ქალები უფრო ერთგულები და მომთმენები არიან, ვიდრე ეს კაცებს სჩვევიათ
შალვა ამონაშვილიმარტო ცოლი კი არა, ქალი იყავი ქმრისთვის
შალვა ამონაშვილი
ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის სრულყოფაში მდგომარეობს. საკუთარი თავის!
დედა ხარ? - მაშ, გახდი საუკეთესო დედა!
ცოლი ხარ? - გახდი საუკეთესო ცოლი!
ვინც არ გიყვარს, იქ არის შენი სულის დაზგა. ვინც არ გიყვარს - შეიყვარეთო - ქრისტე ამბობს. არ გიყვარს? - შეიყვარე. პატივი ეცი ჯერ, ყურადღებით მოექეცი, აამაღლე, მოეალერსე და თანდათანობით ეს ყველაფერი სიყვარულსაც ამოზრდის შენში მის მიმართ. მან თუ არ შეგიყვარა, დაანებე თავი. მთავარია, რომ შენ გიყვარდეს.
შალვა ამონაშვილისიყვარული უცნაური ყოფილა
ძალიან დიდი ძალაა სიყვარული, ჩემო ძვირფასებო, თანაც გვაქვს იმდენი, რამდენიც გვინდა. ამოწურე! უცნაური ყოფილა სიყვარული, რაც მეტს გასცემ, უფრო მრავლდება! ცოტას გასცემ? ცოტა მოგემატება. მეტს გასცემ? - მეტი მოგემატება! რაც უფრო ავარჯიშებ სიყვარულს, მით უფრო ძლიერი ხდება. შეიძლება, რომ ვიძუნწოთ სიყვარულში ვინმესთან?
შალვა ამონაშვილიანეკდოტი არ წამოგცდეს სიდედრზე
სიდედრი გიყვარს? ჩაეხუტე, რომ მისთვის მართლა შვილი გახდე, და მაშინ ცოლიც ბედნიერი გეყოლება. არცერთი ანეკდოტი არ წამოგცდეს სიდედრზე. ეს კარგ საქმემდე არ მიგვიყვანს.
შალვა ამონაშვილი
შენი სული ალმასია. იქიდან შეიძლება ბრილიანტი გამოვიდეს. ალმასი კარგია, მაგრამ ბრილიანტი - ფასდაუდებელია.
ვისზეა დამოკიდებული შენი ალმასის ბრილიანტად ქცევა? - მხოლოდ შენზე
ადამიანის სული ალმასიაო - თქვა ერთმა ბრძენმა. მაგრამ თავად ადამიანზეა დამოკიდებული, გახდება ეს ალმასი ბრილიანტი, თუ არ გახდება
შალვა ამონაშვილინათქვამია, თქვენი დღეები დათვლილიაო. დღეები დათვლილი მქონია მე. მე მართლა ვითვლი დღეებს და ვუფრთხილდები. როცა ეს გავიგე, რომ თურმე ჩემი დღეები დათვლილია, მას მერე ყველა დღეს ვუფრთხილდები, მათ შორის - დღევანდელ დღესაც. მაშასადამე, დღეები უკვალოდ არ უნდა წავიდეს.
შალვა ამონაშვილისულის სრულყოფას მივყავართ ზნეობის სრულყოფამდე, ურთიერთსიყვარულამდე, მეტად გვესმის ერთმანეთის და ცხოვრებაც უფრო ლაღი ხდება
შალვა ამონაშვილი
კაცი გარბის სახლიდან, ახალი შეყვარებული ჰყავს, - ხომ მაქვს პირადი ბედნიერების უფლებაო.
- გაქვს, მაგრამ აქ რომ დაანგრიე სხვისი ბედნიერება? ამას რა ვუყოთ? ამ ნანგრევებში რომ ბავშვები მოყვნენ, რა ვუყოთ ამას ჩვენ?
ეძებ ბედნიერებას? - გაეცი და მოგეცემა.
გახადე სხვა ბედნიერი, რომ შენ გახდე ბედნიერი
ცოლმა, ქმარმა 1-2 თვე გაივარჯიშეთ...
აბა ერთი სცადეთ ცოლ-ქმარმა, 1-2 თვე გაივარჯიშეთ ურთიერთგაგებაში, ურთიერთპატივისცემაში, ურთიერთზრუნვაში, ალერსში, სიყვარულში,.. გაივარჯიშეთ, რომ ეს ყველაფერი ფაქიზი იყოს. ოღონდ არ თქვათ - „ჩვენ უკვე 10 წელი ვიცხოვრეთ ერთად, რაღა დროს ეგეთებიაო“. პირველი პაემანი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი პაემანიც. უნდა გაჰყვეს ეს სიყვარული.
შალვა ამონაშვილი
აღზრდა ხელოვნებაა, ვინ რა ჭკუაზე და ხასიათზე ვართ, ისე ვზრდით.
დაანებებ გაღიზიანებას თავს? - სხვანაირი შვილი გაგეზრდება.
აღზრდა ჩვენს ხასიათზეა დამოკიდებული, ხასიათი როცა სრულყოფილი ხდება, აღზრდაც და საერთოდ ყველაფერი, ჩვენი ცხოვრება ლამაზდება მთლიანად
აი ცხოვრება!
უსაქმოდ კაცი ნორმალური ვერასდროს გახდება. ჭკვიანი არის ის, ვინც საქმით არის დაკავებული, თანაც შემოქმედებითი საქმით, კარგი საქმით, თანაც სიყვარულით აკეთებს ამ საქმეს. აი ცხოვრება!
შალვა ამონაშვილილოცვა არის ჩვენი ცხოვრების ყველა კეთილი საქმე, რასაც სიყვარულით ვასრულებთ
შალვა ამონაშვილიის, რითაც ამ ქვეყნად მოვედი, ღმერთის საჩუქარია ჩემთვის. ის, რითაც ამ ქვეყნიდან წავალ, ჩემი საჩუქარი იქნება ღმერთისთვის
შალვა ამონაშვილიჩვენ ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია, ეს ჩვენი სულია
შალვა ამონაშვილიცხოვრება ისეთია, როგორებიც ჩვენ ვართ. არავინ არ თქვას - ცუდი ცხოვრება არისო. შენ ხარ ცუდი და ცუდად გეჩვენება, გახდი კარგი და კარგს დაინახავ. თვალები ხედავენ იმას, რაც შიგნიდან მინდა დავინახო. ჩემი განწყობები ხედავენ და არა - თვალები. ე.ი შინაგანი მდგომარეობა ხედავს, ესაა მხედველობა
შალვა ამონაშვილი
რა სრულვყო ჩემ თავში? - პირველ რიგში აზრი დავიმორჩილო და მეორე რიგში - სიყვარული გავაფართოვო და ესენი ერთმანეთს შევურწყა.
როცა ვაზროვნებ სიყვარულით, ეს სხვა აზროვნებაა. როცა ვაზროვნებ სიყვარულის გარეშე, ეს სხვა აზროვნებაა.
სიყვარულით აზროვნებაში უფალს უახლოვდები, უსიყვარულოდ აზროვნებაში - მცირდები
აზრი ყველაფრის საწყისი ენერგიაა, მაგრამ სიყვარული ყველაფრის შემოქმედი ენერგიაა. ეს ორი ერთად აშენებს ქვეყანას
შალვა ამონაშვილი
როცა გეცოდინებათ, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი, გზებსაც მონახავთ, როგორ გააკეთოთ.
როცა ამოცანას დაისახავთ, იქ გზებიც გამოინახება
რაც თავში გვაქვს, იმას ვავლენთ გარეთ!
აზრით შენდება ქვეყანა. ჯერ უნდა დააპროექტო, რომ მერე ააშენო. ჯერ უნდა იზრუნო ადამიანზე, რომ მერე რაღაც გამოგივიდეს [აღზრდაში]. აზრი ქმნის ცხოვრებას, მაგრამ, თუ აზრი არეულია, ისევე ვცხოვრობთ გარე სამყაროში. რაც თავში გვაქვს, იმას ვავლენთ გარეთ. რაც თავში არ გვაქვს, იმას არც ვაკეთებთ
შალვა ამონაშვილიჩვენ გარდამქმნელი აზროვნება გვაქვს
ჩვენ მოაზროვნე არსებანი ვართ. ცხოველთა სამყაროშიც არის აზრი, მაგრამ გარდამქმნელი აზრი არ არის მათში. ჩვენ გარდამქმნელი აზროვნება გვაქვს. ძაღლი თავის ლეკვებს წიგნს ვერ დაუწერს, ვერ დაარიგებს, თავის გამოცდილებას ვერ გადასცემს. ასწავლის იმას, რაც მათში ბუნებითაა ჩადებული და იქ გაჩერდება. ხოლო ჩვენ ვიზრდებით წინა თაობების ცოდნაზე და გამოცდილებაზე. ასევე, მომავალ თაობასაც დავუტოვებთ ჩვენ ცოდნასა და გამოცდილებას, ნაკლებად რომ იწვალონ და მეტად დაწინაურდნენ
შალვა ამონაშვილი