როგორი ფერუმარილიც არ უნდა წაისვა და როგორი ლამაზი ფრჩხილებიც არ უნდა გქონდეს, სული თუ გაქვს ცუდი, არ ვარგიხარ
შალვა ამონაშვილისული თუ არ გივარგა, გარეგნული ფორმა არაფერს არ მოგცემს
შალვა ამონაშვილისამი რამ გვინდა ფსიქოლოგიაში, რომ თანხმობა მივიღოთ - განვითარება, თავისუფლება, ზრდა. თუ ამას აკმაყოფილებ, ბავშვი გამოგყვება შენ, თუ არადა - ფეხს აითრევს
შალვა ამონაშვილიმასწავლებლებო, ჩვენ ღმერთის საქმის შემსრულებლები ვართ დედამიწაზე. ღმერთის თანამოღვაწეები რომ გავხდეთ, უნდა ვიყოთ სინათლის მასწავლებლები
შალვა ამონაშვილიმრავალფეროვნება სასწავლო პროცესში
რა ერთფეროვნებაშიც მოვაქცევთ ბავშვს სკოლაში, იმ ერთფეროვნებას მივიღებთ. მრავალფეროვანი უნდა იყოს ჩვენი სასკოლო ცხოვრება, რომ მრავალფეროვნები გამოვიდეთ, მრავალგვარი ხედვა გვქონდეს, ფართო ცნობიერებას დავეუფლოთ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ აღზრდა დაკარგავს თავის ძალას
შალვა ამონაშვილიროგორი იყოს მასწავლებლის სიტყვა?
მასწავლებლის სიტყვა უნდა იყოს ლამაზი და დახვეწილი, ნაცვლად მუქარიანი, გაბრაზებული, მრავალტონიანი და ყვურილიანი სიტყვისა
შალვა ამონაშვილიჩვენი მეტყველება ჩვენი საკუთარი სულის გამომზეურებაა. რასაც ფიქრობ, შიგნით რაც ხარ, სიტყვას გამოაქვს გარეთ
შალვა ამონაშვილითუ ჩვენ სიყვარულის გამტარნი ვიქნებით, შესანიშნავი მასწავლებელი გამოვა თითოეული ჩვენგანისგან. თუ არადა, მასწავლებლობაც დაკარგულია - დავუყვირებთ, ვეჩხუბებით, ვაიძულებთ, მშობლებს დავიბარებთ, რომ ვუთხრათ, თუ რა ცუდი შვილები ჰყავთ და ა.შ - აი ეს გამოვა მოსწავლის მიმართ სიყვარულის გარეშე
შალვა ამონაშვილიურთიერთობაში არ შეიძლება სიძულვილი შეურიო. არ შეიძლება ვინმე არ გიყვარდეს. თუ ვინმესთან ურთიერთობ, როგორიც არ უნდა იყოს ის, ბავშვი იქნება თუ დიდი, უნდა წინასწარ გიყვარდეს, თორემ ურთიერთობა იქნება დამშლელი
შალვა ამონაშვილიჩვენ არ ვართ ამქვეყნად უპატრონოდ მიტოვებულნი. ჩვენ გვყავს ჩვენი ზეციური მფარველი და პატრონი
შალვა ამონაშვილისული უკვდავი არსებაა. ყველას გვაქვს უკვდავი სული, ჩვენ კი მხოლოდ ამ სხეულს დავდევთ - რა ვასიამოვნო, რა ვაჭამო, რით გავართო, რით ვილხინო...
შალვა ამონაშვილიბავშვები სხვა დედებს და მამებს ელოდებიან, დედებს და მამებს კი მორჩილი შვილები უნდათ. ვერ მიიღებენ მორჩილ შვილებს, იმიტომ, რომ ეს ბავშვები ინდიგოები არიან. ესენი მოუსვენრები და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულები არიან. პედაგოგიკა ძველია, ხოლო ბავშვები ახლები არიან. როგორ ჩავჭედო ძველ პედაგოგიკაში ახალი ბავშვები? როგორ დავაფარო ეს ქუდი თავზე? არ ერგებათ. ამიტომაც, შფოთავენ, ანგრევენ...
შალვა ამონაშვილი
ბავშვის ტექნიკისადმი დამოკიდებულებას უნდა ვუშველოთ პირველ რიგში ჩვენი თავით.
მოიქეცი ისე, რომ ბავშვისთვის შენ უფრო საინტერესო იყო
მამა ცელქი უნდა ჰყავდეს ბავშვს / ბავშვს მამა უნდა
ბავშვს მამა უნდა. მამა რომ ეყოლება სახლში, ითამაშებს, ფორიაქს, ალიაქოთს ატეხენ,.. ბავშვს ცელქობა უნდა. მამა ცელქი უნდა ჰყავდეს. წაიყვანს შვილს სადღაც, "გადაიკარგებიან", ტყეში თუ სადმე სხვაგან "დაიკარგებიან", ამას თუ არ გაუკეთებს მამა შვილს, სხვა რით ამოქმედდეს ბავშვის სული?
შალვა ამონაშვილიმარტო ამას მე ვერ გავაკეთებდი. ცალუღელა ხარი აბა რისი გამწევი იქნება
შალვა ამონაშვილი"ეხლა გიყვარდეს"
სიყვარულის გადადება არ შეიძლება. თუ გიყვარს, ეხლა გიყვარდეს. ხვალ მოვეფერები და ხვალ ვაკოცებო - არ შეიძლება
შალვა ამონაშვილიბავშვებში არის აუარებელი შინაგანი ძალა და უსაზღვრო შესაძლებლობანი, და თუ პედაგოგიკას შეცვლი, ამ ძალებს უფრო მეტს გამოავლენ. თუ არ დაიჯერებ ამას, მაშინ იმასაც ჩაუკლავ, რაც აქვს
შალვა ამონაშვილი
სკოლა იგივეა, რაც ეკლესია, ტაძარი. მასწავლებელი იგივეა, რაც ღმერთი, იმიტომ, რომ ქრისტეს მასწავლებელს ეძახდნენ.
ღმერთი და მასწავლებელი, ტაძარი და სკოლა - ამაზე ძვირფასი ცნებები საზოგადოებას თავისი განვითარებისთვის არ აქვს
ბავშვს მოაქვს თავისი დანიშნულება ამ ცხოვრებაში - რა უნდა გააკეთოს, რა უნდა იღვაწოს, რა გზა უნდა გაიაროს - ციურ სამყაროში ეს უკვე განსაზღვრული იყო. და რომ მოდის ბავშვი, ეს უნდა გაიხსენოს მან. ცხოვრებაც მიგაგდებს ამ ბილიკებზე, თუკი მიხვდები
შალვა ამონაშვილიმასწავლებელო, გაწირე თავი ბავშვისთვის
მასწავლებლებო, ჩაფიქრდით!
უკვე მასწავლებლები ხართ, გაწირეთ თავი ბავშვისთვის!
ქონება არ სჭირდება ბავშვს
ბავშვს არ უნდა არც შენი ქონება, არც შენი ბანკის წიგნაკები... არაფერი არ უნდა. ის თავად შექმნის ყველაფერს. შენ - ნიჭი განუვითარე, ზრდილობა მიეცი, ხალხი შეაყვარე და ღმერთისკენაც მოახედე. ის მერე ყველაფერს მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის ამ ცხოვრებიდან და ბედნიერიც იქნება
შალვა ამონაშვილივინ არის დამნაშავე, ბავშვი, რომელმაც ამხანაგი დაჭრა თუ რაღაც ცუდი ჩაიდინა, თუ ის, ვინც მას ზრდიდა?
შალვა ამონაშვილი