როგორც გინდა, ისე იქნები! | "მაგრამ" კლავს!
ფიქრში მაგრამ რას აკეთებს? დააკვირდით ემოციასთან მიმართებაში როგორ არის. - მინდა მყინვარწვერზე ასვლა, მაგრამ შესაძლებლობა არა მაქვს. სიტყვა „მაგრამ: მოკლა ჩემი სურვილი და გააჩერა და რო დამირეკავ გეტყვი მყინვარწვერზე მინდოდა ასვლა, მაგრამ ვერ ავდივარ მოდი დაჯექი.
ეხლა მარტო სიტყვა - „მაგრამს“ შევცვლი, მხოლოდ მაგრამს, მინდა მყინვარწვერზე ასვლა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობა არა მაქვს, ხედავთ რომ ცოცხალი დარჩა ეს და მე გავაკეთებ რომ ეს შესაძლებლობა შევიძინო, როცა მაგრამის შემთხვევაში დავამთავრე.
დასკვნა:როგორც გინდა ისე იქნები, გინდა უბედურები იყავით, გინდა ბედნიერები.
მესაფლავეები - ციტატები
ჭირისუფლის ტკივილის გაზიარება
შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ყველაზე მეტად განიცადეთ დაკრძალვა და ადამიანი ვისაც ასაფლავებდით?
ჭირისუფლებს ვიცნობ თითქმის სულ ყველას, ვერის სასაფლაოზე. იმდენად შინაურები არიან ჩემთვის, რომ მათი ტკივილი ეს ჩემი ტკივილია. ისინი რასაც განიცდიან, იმ ტკივილს განვიცდი მეც.
იყო შემთხვევა, როცა ახალშობილი, თვეების ბავშვი დამიკრძალია, ძალიან მტკივნეული და დამრთგუნველი იყო ეს ყველაფერი.
დაგსიზმრებიათ?
დასიზმრებით ძალინ ხშირად მესიზმრებიან. აი მშობლები მყავს გარდაცვლი და მშობლები და ის ხალხი მესიზმრებიან რომელსაც ვიცნობდი და დავკრძალე. ძალიან ხშირად მესიზრებიან.
რომელია ჩვენთვის პრესტიჟული პროფესია?
როცა ვიზრდებით მერე, ამ დასწავლილი უნარებით და საზოგადოებრივი კლიშეებით, ვივიწყებთ ბავშვობას და ვამბობთ, რომ ესა და ეს საქმიანობა, ესა და ეს პროფესია კი ძალიან მაინტერესებს და ბავშვობიდან მიზიდავს, მაგრამ ეხლა პროფესიულ სასწავლებელში ხომ არ ჩავაბარებ? პრესტიჟული ხომ აი ის სპეციალობაა, თან ყველა იქ აბარებს და ამიტომ მეც მოდი ამ პრესტიჟულ გზას გავუყვები. არადა, პრესტიჟულია ის საქმიანობა, რომელიც ჩვენია. შემდეგ, ასაკში, ხანდახან გაგვახსენდება ხოლმე ჩვენი ბავშვური ინტერესები, მიდრეკილებები, მაგრამ, აქ უკვე ვამბობთ, - "ეჰ, მოიცა ეხლა უკვე რაღა დროსია". არადა, ვიცით, რომ არასოდესაა გვიან.
დავით გოგიჩაიშვილიმასწავლებლების შეცდომები
ეს შეცდომები არ არის ერთგვაროვანი, შეიძლება დაუშვა შეცდომა გაკვეთილის დაგეგვმაში და მაშინ მთელი გაკვეთილი ცუდად წავა, შეიძლება რაღაც მომენტი გამოგრჩეს, რომელიც დაიბადა გაკვეთილზე, არ გადაეწყო იმ მომენტზე და ყველაფერმა ფუჭად ჩაგიაროს, რაც მანამდე დაგეგმე. შეიძლება მოსაწყენად ილაპარაკო და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მასწავლებელმა დაუშვას. და კიდევ ერთიც, შეიძლება არ აღიარო შეცდომა, რომელიც დაუშვი გაკვეთილზე და შეეცადო, რომ შენიღბო ის, რათა შეინარჩუნო შენი სახე. იმ წუთას დაკარგავ ამ სახეს, როგორც კი შეეცდები, რომ ბავშვები მოატყუო, იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს კარგად ხვდებიან.
გია მურღულია
მესაფლავეები - ციტატები
ეს ცხოვრება არის გამოსაცდელი
როგორ ფიქრობ, შეიძლება, რომ სული დაინახო?
- კი, რეალურ ამბავს გეუბნები, კი მინახავს. ერთხელ ნავთლუღის საქალაქო სასაფლაოზე ვთხრიდი, 5-6 საათი იქნებოდა, რაღაცამ ჩამიარა, იქით-აქეთ გავიხედე, არაფერი არ იყო, აი რაღაცამ ჩამიარა ეგრევე, ისე შემეშინდა... დედას გეფიცები მართლა იყო ეს ამბავი, მართლა სულმა გამიარა გვერდზე.
ზოგადად მაგაზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ, მითუმეტეს მარტო, განცალკევების, დაძინების დროს. წარმოიდგინე დღეს უყურებ, ნახევარი საათის წინ მოყვანილი, უყურებ და ნახევარ საათში ცხოვრება აღარ არის. აი ეს არის ჩვენი ცხოვრება, რომ იტყვიან წუთისოფელია და სანამ ცოცხლები ვართ სიკეთე უნდა ვთესოთ.
სიყვარული მოყვასის მიმართ
ორი ყველაზე ძვირფასი რამ რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ჩვენი რწმენა და ჩვენი სამშობლო. აი ეს ორი უძვირფასესი რამ შეიძლება იქცეს დაუსრულებელი სისხლისღვრის და ადამიანური მტრობის მიზეზად, თუ ამას არ ახლავს მესამეც, მოყვასის სიყვარული.
ადამიანში ღირსების დანახვის უნარი თუ არ ახლავს, ისე შეიძლება, იმ ორმა, თავისთავად ძალიან ძვირფასმა, შენ დაგღუპოს.
თუ მოყვასის სიყვარულს გამოაცლი ღვთის სიყვარულს, შენ ფანატიკოსი გახდები.
თუ მოყვასის სიყვარულს გამოაცლი შენი სამშობლოს სიყვარულს, შენ შეიძლება გახდე ადამიანი, რომელიც ძალიან მოკლე მზერით გამოირჩევა და თავისი ქვეყნის იქით, არაფრის დანახვა არ სურს.
იმედიანი გაზაფხულის მოყვანა, დამოკიდებული არის ჩემზე და შენზე, ჩვენზე საერთოდ. ჩვენ თუ ამისთვის მზად არა ვართ, ბუნება რასაც არ უნდ ეცადოს, გაზაფხულს ვერ მოგიყვანს, ის არ იქნება სრულყოფილი გაზაფხული, თუ ჩემთვისაც და შენთვისაც ერთნაირი გაზაფხული არ დადგა, ერთნაირად არ მოვიდა გაზაფხული, ეს გაზაფხულის მოსვლა თუ შენ გტკივა, მე მიხარია - არა ვარ სრულყოფილი, გაზაფხული არ მსიამოვნებს. გაზაფხული მსიამოვნებს არა იმიტომ რომ მე მიხარია, იმიტო რომ სხვებსაც უხარიათ, ამიტომ მიყვარს გაზაფხულის მოსვლა, ამიტომ ველოდები. მეშინია იმიტომ, რომ ვაითუ ის კვირტი ვერ გახსნას გაზაფხულმა, და გტკივა ის გაუხსნელი კვირტი.
ტარიელ ხარხელაურიმსხვერპლის და შემოქმედის როლები
მუდმივად ვიწუწუნებ, ათას მიზეზს გამოვძებნი, რაღაც თუ არ მომწონს, აი ჩემი ცხოვრება თუ არ მომწონს და იმ შედეგებს არ ვდებ, ამის ათას მიზეზს გეტყვი, რატო არ ხდება ესე, ეს არის მსხვერპლის როლი.
და ამისგან საპირისპირო შემოქმედის როლი არის რომ, ეხლა ამ სიტუაციაში რას ვაკეთებ? გავიგე რომ არ მომწონს ის რაც მაქვს, რა უნდა ვქნა, რომ მომეწონოს?
ამ კითხვას როცა ვსვამ, ეს ნიშნავს, რომ უნდა ავდგე სკამიდან და რაღაცეები გავაკეთო, უნდა ვიმოქმედო, ჩემი კომფორტის ზონა უნდა გამოვარღვიო და ეს იმდენად მტკივნეული პროცესია, რომ მირჩევნია, მოდი მსხვერპლის როლმში დავრჩები, არაფერს არ გავაკეთებ და წუწუნი არის უფრო ადვილი.
წარსულზე არ ჩაიხვიოთ
რამეს თუ იპოვი ცუდს წარსულში, არ ჩაიხვიოთ, თორემ თავს გაიუბედურებთ. ანუ, წარსულში რაღაცაზე დარდი არის თავის გაუბედურების პირდაპირი რეცეპტი, იმიტომ, რომ იმას ვეღარ შეცვლი, რაც მოხდა რომელიღაც კურსზე. და თუ მაგას იდარდებ, აი რამდენი წელიც დაგრჩა, იმდენი წელი იდარდებ.
მერე ეს ჩვენი მაჯლაჯუნები ლოჯებს მიაშენებენ, მოაშენებენ და საერთოდ დაგვღუპავენ.
ამიტომ, რამეს თუ მიაგენი წარსულშიო, გვეუბნებიან, გამოაქცუნე ჩქარა წარსულიდან. წარსულში კურთხევა უნდა მიიღოს შენი აუცილებლად, იმიტომ, რომ მე ვერ ვიქნებოდი რაც ვარ, ეგ რომ არ დამეშავებინა,.. და წარსულთან დავამთავრეთ საუბარი. ეხლა, ამ ცოდნას მომავალში რა ვუყო
ნაკითხს და განათლებულს შორის განსხვავება
წეღან ვახსენეთ განათლებული ადამიანი და ნაკითხი ადამიანი. მემგონი მათ შორის არის დიდი განსხვავება, ერთი არის, როდესაც ბევრი აქვს ნაკითხი, დიდი “ბაგაჟი” აქვს და მეორე არის, როდესაც ადამიანი არის განათლებული. სად არის ზღვარი ამათ შორის?
- ჯერ ერთი, მარტო ფაქტების ცოდნა არაფერი არ არის, ადამიანი რომელიც განათლებულია, შეიძლება ცოტა უფრო ღრმად ჩადიოდეს რაღაცა ასპექტებში და რაც მთავარია, უნარი შესწევს გამოიყენოს ეს ყველაფერი.
ადამიანი შეიძლება რაღაცა სპეციალობაში მუშაობდეს აქტიურად, მაგრამ იყენებდეს ონფორმაციას და ცოდნას სხვა სფეროებიდანაც. მას ეხმარება იყოს უფრო კარგი სპეციალისტი თავის საქმეში.
სხვის ენაზე საუბარი / თავხედური ექსპერიმენტი
ეხლა თავხედური ექსპერიმენტი, ამჯერად უფასო. სხვის ენაზე საუბრის ამბავი. მე მჭირდება 4-5 ადამიანი სცენაზე. მინდა გთხოვოთ, აიღეთ მარკერი, მოხსენით თავსახური და შუბლზე ძალიან ჩქარა დაწერეთ ქართული ასობგერა - ვ და გადაყარეთ მარკერი.
ხედავთ, აზამ და შორებამ ვ დაწერეს ისე როგორც ჩვენ ვხედავთ, დანარჩენებმა დაწერეს ისე, როგორც თვითონ ხედავენ.
ეს არის საჩვენებელი იმისა, ინსტიქტურად როგორ წერ. როგორც შენ ხედავ ისე, თუ როგორც სხვა ხედავს. რომ ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვწერთ, როგორ ვმეტყველებთ, როგორ ვურთიერთობთ ჩვენს თანამშრომლებთან თუ მეგობრებთან? როგორც ისინი ხედავენ თუ როგორც ჩვენ ვხედავთ და გვიკვირს მერე სხვისი.
აი ეს მამაა ძვირფასი!
ჩვენ ბევრ რამე ვუკრძალავთ ბავშვებს, აბა დააკვირდით, თქვენს ურთიერთობაში ბავშვებთან რომელი უფრო ხშირად ჟღერს, არა თუ ჰო? ბავშვი ცელქობს, ეტყვით, რომ იცელქეთო? და რატო კაცო, ის ხომ ცელქობაში იზრდება. განა არ ჯობია ჩაერთო ცელქობაში და მასთან ერთად იცელქო და გონიერება გაუძლიერო სიცელქეს.
მითუმეტეს როგორი მამა უყვარს ბავშვს, მამა რომელიც აი არ იცის რას მოიმოქმედებს ამ წუთას, აი მოვა და ფორიაქს შემოიტანს სახლში, ხმაური დაიწყება, არეულობა დაიწყება, ბავშვები ეხვევიან, გორეობან, რაღაცა ხდება... აი ეს მამაა ძვირფასი, გამიგე, ცელქი მამა. ჩვენ კი ვეუბნებით, არ იცელქო, გაჩერდი, გეყოფა, გეყოფა, გადი ეხლა მომშორდი აქედან...
მხოლოდ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება
რით ემსგავსება ადმიანი ღმერთს? ჩვენ რომ გვეუბნება ბიბლია, რომ ადამიანი ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რას ნიშნავს ეს? ალბათ რამდენიმე არსებით მომენტს. პირველი, ეს არის თავისუფალი ნება. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მგელს თავისუფალი ნება არა აქვს, არც სოკოს, არც რომელიმე ნივთს ან მაგიდას, მხოლოდ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება, ჩვენ შეგვიძლია ან ასე მოვიქცეთ ან ისე. მგელი არ არის ან კეთილი ან ბოროტი, მგელი არის ისეთი, როგორიც მას ბუნებამ დაუწესა. ეს ჩვენ შეგვიძლია: ან... ან.., იმიტომ, რომ თავისუფალი ნება გვაქვს. აქედან გამომდინარე ჩვენს ხატებასაც ქმნის თავისუფალი ნება და ჩვენს ცოდვებსაც ის ქმნის, ორივეს.
გია მურღულიარატომ არის ადამიანი სასოწარკვეთილი?
ადამიანი იმიტომ არის სასოწარკვეთილი, რომ მას არ აქვს უკეთესი ცხოვრების იმედი. არ აქვს იმედი, რომ მის ცხოვრებაში ავტომატურად, თავისი, ბუნებრივად გაჩნდება უკეთესი გარემოებები.
მეორე - მას არ აქვს და ვერ პოულობს შესაბამის ძალას და ნებისყოფას, რომ თვითონვე შექმნას ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, რომელიც იმ ძველის ან თანაბარი იქნება, ან მასზე უკეთესი.
ის წარსულიც კი, ასეთი ადამიანისთვის იყო შემთხვევითი გარემოებების პროდუქტი და არა მისი ნებისყოფის, არა მისი ნების ნაყოფი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოქმედებითი ძალები არ იყოს ადამიანში მინავლებული. ეს თუ ჩამქრალია, ასეთი ადამიანი ჩარჩება სადღაც და ვეღარ გამოვა
წარმატების წინაპირობა
შრომა და მიზნისთვის თავგანწირვა არის არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ნებისმიერ სპორტში წარმატების წინაპირობა.
მაგალითისთვის, თქვენ მსახიონი ბრძანდებით და სადღაც თუ წაიბორძიკებთ და იფიქრებ რომ ჩემგან არ გამოვა მსახიობი, შესაძლოა არ გქონდეს ნიჭი და მართლა არ გამოვიდეს, იმას კი არ ნიშნავს რომ თუ არ გამოდის აუცილებლად უნდა გამოიყვანო, მაგრამ ხომ არის რაღაც ადეკვატური შეფასება.
ბავშვებს მოვუწოდებდი ერთ რამეს, რომ ოცნებებისთვის ბოლომდე იბრძოლონ, თუ მიაჩნიათ რომ ეს მათ შეუძლიათ, არასდროს დაყარონ ფარხმალი, არასდროს არ არის გვიან.
ყოველთვის შეიძლება შედეგის მიღება, თუ ამას გულით და რაც მთავარია, რწმენით მოინდომებ.
პოზიციების შეჯერება
ძალიან ხშირად ხდება გარკვეული შეცვლა იმ პოზიციის, რომელიც თავიდან ჩამოაყალიბა ადამიანმა, შეჯერება სხვების შეხედულებასთან და მე გულახდილად, რომ გითხრათ, არ ვცემ პატივს იმ პოლიტიკოს, განსაკუთრებით პოლიტიკოსს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი პოზიციის შეგუება და შეთავსება სხვის პოზიციასთან, კომპრომისის პოვნაა.
მე რომ მკითხოთ ძალიან ბევრი უბედურება, რომელიც დღესა გვჭირს საქართველოში, იმითი არის გამოწვეულია, რომ გარკვეული წრე ჩვენი პოლიტიკოსების პირდაპირ ბრავირებდა იმითი, რომ მე ესე ვთქვი და აქიდან ფეხს არ მოვიცვლი, ამას ხშირად ხალხიც კი ეწირება.
არ არის საჭირო მსგავსი რაღაცეები პოლიტიკაში, ეს სხვა პასუხიმგებლობაა.
რა არის პატრიოტიზმი
ყოველ შემთხვევაში, ქუჩაში ყვირილი "საქართველოს გაუმარჯოს", პატრიოტიზმი არ არის. პატრიოტიზმი არის, როდესაც შენ გინდა, რომ თითოეულმა ადამიანმა შენს გარშემო, კონკრეტულმა ადამიანმა - შენმა ნათესავმა, მეზობელმა, მისმა ნათესავმა, მეგობარმა იცხოვროს კარგად. როდესაც შენ გინდა, რომ საქართველოში წარმოებული, დავუშვათ ფეხსაცმელი, საკვები პროდუქტი უკეთესი იყოს ვიდრე იტალიაში ან იაპონიაში წარმოებული, როდესაც შენ გინდა, რომ ამერიკაში ვინმე რომ იტყვის ეს კაცი ქართველიაო, ადამიანს სასიამოვნო ასოციაციები გაუჩნდეს. მგონია პატრიოტიზმი შედგება ასეთი კონკრეტული რაღაცებისგან და კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ არის ქუჩაში ყვირილი.
ზურაბ ჟვანიაგანსხვავებული აზრი
ჩვენ გვაქვს, გონება, შეგნება და ენა, იმიტომ, რომ რაც არ მოგვწონს იმაზე ვილაპაარკოთ. არ არის აუცილებელი ამაზე ბღავილი, გინება. არ მოწონს? ვთქვათ რატო არ მოგწონს. ბოლოს და ბოლოს ხომ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, დაე საზოგადოებამ თქვას და გააკეთოს დასკვნა, რომელი მხარე ჯობია, cancel culture, ჩვენ ფაქტიურად ვამუნჯებთ ერთმანერთს , ენას ვუგდებთ პირში. რატო? დაველაპარაკოთ ერთმანერთს და გავარკვიოთ, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. ზოგადად ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის საპატივცემულო, მაგრამ იმ განსხვავებულმა აზრმა, ნება უნდა იბოძოს, მოგცეს საშვალება დაელაპარაკო, რომ ეს ასე არ არის. სხვანაირად არის ამოუხსნელი კონფლიქტი.
ნუგზარ რუხაძეტვინს ნუ ურევ სხვებს!
არსებობს პირადი სივრცე და არსებობს საჯარო სივრცე. ამ შენ პირად სივრცეში შენ ხარ თავისუფალი აბსოლიტურად. ეს სიტყვა აბსოლიტური სიტყვა თავისუფლებას უნდა ჩამოაშორო, როდესაც შენ ხარ საჯარო სივრცეში. როგორ ამბობენ მეგრელები? "ვაშინერს" - ტაბუ ადევს.
სიტყვა "აკრძალვა" ბევრს არ მოსწონს. ბევრი გამოჩნდა ამ ბოლო დროს ისეთი, რომელიც ამბობს, - "მე ვარ აბსოლიტურად თავისუფალი ადამიანი". ადამიანთა დაცინვა არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან მომინდება ხოლმე პასუხი გავცე - ნუ ლაპარაკობ რაღაც სისულელეს შენ და ნუ ურევ ტვინს ვიღაცებს, იმიტომ, რომ ადამიანებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, სად როგორ მოიქცნენ. ეს არის ზრდილობის საკითხი და უსაფრთხოების საკითხიც.
დინების წინააღმდეგ სვლა | საკუთარი თავის და ბავშვის აღზრდა
ჩვენი ამოცანა არის დინების საწინააღმდეგოდ სვლა, გამიგეთ? თუ გინდა ბავშვი აღზარდო, სათავესთან უნდა მიიყვანო სადაც სიწმინდე იბადება იქ, და ეს სათავე თუ წინააღმდეგ არ იარე არ გამოვა.
ესეიგი ცხოვრების წინააღმდეგ უნდა იარო, რომ ცხოვრება ააშენო, თორე თუ მას გაჰყევი, ის ფეხქვეშ ამოგიგდებს და გაგაკეთებინებს იმას, რაც ჩემს წინაპრებს უკეთებიათ და ის წინაპრების ნაკეთები წარსული უკვე, დღეს კი ოცდამეერთე საუკუნეა, მინდა ოცდამეორეშიც გადავაბიჯო.
აი ეს არის აღზდა, აღზრდა დინების საწინააღმდეგოდ, ამიტომ თუ საკუთარ თავს არ ვზრდი, დინების წინააღმდეგ ვერ წახვალ, ვერც ბავშვს გაიყოლებ, ბავშვს კი მხოლოდ იქითკენ წასვლა უნდა, ეს მისი ბუნებაა.
ჩაიხედე უჯრედში!
სამსახური შექმნა ადამიანმა, რამდენიმე წლის მერე, და უჯრედში ჩაგიხედავთ? იცით ვინმემ უჯრედის აგებულება? ზუსტად სამსახურს რომ იმეორებს. ბირთვი არის ხელმძღვანელი, ანალიტიკური მარკეტინგის დეპარტამენტი არის საინფორმაციო, რომელიც აგროვებს ინფორმაციას, რა ცილებია საჭირო, ლოჯისტიკა გაქვს სატრანსპორტო ერნემი, რომელსაც ის ცილები მოაქვს, რაც შენ გინდა. დაცვის სამსახურის თანამშრომლების ფუნქციებს, ლიზოსომები ასრულებენ, კარებს - მემბრანა. ყველა ფუნქცია, რომელიც ამან, ძაან ჭკვიანმა - ჩვენ, მოვიფიქრეთ რაღაც ,,28“ საუკუნეში, და მანამდე რას ვაკეთებდით, არ ვიცი, იქ უჯრედში გიდევს, უბრალოდ უნდა ჩაგეხედა, როგორ არის ფუნქციები გადანაწილებული.
ზურაბ მხეიძევინ ქმნის ქართულ იდეას?
ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ბავშვებს, ჩემს მოწაფეებს, ასეთი დავალება მივეცი, ვთხოვე უფრო სწორად, რომ ჩემი ფიქრი გაეგრძელებინათ, მაშინ შესაძლოა უპასუხო ფიქრიც, მითხარით მეთქი, მოდი დავფიქრდეთ ერთად ჩვენ: რა არის ის იდეები და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქართულ იდეას და ძალიან საინტერესო პასუხები გასცეს ამ კითხვას.
რამდენიმე მეფე დაასახელა, რამდენიმე საზოგადო მოღვაწე, მოაზროვნე, ოღონდ თამასა მოთხოვნის იყო ძალიან მაღლა.
ასეთი ადამიანები, რომლებიც მთელი ნაციის, მთელი ერის მნიშვნელობას, ცხოვრების პრინციპებს, მომავლის ხედვას განსაზღვრავენ, ასეთი ადამინები არ შეიძლება იყვნენ ძალიან ბევრნი, ასეთი ადამინები ცოტა არიან.
ყველა კაცი ერთნაირია?
ყველა კაცი ერთნაირია - ეს არის ძალიან ცუდი შეფასება და გეტყვი რატომ. კარგავ მთელი ცხოვრების სილამაზეს. ისევე როგორც - ყველა ქალი ერთნაირია. ყველა ურთიერთობა არის განსხვავებული, თუ გინდა რომ ძაან ლამაზად იყო. მე თუ ვთვლი, რომ ყველა ქალი ერთნაირია, ჩემთვის დამთავრდა. ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ მიმიღია, პირიქით, ყველა ქალი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებში ერთნაირია, ყველა სხვადასხვანაირი უნდა იყოს. მაშინ ხარ მდიდარი, ისევე როგორც კაცები. ყველა კაცი ერთნაირია, ამას ამბობს ქალი, რომელიც გაბრაზებულია კაცებზე, ან კაცი რო ამბობს ყველა ქალი ერთნაირია, ისიც გაბრაზებულია რატომღაც, ეს ფაქტია. სხვა ვარიანტში ეს წინადადება არ ამოდის პირიდან!
ზურაბ მხეიძეეს უნდა გეწყინოს თუ გაგიხარდეს?
ერთმა დამირეკა უცხოეთიდან, მეუბნება - ორი წელია ქმარმა ჯოჯოხეთი გამიხადა ცხოვრება, მერე წავიდა, დამშორდა და მე ცუდად ვარ.
ვეუბნები - თუ ადამიანმა თუ ჯოჯოხეთი გაგიხადა ცხოვრება,.. ჯერ თავიდან გავამეორებინე, რომ ნამდვილად ჯოჯოხეთი გაუხადა ცხოვრება და მერე ეს ჯოჯოხეთის წყარო წავიდა. და მერე ვეკითხები, ჯოჯოხეთის წყარო წასულა, ცუდად რატომ ხარ? კი არ დაფიქრებულა ამაზე.
სხვათა შორის, ახლა ბიზნესი დაიწყო და მშვენივრად არის. სანამ მე არ დავუსვი კითხვა, ეს უნდა გეწყინოს თუ გაგიხარდეს-მეთქი, მანამდე ვერ შეძლო გააზრება.
ჩვენ, ხანდახან გვწყინს ის, რაც უნდა გვიხაროდეს, ხანდახან სრულიად არ ვაკონტროლებთ რა შინაარსისგან შედგება ესა თუ ის მოვლენა