ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

"მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი" - თუ ამ მცნებით ვიქნები, მე მუდამ ვეძებ ცოდნას ყველაში და ყველაფერში!

შალვა ამონაშვილი
"მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი"
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველაზე კარგი ცხოვრების წესი რა არის? - ვიყოთ მუდმივი მოსწავლე!
მოსწავლე ვიყოთ ყველასთვის, მათთვის, ვინც ჩვენზე მეტი იცის

შალვა ამონაშვილი
ყველაზე კარგი ცხოვრების წესი რა არის?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ვინც იტყვის, - მე მასწავლებელი აღარ მჭირდებაო

ვინც იტყვის, - მე მასწავლებელი აღარ მჭირდება, მე თვითონ მაქვს მასწავლებლის დიპლომიო, - ცოდოა ასეთი ადამიანი, იმიტომ, რომ გაიყინა ადგილზე.
მასწავლებელს მივყავართ წინ და იმ ფარდებს გვიხსნის, რომლის იქითაც სხვა სამყაროები ჩნდება. და ამ სამყაროებს დასასრული არა აქვს.
ცოდნას, კანონებს, ბუნების მოვლენებს, ადამიანის აზროვნებას,.. დასასრული არა აქვს

შალვა ამონაშვილი
ვინც იტყვის, - მე მასწავლებელი აღარ მჭირდებაო
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რა ასაკში მივიყვანოთ ბავშვი სკოლაში?

თუ ბავშვს პირველი სექტემბრისთვის უსრულდება ექვსი წელი, ის უთუოდ უნდა შევიდეს სკოლაში, ოღონდ სამი პირობა უნდა დააკმაყოფილოს: 1. გონებრივად უნდა იყოს ნორმალური; 2. ფიზიკურად უნდა იყოს ჯანმრთელი; 3. ცოტათი მაინც უნდა ჰქონდეს სოციალური გამოცდილება - ან ბაღის გამოცდილებით, ან და-ძმა უნდა ჰყავდეს,.. თუ ამ პირობებს აკმაყოფილებს, აუცილებლად უნდა მივიდეს პირველ კლასში. თუ არა და 1 წლით გვიანდება ბავშვის აღზრდა. ერთი წლით ადრე წავართმევთ მას ბავშვობას.

შალვა ამონაშვილი
რა ასაკში მივიყვანოთ ბავშვი სკოლაში?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

შვილებს ცოდნის ნაცვლად განათლება უნდა მივცეთ. განათლება და ცოდნა განსხვავდება ერთმანეთისგან

შალვა ამონაშვილი
შვილებს ცოდნის ნაცვლად განათლება უნდა მივცეთ.
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როგორი იქნება მომავლის სკოლა?

მომავლის სკოლა ისეთი იქნება, როგორიც მასწავლებელი გვეყოლება.
გინდა ევროპული ყაიდის შენობაში შეიყვანე და გინდა ქოხში, ის თავის საქმეს გააკეთებს

შალვა ამონაშვილი
როგორი იქნება მომავლის სკოლა?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სკოლა მასწავლებელშია

ჯერ მასწავლებელი ვინ არის, და მერე დანარჩენი ვიკითხოთ.
შენობები არაა სკოლა.
სკოლა მასწავლებელშია

შალვა ამონაშვილი
სკოლა მასწავლებელშია
შალვა ამონაშვილი - ციტატები

"რამდენსაც მიხდიან, ისეთ გაკვეთილს ვატარებ"

ბევრი ავტორიტარი მასწავლებელი ამბობს - რამდენსაც მაძლევენ, ისეთ გაკვეთილს ვატარებო, ჩემგან რა გინდათო. მართალს ამბობს, - აძლევენ ამდენს და ასეთ გაკვეთილს ატარებს. მისცემენ უფრო მეტს - სხვანაირს ჩაატარებს. მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არ არის. უვარგის მასწავლებელს გინდ ამდენი მიეცი, გინდ იმდენი, რაც იცის, იმას გააკეთებს.

შალვა ამონაშვილი
"რამდენსაც მიხდიან, ისეთ გაკვეთილს ვატარებ"
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ის გააკეთე, რაც შენ გჯერა!

ნამდვილი, ჭეშმარიტი ცხოვრება თუ გინდა, შენი აზრი უნდა გქონდეს, თუნდაც ათასმა გარწმუნოს სხვაში.
"ჰკითხე ასსა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!"
რაც არ უნდა ბრძენმა გითხრას, ის გააკეთე, რაც შენ გჯერაო. და მაშინ ცხვარი აღარ იქნები, რომელიც არ კითხულობს ვის სად მიჰყავს იგი.
თეთრი ყვავები უნდა ვიყოთ!

შალვა ამონაშვილი
ის გააკეთე, რაც შენ გჯერა!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დინების წინააღმდეგ უნდა წავიდეთ.

ცხოვრება წინააღმდეგობრივია. დინების წინააღმდეგ უნდა წავიდეთ.
სათავეა ჩვენი ცხოვრების საწყისი, სათავისკენ უნდა ვიაროთ

შალვა ამონაშვილი
დინების წინააღმდეგ უნდა წავიდეთ.
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველაზე ძნელი აზროვნების შეცვლაა.
კახეთში ჯიუტ კაცზე ამბობენ, ვირზე შეჯდა და გადმოსვლა აღარ უნდაო

შალვა ამონაშვილი
ყველაზე ძნელი აზროვნების შეცვლაა.
კახეთში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სიტყვა "ჰუმანური" ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავის თავში უკვდავებას დაეძებს, ღმერთს დაეძებს, რომელიც თავისი თავის შემეცნებაშია

შალვა ამონაშვილი
სიტყვა "ჰუმანური" ნიშნავს ადამიანს, რომელიც
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველა კლასიკოსი თავის მოძღვრებას მეცნიერებას კი არ უწოდებს, არამედ - მოძღვრებას, ხელოვნებას.
ყველა კლასიკოსი თავისი მოძღვრებისთვის ერთიდაიგივე საფუძველს იყენებს. ეს არის - სახარება

შალვა ამონაშვილი
ყველა კლასიკოსი თავის მოძღვრებას მეცნიერებას
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მზიანეთის კონსტიტუცია

გიყვარდეს ყველა
იცხოვრე სინდისით
იშრომე ყველასთვის სასიკეთოდ

შალვა ამონაშვილი
მზიანეთის კონსტიტუცია
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მასწავლებელი რისკის გარეშე მასწავლებელი არ არის

შალვა ამონაშვილი
მასწავლებელი რისკის გარეშე მასწავლებელი არ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ერთი რჩევა მასწავლებელს: ბავშვი უნდა გიყვარდეს!

ერთი რჩევა მასწავლებელს - ბავშვი უნდა გიყვარდეს!
თუ არ გიყვარს ბავშვი, არ გაიარო სკოლის დერეფნებში, არ შეხვიდე კლასში.
გიყვარდეს ბავშვი!
ის არაა დამნაშავე, შენი მოწაფე რომ გახდა

შალვა ამონაშვილი
ერთი რჩევა მასწავლებელს: ბავშვი უნდა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ ნიშანმა შეგიპყრო, ცოდნა გავიწყდება

მე მომხრე ვარ უზნაძისა, რომელმაც ქუთაისის სკოლაში, სადაც დირექტორი იყო, ნიშანი მოსპო.
თუ ნიშანმა შეგიპყრო, ტყვე ხდები ნიშნისა, ცოდნა გავიწყდება

შალვა ამონაშვილი
თუ ნიშანმა შეგიპყრო, ცოდნა გავიწყდება
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მასწავლებლებო, თვალებით სიყვარული გაუგზავნეთ ბავშვებს. თვალებს სულის ძალა მიაქვთ. დისტანცია არ აქვს ამ ენერგიას

შალვა ამონაშვილი
მასწავლებლებო, თვალებით სიყვარული გაუგზავნეთ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გწამდეს ბავშვისა,
გწამდეს სიყვარულისა და
გწამდეს შენი თავისა.
ამ სამი რწმენით თუ მიხვალ ბავშვთან, და ამ სამი რწმენით თუ გაკვეთილს ჩაატარებ...

შალვა ამონაშვილი
გწამდეს ბავშვისა,
გწამდეს სიყვარულისა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

პედაგოგიკაში მეცნიერება არ არსებობს. ეს არის ხელოვნება, რომელიც შეიძლება ამოვზარდოთ

შალვა ამონაშვილი
პედაგოგიკაში მეცნიერება არ არსებობს. ეს არის
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მასწავლებლობა ცნობიერებაზე და გულზეა დამოკიდებული

მასწავლებელი მიხურავს სკოლის კარს და რაც აქვს თავში, იმას გამოიტანს გარეთ, რაც უდევს გულში, ისე მოქმედებს. თუ გულში უდევს - ეს რა ბავშვები არიან, რა თაობა მოვიდაო, - აი ამ განწყობით ჩაუტარებს გაკვეთილს. მაგრამ, თუ ამბობს - ნეტა ამათი ტოლი ვიყო, ამ თაობას ვენაცვალეო, - ასეთ შემთხვევაში სულ სხვა გაკვეთილს ჩაუტარებს მასწავლებელი. ცნობიერებაზე და გულზეა დამოკიდებული მასწავლებლობა.

შალვა ამონაშვილი
მასწავლებლობა ცნობიერებაზე და გულზეა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველაფერი თქვენს ხელთაა.
არავის არაფერზე არ ეწუწუნოთ.
თქვენს ხელთაა თქვენი ბედი და თქვენი სიყვარულიც

შალვა ამონაშვილი
ყველაფერი თქვენს ხელთაა.
არავის არაფერზე არ
ციტატები, გამონათქვამები