ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბედნიერი ცხოვრების 7 კანონი

1. ვიცხოვროთ რწმენით
2. ვიცხოვროთ სიყვარულში
3. ვიცხოვროთ შემოქმედებაში
4. ვიყოთ უშურველნი
5. ვიცხოვროთ მოსწავლის ცხოვრებით
6. გავზომოთ ჩვენი ცხოვრება დღეებით
7. გამოვაბრწყინოთ ჩვენი სულის ახალგაზრდობა

შალვა ამონაშვილი
ბედნიერი ცხოვრების 7 კანონი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რელაქსაციური წესით მუსიკის მოსმენა სამკურნალოა

წყნარი, კლასიკური მუსიკის მოსმენა რელაქსაციური წესით, სამკურნალოა

შალვა ამონაშვილი
რელაქსაციური წესით მუსიკის მოსმენა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მარადიულობის სიმართლე სულის მშვენიერებაშია.
რაც უფრო გაამშვენიერებთ სულს, მით უფრო მარადიულობას ეზიარებით!

შალვა ამონაშვილი
მარადიულობის სიმართლე სულის მშვენიერებაშია.
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ახალგაზრდული სული სხეულს აცოცხლებს, ამოძრავებს, ძალებს ჰმატებს, იმიტომ, რომ სულია ჩვენი სხეულის ძალა და არა სხეული - სულის ძალა

შალვა ამონაშვილი
ახალგაზრდული სული სხეულს აცოცხლებს,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

პატარა ლოცვა ფსალმუნიდან

გიძღვნით პატარა ლოცვას ფსალმუნიდან: - უფალო, მასწავლე, ისე დავთვალო ჩემი დღეები, რომ გულის სიბრძნე შევიძინო

შალვა ამონაშვილი
პატარა ლოცვა ფსალმუნიდან
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რა? სად? ვისთვის?

ჩვენ ცხოვრებას სამი კითხვა განსაზღვრავს:
რა გავაკეთეთ, სად, და ვისთვის

შალვა ამონაშვილი
რა? სად? ვისთვის?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

შეიძინეთ დღიური / დანომრეთ დღეები

შეიძინეთ დღიური, დანომრეთ, გამოთვალეთ, თქვენი დაბადების პირველი დღიდან მერამდენე დღე გაქვთ ახლა. იარეთ პირველი იანვრიდან იმ დანომრილი დღეებით, იმიტომ, რომ თქვენი დღეები დათვლილია. მე მინდა, თქვენ ათი ათასობით დღე გისურვოთ, მაგრამ ჩემი სურვილი ვერაფერს გახდება. ღმერთმა გამოთვალა ეს დღეები.

შალვა ამონაშვილი
შეიძინეთ დღიური / დანომრეთ დღეები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რასაც ვის გაუკეთებ, შენთვის აკეთებ, იცოდე!

შალვა ამონაშვილი
რასაც ვის გაუკეთებ, შენთვის აკეთებ, იცოდე!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ავივსოთ გული და სული სიბრძნით, იმიტომ, რომ სიბრძნეა ყველა ბედნიერების ერთ-ერთი ოქროს გასაღები

შალვა ამონაშვილი
ავივსოთ გული და სული სიბრძნით, იმიტომ, რომ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

არ ესწრაფოთ მასწავლებლობას.
არ მოახვიოთ სხვას თქვენი აზრები

შალვა ამონაშვილი
არ ესწრაფოთ მასწავლებლობას.
არ მოახვიოთ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ყველას ჭკუა არ ვასწავლოთ

ვიცხოვროთ, არა მასწავლებლის, არამედ - მოსწავლის ცხოვრებით.
არ ვიყოთ ყველასთვის დამრიგებელი.
შევთავაზოთ, ვურჩიოთ, როცა ჩვენგან რჩევა უნდათ. მაგრამ როცა არ უნდათ - გავჩუმდეთ.
გავერიდოთ იმ გარემოს, სადაც არ მიიღებენ ჩვენგან რჩევას, დარიგებას, იმიტომ, რომ ფუჭად დავკარგავთ ენერგიას

შალვა ამონაშვილი
ყველას ჭკუა არ ვასწავლოთ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მოსწავლის გზა

რაც არ უნდა დიდხანს ვიცხოვროთ, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ უკვე შევიმეცნეთ ცხოვრება.
ამრიგად, ყველაზე კარგი გზა ცხოვრებაში - მოსწავლის გზაა.
ყოველთვის მოსწავლე ვიყოთ და ვსწავლობდეთ.
რას ვსწავლობდეთ?
ყველაფერს, რაც არ ვიცით, რასაც ვერ ვაკეთებთ. რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია. მივაღწიოთ. დავეუფლოთ.
თანაც, ამ სწავლაში ჩვენს ძალებსაც დავინახავთ, თურმე რამდენი შეგვძლებია. თურმე ღმერთსაც ცოტათი მივუახლოვდით. მისი ძალები გადმოგვეცა

შალვა ამონაშვილი
მოსწავლის გზა
შალვა ამონაშვილი - ციტატები

არავისთვის არაფერი არ დაგენანოს.
რაც დაგენანება სხვისთვის, ის შენ უკან დაგწევს

შალვა ამონაშვილი
არავისთვის არაფერი არ დაგენანოს.
რაც
შალვა ამონაშვილი - ციტატები

არი დაიხსომო რომ გაეცი, არც დააყვედრო!

არ დაიხსომო რომ გაეცი, არც დააყვედრო - გახსოვს, მე შენ რა გაგიკეთეო - ეს აღარ არის გასიკეთე.
გაცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა.
რუსთაველის ანდერძია ეს

შალვა ამონაშვილი
არი დაიხსომო რომ გაეცი, არც დააყვედრო!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაეცი და მიიღებ!

არსებობს სამყაროს კანონი:
ღებულობს ის, ვინც გასცემს.
ღებულობს იმდენს, და ცოტა მეტს, რამდენსაც გასცემს.
რად გვინდა ძალიან ბევრი?
იმდენი მოგვეცემა, რამდენიც ჩვენ ცხოვრებას გაალამაზებს.
გაეცი და მიიღებ!
გაეცი ღიმილი, დახმარება, სითბო, თავშესაფარი, თანაგრძნობა, სიყვარული გაეცი!
რაც გაქვს, ის გაეცი!

შალვა ამონაშვილი
გაეცი და მიიღებ!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

უნდა სრულვყოთ საკუთარი თავი, ისე, რომ ჩვენ ღმერთის საჩუქარი გავხდეთ.
გაიხადეთ სული ღმერთის საჩუქრად!

შალვა ამონაშვილი
უნდა სრულვყოთ საკუთარი თავი, ისე, რომ ჩვენ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჩემო სიხარულო

ბებიებმა იციან ხოლმე - "ჩემო სიხარულო" - ბავშვებს ეფერებიან.
ასე მოეფერეთ "ჩემო სიხარულო" სხვასაც

შალვა ამონაშვილი
ჩემო სიხარულო
შალვა ამონაშვილი - ციტატები

იცით როგორ უნდა ვიცხოვროთ?
რომ ჩვენი ყოფა ჩვენმა ახლობლებმა ღვთის წყალობად მიიღონ - რა კარგია, რომ შენ ჩვენთან ხარო. რამდენი მადლი, სიკეთე და სიხარული მოგაქვსო

შალვა ამონაშვილი
იცით როგორ უნდა ვიცხოვროთ?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

უნდა ჩამოვიცილოთ ყველაფერი, რაც გვირთულებს ადამიანებთან ურთიერთობას, რაც ხელს გვიშლის, რომ ჩვენი ყოფა ახლობლებისთვის, გარშემომყოფებისთვის სასიხარულო გავხადოთ

შალვა ამონაშვილი
უნდა ჩამოვიცილოთ ყველაფერი, რაც გვირთულებს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დაიხსომე ეს! ჩაიდე გულში

დაიხსომე ეს!
ჩაიდე გულში, რომ
უნდა გახდე გამოჩენილი, დიდსულოვანი და კეთილშობილი

შალვა ამონაშვილი
დაიხსომე ეს! ჩაიდე გულში
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ჩვენ უნდა გავხდეთ ღირსეული ადამიანი!
ნათქვამია “შენ ადამიანად დაიბადე, მაგრამ ადამიანი უნდა გახდეო"
გაადამიანურება მთელი ცხოვრება გვჭირდება ჩვენ

შალვა ამონაშვილი
ჩვენ უნდა გავხდეთ ღირსეული
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მივმართოთ ჩვენი აზრი, ძალები შემოქმედებისკენ

მივმართოთ ჩვენი აზრი, ჩვენი ძალები შემოქმედებისკენ.
მაგრამ, რა შევქმნათ?
პირველ რიგში იცით რა? - შევქმნათ საკუთარი თავი!
საკუთარი თავი უნდა ავაშენოთ, ვიდრე სახლს ავაშენებთ!

შალვა ამონაშვილი
მივმართოთ ჩვენი აზრი, ძალები შემოქმედებისკენ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მხოლოდ ჩვენ - ადამიანებს - გვაქვს ნიჭი შემოქმედებისა.
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი, გავალამაზოთ ცხოვრება. ამ ნიჭს შემოქმედება ჰქვია და ეს არის უფლის ძალა ჩვენში

შალვა ამონაშვილი
მხოლოდ ჩვენ - ადამიანებს - გვაქვს ნიჭი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაიმეორეთ გულში ეს: "მე ვღებულობ ბედნიერი ცხოვრების კანონს - ვიცხოვროთ სიყვარულში"
ასეც მოვიქცევი - ვიცხოვრებ სიყვარულში
დიახაც!
მთელი წელიწადი - 365 დღე და მერეც, ვიცხოვრებ სიყვარულში!
გამოვცდი ჩემ თავს სიყვარულში!

შალვა ამონაშვილი
გაიმეორეთ გულში ეს
ციტატები, გამონათქვამები