ციტატები, გამონათქვამები

მოკლე

რა არის სიკეთე?

სიკეთე ის კი არ არის, სხვას რომ გაუკეთებ,.. აი შენ რომ დაიმახსოვრებ, სხვამ რა სიკეთე გაგიკეთა - აი ეს არის სიკეთე

კახი კავსაძე
რა არის სიკეთე?

თუ ბედნიერებას დაინახავ, ბედნიერი ხარ, თუ ვერ დაინახე, მაშინ, რა თქმა უნდა, უბედური იქნები

კახი კავსაძე
თუ ბედნიერებას დაინახავ, ბედნიერი ხარ, თუ ვერ

მთავარია, რომ კაცმა ბედნიერება დაინახოს. თუ ბედნიერება არ დაინახე, მაშინ ყველაფერში უბედურება შეიძლება შეიგრძნო

კახი კავსაძე
მთავარია, რომ კაცმა ბედნიერება დაინახოს. თუ

კაცს, რომელსაც ქება თავში აუვარდება, აი იქ მთავრდება ყველაფერი

კახი კავსაძე
კაცს, რომელსაც ქება თავში აუვარდება, აი იქ

85 წელი ბევრია?

- 85 წელი ბევრია?
- გააჩნია ვისთვის. ზოგისთვის ალბათ კიდევ ორჯერ და ხუთჯერ 90 წელია საჭირო, რომ საერთოდ, ცხოვრების აზრზე მოვიდეს. რომ გაიგოს რატომ დაიბადა, რატომ ცხოვრობს და საერთოდ, ვინ არის ამ ქვეყანაში. ზოგი კი, დაბადებისთანავე ხვდება ამ ყველაფერს

კახი კავსაძე
85 წელი ბევრია?

ეგზისტენციალური მარტოობა

არსებობს გარკვეული მარტოსულობა, ეგზისტენციალური მარტოობა - მარტო ხარ, მარტო იბადები, მარტო გარდაიცვლები, მარტო ხარ, როცა ავად ხარ, მარტო ხარ, როდესაც პასუხი უნდა აგო,.. თუმცა მხარდამჭერები, ოჯახის და ახლობლების სახით ადამიანს ყოველთვის სჭირდება

მარინა კაჭარავა
ეგზისტენციალური მარტოობა

ხასიათით, პიროვნული მახასიათებლებით, გამკლავების მექანიზმებით, კონტაქტებით, ჯდომის მანერით, ჭამის მანერით, სიარულით,.. შეიძლება ადამიანი ჰგავდეს ისეთ შორეულ ან ახლო ნათესავს, რომელიც არც არასდროს უნახავს

მარინა კაჭარავა
ხასიათით, პიროვნული მახასიათებლებით, გამკლავების

წამოცდენა არის ჩვენი არაცნობიერის ენა,
ისევე, როგორც სიზმარი, სხეულის შეგრძნებები, ნახატი, შემოქმედება, გამოძერწილი და ა.შ

მარინა კაჭარავა
წამოცდენა არის ჩვენი არაცნობიერის ენა,
ისევე,

როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა "მადლობა" ან "ბოდიში"?

როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა "მადლობა" ან "ბოდიში", თუ მშობელი არასდროს არც ბოდიშს უხდის და არც მადლობას?

მარინა კაჭარავა
როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა "მადლობა" ან "ბოდიში"?

სხეულის მეხსიერება

ჩვენ გვაქვს ჩვენი მეხსიერება, მაგრამ სხეულსაც აქვს თავისი მეხსიერება. შესაბამისად, ჩვენი სხეული გვისიგნალებს, რაღაც დროს გვაძლევს სიგნალს, მინიშნებას.
ხშირ შემთხვევაში ტრავმები დაავადებად გვევლინება. იმას, რასაც ფსიქიკა ვერ გადაამუშავებს, იმ ემოციებს, რომლის უტილიზაციასაც ადამიანი ვერ მოახერხებს, შინაარსებს, რომლებსაც ადამიანი სახელს ვერ დაარქმევს, - გაიტყორცნება სხეულში და სხვადასხვა სიმპტომების და დაავადებების სახით მოვა

მარინა კაჭარავა
სხეულის მეხსიერება

ტრავმების 90%-ზე მეტი მოდის ბავშვობის პერიოდში. დანარჩენი რაც ჩვენ გვემართება და რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში, შეიძლება იმას ისეთი გავლენა არ ჰქონდეს, როგორც ბავშვობაში მომხდარ ამბებს

მარინა კაჭარავა
ტრავმების 90%-ზე მეტი მოდის ბავშვობის პერიოდში.

მასწავლებელს შეუძლია იამაყოს იმ "გონებაშეზღუდული" და "ჩამორჩენილი" ბავშვებით, რომლებსაც გონება გაუხსნა, ჩამორჩენილობა დააძლევინა და იმ დაწინაურებულ ბავშვებზე არანაკლები გახადა

შალვა ამონაშვილი
მასწავლებელს შეუძლია იამაყოს იმ "გონებაშეზღუდული"

მასწავლებლის სიამაყე ის არის, როცა გაჭირვებულ ბავშვს შეიყვანს ლხინში, როცა გაჭირვებულ ბავშვს გახდის გახსნილს. ასეთი მასწავლებელია ოსტატი. ეს არის მასწავლებლის ღირსება

შალვა ამონაშვილი
მასწავლებლის სიამაყე ის არის, როცა გაჭირვებულ

მეთორმეტედ აუხსენი, თითქოსდა პირველად უხსნი

შეეშველე ბავშვს, დაეხმარე, უჩურჩულე, გაამხნევე,.. აუხსენი მეორედ, მეცხრედ, მეთორმეტედ,.. ყოველთვის ისე აუხსენი, თითქოს პირველად უხსნი და არ გახსოვს გუშინდელი ახსნილი, იმიტომ, რომ, გაბრაზდები, განაწყენდები და ეტყვი - რამდენჯერ უნდა აგიხსნა? სად ჩაგდის ამდენი ახსნილი?

შალვა ამონაშვილი
მეთორმეტედ აუხსენი, თითქოსდა პირველად უხსნი

მტერი შეიყვარე, თორემ ძმის სიყვარულს რა უნდა?
აბა მტერი შეიყვარე! აი აქაა შენი გამარჯვება, თორემ დედ-მამა და და-ძმა თუ გიყვარს, ამის გამო ნუ იფიქრებ - მოსიყვარულე ვინმე ვარო

შალვა ამონაშვილი
მტერი შეიყვარე, თორემ ძმის სიყვარულს რა უნდა?
აბა

არასოდეს არ მოუყვეთ ბავშვებს გაკვეთილი, ერთად ეძიეთ. თქვენც ვითომდა გეშლებათ, ვითომდა დაიბენით, ვითომდა არ გაგახსენდათ... ვითომდა! ესეც მეთოდებია

შალვა ამონაშვილი
არასოდეს არ მოუყვეთ ბავშვებს გაკვეთილი, ერთად

ბრძნული შეცდომები ბრძნული წინსვლაა, სულელური შეცდომები - ორმოში, ჭაში ჩავარდნა

შალვა ამონაშვილი
ბრძნული შეცდომები ბრძნული წინსვლაა, სულელური

ყველა მშობელი მართლა მშობელი კი არ არის, გამჩენია ბავშვისა, მაგრამ აღმზრდელი - არა. გაჩენა ადვილია, 9 თვე უნდა გაჩენას, მაგრამ 9 წელი არ ყოფნის გაზრდას

შალვა ამონაშვილი
ყველა მშობელი მართლა მშობელი კი არ არის, გამჩენია

ბავშვს წარსული არ უყვარს. მით უმეტეს, როცა ვუხსენებთ წარსულ ცუდს, ბავშვი გიჟდება ამის გამო, მოთმინებას კარგავს, მდგომარეობიდან გამოდის

შალვა ამონაშვილი
ბავშვს წარსული არ უყვარს. მით უმეტეს, როცა

მარტო, თვალებდახუჭული, ჩემ თავში უკვდავებას ვერ ვიპოვი. ჩემ საუკეთესო ძალებს ვერ აღმოვაჩენ. თქვენთან ურთიერთობა მინდა

შალვა ამონაშვილი
მარტო, თვალებდახუჭული, ჩემ თავში უკვდავებას ვერ

მასწავლებელო, ბავშვის ტოლი უნდა გახდე

შალვა ამონაშვილი
მასწავლებელო, ბავშვის ტოლი უნდა გახდე

დასმენა ბავშვისა მშობელთან

ბავშვის დასმენა მშობელთან - შენი ბავშვი არ სწავლობს, ამას არ აკეთებს, ცუდად იქცევა, ჰიპერაქტიურია... - ეს რა თაიგულია დასმენისა?
არასოდეს არ დაასმინოთ ბავშვი მშობელთან. იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, მშობელმა არ იცის, როგორ მოიქცეს ამ დროს ბავშვთან. თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია, რა ქნას დედამ, ამოჭრას ბავშვისგან ეს ჰიპერაქტიურობა? არ იცის პედაგოგიკა. თქვენ იცით და ვერ აკეთებთ და მშობელს ავალებთ?
ამრიგად, არ დაასმინო ბავშვი. თუ რამ შენი გასაკეთებელია, შენ გააკეთე. თუ ბავშვი გაკვეთილზე არ გისმენს, რა შუაშია მშობელი? აი მიეცი საინტერესო გაკვეთილი და მოგისმენს, გაოცდება, გაიკვირვებს

შალვა ამონაშვილი
დასმენა ბავშვისა მშობელთან

სკოლაში ბავშვის დასჯა

მასწავლებლებო, ბავშვის დასჯა ყველაზე დაბალი დონის ქცევაა

შალვა ამონაშვილი
სკოლაში ბავშვის დასჯა

ჩვენ სამშობლოს უნდა გავუზარდოთ მოქალაქეები, რომლებმაც ერთობაც იციან რა არის, ურთიერთგაგებაც აქვთ, და მართალი სიყვარულიც უდევთ გულებში

შალვა ამონაშვილი
ჩვენ სამშობლოს უნდა გავუზარდოთ მოქალაქეები,