ციტატები, გამონათქვამები

მოკლე

მიზანი თუ არ არის, არც გამარჯვებაა. რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო დიდია გამარჯვება.
დიდ მიზნებს რომ ვეტანები, დიდი ძალები მჭირდება და უფრო ძლიერი ვხდები. პატარა მიზნებს რომ ვეტანები, იმ დონისა ვხდები, რა ძალებსაც ვხარჯავ.
აღმოსავლური ანდაზა - ჩვენ იმ ძალებს ვიძენთ, რასაც გადავახტებით

შალვა ამონაშვილი
მიზანი თუ არ არის, არც გამარჯვებაა. რაც უფრო დიდია

ქართული ბალადისა არ იყოს - "იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა, წავიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისაო".

აი ასეთი დედობაა დედობა, და არა ის, რომ ჩემი შვილი შენ შვილსა სჯობდეს

შალვა ამონაშვილი
ქართული ბალადისა არ იყოს - "იქნება ვეფხის დედაი

თუ ჩვენ ბავშვებს კონკურსებში, ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის წავაქეზებთ და გამარჯვების ჟინს ჩავუნერგავთ, ამან შეიძლება გამარჯვება ასწავლოს, მაგრამ იქვე ასწავლოს ეგოიზმი, შური, სიძულვილიც კი და მტრობაც ჩაუსახოს ბავშვს.
აბა გადახედეთ სპორტსმენებს, უყვართ ერთმანეთი?

შალვა ამონაშვილი
თუ ჩვენ ბავშვებს კონკურსებში, ოლიმპიადებში

აღზრდაზე დიდი თვითაღზრდაა, როცა საკუთარ თავს შენვე დაუწყებ გამოჩორკნას. თუ ჩვენ საკუთარი თავის აღზრდით დავკავდებით, რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია ანგელოზების დონემდეც კი ავმაღლდეთ. შეგვიძლია გავხდეთ კეთილი ბუნების ადამიანები, რომლებისგანაც სიკეთე და დადებითი ემანაცია მოდის

შალვა ამონაშვილი
აღზრდაზე დიდი თვითაღზრდაა, როცა საკუთარ თავს შენვე

თუ მშობელმა რაღაცა დაგაკლოთ აღზრდაში, მიაშველეთ ამას თვითაღზრდა.
მშობელს შეიძლება შეეშალა, ან არ იცოდა, ან დრო არ ჰქონდა, ან პურის ფული უნდა ეშოვა,... მაგრამ სიცოცხლე ხომ მოგცა.
გამოასწორე!

შალვა ამონაშვილი
თუ მშობელმა რაღაცა დაგაკლოთ აღზრდაში, მიაშველეთ

მივიღოთ დამარცხება, როგორც მომავალი გამარჯვების პირობა, და გამარჯვება, როგორც მომავალი დამარცხების პირობა. იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს

შალვა ამონაშვილი
მივიღოთ დამარცხება, როგორც მომავალი გამარჯვების

რას მოაქვს ბედნიერება?

როცა გაიმარჯვებს საკუთარ თავზე, ბედნიერი გახდები. თურმე, ადამიანს შეუძლია საკუთარ თავს ფლობდეს.
დააკვირდით თქვენ თავს, ფლობთ საკუთარ განცდებს? გაქვთ იმის ნებისყოფა, რომ ის აკეთოთ რაც საჭიროა, და არა ის - რაც გინდათ?
ეხლა რომ რაღაცები გვინდა, შეიძლება ესენი ზედმეტი იყოს, უფრო დიდი წინ გველოდებოდეს და დროს კი სხვა რამეში ვხარჯავდეთ. არადა ის, რაც წინ გველოდება, ეხლა უნდა ვთესოთ. რასაც დავთესავთ, ის არ უნდა მოვიმკათ? მაგრამ, თესვა რომ გვეზარება? ამრიგად, მოსამკელიც შეიძლება აღარ გვქონდეს

შალვა ამონაშვილი
რას მოაქვს ბედნიერება?

ყველაზე დიდი გამარჯვება, ფილოსოფოსებს აქვთ ნათქვამი, საკუთარ თავზე გამარჯვება არისო

შალვა ამონაშვილი
ყველაზე დიდი გამარჯვება, ფილოსოფოსებს აქვთ

მშობელი უნდა იყოს შრომაში, საქმიანობაში, ოჯახთან ურთიერთობაში გამარჯვებული, რომ ასეთი გამარჯვებულის განცდა მიანიჭოს ბავშვს

შალვა ამონაშვილი
მშობელი უნდა იყოს შრომაში, საქმიანობაში, ოჯახთან

თქვენ უნდა გაიმარჯვოთ აღზრდაში, რათა თქვენმა შვილმა გაიმარჯვოს ცხოვრებაში

შალვა ამონაშვილი
თქვენ უნდა გაიმარჯვოთ აღზრდაში, რათა თქვენმა

საუკეთესო საჩუქარი შვილისთვის

- გინდათ ბავშვს თქვენი თავი აჩუქოთ? აჩუქეთ თქვენი სრულყოფილება, თქვენი ზრუნვა, რომ თვითონ გახდეთ მისაბაძი, იშვიათი კულტურის მატარებელი.
შვილისთვის საუკეთესო საჩუქარი თვითონ მშობელია

შალვა ამონაშვილი
საუკეთესო საჩუქარი შვილისთვის

ახალგაზრდობაში ვერ ვგრძნობთ ხოლმე დროს. გვგონია, რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს.
ყოველ წუთს, საათსა და დღეს დიდი მოფრთხილება სჭირდება

შალვა ამონაშვილი
ახალგაზრდობაში ვერ ვგრძნობთ ხოლმე დროს. გვგონია,

დედის გული, თუ მართლაც უნდოდა დედას ბავშვი, სიბრძნით არის სავსე, და ეს სიბრძნე არასდროს არ გიღალატებთ ბავშვის აღზრდაში

შალვა ამონაშვილი
დედის გული, თუ მართლაც უნდოდა დედას ბავშვი,

ყველა ბავშვს თავისი თანდაყოლილი ნიჭიერება მოჰყვება.
ჩვენი ვალი რაღაა? - ეს ნიჭიერება განვუვითაროთ, გავუღვიძოთ, გავუძლიეროთ, ხელი შევუწყოთ, გასაქანი მივცეთ

შალვა ამონაშვილი
ყველა ბავშვს თავისი თანდაყოლილი ნიჭიერება

ზოგიერთი რაღაცა, რაც არ გამოგდით, შეიძლება დამარცხებად მიიჩნიოთ. თუმცა ამ დამარცხებაში გამარჯვება იბადება. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გამარჯვებული ვიყოთ, იმის მიხედვით, თუ როგორ შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას

შალვა ამონაშვილი
ზოგიერთი რაღაცა, რაც არ გამოგდით, შეიძლება

თუ გულწრფელად დიდ ინტერესს გამოიჩენთ შვილის ინტერესების მიმართ, მერე ისინიც დაინტერესდებიან თქვენით და ასე შესაძლებელია შვილთან მეგობრობის ჩამოყალიბება

შალვა ამონაშვილი
თუ გულწრფელად დიდ ინტერესს გამოიჩენთ შვილის

ბავშვის ზედმეტი კონტროლი ძალიან უშლის ხელს მასთან დამეგობრებას

შალვა ამონაშვილი
ბავშვის ზედმეტი კონტროლი ძალიან უშლის ხელს მასთან

ამ ხნის კაცი თუ მე ჩემ თავს ვზრდი, ჩემზე ახალგაზრდებმა რატომ არ უნდა გაზარდოთ თქვენი თავი, რათა მერე თქვენმა შვილებმა კარგი მაგალითი აიღონ თქვენთან?
ზარდეთ თქვენი თავი. თავშეკავება ისწავლეთ, დათმობა და დახმარება ისწავლეთ, თქვენ შვილებთან მეგობრობა ისწავლეთ. ალერსი და სიყვარულის ნაირფერი გამოვლენა ისწავლეთ. ეს ყველაფერი არც კი მოსთხოვოთ ბავშვს, თუ ჯერ თქვენ არ ისწავლით. ის დამნაშავე არ არის

შალვა ამონაშვილი
ამ ხნის კაცი თუ მე ჩემ თავს ვზრდი, ჩემზე

თუ მშობელი ჩივის შვილის საქციელზე, ხოლო თავის ქცევებს არ აანალიზებს, თუ რამდენად სწორად იქცევა თვითონ ბავშვთან, ასეთ შემთხვევაში მას ჩივილის უფლებაც კი არ აქვს. რასაც აძლევს ბავშვს, იმას იღებს შედეგად

შალვა ამონაშვილი
თუ მშობელი ჩივის შვილის საქციელზე, ხოლო თავის

ბავშვის აღზრდის ჭეშმარიტება (ახლა არ გაგიკვირდეთ როგორც ეს დამთავრდება) საკუთარი თავის აღზრდაშია

შალვა ამონაშვილი
ბავშვის აღზრდის ჭეშმარიტება (ახლა არ გაგიკვირდეთ

თუ ბავშვს არ უჩვენე სიკეთე, სიკეთეს ვერ მიიღებ მისგან!
თუ სიყვარული არ უჩვენე, სიყვარულს მისგან ვერ მიიღებ!
თუ კეთილშობილება და დიდსულოვნება არ დაანახე, ასეთს ბავშვს ვერ გახდი!
მაგრამ თუ რამე უკუღმა დაანახე, იმ უკუღმართობას მიიღებს!
არადა მასში ღმერთისგან ჩათესილია სიკეთის და სიყვარულის მოთხოვნილება,.. უნდა უჩვენო ბევრი სიკეთე და სიყვარული, რომ შემდეგ გამოგივლინოს ეს თვისებები

შალვა ამონაშვილი
თუ ბავშვს არ უჩვენე სიკეთე, სიკეთეს ვერ მიიღებ

სკოლა, სადაც ბავშვებს არ უნდათ სიარული, ბოლო აგურამდე უნდა დაიშალოს და ახალი სკოლა აიგოს ისეთი, სადაც ბავშვები სიხარულს იპოვიან

შალვა ამონაშვილი
სკოლა, სადაც ბავშვებს არ უნდათ სიარული, ბოლო

მასწავლებლებო!
არ გააკრიტიკოთ და პატივი ეცით ბავშვს
არასოდეს დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან
ბავშვი მშობლის თვალში აამაღლეთ
დაეხმარეთ ბავშვს და გვერდით დაუდექით
შეამკეთ ბავშვი!

შალვა ამონაშვილი
მასწავლებლებო!
არ გააკრიტიკოთ და პატივი ეცით

ყველა ადამიანს სჭირდება პარტნიორი, თავისი აზრების არგუმენტების / კონტრარგუმენტების მოსასმენად, ან ოპონირებისთვის. უბრალოდ გჭირდება ვინმესთან საუბარი, საკუთარი აზრების გადასამოწმებლად, სწორად ფიქრობ თუ არა. ეს ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა

ზურაბ მხეიძე
ყველა ადამიანს სჭირდება პარტნიორი, თავისი აზრების