ადამმა იმიტომ კი არ შესცოდა, რომ ღმერთთან ყოფნა არ უნდოდა. პირიქით, ღმერთთან ყოფნა რომ უნდოდა, იმიტომ შესცოდა.
გიორგი გვასალიაადამიანი ბედნიერებისთვის იბადება ამქვეყნად და არა - უბედურებისთვის. სიხარულისთვის, და არა - მწუხარებისათვის
შალვა ამონაშვილიადამიანი არის იძულება. თუ შენ სოციუმის ნაწილად ყოფნა გინდა, "რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".
გიორგი კეკელიძეადამიანი თუ ქონების დაგროვებაზეა გადართული, მისთვის ეს ცხოვრება, რომელიც ისედაც ხანმოკლეა, უფერულად ჩაივლის
ზურაბ მხეიძე
მარადიულობის სიმართლე სულის მშვენიერებაშია.
რაც უფრო გაამშვენიერებთ სულს, მით უფრო მარადიულობას ეზიარებით!
როგორი ფერუმარილიც არ უნდა წაისვა და როგორი ლამაზი ფრჩხილებიც არ უნდა გქონდეს, სული თუ გაქვს ცუდი, არ ვარგიხარ
შალვა ამონაშვილითუ რაღაც შეგემთხვათ ცუდი, არ ეცადოთ, სხვას მიაბრალოთ
თუ რაღაც შეგემთხვათ ცუდი (ღმერთმა ნუ ქნას), იმწამსვე იფიქრეთ, რა ჰქონდა ამას მიზეზად. არ ეცადოთ, სხვას მიაბრალოთ
შალვა ამონაშვილიქვეყანას რაც წაადგება ...
ქვეყანას რაც წაადგება, იმაზე უნდა იფიქრო! რა არის ახლა ეს ჯიბრი? ფეხბურთს ხომ ვთამაშობთ? გუნდურობა გამოვიჩინოთ!
ჟანრი ლოლაშვილიროგორც კი მოთმინება ოდნავ გაიწევს გვერდზე, მაშინ გაღიზიანებული ხართ. სადაც მოთმინება არ არის, იქ გაღიზიანებაა
შალვა ამონაშვილითავი და თავი, ადამიანი რომ გახდეს უკეთესი...
თავი და თავი, ადამიანი რომ გახდეს უკეთესი, ეს გახლავთ ბიბლია თავიდან ბოლომდე და სახარება კიდევ - მისი გვირგვინი.
გურამ დოჩანაშვილისიყვარულის მოვალეობა
არსებობს სიყვარულის მოვალეობა და არსებობს მოვალეობის სიყვარული. გთხოვთ, რომ არცერთი არ დაგავიწყდეთ, არასდროს.
გია მურღულიასკოლაში, ნებისმიერი სახის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის კარგი, თუ აუმჯობესებს და ხალისიანს ხდის ბავშვის ცხოვრებას
შალვა ამონაშვილიქრიტსიანობა საკუთარი თავის ჯვარცმის რელიგიაა
ამბობენ, რომ ქრისტიანობა ჯვარცმის რელიგიაა. კი ასეა, მაგრამ სხვისი ჯვარცმის კი არა, საკუთარი ჯვარცმის რელიგიაა.
გიორგი გვასალიააღზრდა გადაზრდილი თვითაღზრდაში
კარგი აღზრდა ოჯახში ორი რამით ხდება:
1. მშობლების კვალი უნდა იყოს ნათელი
2. აღზრდა უნდა გადაიზარდოს თვითაღზრდაში
ადამიანი უკვდავი არსებაა. ადამიანის სული უკვდავია. თუნდაც რელიგია არ ყოფილიყო, მე ეს რწმენა მაინც გამიჩნდებოდა
შალვა ამონაშვილი
მინდა გისურვოთ, რომ გამარჯვებულები იყოთ ყოველ დღეზე.
დღე თქვენი ძროხა ყოფილიყოს, რომელიც ძალიან უხვად იწველება
აზრი ყველაფრის საწყისი ენერგიაა, მაგრამ სიყვარული ყველაფრის შემოქმედი ენერგიაა. ეს ორი ერთად აშენებს ქვეყანას
შალვა ამონაშვილი"ბედნიერი კაცი ხართ"
ბედნიერება ის არის, რასაც შენი ხელით ქმნი, რაც არავის ხელს არ შეუშლის და სხვასაც მოუტანს სიხარულსა და წარმატებას
შალვა ამონაშვილი
მე არ ვადგენ, რა არის კარგი, მე მეძლევა - თუ რა არის კარგი.
მე არ ვადგენ, რა არის წმინდა, მე მეძლევა - თუ რა არის წმინდა.
კეთილი იყავი, მოყვარული იყავი, შენი კი არ ეძებო, სხვის სასიკეთოდ იღვაწე და შენ იმდენი მოგეცემა, რამდენიც გჭირდება
შალვა ამონაშვილიბედნიერება რომ მოიპოვოთ, ამისთვის საჭიროა ბრძოლა, ნებისყოფა, ხვალინდელი დღის დანახვა და სიხარულით სვლა ამ გზაზე
შალვა ამონაშვილითუ ფიქრობთ, რომ ისეთ ადგილას ხართ, რომ მეტი განვითარება აღარ გინდათ, ასეთი ფიქრი შეცდომა იქნება ნებისმიერ ასაკში.
ალექსანდრე ჯეჯელავალიტერატურაში ყველაზე უფრო ცხადად ჩანს, როგორ ვითარდება ადამიანი. კაცობრიობის კვალდაკვალ ვითარდება ლიტერატურა.
გიორგი კეკელიძეარ არსებობს ბედნიერება მიზეზის გარეშე. ყველა ადამიანი იმ ბედნიერებას ღებულობს, რაც დაიმსახურა თავისი მიზეზებით
შალვა ამონაშვილი