საქციელი არ მომწონს, მაგრამ, არ შეიძლება, რომ მე თავად ის ადამიანი არ მიყვარდეს. თუკი ქრისტიანი ვარ, აუცილებლად უნდა მიყვარდეს ისიც კი, ვისი საქციელიც არ მოგვწონს.

გიორგი გვასალია
ყველა ადამიანი არის ხატი ღვთისა
მარინა კაჭარავა - ციტატები

გაჭირვება, რასაც უფალი ჩვენზე უშვებს, არის მისი საკონტაქტო ენა, რომ არ დაგვავიწყდეს ღმერთი, რომ მივმართოთ ღმერთს ლოცვით, და რომ დავუბრუნდეთ იმ წიაღს, რისთვისაც ვართ შექმნილები.

მარინა კაჭარავა
გაჭირვება, რასაც უფალი ჩვენზე უშვებს, არის
გიორგი გვასალია - ციტატები

რამდენადაც წმინდაა გული, ისეთივეა ხედვა. როდესაც ადამიანს გული აქვს დაბინძურებული, ხედვაც ასეთი აქვს. ძალიან რელიგიურები იყვნენ ქრისტეს ჯვარმცმელები, მაგრამ მათი გული ვერაფერს გრძნობდა. გაქვავებული ჰქონდათ გული.

გიორგი გვასალია
რამდენადაც წმინდაა გული, ისეთივეა ხედვა
გიორგი გვასალია - ციტატები

გონება ეწოდება "სულის თვალები"

გონებას, წმინდა გრიგოლ ნოსელი უწოდებს "სულის თვალებს". რაც სხეულისთვის არის თვალები, ისაა გონება სულისთვის. როგორ იყურება გონება? როგორ იყურება სული? - ამის ინდიკატორია გული, თუ რამდენად განწმენდილია, რამდენად მყოფობს იქ საღვთო ენერგია, რამდენად ტრიალებს საღვთო მადლი. რამდენადაც წმინდაა გული, ისეთივეა ხედვა. როდესაც ადამიანს გული აქვს დაბინძურებული, ხედვაც ასეთი აქვს. ძალიან რელიგიურები იყვნენ ქრისტეს ჯვარმცმელები, მაგრამ მათი გული ვერაფერს გრძნობდა. გაქვავებული ჰქონდათ გული.

გიორგი გვასალია
გონება ეწოდება "სულის თვალები"
მარინა კაჭარავა - ციტატები

ტყუილი მართალს ჰგავს, მართალი - ტყუილს. ანტონი დიდი ამბობდა - ისე შეიშლება მსოფლიო, შეშლილებს ჭკვიანებს დაუძახებენ და ჭკვიანებს შეშლილებსო.

მარინა კაჭარავა
ტყუილი მართალს ჰგავს, მართალი - ტყუილს.
მარინა კაჭარავა - ციტატები

ღმერთისმოყვარეობა და მისი დიდება ალბათ არის ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა.

მარინა კაჭარავა
ღმერთისმოყვარეობა და მისი დიდება ალბათ არის
მარინა კაჭარავა - ციტატები

ადამიანი ღმერთთან ურთიერთობის სახეები

ადამიანი ღმერთთან ურთიერთობა არის რამდენიმე სახის: 1. როცა სამომავლოდ რაღაცას სთხოვს; 2. როცა მადლობას ეუბნება, როცა მადლიერია ღმერთის; 3. როცა ბოდიშს იხდის, შენდობას ითხოვს; 4. როცა თხოვნით არაფერს სთხოვს მომხმარებლურად, არამედ, მხოლოდ ადიდებს. და ალბათ ეს არის ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის კვინტესენცია.

მარინა კაჭარავა
ადამიანი ღმერთთან ურთიერთობის სახეები
გიორგი გვასალია - ციტატები

მართებულად აზროვნების თავისუფლებას გვინარჩუნებს ღვთისმსახურება

მაცხოვარმა თავისი მოსვლით აღასრულა მამისადმი სრული მორჩილება. მან კაცობრიობა გაიყვანა იმ თავისუფლებაზე, რომელი თავისუფლებაც ღვთისმსახურებით არის შესანარჩუნებელი.
თავისუფლება რისგან? - არა რომის იმპერიისგან, არა არამართებული გადასახადებისგან, არამედ - ადამიანის გამუბედურებელი აზროვნებისგან. აქედან გაგვიყვანა ქრისტემ. ღვთისმსახურება სწორედ ამ თავისუფლებას მინარჩუნებს - მართებულად აზროვნების თავისუფლებას.

გიორგი გვასალია
მართებულად აზროვნების თავისუფლებას
გიორგი გვასალია - ციტატები

რას ვადაროთ მეორედ მოსვლა?

მაცხოვარი ამბობს ასეთ სიტყვებს: "რას ვადარო მოსვლა ძისა კაცისა", და ერთ-ერთი ნიშანი, რასაც ის ძე კაცის მოსვლას შეადრის, ეს არის, არა რაღაც შტრიხკოდები, პასპორტები და ჩიპები, არამედ, - ნოეს დღეები.
როგორი იყო ნოეს დღეები? - ნოეს დღეები ხასიათდებოდა ურწმუნოებით, ინტელექტუალური განვითარებით, გარყვნილებით!

გიორგი გვასალია
რას ვადაროთ მეორედ მოსვლა?
გიორგი გვასალია - ციტატები

ჭეშმარიტება ერთია. ჭეშმარიტება ჩვიდმეტი და ოცი ვერ იქნება.

გიორგი გვასალია
ჭეშმარიტება ერთია. ჭეშმარიტება ჩვიდმეტი და
გიორგი გვასალია - ციტატები

გზა და ჭეშმარიტება ქრისტეა

ინტელექტუალური შრომა არის დამხმარე საშუალება, სანათი, რომლითაც გზა უნდა გავინათო, თორემ თვითონ გზა - ქრისტეა. ჭეშმარიტება ქრისტეა. ამ გზას მე არ ვადგენ, მოცემულია ჩემთვის, და ისიც ვიცი, რომ ვიწროა და რთულად სავალი.

გიორგი გვასალია
გზა და ჭეშმარიტება ქრისტეა
გიორგი გვასალია - ციტატები

ქრისტიანობის ისტორია სავსეა მაღალინტელექტუალური მამებით, ვერავინ ვერ გაბედავს, დემაგოგიც კი ვერ გაბედავს, ქრისტიანობას არაწიგნიერი და მეცნიერებისადმი მტრულად განწყობილი უწოდოს.

გიორგი გვასალია
ქრისტიანობის ისტორია სავსეა
გიორგი გვასალია - ციტატები

მე არ ვადგენ, რა არის კარგი, მე მეძლევა - თუ რა არის კარგი.
მე არ ვადგენ, რა არის წმინდა, მე მეძლევა - თუ რა არის წმინდა.

გიორგი გვასალია
მე არ ვადგენ, რა არის კარგი, მე მეძლევა - თუ
ციტატები, გამონათქვამები