ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

ყველა ადამიანი არის ხატი ღვთისა. შეიძლება მისი საქციელი არ მომწონს, მაგრამ, არ შეიძლება, რომ მე თავად ის ადამიანი არ მიყვარდეს. თუკი ქრისტიანი ვარ, აუცილებლად უნდა მიყვარდეს ისიც კი, ვისი საქციელიც არ მოგვწონს.

გიორგი გვასალია
ყველა ადამიანი არის ხატი ღვთისა

რამდენადაც წმინდაა გული, ისეთივეა ხედვა. როდესაც ადამიანს გული აქვს დაბინძურებული, ხედვაც ასეთი აქვს. ძალიან რელიგიურები იყვნენ ქრისტეს ჯვარმცმელები, მაგრამ მათი გული ვერაფერს გრძნობდა. გაქვავებული ჰქონდათ გული.

გიორგი გვასალია
რამდენადაც წმინდაა გული, ისეთივეა ხედვა

გონება ეწოდება "სულის თვალები"

გონებას, წმინდა გრიგოლ ნოსელი უწოდებს "სულის თვალებს". რაც სხეულისთვის არის თვალები, ისაა გონება სულისთვის. როგორ იყურება გონება? როგორ იყურება სული? - ამის ინდიკატორია გული, თუ რამდენად განწმენდილია, რამდენად მყოფობს იქ საღვთო ენერგია, რამდენად ტრიალებს საღვთო მადლი. რამდენადაც წმინდაა გული, ისეთივეა ხედვა. როდესაც ადამიანს გული აქვს დაბინძურებული, ხედვაც ასეთი აქვს. ძალიან რელიგიურები იყვნენ ქრისტეს ჯვარმცმელები, მაგრამ მათი გული ვერაფერს გრძნობდა. გაქვავებული ჰქონდათ გული.

გიორგი გვასალია
გონება ეწოდება "სულის თვალები"

მართებულად აზროვნების თავისუფლებას გვინარჩუნებს ღვთისმსახურება

მაცხოვარმა თავისი მოსვლით აღასრულა მამისადმი სრული მორჩილება. მან კაცობრიობა გაიყვანა იმ თავისუფლებაზე, რომელი თავისუფლებაც ღვთისმსახურებით არის შესანარჩუნებელი.
თავისუფლება რისგან? - არა რომის იმპერიისგან, არა არამართებული გადასახადებისგან, არამედ - ადამიანის გამუბედურებელი აზროვნებისგან. აქედან გაგვიყვანა ქრისტემ. ღვთისმსახურება სწორედ ამ თავისუფლებას მინარჩუნებს - მართებულად აზროვნების თავისუფლებას.

გიორგი გვასალია
მართებულად აზროვნების თავისუფლებას

რას ვადაროთ მეორედ მოსვლა?

მაცხოვარი ამბობს ასეთ სიტყვებს: "რას ვადარო მოსვლა ძისა კაცისა", და ერთ-ერთი ნიშანი, რასაც ის ძე კაცის მოსვლას შეადრის, ეს არის, არა რაღაც შტრიხკოდები, პასპორტები და ჩიპები, არამედ, - ნოეს დღეები.
როგორი იყო ნოეს დღეები? - ნოეს დღეები ხასიათდებოდა ურწმუნოებით, ინტელექტუალური განვითარებით, გარყვნილებით!

გიორგი გვასალია
რას ვადაროთ მეორედ მოსვლა?

ჭეშმარიტება ერთია. ჭეშმარიტება ჩვიდმეტი და ოცი ვერ იქნება.

გიორგი გვასალია
ჭეშმარიტება ერთია. ჭეშმარიტება ჩვიდმეტი და

გზა და ჭეშმარიტება ქრისტეა

ინტელექტუალური შრომა არის დამხმარე საშუალება, სანათი, რომლითაც გზა უნდა გავინათო, თორემ თვითონ გზა - ქრისტეა. ჭეშმარიტება ქრისტეა. ამ გზას მე არ ვადგენ, მოცემულია ჩემთვის, და ისიც ვიცი, რომ ვიწროა და რთულად სავალი.

გიორგი გვასალია
გზა და ჭეშმარიტება ქრისტეა

ქრისტიანობის ისტორია სავსეა მაღალინტელექტუალური მამებით, ვერავინ ვერ გაბედავს, დემაგოგიც კი ვერ გაბედავს, ქრისტიანობას არაწიგნიერი და მეცნიერებისადმი მტრულად განწყობილი უწოდოს.

გიორგი გვასალია
ქრისტიანობის ისტორია სავსეა

მე არ ვადგენ, რა არის კარგი, მე მეძლევა - თუ რა არის კარგი.
მე არ ვადგენ, რა არის წმინდა, მე მეძლევა - თუ რა არის წმინდა.

გიორგი გვასალია
მე არ ვადგენ, რა არის კარგი, მე მეძლევა - თუ

ადამიანი არ ადგენს, რა არის ჭეშმარიტება. ადამიანისთვის მიცემულია, თუ რა არის ჭეშმარიტება.

გიორგი გვასალია
ადამიანი არ ადგენს, რა არის ჭეშმარიტება.

ღვთისმსახურების როლი ჩვენ ცხოვრებაში

ღვთისმსახურება, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი გამყვანია სამშვიდობოზე, გამყვანია ჩვენი ერთობისკენ, ურთიერთპატივისცემისკენ. ღვთისმსახურებით შემოდის ჩვენში ის ძალები, ის ხედვა, ის საზომი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ერთობა ჩამოვაყალიბოთ და მშვიდი გარემო შევქმნათ.

გიორგი გვასალია
ღვთისმსახურების როლი ჩვენ ცხოვრებაში

ადამიანი, რომელიც გონებაარეულია...

ადამიანი, რომელიც მთვრალია, გონებაარეულია, შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი ადამიანი, მაგრამ, არაადეკვატურად მოქმედებს, არაადეკვატურად იქცევა, არაადეკვატურად საუბრობს, არაადეკვატურ რჩევებს იძლევა,.. მერე სხვა უსმენს ასეთ არაადეკვატურს. და ბრმას და ბრმის წინამძღოლს რა მოსდის? - ორივე იჩეხება უფსკრულში.

გიორგი გვასალია
ადამიანი, რომელიც გონებაარეულია...

ამ დროს იწყება საღვთო ენერგიების დამკვიდრება

ღვთისმსახურება ჩვენში საღვთო მოქმედების დაწყების აუცილებელი პირობაა. ამ დროს იწყება ჩვენში საღვთო ენერგიების დამკვიდრება.

გიორგი გვასალია
ამ დროს იწყება საღვთო ენერგიების დამკვიდრება

დაცემაში არ არის პრობლემა, ამ დაცემიდან წამოდგომა რომ ხდება, ისე, როგორც პეტრე მოციქული წამოდგა, ამაშია მთელი საიდუმლო. დავით მეფსალმუნეც ასე წამოდგება.

გიორგი გვასალია
დაცემაში არ არის პრობლემა

ღვთისმსახურებაში ყველაზე მნიშვნელოვანი

ღვთისმსახურებაში დომინანტური და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ სწორედ ეს, რომ გულში გაჩნდეს ღმერთი, შინაგანად შენში ცხოვრება და მოქმედება დაიწყოს საღვთო ენერგიამ.

გიორგი გვასალია
ღვთისმსახურებაში ყველაზე მნიშვნელოვანი

ჩემთვის ღვთისმსახურება არის...

ჩემთვის ღვთისმსახურება არის პრაქტიკული დანიშნულების აუცილებელი ელემენტი, რომლისგანაც მე ვიღებ ძალებს, სადაც მე მიყალიბდება შეხედულებები, საზომი - თუ როგორ უნდა გავზომო მოვლენები, დანარჩენი ექვსი დღის განმავლობაში. ეს საზომი არის ქრისტე, რომელიც მოვიდა ჩვენთან, კაცობრიობის გამოსახსნელად. შესაბამისად, ჩემთვის ღვთისმსახურებას აქვს ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა. ეს არის ის სივრცე, ეს არის ის მოქმედება, რომლის შედეგადაც ჩემში იწყებს მოქმედებას ყოვლადძლიერი ღმერთი, ჩემ სისუსტეს ამოავსებს მისი ყოვლადძლიერება, და სინერგიული კავშირით, სინერგიული ერთობით მე უკვე ვიწყებ გათავისუფლებას იმ ილუზიისგან, რომელმაც ბედნიერების ნაცვლად ტრაგედია მომიტანა.

გიორგი გვასალია
ჩემთვის ღვთისმსახურება არის...

როგორიც ვარ ღმერთთან, ისეთი ვარ მოყვასთან!

როგორიც ვარ ღმერთთან, აი ისეთი ვარ მოყვასთან, ისეთი ვარ ადამიანთან.
რა საზომიც მაქვს მე ლიტურგიაზე, ის საზომი მაქვს შემდგომ საზოგადოებაში.
როგორი პატიოსანიც ვარ, ან როგორი ფარისეველიც ვარ ლიტურგიაზე, აი ისეთი პატიოსანი და ისეთი ფარისეველი ვარ სამეზობლოში, ოჯახში, სამეგობროში, საზოგადოებაში,..

გიორგი გვასალია
როგორიც ვარ ღმერთთან, ისეთი ვარ მოყვასთან!

სწორედ ეს გვეძლევა ღვთისმსახურებისას!

ღვთისმსახურებას ჩვენგან ინტელექტზე მეტად სჭირდება გული (ინტელექტს კი არ ემტერება, არამედ, ინტელექტს არ ეფუძნება. ინტელექტი მისთვის არ არის გადამწყვეტი). გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "ნეტარ იყვნენ წმინდანნი გულითა". ამ გულის განწმენდა, გასუფთავება, ამ გულში საღვთო ენერგიის აკუმულირება, მოქმედება, რომელსაც ჩემთან ერთად იწყებს ღმერთი - სწორედ ეს მეძლევა მე ღვთისმსახურებისას.

გიორგი გვასალია
სწორედ ეს გვეძლევა ღვთისმსახურებისას!

მაცხოვარმა ჩვენი ბუნება განკურნა

მაცხოვარმა მე ბუნებითად გამომიხსნა. როდესაც მოვიდა და ჯვარს ეცვა და ჯოჯოხეთში ჩავიდა, ჩემი ბუნება განკურნა. მე, როგორც ადამიანს, დამიბრუნდა საშუალება, ჩემში სულიწმინდამ დაიწყოს ის მოქმედება, რა მოქმედებაც შეწყდა მაშინ, როდესაც ადამიანი ცოდვით დაავადდა. განმკურნა მე იესომ. და ახლა ამ განკურნებულს დამიტოვა ნებელობა. მე ცხონება თავს კი არ მაქვს მოხვეული, ღმერთთან ერთობა იძულებითი აქტი კი არ არის ჩემში, არა! ახლა მე უნდა მომინდეს, მოვისურვო - დაბრუნებული შესაძლებლობები გამოვიყენო ამ ილუზიიდან თავის დასახსნელად. როგორ? ძალა საიდან მეძლევა? - ძალა მეძლევა ღვთისმსახურებიდან.

გიორგი გვასალია
მაცხოვარმა ჩვენი ბუნება განკურნა

როგორი ღვთისმსახურიც ვარ, ისე ვუყურებ სამყაროს. შეიძლება დღე და ღამე ტაძარში ვიდგე, მაგრამ ეს ნაყოფის მომცემი არ იყოს ჩემთვის, რადგან ჩემი აზროვნება აბსოლუტურად არ იყოს მიდრეკილი იესოსკენ, რომელმაც მე სიკვდილისგან ხსნა მომიტანა. ეს ჩემთვის შეიძლება უბრალოდ იყოს დროის გაყვანის, ან სიამოვნების სივრცე. აზროვნებას, ჩემ მსახურებას არ შეეხება.

გიორგი გვასალია
როგორი ღვთისმსახურიც ვარ, ისე ვუყურებ

ჩემი ღვთისმსახურება, უწინარეს ყოვლისა ეს არის უარის თქმა დაცემული ძალის შემოთავაზებაზე და დათანხმება იმ შემოთავაზებაზე, რაც ღმერთმა მომიტანა მე.

გიორგი გვასალია
ჩემი ღვთისმსახურება, უწინარეს ყოვლისა ეს არის

ღვთისმსახურება მტრობაზე მაღლა დგას!

ღვთისმსახურება არ არის ის, რაც შეიძლება მტრობამ მოშალოს. ღვთისმსახურება არის ის, რაც მტრობაზე მაღლა დგას, და ამით იმარჯვებს ის.

გიორგი გვასალია
ღვთისმსახურება მტრობაზე მაღლა დგას!

თუ მსახურება შიგნიდან გარეთ არ გავიტანეთ, მაშინ ჩვენ ვერანაირი წილი, ვერანაირი კავშირი, ვერანაირი ზიარება ვერ გვექნება - ქრისტესთან, რომელმაც მოგვცა ცოდვისგან თავისუფლება და ენით გამოუთქმელი სიხარული.

გიორგი გვასალია
თუ მსახურება შიგნიდან გარეთ არ გავიტანეთ

მსახურება შიგნიდან გარეთ

ადამიანი (უნდა მას თუ არა) მსახურია, რადგან ქმნილებაა. დროში მოხვედრილი აუცილებლად იგულისხმება, რომ მსახურია. დროში შემოსული არსების მახასიათებელია მსახურებითი თვისება. მაგრამ, ის უკვე ირჩევს, ეს მსახურება რა მიმართულებით წარმართოს. სამოთხისეული პროექტი გულისხმობს, რომ ადამი და მისი ცოლი ამ მსახურებას მიმართავენ შიგნიდან გარეთ - ემსახურებიან ღმერთს და ემსახურებიან ერთმანეთს. ტრაგედია დაცემისა, გულისხმობს, რომ ეს ვექტორი შემოტრიალდება და დაიწყება ეგოს მსახურება. ის დაავადება, ის მანკი, რაც შემოვიდა ადამიანის ბუნებაში, გამოიხატა სწორედ ამით, - ადამიანი იწყებს საკუთარი თავის მსახურებას, ანუ, მსახური რჩება, მაგრამ საკუთარი თავის.

გიორგი გვასალია
მსახურება შიგნიდან გარეთ