ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
ნიაზ დიასამიძე - ციტატები

დროზე შევრიგდეთ!

ვფიქრობ, რომ მაინც კარგი ხალხი ვართ. ცოტა დაკარგულები ვართ ეხლა, ერთმანერთს ვერჩით და ამ დროს, დროს ვკარგავთ.

დროზე შევრიგდეთ ჯობია ყველანი და ვაჯობებთ ყველას ყველაფერში. თუ ვერა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენგან სინათლეს მიიღებს სტუმარი ყოველთვის და სასიამოვნო იქნება ურთიერთობა, შესაბამისად ჩვენც გავიზრდები: მე რო გასწავლი, შენც მასწავლი და პირიქით.

ნიაზ დიასამიძე
დროზე შევრიგდეთ!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის, მთელი სამყარო ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული. მან რომ ერთი დაიჩურჩულოს თავისთვის, ჩვენ ყველანი გავქრებით. არც სამყარო გვეცოდინება და არც არაფერი არ იქნება. ის იქნება, რაც მას სურს. მის ნებაზე ვართ დამოკიდებულნი.
გვჯერა, რომ მისი ნება სიკეთე და სიყვარულია, ამიტომ, ღმერთის რწმენის იმედით ვცხოვრობთ, ვქმნით და ვაშენებთ

შალვა ამონაშვილი
ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის, მთელი
გია მურღულია - ციტატები

უნდა შევისწავლოთ ...

უნდა შევისწავლოთ, პირველი - რა ღირსებები გვაქვს, რა უნდა გავაძლიეროთ, რომ მომავალს მძლავრად და გონივრულად შევხვდეთ, რაციონალურად, ეს ერთი. და მეორე მეორე - რა ნაკლოვანებები გვაქვს, რა შევზღუდოთ ჩვენს თავში. ერთ მაგალითს გეტყვით, დროსთან დამოკიდებულება ქართველების, არის დღესაც შესაცვლელი, დროს არ ვუფრთხილდებით ჩვენ, ეს ძალიან დიდი ნაკლია, ქართველების

გია მურღულია
უნდა შევისწავლოთ ...
გია მურღულია - ციტატები

წადი შვილო სკოლაში!

ეს ანეკდოტი ასეთია: დედა აღვიძებს შვილს დილაადრიან. - ადექი, დროა უკვე სკოლაში წახვიდეო. ის ბურტყუნებს, - თავი დამანებეო, საბანს იხურავს ისევ თავზე, - არ მინდა, ვერ ვიტან დასანახად, ვერც მასწავლებლებს, ვერც მოსწავლეებს, ვერც სკოლას, ვერც კედლებს. ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ უნდა წავიდე ასე უთებია სკოლაშიო? - დირექტორი ხარ შვილო და ამიტომ უნდა წახვიდეო.

გია მურღულია
წადი შვილო სკოლაში!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ფუფუნებაში ჩავარდნილი კაცის ბედი

როცა ჩვენ მივდივართ ჩვენი მომავლისკენ, აი ეს გზა და განცდები, რომლებიც ჩვენ გვეუფლება ამ ბრძოლაში, ეს არის ბედნიერება. ის კი არ არის ბედნიერება, ფუფუნებაში რომ არიან და აღარ იციან რა ქნან. ფუფუნებაში ჩავარდნილი კაცი ნარკოტიკებს მიეძალება, ღვინოს, ალკოჰოლს, გართობას, დროსტარებას მიეძალება და დაიღუპება. ესენიც მიზეზებია, რომლებსაც თავისი ბედი მოჰყვება.

შალვა ამონაშვილი
ფუფუნებაში ჩავარდნილი კაცის ბედი
ზურაბ მხეიძე - ციტატები

რაც უფრო ზრდასრული ხდები "მინდა"-ს ანაცვლებს "უნდა"

პატარა რომ ხარ შენ გაქვს ბევრი სურვილებთან დაკავშირებული "მინდა" "არ მინდა", რაც უფრო ზრდასრული ხდები, "მინდა" "არ მინდა" იკლებს და შენს ცხოვრებაში ადგილს იკავებს "უნდა" არ უნდა"... და ერთხელაც აღმოაჩენ, რომ ისეთი კი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, როგორიც არის ძილი... მე მაქვს ხოლმე, ნახეთ როგორ ვფიქრობ: დღეს უნდა ადრე დავიძინო, რომ ხვალ უნდა ადრე ავდგე, სულ უნდებია.

ზურაბ მხეიძე
რაც უფრო ზრდასრული ხდები "მინდა"-ს ანაცვლებს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როგორი ცოდვაა ადამიანი, რომელიც უკვალოდ გაქრება.
იყო ჩიტი მგალობელიო, იჭიკჭიკა, იჭიკჭიკა, წავიდა და არაფერი არ დაგვრჩა მისგან. უკვალოდ გაქრა.
კვალი!
კვალის დატოვებას კი მიზანი უნდა - კეთილშობილობით სავსე მიზანი.
მარტო მე, მე, მე კი არა, ჩემმა მიზანმა რაღაც სარგებელი უნდა მოგიტანოთ, თქვენ უნდა გარგოთ.
მეც იმდენი დამრჩება, რამდენსაც თქვენ კარგს გაგიკეთებთ

შალვა ამონაშვილი
როგორი ცოდვაა ადამიანი, რომელიც უკვალოდ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ერთმანეთს შევეშველოთ

სული მძიმე სატარებელია, ერთმანეთს შევეშველოთ სულის ტარებაშიო - რამხელა იდეაა აქ ჩადებული! მართლაც, ძნელია სულის სრულყოფა. შემეშველეთ თქვენ, მე კიდე თქვენ შეგეშველებით, იმიტომ, რომ თქვენ ჩემი ძალები გინდათ და მე თქვენი ძალები მჭირდება. ეს სხვადასხვანაირი ძალებია და ერთმანეთს რომ შევეშველებით, ცხოვრება ხალისიანი ხდება და ორივე გამარჯვებულები გამოვალთ.

შალვა ამონაშვილი
ერთმანეთს შევეშველოთ
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ბედნიერი იყო ექვთიმე...

ბედნიერი იყო ექვთიმე თაყაიშვილი თავის შიმშილში,
ბედნიერი იყო ილია ჭავჭავაძე ტყვიის მოხვედრაში, რომელიც მას მოხვდა,
ბედნიერი იყო მიხეილ ჯავახიშვილი ფიცარს შორის და ფიცარს შორის რომ გაიჭყლიტა.
და უბედურია ჯაყო, დღევანდელიც და მაშინდელიც, და კაცობრიობის ისტორიაში ყველა ჯაყო უბედურია,
ყველა ლუარსაბი უბედურია,
ყველა ცილისმწამებელი,
ყველა იუდა უბედურია!

ნანა ჩაჩუა
ბედნიერი იყო ექვთიმე...
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი სიხარული არ შეანელო, და იცოდე, რომ კარიბჭესთან ბედნიერება გელოდება. და პირიქით - როცა ბედნიერებას განიცდი, გაიხარე, მაგრამ იცოდე, რომ უბედურება გელოდება, იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს.
ამ ცხოვრებაში აღმართებიც იქნება და დაღმართებიც. რას როგორ მიიღებ და გაუძლებ, იმის მიხედვით ან ზემოთ ადიხარ, ან დაბლა ჩამოსრიალდები

შალვა ამონაშვილი
ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი
გიორგი კეკელიძე - ციტატები

AI-ს ფანტაზია ვერ გადაასწრებს ადამიანის ფანტაზიას!

ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტის ფანტაზია ვერ გადაასწრებს ადამიანის ფანტაზიას, მიუხედავად მრავალი მიმართულებით უდიდესი წარმატებისა. ძალიან მეეჭვება, რომ ხელოვნურ ინტელექტმა ისეთი ლექსი დაწეროს, როგორიც არის გალაქტიონ ტაბიძის "ქარი დაცხრა სიბობოქრის". მსგავსი რომც შექმნას, სადღაც, რომელიღაც სტრიქონში აუცილებლად მიხვდები, რომ ეს არ არის გალაქტიონ ტაბიძე.

გიორგი კეკელიძე
AI-ს ფანტაზია ვერ გადაასწრებს ადამიანის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

20 წელია დედა არ უნახავს

ერთი ჩემი სოფლელი ქალი ვიცი: - ჩემი შვილი გერმანიაშია, იქ გათხოვდა, იქ შვილიშვილები მყავს,.. - არ უნახავს, 20 წელია წავიდა ქალი და ამან არც იცის ან რა შვილიშვილი ჰყავს, ან რამხელა, ან ქმარი ვინ არის, არაფერი არ იცის. და ამაყობს იმით, რომ შვილი იქა ჰყავს.

თუ მშობლები დაივიწყე, რა კეთილშობილებაზე შეიძლება ლაპარაკი. აი გაგექცათ შვილი, ამერიკაშია და აღარ ახსოვს დედ-მამა.

შალვა ამონაშვილი
20 წელია დედა არ უნახავს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ფსიქიკური ენერგიის ფლანგვა

ვინც სიგარეტსაა მიჩვეული, ან სმას, დროსტარებას,.. ასეთ ადამიანს თავში ასეთი აზრები უტრიალებს: დრო სად გავატარო, სიგარეტი სად ვიყიდო, შენ ხომ არ გაქვს სიგარეტი? მომაწევინე რაა, ცეცხლი გაქვს? მოუკიდე... რად მინდა მე ასეთი ცნობიერება და ეს აზრები, მაშინ, როცა უფრო მეტი სასიკეთო, სააზროვნო საქმე მაქვს? და ამაზე რომ დრო დავხარჯე? ამას ჰქვია ფსიქიკური ენერგიის ფლანგვა

შალვა ამონაშვილი
ფსიქიკური ენერგიის ფლანგვა
დავით გოგიჩაიშვილი - ციტატები

შინაგანი ბედნიერების გამომწვევი მიზეზები

ჩვენი შინაგანი ბედნიერების გამომწვევი პირველი ნიშანი არის პატარ-პატარა სიკეთეები (ეგრეთ წოდებული - "Random Acts of Kindness"), თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ, მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომწვევი სიკეთეები, რომელსაც გავცემთ. ანუ, უფრო მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მეორე ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება კარგი გაგებით ეგოისტური ამბავია, რადგან ამ დროს ჩვენვე ვბედნიერდებით.

დავით გოგიჩაიშვილი
შინაგანი ბედნიერების გამომწვევი მიზეზები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როგორი არ უნდა იყოს მასწავლებელი?

თუ გულში არა გაქვს სიყვარული, მოეშვი ჰუმანურ პედაგოგიკას, წადი და იყვირე და იწივლე კლასში და შეიძლება ჯოხიც კი შეიტანო და შეაშინო ბავშვები. ხომ დადის ზოგიერთი მასწავლებელი ჯოხით. ზოგი ემუქრება ბავშვს ქულებით, დასჯით, დედ-მამის გამოძახებით, - დედა მომიყვანე, მამა მომიყვანე, - დაბეზღება ბავშვის, - თქვენი ბავშვი ასე და ასე იქცევა,.. რა ცხოვრება არის ეს ბავშვისთვის?

შალვა ამონაშვილი
როგორი არ უნდა იყოს მასწავლებელი?
გიორგი გვასალია - ციტატები

როდის შეიქმნა ანგელოზთა დასი?

ბიბლიაში, შესაქმის თხრობის ფაქტებში ანგელოზთა შექმნის შესახებ არაფერია წარმოდგენილი. აზრი იყოფა ორად:
პირველი ნაწილი ფიქრობს, რომ ანგელოზთა დასი ცოტა მოგვიანებით შეიქმნა. ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ანგელოზთა დასი შეიქმნა მანამდე, სანამ მატერიალური სამყარო შეიქმნებოდა. მე ამ მეორე ვარიანტს ვუჭერ მხარს. ანგელოზთა დასი იქმნება სამყაროსთან ერთად დროში.

გიორგი გვასალია
როდის შეიქმნა ანგელოზთა დასი?
ილია თოფურია - ციტატები

რაც მას გააბედნიერებს, ის აირჩიოს

- გინდა, რომ მამის კვალს გაჰყვეს
- არა
- რატომ არა?
- მე მინდა იმ კვალს გაჰყვეს რაც მას გააბედნიერებს, მე უბრალოდ მინდა იყოს ბედნიერი. მე ამ სპორტში ვარ და ამიტომ ისიც ამ სპორტში იყოს - ესეთი მენტალიტეტის საერთოდ არა ვარ.
უბრალოდ მინდა რომ იყოს ბედნიერი, ჩემი მიზანი როგორც მამის არის, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი და რაც მას გააბედნიერებს იმაში შევუწყობ ყოველთვის ხელს.

ილია თოფურია
რაც მას გააბედნიერებს, ის აირჩიოს
კახი კავსაძე - ციტატები

საჯაროდ ადამიანის ლანძღვა-გინება არ შეიძლება!

როდესაც საჯაროდ ლანძღავენ ხოლმე ადამიანებს, კითხვა მიჩნდება, - არ ფიქრობენ, რომ ვისაც ლანძღავენ, შვილები ჰყავთ, და მათ მშობლებს ასე საჯაროდ როგორ ლანძღავენ? არ შეიძლება ასეთი რაღაც. ვინც სხვებს საჯაროდ ლანძღავს, წარმოიდგინოს თავი მის ადგილზე, ვისაც ლანძღავს. ადამიანმა შეიძლება შეცდომა დაუშვას და წარმოიდგინეთ, მის ასეთ ლანძღვა-გინებას მისი შვილი რომ გაიგებს...

კახი კავსაძე
საჯაროდ ადამიანის ლანძღვა-გინება არ შეიძლება!
ნანა ჩაჩუა - ციტატები

პათოლოგიური ტყუილი არის რეალობასთან დაშორება, ცდომილება. ცხოვრება და რეალობა ერთ მხარეს არის, ხოლო მეორე მხარეს - შენ მიერ შექმნილი სუბიექტური "რეალობა". რაც უფრო დიდია ცდომილება, მით უფრო მეტად კარგავ შენს თავს, ცხოვრებას,.. ამ დროს კი არ ცხოვრობ, არამედ - ილუზიაში ხარ. პათოლოგიურობას შინაგანი ფაქტორები განსაზღვრავენ. საბოლოო შედეგად დგება რეალობიდან გაქცევა.

ნანა ჩაჩუა
პათოლოგიური ტყუილი
მარინა კაჭარავა - ციტატები

ეს ჩემთვის გახდა საოცარი შთაგონების წყარო

...ბოლოს როდესაც დიდძალი მტრის წინაშე 300 კაცით დატოვებს ღმერთი, კითხულობს - ეს როგორ მოხდაო, - რაზეც უფალი პასუხობს - 10,000 კაცით რომ მოგეგოთ, იფიქრებდით, რომ თქვენ მოიგეთ, და 300 კაცით - ღმერთს გაიხსენებდითო... - ეს ჩემთვის გახდა საოცარი შთაგონების წყარო. უფლისთვის არაფერია შეუძლებელი, იმ დროსაც კი, როდესაც გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, როგორც პირად, ისე ერის ცხოვრებაში.

მარინა კაჭარავა
ეს ჩემთვის გახდა საოცარი შთაგონების წყარო
გია მურღულია - ციტატები

კრიზისი სიყვარულში

როგორც თავისუფლებას, სიყვარულსაც სჭირდება, ძალიან მაღალი, თუ აფსოლიტური არა, პასუხისმგებლობა.

კრიზისი ყველგან არის,შენ შეიძლება უცბად იფიქრო, რამ მომაყვანინა ეს ქალი ცლად, ან ის იფიქრებს, რომ რატომ გავყევი ამას, მაგრამ თუ ეს ძალიან სწრაფადვე არ გადაილახა, ერთი ღიმილით, ერთი უბრალო შესიტყვებით, რომ, რაზე ვჩხუბობთ ახლა ჩვენ, ისე რა თქმა უნდა ეს სიყვარული აღარ არის.

გია მურღულია
კრიზისი სიყვარულში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მასწავლებელი იმ ერთი ბავშვისთვის

მასწავლებელი გაჩენილია ერთი ბავშვისთვის, ის ერთი ბავშვი რაღაცა დროს მოვა მასთან, მის ხელში გაივლის ათობით, ასობით მოსწავლე, მაგრამ ის ერთი ბავშვი ერთადერთია, რომელსაც სწორედ ეს მასწავლებელი სჭირდება. რაღაცა დროს მოვა ეს ბავშვი შენთან. მაგრამ შენ არ იცი, როდის მოვა და ვინ იქნება. ამრიგად, ჩემს წინაშე რა ამოცანა დგება? - ვინც არ უნდა მეჯდეს წინ, ყველა ის ერთია ჩემთვის!

შალვა ამონაშვილი
მასწავლებელი იმ ერთი ბავშვისთვის
ლევან ვასაძე - ციტატები

რაც მეტი შვილი გყავს ...

შვილები კიდე ცალკე კოსმოსია, იმიტომ რომ, თითეული მათგანი ცალკე სამყაროა.

ეს ეხლა მარტო მრავალშვილიანმა მშობლებმა ვიცით, მაგრამ ჭეშმარიტებაა, რომ, რაც მეტი შვილი გყავს, მით უფრო ადვილია მათი აღზრდა, იმიტომ, რომ ისინი ერთმანერთს ზრდიან და ეს ბედნიერება, ოჯახური სითბოს წარმოშობისა, ენით აღუწერელი რამე არის, რომელსაც ვერანაირი სიამოვნება ამ ქვეყანაზე ვერ შეედრება.

ლევან ვასაძე
რაც მეტი შვილი გყავს ...
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ მეუღლეს ებუტები

ბუტიაობა - ეს გაუზრდელი ადამიანის ქცევაა. ადამიანი როდესაც გაუზრდელია, გაიბუტება თავისათავად. იმიტომ, რომ თვითონ ქცევა უგუნურია. არ გელაპარაკები, ვიყურები სადღაც. ვის არ ელაპარაკები? ცოლია შენი, ქმარია შენი,.. თუ ამას არ ელაპარაკები, მაშ ვის უნდა დაელაპარაკო?
ჩემო ძვირფასებო, ვინმეს გახასიათებთ ბუტიაობა? ვინმეს გაქვთ ოჯახში კინკლაობა? სასწრაფოდ დაანებეთ ამას თავი.

შალვა ამონაშვილი
თუ მეუღლეს ებუტები
ციტატები, მოკლე გამონათქვამები