ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
კახი კავსაძე - ციტატები

რა არის მეგობრობა?

ნამდვილი მეგობრობაა, როცა არაფერი დასამალი არ გვაქვს. როცა ერთმანეთის გვესმის და არასდროს ვეცდებით ერთმანეთის მოტყუებას. როცა ერთ აზრზე ვართ.

კახი კავსაძე
რა არის მეგობრობა?
კახი კავსაძე - ციტატები

უმნიშვნელოვანესია, ვინ არის შენი პირველი!

სამსახიობო კარიერაში უმნიშვნელოვანესია, ვინ იქნება შენი პირველი რეჟისორი. ყველაფერში ასეა, - ვინ იქნება შენი პირველი მეგობარი, ამხანახი, ვისთან იქეიფე პირველად, ვინ იყო ის გოგო, ვისაც ხელი გადახვიე პირველად,.. უმნიშვნელოვანესია - პირველი.

კახი კავსაძე
უმნიშვნელოვანესია, ვინ არის შენი პირველი!
კახი კავსაძე - ციტატები

საჯაროდ ადამიანის ლანძღვა-გინება არ შეიძლება!

როდესაც საჯაროდ ლანძღავენ ხოლმე ადამიანებს, კითხვა მიჩნდება, - არ ფიქრობენ, რომ ვისაც ლანძღავენ, შვილები ჰყავთ, და მათ მშობლებს ასე საჯაროდ როგორ ლანძღავენ? არ შეიძლება ასეთი რაღაც. ვინც სხვებს საჯაროდ ლანძღავს, წარმოიდგინოს თავი მის ადგილზე, ვისაც ლანძღავს. ადამიანმა შეიძლება შეცდომა დაუშვას და წარმოიდგინეთ, მის ასეთ ლანძღვა-გინებას მისი შვილი რომ გაიგებს...

კახი კავსაძე
საჯაროდ ადამიანის ლანძღვა-გინება არ შეიძლება!
კახი კავსაძე - ციტატები

არასდროს არავისი არ შემშურნია, არანაირ სიტუაციაში. არავისი არაფერი არ მშურს.

კახი კავსაძე
არასდროს არავისი არ შემშურნია, არანაირ
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი წარსული, წინაპრები, ადამიანები, რომელთა ირგვლივაც ჩამოყალიბდა ჩემი ფსიქიკა.

გიორგი კეკელიძე
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი წარსული,
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ცხოვრება გაიძულებს, და სწორადაც გაიძულებს, რომ იყო თვითკრიტიკული

გიორგი კეკელიძე
ცხოვრება გაიძულებს, და სწორადაც გაიძულებს,
გიორგი კეკელიძე - ციტატები

მამაჩემი ჩემთვის არის მოდელი იმისა, რომ მქონდეს მოტივაცია, მათ შორის მის გამოც, - ვიყო უკეთესი.

გიორგი კეკელიძე
მამაჩემი ჩემთვის არის მოდელი იმისა, რომ
გიორგი კეკელიძე - ციტატები

როდესაც შენ რაღაც ტიპის წარმატებას აღწევ, ადამიანების ნაწილს შენი შეშურდება.

გიორგი კეკელიძე
როდესაც შენ რაღაც ტიპის წარმატებას აღწევ,
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ფეხი შეიძლება მრავალჯერ გადაგვიბრუნდეს. ადამიანი კოჭლი არსებაა თავისი არსით. არავინ არ არის შეცდომებისგან დაზღვეული.

გიორგი კეკელიძე
ფეხი შეიძლება მრავალჯერ გადაგვიბრუნდეს.
გიორგი კეკელიძე - ციტატები

პრობლემა კითხვის ნიშნის დასმა კი არ არის, არამედ - მისი გაძევება. ნებისმიერი სოციუმი, ნებისმიერი საზოგადოება, თუნდაც რელიგიური განშტოება, რომელიც კრძალავს კითხვის ნიშნის დასმას, წყვეტს განვითარებას.

გიორგი კეკელიძე
პრობლემა კითხვის ნიშნის დასმა კი არ არის,
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ავთანდილი ლოცულობს სუპერ ორიგინალურად - "მომეც დათმენა სურვილთა, უფალო, უფლებათაო" - რაც მინდა, რომ არ მინდოდეს, ეგ ძალა მომეციო.

გიორგი კეკელიძე
ავთანდილი ლოცულობს სუპერ ორიგინალურად -
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ადამიანი არის იძულება. თუ შენ სოციუმის ნაწილად ყოფნა გინდა, "რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".

გიორგი კეკელიძე
ადამიანი არის იძულება. თუ შენ სოციუმის
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ადამიანი არის ფერიცვალების არსება

მე მჯერა, რომ ადამიანი არის ფერიცვალების არსება და შეუძლია ცვლილება. ადამიანის ერთ-ერთი მთავარი აქტი, ქრისტიანული, ფილოსოფიური გაგებით, არის ფერიცვალება.

გიორგი კეკელიძე
ადამიანი არის ფერიცვალების არსება
გიორგი კეკელიძე - ციტატები

გამოსავალი არის მოძრაობა

შენი გარემოდან წამოსული ადამიანის ნათქვამი (მათ შორის - ცილისწამება და ტყუილი) უფრო მოქმედებს შენზე, ვიდრე უცხო, ან სულ სხვა ღირებულებების მქონე ადამიანის ნათქვამი. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყველანაირ საზოგადოებაში ასე ხდება. გამოსავალი არის მოძრაობა. როცა მოძრაობ, იოლად იტოვებ უკან ისეთ რამეს, რაზე ფიქრმაც შეიძლება დაგაზიანოს.

გიორგი კეკელიძე
გამოსავალი არის მოძრაობა
გიორგი კეკელიძე - ციტატები

თავად სიკეთის აქტით უნდა იყო კმაყოფილი

შოთა რუსთაველი, რომელიც აბსოლუტური კატეგორიის გენიაა, გვეუბნება - "რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია". ამით რუსთაველი ამბობს, რომ თვითონ სიკეთის კეთების აქტი არის შენი. სიკეთეს რომ გააკეთებ, უნდა ახვიდე იმ სიმაღლემდე, რომ არაფერი მოლოდინი არ გქონდეს ამ სიკეთისგან. ვისაც სიკეთე გაუკეთე, ის როგორ მოიქცევა, სიკეთით დაგიბრუნებს თუ პირიქით, შენთვის უმნიშვნელო უნდა იყოს. შენ უნდა ივარჯიშო იმაში, რომ სიკეთეს როცა აკეთებ, თავად ამ სიკეთის აქტით იყო კმაყოფილი.

გიორგი კეკელიძე
თავად სიკეთის აქტით უნდა იყო კმაყოფილი
გიორგი კეკელიძე - ციტატები

სიკეთე არის, არა თავიდანვე ბოძებული სათნოება, არამედ - ვარჯიში. ბოროტებაც და სიკეთეც თავიდანვე არის ადამიანში ჩადებული. ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ სიკეთეში.

გიორგი კეკელიძე
სიკეთე არის, არა თავიდანვე ბოძებული სათნოება,
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ბოროტებას როგორ უყურებ, როგორც პათოლოგიას თუ განზრახვას?

ადამიანი არის მცდელობა, რომ იყოს იმაზე უფრო მეტი, ვიდრე თავიდანვე არის. ჩვენ, ადამიანები, ბოროტები ვართ, შურიანებიც, გულშიც ბევრჯერ ისეთი ცუდი რამ გვიფიქრია, რომ განგვეხორციელებინა, მკაცრად დავისჯებოდით.
ჩვენი "უპირატესობა", იმ ბოროტმოქმედთაგან განსხვავებით, რომლებსაც ახლა თავისუფლება აქვთ აღკვეთილი, არის ის, რომ ისინი თავისუფლები არ არიან, იმიტომ, რომ თავს ვერ დაეუფლნენ, ჩვენ - დავეუფლეთ.
ადამიანი არის მცდელობა იმისა, რომ თავს დაეუფლოს.

გიორგი კეკელიძე
ბოროტებას როგორ უყურებ, როგორც პათოლოგიას თუ
გიორგი კეკელიძე - ციტატები

როდესაც ესა თუ ის ადამიანი არის ისეთი სახის საჯარო ცხოვრებაში, რომ საზოგადოებას კარნახობს ცხოვრების წესს, ან უქმნის მოცემულობებს, ბუნებრივია, ის მზად უნდა იყოს საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან ნებისმიერი ტიპის შეტევისთვის.

გიორგი კეკელიძე
როდესაც ესა თუ ის ადამიანი არის ისეთი სახის
გიორგი კეკელიძე - ციტატები

მრავალ საკითხთან დაკავშირებით, როგორებიცაა - მენტალური ჯანმრთელობა, პატრიოტული თემები,.. თუ შენ არ გექნება სწორი ცოდნა და განათლება, შესაძლოა გახდე დიდი მანიპულაციის მსხვერპლი და ნაწილი, და შემდეგ შეიძლება თვითონაც შემქმნელი. ადამიანი უცნაური არსებაა.

გიორგი კეკელიძე
მრავალ საკითხთან დაკავშირებით, როგორებიცაა -
გიორგი კეკელიძე - ციტატები

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სხეულთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა არ ჰქონია. ზუსტად იგივე მოცემულობა არის ფსიქიკასთან დაკავშირებით. ისიც ამ ბიოქიმიის ნაწილია. შესაბამისად, წარმოუდგენელია ადამიანი, რომელსაც გარკვეული სირთულეები არ შემთხვეოდა ფსიქიკასთან მიმართებით, სულ ცოტა - აპათია, მელანქოლია, დეპრესიული ფაზები და ა.შ

გიორგი კეკელიძე
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სხეულთან
გიორგი კეკელიძე - ციტატები

სტიგმატიზაციის ცენტრალური შიშები იბადება მაშინ, როდესაც შენ რაღაცას სხვანაირს ითხოვ საზოგადოებისგან

გიორგი კეკელიძე
სტიგმატიზაციის ცენტრალური შიშები იბადება
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ადამიანი ძალიან ინდივიდუალური არსებაა. მას ბევრი ხასიათობრივი თავისებურება აქვს.

გიორგი კეკელიძე
ადამიანი ძალიან ინდივიდუალური არსებაა. მას
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გარემოს დაბადებიდან უახლოესი თვეების განმავლობაში. ჩვენ გვგონია, რომ ეს არ არის მისი მეხსიერების ნაწილი. ცხადია, გონებას არ აქვს ტიპური მეხსიერება, თუმცა, სხეული იმახსოვრებს.

გიორგი კეკელიძე
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გარემოს
გიორგი კეკელიძე - ციტატები

ძალიან გავრცელებულია ჰიპოქონდრია, - როცა ადამიანს ჰგონია, რომ სულ რაღაც სჭირს

გიორგი კეკელიძე
ძალიან გავრცელებულია ჰიპოქონდრია, - როცა
ციტატები, გამონათქვამები