მსახურება შიგნიდან გარეთ
ადამიანი (უნდა მას თუ არა) მსახურია, რადგან ქმნილებაა. დროში მოხვედრილი აუცილებლად იგულისხმება, რომ მსახურია. დროში შემოსული არსების მახასიათებელია მსახურებითი თვისება. მაგრამ, ის უკვე ირჩევს, ეს მსახურება რა მიმართულებით წარმართოს. სამოთხისეული პროექტი გულისხმობს, რომ ადამი და მისი ცოლი ამ მსახურებას მიმართავენ შიგნიდან გარეთ - ემსახურებიან ღმერთს და ემსახურებიან ერთმანეთს. ტრაგედია დაცემისა, გულისხმობს, რომ ეს ვექტორი შემოტრიალდება და დაიწყება ეგოს მსახურება. ის დაავადება, ის მანკი, რაც შემოვიდა ადამიანის ბუნებაში, გამოიხატა სწორედ ამით, - ადამიანი იწყებს საკუთარი თავის მსახურებას, ანუ, მსახური რჩება, მაგრამ საკუთარი თავის.
გიორგი გვასალიაშეიძლება საკუთარ თავს გავასწროთ
როდესაც დავიჭირე ჩემი თავი რომ, ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს მარტო? იმიტო რომ იმდენად მსხვერპლთან ვიყავი იდენთიფიცირებული ჩემს გრძნობებში, რომ გვიან გავიაზრე, რა გვიქციეს სიხარულად, გვიქციეს - ეხლა ეს სიტყვაც (ენის ფსიქოლოგიაც ძალიან მნიშვნელოვანია) ესეც არ წამომცდა შემთხვევით, ამოვიდა ისევ ქვეცნობიერიდან, იმიტომ რომ მე, ისევ და ისევ მინდა მჯეროდეს, რომ კარგი ადამიანი ვარ, და როდესაც ვამბობ გვიქციეს, ესეც პუტინის ბრალია, აბა რომ არ ყოფილიყო პუტინი, მე ხომ არასოდეს ამას არ გავიფიქრებდი. ესეიგი ,საკუთარი თავის ძიებაში, შეიძლება ისეთ მძიმე ლაბირინთებში შევაღწიოთ, რომ შეიძლება ისე გამოვრბოდეთ ჩვენი თავიდან, რომ საკუთარ თავს გავასწროთ.
ნათია ფანჯიკიძეუცხონი, რომლებიც ჯერ არ გინახავთ, გიყვარდეთ
გვიყვარდეს მშობლები ღვთიური სიყვარულით, და არასოდეს დავემდუროთ მშობლებს რაიმე მიზეზით.
გვიყვარდეს ოჯახი, ჩვენი საძირკველი, სადაც ჩვენი ცხოვრების ფესვები იზრდება.
ქმარი და ცოლი გვიყვარდეს, შვილები და ახლობლები, მეგობრები და მეზობლები.
არ დავემდუროთ მეზობელს არაფრის გამო.
თანამშრომლები გვიყვარდეს.
უცხონი გვიყვარდეს, რომლებიც ჯერ არ გვინახავს.
გვიყვარდეს გამვლელები, რომლებსაც პირველად ვხედავთ.
და როგორც ჩვენმა მოძღვარმა, ჩვენმა იესო ქრისტემ გვითხრა, გვიყვარდეს ისინიც, რომლებსაც არ ვუყვარვართ, ვინც გვწყევლის, ისინიც გვიყვარდეს ჩვენ. იმათ არ ვუყვარვართ - ეს მათი ცოდვაა, ჩვენ არ დავიდოთ ცოდვა.
გვიყვარდეს ყველა, როგორც ღვთის შვილები
სამყარო - ჩვენი წარმოდგენა მასზე
მოვლენის რეალური ძალა მხოლოდ ისაა თუ როგორ მოვიაზრებთ ამ მოვლენას. ეს ძალიან ახლოს არის დიმიტრი უზნაძის სრულიად შესანიშნავ და გენიალურ "განწყობის თეორიასთან." და საერთოდ მსოფლიო ლიტერატურის გამოცდილებასთან, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ მას შევხედავთ და გამოვიგონებთ, ანუ სამყარო არის ჩვენი წარმოდგენა მასზე, რასაც ადასტურებს დიდი სერვანტესი, თავისი ფანტასტიური დონკიხოტით, რომლის მთავარი არსიც სწორედ ეს არის, რომ ჩვენ თუ ვებრძვით წისქვილებს და ისინი გვგოგია დევგმირები, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა ჰგონია სხვას, მთავარია, რომ ჩვენთვის ისინი დევგმირები არიან. და ამ აზრით ჩვენ შეგვიძლია საკუთარი განწყობების გენერირება.
გიორგი კეკელიძემარცხი, როგორც წარმატების მოტივატორი
კავეენში მაგალითად მახსოვს ნაკრებს, რომ არჩევდნენ უნივერსიტეტის ნაკრებს... მოკლედ ვთამაშობდით ესე, მე ვიყავი ეკონომიკის ფაკულტეტის გუნდი, გეოგრაფები, ფიზიკოსები და მერე მოვიდნენ ჩვენი ზედა თაობა და თქვეს, რომ მოდი შევარჩევთ ნაკრებისთვის ვინ იყოს. გამოგვიყვანეს ბევრი და აიყვანეს ყველა, ჩემზე თქვეს გამოგვადგება თუ არა არ ვიციო.
ეს ერთი მხრივ არის იმის წინაპირობა, რომ თქვა არ არის ეს ჩემი საქმე. რა ვქნა, ფაკულტეტის დონეზე კი გავერთე, მაგრამ არ არის ჩემი საქმე. მეორეს მხრივ არის პირიქით, რომ ამ დროს ამოგდის რქები და მერე შემდეგ სეზონზე გავხდი უნივერსიტეტის კაპიტანი, ნაკრების კაპიტანი და მერე სტუდენტური დღეები და საუკეთესო კაპიტანი და ა.შ.
ჩვენ ბევრად უფრო ემოციურები ვართ
ეს ჩვენი კავკასიური ბუნება და ხასიათი ძალიან განსხვავდება დასავლეთის ბუნების და ხასიათისაგან. აბსოლიტურად სხვა გენეტიკური კოდია. ადამიანის ბუნება ძალიან გავს თავის გეოგრაფიულ გარემოს. ძალიან გავს იმ სისტემას, რაშიც ჩამოყალიბდა თვითონ. იქიდან ითვისებს შემდეგ და ეს არის კულტურული ზიანი.
ჩემთვის ეს იყო, რომ ჩავედი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენი ქართული სისტემის რაციონი შემატა, მე რაც მასწავლა ეს არის ლოგიკა, ჩვენ ბევრად უფრო ემოციურები ვართ, ფრანგები უფრო ლოგიკურები არიან და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ლოგიკის დანახვა ყველაფერში და არა მხოლოდ ემოციური გადაწყვეტილებების და ფეთქებადი სამხრეთული ხასიათი, რაც ჩვენ გვახასიათებს.
გაუძელით!
გაუძელით ყველაფერს რაც თქვენს თავს დაგადგებათ, იმიტომ რომ, ნათქვამია: არავინ არის შენი მტერი, არავინ არის შენი მეგობარი, ყველა შენი მასწავლებელია.
თუ მიიღებ ყველაფერს: ავადმყოფობასაც, ფეხის წამოკვრასაც ქვაზე, ვიღაცამ, რომ მიგატოვა და გიღალატა რაღაცაში… თუ მიიღებ ყველაფერ ამას, როგორც გამოცდას შენი სულისას, მაშასადამე ამაღლდი, უფრო ძლიერი ხარ მერე. და თუ ვერ მიიღე, მაშინ იმასაც დაკარგავ რაც გქონდა.
როგორ მოვიქცეთ?! - ჩემი გამოცდილებით ასეა, დავხვდეთ როგორც ქვა ყველა სეტყვას, ქვა სეტყვაზე მაგარია, სეტყვა დაგვემსხვრევა ზედ და ამის შემდეგ უფრო სუფთა დავრჩებით, სეტყვა რომ დაგვადნება ზედ, გაგვასუფთავებს, უფრო სუფთა გამოვდივართ ცხოვრებაში.
არ გაიჭედო წარსულში!
არ გაიჭედოთ წარსულში! აი იმ დროს ისე,რომ ისე მექნა და უნივერსიტეტში , რომ ასე მესწავლა, იმასთან მემეგობრა და ამასთან არა, ადრე არ დავქორწინებულიყავი ან დავქორწინებულიყავი და ასე შემდეგ. რაც მოხდა იმას თქვენ ვერ შეცვლით, ამიტომ თქვენი დროისა და ენერგიის დახარჯვა იმაზე, რასაც ვერ შეცვლით არის ფუჭი და მხოლოდ გულდაწყვეტას და ნეგატიურ ემოციებს მოიტანს.
ძლიერი ადამიანები ამიტომ, მადლიერი არიან თავის წარსულის, იმ პრობლემებიანად, ცუდი ხალხიანად, ცუდი უფრპსებიანად, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა შეგქმნათ თქვენ ისეთი როგორიც ხართ.
ამის ნაცვლად ძლიერი ადამიანები, კონცეტრირდებიან მომავალზე: ხვალ რა გავაკეთო, ზეგ როგორი ვიყო რა შევცვალო და ასე შემდეგ.
რა არის თავისუფლება?
თავისუფლება ის არის როდესაც სხვაზე არ ხარ დამოკოდებული, იქ არსებობს რაღაც ტრადიციული განმარტებები ფსიქოლოგიაში, მაგრამ მთავარი ალბათ მაინც არის რომ სხვაზე არ ხარ დამოკიდებული, გარემო პირობებზე არ ხარ დამოკიდებული, აი იმაზე არ ხარ დამოკიდებული რო გინდა თუ არა იაპონურ ან გერმანულ მანქანას ატარებდე, იმაზე რომ ბროლის ჭაღი უნდა გეკიდოს სახლში, იმაზე არ ხარ დამოკიდებული რომ, არიქა ჩემზე რას ლაპარაკობენ, ეს არის თავისუფლება. თავისუფლებას ვერავინ ვერც წაგართმევს და ვერც მოგცემს, ვერც მოგანიჭებს, მაგას ღმერთი ანიჭებს ადამიანს, როდესაც ის ადამიანი იბადება, და კაცი ალბათ ციხეშიც შეიძლება თავისუფალი იყოს, მე ჯერ არ გამომიცდია მაგრამ ასე მგონია.
ზურაბ ჟვანიაროდის მოდის დეპრესია?
დეპრესია რა არის? - როდესავ შენ ცხოვრობ არასწორად, ის ენერგიას იღებს ამ შენი გზიდან და დეპრესიული ხდები, ანუ ეს გაფუჭებული მანქანის სიმპტომი კი არ არის, რომ რაღაც დაირღვა, დასავლურ მედიცინაზეა აწყობილი, რაღაცა უნდა უშველო. რა? – „აბი გლუკოზა“, რომ გამოჯამრთელდეს, იმიტომ, რომ თურმე ცხოვრება არის, რომ შენმა მანქანამ კარგად უნდა იმუშაოს.
მეორე ხედვა არის, რომ, ეს არის სიმბოლო, ეს არის ნიშან,ი რომ შენ არასწორად მიდიხარ, შეცვალე ეს. როცა დაიწყებ სწორ გზაზე სიარულს, მაშინ ენერგია მოდის. მესა და თვითებას შორის არის ღერძი, თუ ეს ღერძი გაწყდა, დეპრესია იქ წყდება, თუ არა და მოდის. ანუ ეს ნიშანია, ეს მითითებაა, სიმბოლური მინიშნებაა, რომ შენ რაღაც უნდა შეცვალო.
პაატა პაპავა - ციტატები
განათლების დიდი ოთხეული - 4 C
განათლების დიდი ოთხეული არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი კონცეპტუალური ჩართო, თუ რა გვინდა განათლებისგან. ოთხი რამ არის უმნიშვნელოვანესი, იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რამდენად ახერხებს განათლება თავისი როლის შესრულებას, ადამიანის ცხოვრებაში თუ საზოგადოებაში. ესენია:
1. შემეცნება და კრიტიკული აზროვნება.
2. კრეატიული აზროვნება - კრეატიული აზროვნების და კრეატიული იმპულსების ენერგიების გაძლიერება ადამიანში, და არა - ჩახშობა.
3. კომუნიკაცია, და ყველაფერი რაც მას ახლავს - ბგერებიდან დაწყებული, მთელი თეორია და პრაქტიკა კომუნიკაციის.
4. კოლაბორაცია, თანამშრომლობა.
ამ ოთხ რამეს როცა განათლება ახერხებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის კარგ კალაპოტში ჩასმული.
მაცხოვრის ტკბილი მზერა
წარმოიდგინეთ მაცხოვრის ტკბილი მზერა მეზვერე მაატესადმი. მეზვერე მათეს საკმაოდ კარგი ბიზნესი და შემოსავალი ჰქონდა. დიდას არ უყვარდათვეს კაცი, მაგრამ თვითონ კმაყოფილი იყო და უცებ ტკბილად შეხედა ერთმა ადამიანმა, ასე ტკბილად მათესათვის არავის შეუხედავს, არავის. ერთი სიტყვა ეყო მათეს, გამომყევიო უთხრა და ააყირავა ბიზნესი და გაყვა.
ზუსტად ასე ტკბილად შეხედა საიდუმლო სერობაზე, იესო ნაზარეველმა იუდა ისკარიოტელს. აი ასე ტკბილად შეხედა, მაგრამ იმან თავისი საქმე არ ააყირავა. გააგრძელა ამის კეთება.
მათეში, ყველაფერთან ერთად, არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც შეიძლებოდა გადაებიჯებინა. იუდაში იყო, იუდამ ვერ გადააბიჯა, ვერანაირად ვერ გადააბიჯა.
სამშობლოში უნდა იყვე!
ეგვიპტეში მყოფ ისრაელს ახსოვს, რომ აბრაამის შთამომავალია, მაგრამ ეგვიპტე, რომ სამშობლო არ არის ეს დაავიწყდა. ძალიან კომფორტულად გრძნობს ის იქ თავს. სანამ ხალხი არ გაიგებს, რომ ეგვიპტე მონობის სახლია, ანუ სამშობლო არ არის. მოდით ასე ვთქვათ, სანამ არ გაიგებს, რომ სამშობლო არ არის, და ამას გაიგებს იმით, რომ მონობის სახლად იქცევა. ამით გააგებინებს ღმერთს, იმიტომ, რომ ქორების მთაზე ღმერთი ეუბნება მოსეს, ჩემი ხალხის ღაღადი მომწვდაო. ეს სიტყვა: "ღაღადი", სპეციპიკური ტერმინია წმიდა წერილში. ნიშნავს რაღაცა - კვნესას, ვედრებას, საოცარ ვედრებას. ამ ვედრებაში ამ ხალხმა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გაიხსენა, გაიხსენა, რომ აქ კი არ უნდა იყვნენ, სამშობლოში უნდა იყვნენ.
გიორგი გვასალიამეცნიერება - ცოცხალი ორგანიზმი
მეცნიერება ეს არის ორგანიზმი, თქვენ რომ თქვათ, რომ მაგალითად მე მაქვს ტერიტორია, სადაც სიცოცხლე არ არის, მაგრამ სხვაგან სიცოცხლე სჩქეფს. და ადრე თუ გვიან იმ სიცოცხლის განვითარებას, ამ ტერიტორიაზეც, სადაც არანაირი ბაზისი სიცოცხლისთვის არ არსებობს, ის სიცოცხლის მიღწევები აქაც გადმოვა, და როგორ გადმოვა. აქ, წამოვიდგინოთ, რომ არ არსებობს არც ერთი მოქმედი მეცნიერი და წარმოიდგინეთ, რომ ფიზიკაში მოხდა რაღაც გარღვევა ანუ როგორ წარმოგვიდგენია, რანაირად შეიძლება, რომ ის უცებ ჩვენ გამოვიყენოთ რამეში? წამკითხავი თუ არა გყავს. და მეცნიერებას მარტო წამკითხავი კი არ სჭირდება ეს არის ურთულესი პროცესი, სულ ფორმაში უნდა იყოს. მეცნიერება ან ვითარდება ან მკვდარია.
გია დვალიჩემთვის ღვთისმსახურება არის...
ჩემთვის ღვთისმსახურება არის პრაქტიკული დანიშნულების აუცილებელი ელემენტი, რომლისგანაც მე ვიღებ ძალებს, სადაც მე მიყალიბდება შეხედულებები, საზომი - თუ როგორ უნდა გავზომო მოვლენები, დანარჩენი ექვსი დღის განმავლობაში. ეს საზომი არის ქრისტე, რომელიც მოვიდა ჩვენთან, კაცობრიობის გამოსახსნელად. შესაბამისად, ჩემთვის ღვთისმსახურებას აქვს ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა. ეს არის ის სივრცე, ეს არის ის მოქმედება, რომლის შედეგადაც ჩემში იწყებს მოქმედებას ყოვლადძლიერი ღმერთი, ჩემ სისუსტეს ამოავსებს მისი ყოვლადძლიერება, და სინერგიული კავშირით, სინერგიული ერთობით მე უკვე ვიწყებ გათავისუფლებას იმ ილუზიისგან, რომელმაც ბედნიერების ნაცვლად ტრაგედია მომიტანა.
გიორგი გვასალიასკოლის მთავარი მიზანი
ჩვენ დღეს სკოლებში რა გვაქვს, საგანმანათლებლო სისტემა თუ ერუდიციის გადაცემის თორმეტწლედი? რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ სკოლაში? პროპესიონალებს ვზრდით თუ ხვალინდელი საქართველოს პროფესიონალ მოქალაქეებს ვზრდით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ის ქიმიის და ფიზიკის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საშვალო განათლების დონეზე, დისციპლინები გადასცეს, მაგრამ ნუთუ არაფერი არ უნდა გააკეთოს განათლებითვის.?ნუთუ ეს ღირებულებითი საზომი სკოლას აღარ უნდა ქონდეს, ჩვენ მივიღებთ საშინემლ რამეს, რომლის ნიშნებიც ნელ-ნელა ცხადდება კიდეც, მივიღებთ ღირებულებითად დაცლილ ახალგაზრდა თაობას და ეს იქნება ჩვენი ე.წ საგანმანათლებლო სისტემის ბრალი.
გიორგი გვასალიასიყვარული არ გადადოთ ❤️
ვიდრე ადამიანი გყავს გვერდით, ცოლია თუ ქმარია შენი, ბებია ხარ თუ შვილიშვილია შენი, ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ გავასწრებთ, ჩვენ მორბენალები ვართ და ვინ წინ და ვინ უკან, ეს მხოლოდ უფალმა იცის. ამიტომ არ შეიძლება სიყვარული გადადო. ხვალ მოვეხვევიო, ხვალ ვაკოცებო, ხვალ შევულოცავო, ხვალ ვნახავო. ჯერ რა გვეჩქარებაო. სიყვარულში სულ უნდა გვეჩქარებოდეს! სულ ... და მე, როცა ჩემს სიყვარულს ვუყურებ ვალერიასთან, გული მწყდება, იქაც ხომ შემძლებოდა რომ მყვარებოდა, იქ გავუბრაზდი, იქ გავღიზიანდი, იქ ცოტა ხანს გაბუტულები ვიყავით და ეს ყველაფერი რომ დავაჯგუფე, რაღაც უკვე თვეებს აჭარბებს, და მიკვირს იცით, რატო ვქენი მე ეს კაცო? გამოდის რომ მე ის ეხლა უფრო მიყვარს, ვიდრე ოდესმე მყვარებია
შალვა ამონაშვილიწინასწარგანწყობის გადამწყვეტი მნიშვნელობა
წინასწარგანწყობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხოლმე, ე.წ ტვინის "განზოგადების ხაფანგი" ერთერთი. ბაზერმანის თეორიის მიხედვით, რომ, აი რაღაცა ვიდეოს ვნახავთ ვიღაცისას, და უი ეს ბიჭი რა კარგად "ბაზრობს" და მოდი ჩვენთან მოვიყვანოთ სტუმრად და ჩვენთანაც კარგად "იბაზრებს".
ის რაღაცა კონტექსტურია, იქ წინასწარ მომზადებული აქვს რაღაც, მოკლედ ბევრი წინაპირობა ახლავს იმას და განზოგადების ხაფანგი გვიკეთებს იმას, რომ მოდი კაცო გადავთარგმნოთ ეს ჩვენს კონტექსტშიც, ფაქტი არ არის რომ ივარგებს.
თან ამას სიმართლე, რომ გითხრა, ემატება ის, რომ, რავიცი საკმარისად ვიყავი ეკრანზე. ხომ იცი განწყობა, რომ გაქვს, ფეხბურთს თუ კარგად თამაშობს ეს, მოდი იჭიდავოს და კარგად იჭიდავებს
რა არის თავისუფლება?
თავისუფლება ხომ ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს, თავისუფლება უწინარეს ყოვლისა ნიშნავს საკუთარი თავის ფლობას, საკუთარ თავზე მბრძანებლობას, საკუთარი თავის პატრონობას, საკუთარი თავისათვის რაღაცის უფლების არ მიცემას. როდესაც შენ შენი თავის ბატონი ხარ, შენი თავის უფალი ხარ, სიტყვა თავისუფლება ამას გულისხმობს, რომ შენ შენს თავს ებატონები, შენს თავს რაღაცეების უფლებას არ აძლებ. და რის უფლებას არ აძლევ? იმის, რაც შენს მოვალეობას არღვევს. ამ დროს იწყება, მოვალეობის შესრულების დროს იწყება თავისუფლება, სინამდვილეში. თავისუფლება მაშინა ვარ, როდესაც ჩემი შვილი უნდა აღვზარდო და ამისათვის რაღაცეების უფლება მე ჩემს თავს არ უნდა მივცე. ამ დროს ვეპატრონები მე ჩენს თავს
გიორგი გვასალია
გელა ჩარკვიანი - ციტატები
საქართველო დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა. გინდაც იმიტომ, რომ მას ასეთად აღიარებს მსოფლიო თანამეგობრობა, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი თავად ირჩევს თავის ხელმძღვანელობას დემოკრატიული არჩევნების გზით, და იმიტომ, რომ ეს არჩეული ხელმძღვანელობა საქართველოსი, თავად ღებულობს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
უნდა ითქვას, რომ ეს ხელმძღვანელობა ნაწილობრივ შეზღუდულია თავის გადაწყვეტილებებში გეოპოლიტიკური რეალიებით. მაგრამ თუ ამ კრიტერიუმებით მივუდგებით, მაშინ მსოფლიოში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო. სუპერ სახელმწიფოებსაც კი, უხდებათ, რომ შეზღუდონ თავიანთი არჩევანი გეოპოლიტიკური, ან სხვა რეალიების მხედველობაში მიღების გამო
ვის რა ჭკუა უნდა ვასწავლო? / სვანეთში ხარ ნამყოფი?
მე ვის რა ჭკუა უნდა ვასწავლო, როდესაც მე თვითონ განათლება მივიღე და 3 წელი ვცხოვრობდი ამერიკაში და აქ ჩვენთან სვანეთში არ ვარ ნამყოფი? ან global executive MBA გავაკეთე ჰოლანდიაში და ამ მენეჯმენტ სემინარებისთვის ვიფრინე ამერიკა, მექსიკა, ბრაზილია, თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აი კარგად არ ვიცნობ სამეგრელოს მაგალითად. ხომ არ ჯობდა, რომ ვინმე ბრძენი მეგრელი, გურული, სვანი ან რაჭველი, ბებო ან ბაბუ, უფრო სიბრძნეს ხომ არ მეტყოდა, ვიდრე მეტყოდნენ სადღაც მენეჯმენტ სემინარზე ვანქუვერში, ერთი სიტყვით, ამ შეკითხვებს, პრეზდენტაციის განმავლობაში, პირველ რიგში ჩემს თავს ვუსვამევ,და არა ისე, რომ ვინმეს ჭკუას ვასწავლიდე, ჩემს თავს ველაპარაკები ფაქტობრივად, უბრალოდ კამერებმა შემომისწრეს.
დავით გოგიჩაიშვილიგარშემომყოფების სიყვარული
ზოგადად, თვითონ ეს გამოთქმა ხშრად მესმის ამ ბოლო დროს, საკუთარი თავის სიყვარული. და არის ხო ლიტერატურაშიც, რომ, თუ არა გაქ .... აი მაგ მომენტს, ჩემთვის ცოტა არასწორი ჟღრადობა აქვს, საკუთარი თავის სიყვარული - აი ამ წინადადებას.
საკუთარი თავის გაგება და პატივისცემა კიდე მესმის, და სიყვარული ვიცი მე გარშემო მყოფი ხალხის. შენ უნდა ეცადო, რომ ამათთვის იყო და რა თქმა უნდა შენთვის. აი მანდ არის უკვე, რომ შენ თუ შენთვის არა ხარ, ვერც ამათთვის ვერ იქნები, მანდ არის ბალანსი დასაჭერი, ეგოიზმსა და სიყვარულს შორის.
ყოველდღიურობა შეიძლება ისეთი გაიხადოს ძალიან ბევრი ყურადღებით, რომ ცხოვრების ბოლოს მიხვდეს, რომ თავისთვის ვერ იცხოვრა, ეგეც ხო ნამეტანია. აი ეგ ბალანსია ალბათ ოჯახი.
რაციონალური და ირაციონალური აზროვნება
ჩვენი გენეტიკის, პირობითად 80-90% არის რეპტილოიდული და მტაცებლური და ძალიან უმნშვნელო ნაწილი არის ჰუმანოიდური, შესაბამისად ჩვენი ქცევის, გამომდინარე ბიოქიმიიდან...
რაციონალური აზროვნება არის 3%, 97% არის ირაციონალური. შენ ვერ აცნობიერებ... - ვაიმე, ეს რატო მომინდა?... აი ეს რატო მინდა?.. ეს ბიჭი რატო მომეწონა?.. ეს ქალი რატო მომწონს?... ეს არ მომწონს, ჩემი ტიპი არ არის.
უკაცრავად, აბსოლიტურად არ წყვეტ შენ, ვინ მოგწონს და ვინ არა. შენი ტვინის მდგომარეობა, შენში მედიატორების თანაფარდობა და კონცენტრაცია, ამ მომენტში დროსა და სივრცის არის ისეთი, რომ შენ, უკაცრავად ჟარგონისთვის, "იმენნა" ესეთი ტიპის ქალი და ესეთი ტიპიც კაცი მოგეწონება. შენ არ წყვეტ, ეს შენ მოგეწოდება რომ ეს მოგეწონა.
იქნებ მიაგნო იმ ადამიანებს
მიმოიხედე და დააკვირდი შენს გარემოცვას. რას სწავლობ ეხლანდელი შენი გარემოცვისგან? გინდა თუ არა მათნაირი იყო? რა აკლია, როგორი ხალხი აკლია შენს გარემოცვას, იმისთვის, რომ განგავითაროს.
იქნებ მიაგნო იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ისეთები არიან, როგორიც შენ გინდა, რომ გახდე. მარტივია, რომ თქვა - მე მინდა, რომ დავიწყო ვარჯიში და დისციპლინა გამოვიმუშაო, - მაგრამ, იქნებ მიაგნო იმ ადამიანებს, რომლებმაც დაიწყეს უკვე ვარჯიში და დისციპლინაც გამოიმუშავეს, მათთან ურთიერთობით შეიძლება გაგიადვილდეს. ან, გახდომა თუ გინდა, ვინც უკვე გახდა, იმათ უნდა მიაგნო. კომპანიიდან წამოსვლა და ბიზნესის დაწყება თუ გინდა, იქნებ მაგ ხალხს მიაგნო. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი საშვი ბედნიერ მომავალში.