რატომ ვერ გათხოვდა 42 წლის ქალი
ერთი 42 წლის ქალი იყო და მთხოვეს, ძალიან კარგი ქალია და ნახეო, ხომ ვერ გვეტყვი რატომ ვერ თხოვდებაო. მე ვუთხარი, კი ბატონო შევხვდეთთქო.
პირველად გავიცანი, ახალი გაცნობილი მყავს და 10 წუთში გადავიდა, როგორღაც თვითონ ზარატუსტრაზე და ნიცშეზე, დამთავრებულია, იმიტომ ვერ თხოვდება. იმიტომ, რომ, ან ფილოსოფოსი უნდა იყოს მაგის ქმარი, ან ნაკითხი იყოს და მე, რომ არ მაქ ეგენი წაკითხული და რაღაცეებს მელაპარაკები, რომელიც საერთოდ ვერ გავიგე, დამთავრდა. მე განცდაში მაქვს რომ ვეღარ მოგერევი და რადგან განცდაში მაქვს, რას ვამბობ როგორც კაცი? - ძალიან კარგი ქალია, მაგრამ თქვენ გყავდეთ, არ მინდა.
გახსოვთ გამოთქმაა: კაცებს სულელი ქალები მოსწონთო. სულელი არ მოსწონთ, უბრალოდ უნდა დაინახოს, რომ უპირატესობა აქვს, მაშინ დგავს ის ნაბიჯს, უმრავლეს შემთხვევაში, თორემ არიან კაცები საერთოდ ტყიური, ველური. ქ-ზე რო იწყება უკვე გამოგეკიდება, - ალიც აღარ უნდა დამატება.
ამ მომენტში აშინებ ზედმეტი აქტიურობით, ამისი მიზეზიც ეგ იყო. დაელაპარაკე იმ კაცს, რომელიც წამოგყვება მაგაში, ან თანაბარ დონეზე მაინც იქნება.
ფული აფუჭებს მორალურ კომუნიკაციას
როცა კომუნიკაციის ტერიტორია არის მორალური, აი მაგალითად, არ ვიცნობთ ერთმანერთს, ქუჩაში შევხვდით, ამ დროს მე მანქანას ვაწვები და გეუბნები: გამარჯობა მეგობარო, შეიძლება რაღაც გთხოვო, პაემანზე მივდივარ, პირველი პაემანია და არ მინდა რომ დავიგვიანო, გეხვეწები მომაწექი რა მანქანაზე. რას გრძნობ ამ დროს, რომ შენი ქმედებით, ვიღაცის ცხოვრებაში რაღაცა ცვლილება შეიტანე, და რა თქმა უნდა მოტივირებული ხარ, რომ მოხვიდე და მომეხმარო მოწოლაშო. გამრამ მეორე შემთხვევა, რომ წარმოიდგინო: გამარჯობა მეგობარო, მანქანა გამიფუჭდა და თუ შეგიძლია მომაწექი, მე ვაფასებ თქვენს დროს და ენერგიას და 15 ლარს გადაგიხდით. ამ დროს ფიქრობ: იცი რა უქენი მაგ 15 ლარს... რაღაცა არ არის მორალური ხომ?
აი პაემანზე ვართ, საღამოს გაცილებ სახლში და გეუბნები: ძალიან დიდი მადლობა, საღამოს ისე კარგად ჩაიარა, ყველაფერი ისეთი კარგი იყო, ნამდვილად ღირდა 65 ლარი ის ვახშამში რაც გადავიხადე. ეს გასაგებია რომ უტრირებული მაგალითებია, მაგრამ ხომ ხვდებით, როგორც კი კომუნიკაციის პროცესში შემოგვაქვს ფული, თითქოს ყველაფერი ფუჭდება.
დარგე 3 / ცნობიერების უმაღლესი ინსტანცია
რას ნიშნავს ცნობიერების უმაღლესი ინსტანცია? არის ასეთი მარტივი შთაბეჭდილების საფეხური ადამიანთან, აი პატარა ბავშვი, 6-7 თვის ბავშვი ტირის, იმიტომ, რომ შია. მან არ იცის, რომ შია. რა შია ისიც არ იცის, რისი ჭამა უნდა ისიც არ იცის, ისიც არ იცის, რომ ტირის და უფრო მეტი არ იცის, რომ თვითონ ტირის, ამას ნუ დავემსგავსებით. ეს არის ცნობიერების მარტივი შთაბეჭდილების საფეხური.
მერე არის ცნობიერების დაბალი საფეხური, რომ მე იცი რა არის, კი ვიცი, რომ პური მინდა და ამიტომ ვტირი და მინდა, კი ბატონო.
მერე არის ცნობიერების მაღალი საფეხური, რომ ზაფხულია, ცხელა, აგვისტოა, პაპანაქება სიცხეა და მივდივარ ტყეში და ვჭრი შეშას, იმიტომ, რომ წარმოსახვაში მაქვს ზამთარი და უნდა გავთბე. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ცნობიერების უმაღლეს ინსტანციამდე, რომ აიყვანო საკუთარი თავი, აი იქ აგვისტოს თვეში, როცა შენ ისეთი ჭკვიანი ხარ, რომ იცი ზამთარი მოვა და შეგცივდება და მოჭრი ტყეში ხეს, იმ ერთი მოჭრილი ხის ნაცვლად დარგე სამი, მინიმუმ. აი ეს არის ცნობიერების უმაღლესი ინსტაცია, ესაა პასუხიმსგებლობის აღება საკუთარ თავზე.
სკოლაში საზეპიროების დაძალების შედეგი
არსებობს ბევრი მაგალითი, როცა ბავშვებს სკოლაში მიღებული გამოცდილებით, რაღაცის დაძალებით, სავალდებულო საზეპიროებით შესძულდათ ლიტერატურა. ზოგადად, საზეპიროების მოწინააღმდეგე არ ვარ, მოწინააღმდეგე ვარ საზეპიროების დაძალების და ამის გამო ნიშნის დაკლების. თავად საზეპირო ძალიან კარგი და უკიდურესად საინტერესო სავარჯიშოა ტვინისთვის. თუმცა, ადამიანების უნარი განსხვავდება ამ მიმართულებით, რაც, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ვინმეზე მეტია, უბრალოდ, ზოგს დაზეპირება ნაკლებად შეუძლია. ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ მასწავლებელმა ასეთი მოსწავლე ტექსტიდან გააძევოს და დაბალი ნიშანი დაუწეროს. შედეგად, ბავშვს შეიძლება მსგავსი საკითხავის და საზეპიროს სურვილიც აღარ ჰქონდეს და მისთვის ტექსტი საძულველ მოცემულობად გადაიქცეს, რომელიც ასოცირებული იქნება პრობლემასთან, რომელიც მას საზეპიროების დროს შეექმნა. ასეთ დროს ის არ იფიქრებს მაგალითად იმაზე, თუ რატომ მიდის ავთანდილი უცხო მოყმის საძებნელად, აღარ აინტერესებს ეს, იმიტომ, რომ ვიღაცამ უთხრა - "აქედან აქამდე აუცილებლად დაიზეპირე!"
გიორგი კეკელიძეროცა რაღაც არ გამოგდის
როცა რაღაცა არ გამოგდით, ყოველთვის დააბრალეთ თქვენს თავს. არც ლექტორს, არც მამას, არც დედას, არც მთავრობა და რატომ... როცა თქვენ აბრალებთ სხვას, ვიღაცის ბრალია... გახსოვს გითხარით თქვენს ფსიქიკას ეს ესმის. მე, რომ გავიფიქრე, რომ ვიღაცის ბრალია, ამან შეწყვიტა განვითარება, პასუხი მიიღო, იმიტომ ვერ გავაკეთე, რომ სხვა ვიღაცის ბრალი ყოფილა. როცა მე ვამბობ, რომ ჩემი ბრალია, თქვენი ტვინი მუშაობს, აბა როგორ უნდა გამეკეთბინა.
ამიტომ, განვითარებისთვის გეუბნებით და არა თვითგვემისთვის, რაღაცა ვერ მივიღე, უნდა ვიფიქრო, რომ რაღაცა არასწორად გავაკეთე, მაშინ თქვენი ტვინი მუშაობს და დებს ალტერნატიულ ვარიანტებს რა უნდა გაგეკეთებინა, რომ მიგეღო და ეს არის მუდმივი განვითარების შესაძლებლობა, თან, რომ იცოდეთ ახალი სიტაუციები ხშირი არ არის, თავიდან ყველაფერი ახალია, მერე სიტუაციები მეორდება.
როცა შენ განვითარების რაღაც ეტაპზე ხარ, რესურსი უკვე გაქვს და იმ სიტუაციაში, რომ ვარდები ის უკვე გავლილი ეტაპია, ნახევარ წუთში წყვეტ იმ პრობლემას და იშვიათად, რომ რაც დრო გადის რამე უნიკალური შემთხვევა მოხდეს.
აბა შენ თავი სად გგონია?
ადამიანი ხვდება მარადიულ ქვეყანაში და იქ ვიღაც თეთრებში ჩაცმულ კაცთან აქვს ურთიერთობა, მშვენივრად გრძნობს თავს. ეს კაცი ეუბნება, რომ ნებისმიერი რამ შეუძლია ინატროს: საჭმელი, სასმელი, გართობა, ბედნიერება, რაც გინდა, და ცხოვრობს ასე ნეტარად ეს კაცი. რამდენიმე ხანი რომ გადის, ამ თეთრებში ჩაცმულს ეუბნება, რომ - მე უკვე ვინეტარე საკმარისად და ახლა მინდა, რომ ადამიანებისთვის საჭირო კაცად ვიგრძნო თავიო და ამიტომ სამსახური მინდაო, ეს თეთრებში ჩაცმული კაცი, ოდნავ გაღიმებული, ეუბნება, რომ ეს ერთადერთია რისი ასრულებაც მას არ შეუძლია, აქ სამსახური არ არისო. რას ნიშნავსო, გაბრაზდა ეს კაცი. - მე მაშასადამე მთელი დარჩენილი დრო აქ უნდა ვიტანჯებოდე? მაგას ჯობდა ჯოჯოხეთში მოვხვედრილიყავიო. თეთრებში ჩაცმული დაიხარა და ჩასჩურჩულა ძლივს გასაგონად: - აბა შენ თავი სად გგონიაო? ჩვენ ვართ ასეთები, სოციალურები, ჩვენ მარტო ბედნიერება, მარტო ნეტარებაც არ გვინდა. ჩვენ გვინდა ეს ვიღაცამ დაინახოს, ვიღაცამ შეაფასოს ვიღაცამ მოგვიწონოს ვიღაცის თვალებით გვინდა დავინახოთ ჩევნი თავი, ვიღაცის გულით, ვიღაცის გონებით.
გია მურღულიაერთადერთი, ვინც შეგიძლია შეცვალო
მე შევცვლი მას... და ვისზე არის ლაპარაკი? მეუღლეზე, შეყვარებულზე, პარტნიორზე, სხვა ადამიანზე, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასია და ძალიან ხშირად მოველით, რომ შევძლებთ ესა თუ ის ადამიანი შეიცვალოს.
თუ ცოტა უხეშად ლაპარაკობს, ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო რბილი და დალაგებული გახდეს. თუ სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებებს, ვასწავლით, როგორ უნდა აწონ-დაწონოს. თუ ქეიფობს და ერთობა, მოვთოკავთ და შევაცვლევინებთ საქციელს.
მოკლედ, ვერავის ვერ შეცვლითო ეს ხალხი გვეუბნება, თქვენი თავის გარდაო. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი საკუთარი თავი, შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება და თქვენი პარტნიორი, მეუღლე, შეყვარებული, თუ მოინდომებს თვითონ, იმას შეუძლია, რომ თავისი თავი შეცვალოს, მაგრამ თქვენ არაფრით არ შეგიძლიათ, რომ შეცვალოთ და თუ ამისი გჯერათ, რომ შეცვლით, სერიოზული გულდაწყვეტები გელოდებათ წინ, ბევრმა გამოვიარეთ ეს გულდაწყვეტები, თითეულმა ჩვენგანმა, როცა გვეგონა რაღაცეები, მაგრამ მთლად ისე არ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვეგონა და მოკლედ სხვა ხალხის ბრალია თუ ჩვენი გვეგონას ბრალია, კიდე კაცმა არ იცის.
თუ შეყვარებულმა მიგატოვა ...
ორი ადამიანი ერთად იყო, უყვარდათ ერთმანეთი, ახლა აღარ არიან ერთად. ფაქტი არის ასეთი.
იცით, მე მიმატოვა. მიმატოვაო - თუ გაიფიქრეთ, ცუდად გახდებით, აბა რა? თქვენ რომ წახვალთ, მე რომ გავიფიქრო, რომ მიმატოვეთ, როგორ ვიქნები?
ავიღოთ მეორე სიტყვა, რომელიც იგივე ფაქტის აღმნიშვნელია - დავშორდით. ხედავთ? ახლა ცუდად აღარ ვარ, ვიყავით ერთად და დავშორდით.
გინდათ უკეთესად ვიყოთ? "თავისუფალი ვარ" - ერთიდაიგივე ფაქტზე სამი სხვადასხვა კომბინაცია წინადადების, გვაძლევს სხვადასხვა ემოციებს.
ვიღაც იკითხავს - თავი უნდა მოვიტყუოთ?
- თქვენთან უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც თავად უნდა თქვენთან ყოფნა. ვინმე არის ამის წინააღმდეგი? გინდათ ადამიანი თქვენ გვერდზე, რომელსაც თავად არ სურს თქვენთან ყოფნა?
- მეორე - ის ადამიანი, რომელსაც თქვენთან არ სურდა ყოფნა, წავიდა. შეეძლო წასულიყო 2 წლის მერე, ანუ 2 წელი ტყუილად დაგაკარგინებდათ დროს, ხომ სწორია? წამსვლელი მაინც წავიდოდა. ე.ი. რაც ადრე წავა, მით მეტი დრო გრჩება შენი თავისთვის და რაღაცების გააზრებისთვის.
ყველა ვარიანტში, ყველა ლოგიკით, უნდა გახსნა შამპანური და იყვირო - "თავისუფალი ვარ"
ბავშვი - მოვლენა
იცი რა ხარ შენ? - ეს სამკუთხედი ხარ, ამ გვერდზე წერია რომ მთელს ქვეყანაზე ხარ მოვლენა. შენ მოევლინე ამ ქვეყანას. მეორეზე წერია, რომ შენ შენი გზა მოიტანე, შენი ბილიკი. შენი მისია, შენი დანიშნულება გაქვს გულში, სულში. ეს უნდა ამოიკითხო შენში. ვერავინ ვერ გეტყვის რა არის ეს, შენ უნდა თვითონ მოძებნო შენს თავში. მესამე ის არის, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია, შენს სულს ყველაფერი შეუძლია, შეზღუდვა სულისთვის არ არსებობს. მარტო სხეულო თუ შეზღუდავს სულის ნებას. როგორც აზრი გაფრინდება ცისკენ, ისე შენი სხეული ცისკენ ვერ გაფრინდება. სხეული გზღუდავს.
აი ესენი არიან თქვები ბავშვები - მოვლენები. თუ ბავშვი მოვლენაა და თუ თავისი გზით მოვიდა, თავის თავში უკვე ეს გზა ჩადებულია და თუ მას უკვე ყველაფერი შეუძლია, როგორ უნდა მოვექცეთ ამ ბავშვს? როგორ? ბრძანებებით? - არ შეიძლება. მაშ როგორ? - თანასწორობით. აი მე დიდი ვარ მართალია, ის პატარაა. დიდს დიდი გამოცდილება აქვს, ნაკითხობა აქვს, ცხოვრება გავლილი აქვს უკვე დიდი. პატარა მონდობილია ამ დიდზე, მაგრამ ჩვენ არც კი უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მე დიდი ვარ და შენზე მეტი ვიცი. უნდა გავუტოლო თავი.
თუ არ გამოგივიდა, ე.ი. არ გდომებია
ირაციონალური არის, რომ აიკვიატებს ვიღაცა რაღაცას და ვერ ეშვება სანამ ბოლომდე არ მიაღწევს ყოველგვარი რაციონალური ლოგიკის გარეშე და ის გამოდის ხოლმე მერე კარგი.
- აკვიატებაც არის და აკვიატებაც, რაღაც, რომ აგეკვიატება და მეორე დღეს მიხვდები, რომ არ არის სინამდვილეში ის რაც გინდა. შენ თავს რას ეუბნები ესეთ დროს?
სანამ არ მიაღწევ, თუ შეეშვი ესეიგი არ გდომებია. ეხლა ამერიკაში წასვლაზე მეკითხებოდნენ, მასკის პროგრამაზე პირველ წელს, რომ გავაგზავნე საბუთები, არ მომივიდა პასუხი, მეორე წელსაც არ მომივიდა პასუხი, პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. არც ოფიციალური, არც არაოფიციალური, უბრალოდ ეთქვათ კაცო.
როცა დროის ფაქტორი შენზე მოქმედებს, ადამიანური გონების ხაფანგია, რავიცი ეხლა სამი წელია ვცდილობ და არ გამომივიდა, ესეიგი არ ყოფილა... შევეშვები... თუ არ გამოგივიდა ესეიგი არ გდომებია, იმიტომ, რომ მანდ თუ გაქვს ე.წ. Plan B, ეს უკვე გონების პროდუქტია. თუ გაქვს, რომ მანამ სანამ არ მივაღწევ, ეს გასაგებია, რომ გვახასიათებს ჯიუტ და აკვიატებებით სავსე ადამიანებს, როგორიც ვიყავი ბავშვობაში და ვარ.
ამპარტავნება ცოდვათა დედაა
რატომ არის ასკეტურ ლიტერატურაში განსაკუთრებით ხაზგასმული, რომ ამპარტავნება ცოდვათა დედაა, რაღაცა მშობელია, აქედან მოდის ყველა საშინელება. იმიტომ, რომ ამპარტავნებას აქვს ერთი ძალიან საინტერესო თვისება, არავითარ შემთხვევაში შენზე უპირატესს არ დაგანახებს, სულ შენ ხარ სხვაზე დიდი. ეს მართლა ასეა თუ არა, ამას თავი დავანებოთ.
ამპარტავნება, როგორც წესი არ გაძლევს საშვალებას, არ გაძლევს უნარს, რომ შრომისმოყვარეობით, პატიოსანი გზით რაღაცა გადალახო, არა იმას უნდა აჯობო, რადაც არ უნდა დაგიჯდეს.
ამ დროს მიმართავ შენს ღმერთს და შენი ღმერთი ოქროა ამ შემთხვევაში. ამ ოქროს აბანდებ ისევ დიდების მოყვარეობის განვრცობაში, და იწყევა ტრაგედია.
არ გვინახავს, არ განგვიცდია, როცა წუთიერად ბედნიერად ვიგრძნობთ თავს და გაქრა აღარ არის, რაღაცამ გააქრო, რაღაცა პრობლემა გაგახსენდა, გაიხედე და ვიღაც დაინახე ისეთ მდგომარეობაში... გაქრა აღარ არის ეს ბედნიერება.
ამიტომაც, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა იმ ბედნიერებაზე, რომელიც მიდის და მოდის , არამედ იმ ბედნიერებაზე რომელიც მოდის და აღარ მიდის. ამ ბედნიერებაზე გვესაუბრება იესო ნაზარეველი.
მარიხუანაზე დამოკიდებულის ისტორია
დადიან წამალზე დამოკიდებული ტიპები, რომლებმაც სთხოვეს, რომ იქნებ დაგვანებებინოთ თავი. ნუ მაგალითად ავიღოთ მარიხუანა, იმიტომ, რომ კლინიკური სურათი ხანგრძლივი მოხმარებისა, მერე სერიოზულ პრობლემებს უქმნის თვითონ.
ხოდა დავანებეთ ბატონო თავი, კარგად მიდის საქმე, რვა თვეა მშვენივრად არის, ყმაწვილი კარგად არის, მირეკავს ყველაფერი კარგად არის და უცებ აღარ მირეკავს, ესეიგი რაღაც ქნა. დავურეკე და მითხრა ხო, მივქარეო. კარგი მოდი და დავილაპარაკოთთქო... იცი რა, იმ წრეში აღმოვჩნდიო ვისთანაც ადრეო... და რა გაიფიქრე თქო? აი ამდენი ხანი ხო ყველაფერს კარგად ვაკეთებ და ხო შეიძლება ერთხელაც ჩემს თავს პატივი ვცეო. ნახე რა შემოგიგორა, პატივი ვცე. ძალიან კარგად შეგიფუთა, რომ გააკეთო. აბა ეს გაეფიქრა, ერთხელაც დავაზიანებ ჩემს თავს. არა, პატივი ვცე, საჩუქარი გავუკეთო, დავიმსახურე.
შენ თუ შენს ფიქრებ მართავ, ეგრევე გადაასწორებ, მოიცა ეხლა რა პატივის ცემაა, ადამიანთან მივედი, დავანებებინე თავი, რვა თვეა მშვენივრად ვარ და ეს არის პატივისცემა რასაც ეხლა ვაკეთებ? ჩვენ არ ვაკეთებთ ნაბიჯებს, რომელსაც არ მოვურიგდებით ჩვენს თავს რატო ვაკეთებთ.
პოლარულობის თეორია - მარცხის მნიშვნელობა
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მცირე მარცხი მაინც განიცადო ადამიანმა? რას გაჩვენებს ეს მარცხები?
პოლარულობის თეორიის მიხედვით, ჩვენ ვიცით გამარჯვება რა არის, იმიტომ რომ ვიცით მარცხი. მარცხი რომ არ ვიცოდეთ რა არის... მოკლედ დღე და ღამე, დღე არ გვეცოდინებოდა რა არის, რომ არ არსებობდეს ღამე, სულ დღე იქნებოდა. შესაბამისად ახალი არაფერია არ არის ამაში, თუ ვიტყვი, რომ, მარცხი წარმატების საპირისპირო მხარეს კი არ დგას, არამედ, ამის შემადგენელი ნაწილია, მარცხის შიში, რაც გვჩვევია, ეს ადამიანური შიშია და ბევრი რამის შიშია: იქ სოციალური შიში, რომ რას იტყვის ხალხი. იქ , რომ არ გამომივიდეს, ტყუილად ხომ არ დავკარგე ამდენი დრო.
მოკლედ ბევრი ტიპის შიში არსებობს, რასაც ფსიქოლოგიურად შეიძლება დავარქვათ მარცხის შიში. ნებისმიერი დოზით და ნებისმიერი ფორმით. მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ ვიცით, ვიღაცეების მიღწევები და არ ვიცით იმის უკან რა იდგა, და არ არსებობს იმის უკან არ იდგას საშინელება, ე.წ საშინელება, გათენებული ღამეები, უარყოფა, დეპრესია. ხელის ჩაქნევა და მერე ისევ ... მოკლედ ბევრი ასეთი რამ.
ამიტომ ეს ორი განუყოფელი რამ არის ერთმანერთისგან.
რატომ მოგვწონს ცუდად ყოფნა?
შეიძლება, შენ გჭირდებოდეს მტკიცება იმისა, რომ ცუდად ხარ, იმიტომ, რომ ცუდად ყოფნას ფქისოლოგიურად მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე კარგად ყოფნას. იცით თქვენ თუ არ იცით?
ახლა აგიხსნით რატომ: ცუდად რომ ვარ, წყალი უნდა მომიტანოთ თქვენ, თან უნდა მეფეროთ. კიდევ, უნდა მომიკითხოთ, იმიტომ, რომ თუ არ მომიკითხავთ, დაგცოფავთ ეგრევე. კარგად რომ ხართ, ყველა რომ თქვენ გავალებთ არ დაკვირვებულხართ?
თუ ტყუილი მინდა, ცუდად ყოფნა ჯობია მოვიტყუო, ვიდრე კარგად ყოფნა. კარგი ბატონო, ნუ მოიტყუებ შენ თავს და იყავი ცუდად. მე მოვიტყუებ თავს და აგერ გოგონა რომ არის გვერდით, ვეცეკვები, შეიძლება? შენ გვიყურე შორიდან დაბღვერილი. ასეთი ადამიანი ყველა ვარიანტში წააგებს, ცხოვრებასაც წააგებს და ჩემთანაც წააგებს.
დარწმუნებული ვარ, რომ რა მდგომარეობაც გვინდა, იმ მდგომარეობას მივიღებთ ჩვენ. მინდა ვიქნები ბედნიერი, მინდა არ ვიქნები.
სწორად ურთიერთობა საკუთარ თავთან, არის მნიშვნელოვანი. ჩვენზეა დამოკიდებული როგორ დავაწყობთ და შევხედავთ რაღაცას და რანაირი ცხოვრება გვექნება. ამ კონცეფციებზეა დამოკიდებული. არავითარ ქონებაზე არ არის დამოკიდებული როგორ ვიგრძნობ თავს.
არ შემიძლია
ყველა სიტყვა ხატებთან და ემოციებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვიცით ხოლმე რაღაც სიტყვების წამოსროლა, რომლებსაც საერთოდ არ ვაკონტროლებთ, რა ვთქვით ახლა.
მაგალითად სიტყვა - "არ შემიძლია".
- კინოში წამოხვალ? - არ შემიძლია.
- აუ, იმ კაცის დანახვა არ შემიძლია.
- გაიტანეთ ახლა ეს, არ შემიძლია,..
დღის განმავლობაში თქვენი "არ შემიძლია" არის ემოციური დარტყმა თქვენ თავთან, რომ უსუსურები ხართ და თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ ამდენი "არ შემიძლია"-ს თქმით.
ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ,..
კინოში წამოხვალ? - "არ შემიძლია" არა, არამედ - "არ მინდა".
ახლა მეტყვით, რომ ცუდი ფორმაა, კინოში დაპატიჟების შემდეგ"არ მინდა" რომ ვუთხრათ.
კარგი, უკეთესი ფორმა: - კინოში წამოხვალ? - საქმეები მაქვს, თორემ წამოვიდოდი,.. სიამოვნებით, მაგრამ სხვა დროს - თუ უფრო ზრდილობიანი ფორმა გვინდა.
"არ შემიძლია" რა უბედურებაა? ძალიან კარგადაც შეგიძლიათ. შეყვარებული არ გყოლიათ? აბა გითხრათ წამოდი კინოშიო,.. სამსახურსაც მიატოვებ, უფროსსაც ჩაარტყამ, ისე გახვალ სამსახურიდან...
"არ შემიძლია" ისედაც არასწორია და შენ თავსაც კიდევ უფრო ასუსტებ. რასაც ვამბობთ, ვთქვათ სწორად, ფსიქიკისთვის სწორად გასაგებად
არ ვაფასებთ თანამედროვე წარმატებული ქართველებს
ჩვენ ქართველებს არ გვევასება თანამედროვე ქართველები, განსაკუთრებით წარმატებულები. კონსტანტინე გამსახურდია გვეუბნებოდა, ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.
ანუ ვინც გამოხვალთ ხაფანგიდან, ეს საშიშროება გვაქვს. თუმცა ის პოტენციური ჯილდო, რომელიც შეიძლება მიიღოთ, გაცილებით დიდია, ვიდრე ეს საშიშროება.
პოტენციური ჯილდო კი არის შემდეგი, ორის - სამი საუკუნის მერე თიბისის მხარდაჭერის პროგრამა მოიწვევს ვიღაც ტრენერს, რომელმაც შეიძლება, გარანტირებული არ არის, მაგრამ შანსია, რომ თქვენი სახელი და ასევე გვარიც ახსენოს ვიღაცა უცხოელი სტივ ჯობსის გვერდით, შეიძლება, მემგონი ასეთი დიდი პოტენციური ჯილდოსთვის ღირს გარისკვა.
ერთი სიტყვით ვინც ხაფანგში დარჩებით გისურვებთ სასიამოვნო კომფორტს და ვინც გამოხვალთ ხაფანგიდან, როგორც დავით სარაჯიშვილზე გაზეთი ზაკავკაზიე წერდა, რომ ესეთი ადამიანები თვითონ ჰქმნიან თავიანთ ბედსა. ვინც ხაფანგიდან გამოხვალ გისურვებთ სასიამოვნო დისკომფორტს.
ნოეს დღეები / რწმენა და სიწმინდე
ნოეს დღეებზე რატომ ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ, მაცხოვარი გვეუბნება, რომ თავის მეორედ მოსვლას ადრის ნოეს დღეებს. და თუ არ ვიცით რა არის ნოეს დღეები, შეიძლება გავეკიდოთ პასპორტებს, ჩიპებს და დრო დავკარგოთ რაღაცეებში, ისეთში რაშიც არ უნდა ვკარგავდეთ წესით დროს.
ნოეს დღეები დახასიათებულია ორი ნიშნით. ერთი არის ურწმუნოება და მეორე არის საყოველთაო გარყვნილება.
აი ამ გარყვნილების მიზეზზე ზუსტად ერთ მუხლში საუბრობს წმინდა წერილი. ეს არის ის რომ, ის ცივილიზაცია, რომელიც ღირებულებითად მოწოდებულია იყოს სიმაღლეზე, ამ ცივილიზაციაში მრავლდებიან გარყვნილი დედები ანუ დედა აღარ დარჩა შვილის აღმზრდელი. ქალი აღარ დარჩა რომელიც სიწმინდეს შეინახავდა, ერთი ნოეს ოჯახია დარჩებილი და კატასტროფული კატაკლიზმები დაატყდა მთელს სამყაროს თავს, მაცხოვარი ამაზე საუბრობს, რომ ეს ორი რამე; სიწმინდე, რწმენა - ეს ორი აღარ იქნება.
ამ ორის არარსებობიდან ქალზე როცა გვაქვს საუბარი აუცილებლად ეს მიზანი მიიღწევა, სწორედ მაშინ როდესაც ეხები რაღაცა საცავს, საგანძურს, რაღაც საოცრებას, როგორიც არის დედა, პატიოსანი წმინდა დედა, ამაში ძაან დიდი საიდუმლო დევს.
უსაქციელობის "გაპრავება"
მე, პირველ 40 წელიწადში მოვახერხე და ჩემი საყვარელი ხალხი მივატოვე, მამაჩემი, დედაჩემი, ბებიაჩემი,.. არ მინახავს მე მგონი, არ მახსოვს... ტელევიზორში პრეზიდენტებს უფრო ხშირად ვნახულობდი, ვიდრე ბებიაჩემს.
როგორ შეიძლება, რომ ესეთი რაღაც საერთოდ არსებობდეს ბუნებაში. როგორ უნდა დაგარწმუნოს ვიღაცამ, რომ ეს თამაში ისეთი დიდი თამაშია, ისეთი უთამაშესი, რომ ბებიაშენს ურჩევნია, რომ არ ნახო, ოღონდ კი ეს თამაში ითამაშო.
აი ეს არის ისეთი დიდი ტყუილი, რომ მეტი არ შეიძლება. ოღონდ ბებიაშენი გიდასტურებს. გეუბნება, რომ შენ ძალიან დაკავებული ხარ, ჩვენ ყველანი. ამაყობთ იქ, ბოლნისში, შენ რომ არასდროს არ მოდიხარ ბოლნისში.
ტყუილია ეს ყველაფერი. შენ გიკეთებენ გულს. მიხვდნენ, რომ მაგარ მუღამში ხარ და არ უნდათ, რომ ტვირთად დაგაწვნენ და გქაჩონ იმ ბოლნისში, და "გიპრავებენ" ამ შენს უსაქციელობას ასე ვთქვათ. დედაც "გაგიპრავებს, მამაც და ზოგადად, ყველა.
ამას თუ გაარჩევ, მაგარი იქნება. შენი შვილები ამხელა არასდროს აღარ იქნებიან. შენთან დროის გატარება აღარ ენდომებათ. თუ ენდომებათ, სულ სხვანაირი და თვისობრივად განსხვავებული დრო იქნებოდა, რომელიც მაშინ შეიძლებოდა გატარებულიყო
წარმატების ფორმულა
რა მთავარი და მნიშვნელოვანი თვისებები უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა, იმისთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას, ნებისმიერ საქმიანობაში?
- უნდა ყავდეს კარგი წრე აუცილებლად. გამოთქმაა ესეთი: თუ ოთახში ყველაზე ჭკვიანი ხარ, იმ ოთახიდან გაიქეცით, იმიტომ რომ იქ ვერაფერს ვერ ისწავლითო, ანუ ადამიანs სჭირდება თავისზე ჭკვიანი და თავისზე ყოჩაღი ხალხი გარშემო, რომ გაიზარდოს და განვითარდეს. ეს არის ფორმულის ერთი ინგრედიენტი ასე ვთქვათ. მეორე არის დისციპლინა, მოტივაცია ყოველთვის არ იქნება, მთელს ცხოვრებას მოტივაციაში ვერ გაატარებ და შუალედებში უნდა დაგეხმაროს დისციპლიდა და მერე ამას ყველაფერს, მგონი კრავს, დიდი იდეა, რომელიც მე მგონია, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებას უნდა გასდევდეს. ყველა ადამიანმა უნდა მიაგნოს, რისთვის მოვიდა. და მე ძალიან მომწონს ეს გამოთქმა, რომელიც ინგლისურად ასე ჟღერს: You're born an original, don't die a copy - შენ გაჩნდი უნიკალური, ორიგინალური და არ მოკვდე ასლად, აი ეს არის ჩემი აზრით, რომ ყველა ადამიანმა თავისი ხაზი ამ ცხოვრებაში უნდა იპოვოს, ოჯახში იქნება ეს, ვენახში, ეთერში, წიგნის წერასთან თუ დაზგასთან, მოკლედ ეს ხაზი უნდ აიყოს, რომელიც მთელს ცხოვრებას გაზდევს.
21 დღეში როგორ ვისწავლოთ დროის მართვა
დროის კონტროლი ნიშნავს რას? იწყებ ხვალიდა, 24 სააღი გაქვთ მოცემული, ამ 24 საათში წერთ რაც აკეთებთ საათში. უკუღმა კი არა, რა საქმე მაქვს 11 საათზე.. არა.
ვთქვათ 9-ზე დგები, 9 დან 10 მდე აბაზანა და რაღაცა, 11ზე -ყავა, 12-ზე წავედი უნივერსიტეტში, 2 მდე ლექციები... ვწერთ დაძინებამდე და რასაც წერთ იმას აკეთებთ. თუ გინდათ დაწერეთ 10-დან 6 საათამდე ვგდივარ და არაფერს არ ვაკეთებ, ოღონგ გააკეთეთ.
ამით თქვენ განცდა გაქვთ რომ დროის კონტროლი თქვენია, მერე შენ თავს აჩვევ, რომ რასაც ამბობ იმას გააკეთებ, არავითარი ნებისყოფა აღარ დაგჭირდება.
ამისთვის დაგჭირდებათ 21-22 დღე ზედიზედ, ცოტა თავს ძალა დაატანოთ და ეს გააკეთოთ. 21 დღის მერე ეს გადავა მოთხოვნილებაში და თქვენ უკვე იცით, რომ რასაც იტყვით, იმას აკეთებთ. რაც გინდათ ჩაწერეთ, ოღონდ რასაც ჩაწერთ ის გააკეთეთ.
რატომ 22 დღე? -განვმარტავ, მარტივი ჩვევის ჩამოყალიბებას სჭირდება 20-22 წარმატებული გამეორება, საშვალო სირთუ;ოს ჩვევის ჩამოყალიბებას სჭირდება 60 დღე და რთულისას 100-105 წარმაყებული გამეორება. ეს ნიშნავს რომ თუ თქვენ 5 დღე მოახერხებთ ამას და მეექვსე დღეს ვერ მოახერხდებთ, თავიდან უნდა გადამითვალო 21 დღე. ანუ ნებისმიერი ამოვარდნა გინულებს წინას.
არ არსებობს ტკივილი, რომლის მერეც არ მოდიოდეს შვება და არ არსებობს უიმედობა ...
ჭრილობების ან ტკივილების მოწინააღმდეგისთვის დანახვება არ არის წესი, ლელო ბურთშიც მაგას მასწავლიდა ნათლიაჩემი - ბათუ კევლიშვილი და ესე გავიზარდეთ ჩვენ.
მაგრამ, როცა დილის 4 საათზე, ოთხზე დგახარ და შუბლის კუთხით, ლოგინის კუთხეს ეყუდები, იმიტომ, რომ გეჩვენება, რომ აი მაგ მომენტში, მაგ პოზაში, ცოტა უფრო ნაკლებად იტანჯები ტკივიკისგან, აი მანდ არის ეს სიახლოვე სიკვდილთან.
პრინციპში არაფერს არ ფიქრობ და მარტო უფლის სახელს იხსენებ, თუ ვთქვათ მორწმუნე ხარ, როგორც მე ვცდილობ ვიყო. და ეს სინათლე, ნუგეში, რაღაც საოცარი შვება, არის ყველაზე დიდი სიხარული.
პრინციპში უძლურის დღიურის წერაც მაგიტომ დავიწყე. მივხვდი, რომ ძალიან სასიხარულო ამბავი მაქ ყველასთვის, ვინც, ჯვარი წერია ყველას, მომავალში გახდება ცუდად ან ეხლა არის ცუდად, ღმერთმა ყველას უშველოს.
ეს ამბავი არის ასეთი: არ არსებობს ტკივილი, რომლის მერეც არ მოდიოდეს შვება და არ არსებობს უიმედობა, რომლის იქითაც არ იყოს იმედი.
და ეს დღიურიც მაგიტომ დავიწყე, რომ კი არ ჩავციკლულიყავი, აი ამ ჩემ დამანგრეველ, დამახეიბრებელ ორ დაავადებაზე, ორივე სასიკვდილო... არამედ რაღაცა ისეთი მეკეთებინა, რაც სხვებსაც გამოადგებოდა.
"ყველამ თქვა" / ექსპერიმენტი
არის ასეთი ექსპერიმრნტი, ფსიქოლოგი აშის მიერ ჩატარებული, რომ სხვადასხვა სიგრძინს მონაკვეთებს აჩვენებენ ცდისპირებს და აქედან 5 ცდისპირი არის წინასწარ გაფრთხილებული. ნამდვილი ცდისპირი არის ერთი, მეექვსე ვთქვათ. ეს მონაკვეთი პირობითად, რომ ვთქვათ, არის 25 სანტიმეტრის სიგრძის, 8 სანტიმეტრის და 2 სანტიმეტრის, A, B და C და ცალკე აღებული აქვთ 8 სანტიმეტრიანი სიგრძის მონაკვეთი და ამ 5 ადამიანს, რომელიც წინასწარ არის გაფრთხილებული ეკითხებიან, რომ - აი ეს 8 სანტიმეტრიანი სიგრძის მონაკვეთი, A-ს ტოლია, (25სმ) B-ს (8სმ), თუ C-ს (2სმ)? წინასსწარ გაფრთხილებულები ამბობენ, რომ A-ს ტოლია, ანუ 25 სმ სიგრძის მონაკვეთის, მეექვსე ანუ ნამდვილ ცდისპირს, რომ ეკითხებიან: რომლის ტოლია? ისიც იგივეს ამბობს: 25 სმ. სიგრძის მონაკვეთისო.
აი ამის შემდეგაა საინტერესო ექსპერიმენტის მიმდინარეობა. ეკითხებიან: აი შენ ხომ ხედავ, რომ ეს მონაკვეთი, A მონაკვეთის სიგრძის ტოლი არ არის, რატომ ამბობ? -რა ვიცი, ყველამ თქვა. აი ეს "ყველამ თქვა" არის ავტომატური კომენტარი, ეს თავისუფლებიდან გაქცევაა, არ ვიღებ მე ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, რომ ეს მონაკვეთები მაინც შევადარო. აი ხომ ელემენტარულია? ამ პასუხისმგებლობას გავურბივარ.
პერფორმანსი - ექსპერიმენტი | სტრუქტურული აზროვნება
ფერფომანსი, ის შოუ, რომელსაც ის დგამს, როდესაც ყველა მომსვლელს ეუბნება, რომ აი მე ვდგავარ თქვენს წინაშე, შიშველი და რაც გინდათ გააკეთეთ, როგორც გინდათ მომექეცით, და საბოლოო ჯამში დასისხლიანებული, დასერილი და ნაცემი წამოვიდა, დღის ბოლოს იმ თავისი ფერფომანსიდან. როგორც კი იმ უმწეო მდგომარეობას, მორჩილებას სთავაზობ ვინმეს, ესეც ძალიან საინტერესო თემაა განსახილველად, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ თუ ვიქმნებით ჩუმად, არ გავაღიზიანებთ მტერს, მტერი აღარ დაგვსჯის. თუ კარგად მოიქცევი არ დაისჯები, ესეც ჩვენი საბჭოთა თვისება. ამ დროს კარგად, კი არ უნდა მოიქცე, სულ უნდა მოქმედებდე, უბრალოდ ჭკვიანურად უნდა მოქმედებდე. თუნდაც ამ ექსპერიმენტით, ამ ფერფომანსითაც დასტურდება, რომ შენ რამდენი კარგად მოიქცევი, მით უფრო მაგრად ჩაგარტყამენ თავში, დასასრული არ ექნება იმას, რამდენსაც შენგან მოითხოვენ, ესეიგი კარგი ქცევა რა არის, ჯერ ამაზე ბევრი მსჯელობა არის გასამართი და საერთოდ როგორი უნდა იყოს ეს ქცევა, როგორ უნდა დავარქვათ სახელი, დღეს ვინა არის ჩემი, პირველი, მეორე, მესამე მტერი. ჩემ თავში რა არის ჩემი პირველი მტერი, მეორე მტერი. აი ეს სტრუქტურული აზროვნება, უმნიშვნელოვანესია.
ნათია ფანჯიკიძე
არტ-თერაპია ეს, შესაძლოა იყოს, როდესაც ჩვენ ინდივიდუალ დონეზე ვმკურნალობთ პაციენტს ან პაციენთა ჯგუფს, სხვადასხვა ტიპის პრობლემით ვინც არის შეწუხებული და შეიძლება ასევე იყოს საზოგადოებრივიც.
საზოგადოებრივი ხელოვნება ძალიან სპონტანურად, თვითონ აღმოცენდება ხოლმე. 9 აპრილის ტრაგედია რომ მოხდა მთელი რუსთაველი გაივსო ყვავილების ზღვით, სანთლებით. თავისთავად შედგება ხოლმე, ბუნებრივად, რიტუალი, სადაც მთლიანი საზოგადოება თვითგანკუნებას, ვალის მოხდას ემსახურება. გეგონება შეთანხმებულები არიანო, ისეთი რიტუალური ქცევა აღმოცენდება ხოლმე, იმწუთას.
მე მაგალითად ვხუმრობდი, პირველად რომ გამოგვკეტეს პანდემიის დროს, რომ ეხლა აუცილებლად გვჭირდება საზოგადოებრივი ხელოვნება, ყველანი გამოვიდეთ, ჩვენი ჩუსტები მოვიტანოთ და გიგანტური ჩუსტი ავაწყოთ ბევრი ჩუსტით და მემორია¬¬ლი მივუძღვნათ აი ამ ამბავშთქო. რა თმა უნდა მე ვიხუმრე და ამის ორგანიზება არ დამიწყია მაგრამ, სინამდვილეში ეს იქნებოდა იუმორით გამართული ეგტეთწოდებული Community art, საზოგადოების განმაკურნებელი, რომელმაც რაღაც ეტაპი დაასრულა, რაღაც ეტაპს წერტილი დაუსვა, რაღაც ეტაპი გამოიგლოვა ან აღწერა, მდგომარეობა აღწერა ხელოვნებაში.