ციტატები, გამონათქვამები

მოკლე

თითოეული მშობელი მომავალი წლების მხატვარია. ჩვენი შედევრები გამოიფინება 10-15-20-30 წლის შემდგომ

შალვა ამონაშვილი
თითოეული მშობელი მომავალი წლების მხატვარია. ჩვენი

ბოროტებაში სიკეთე არ დაიბადება.
სიძულვილში სიყვარული არ დაიბადება

შალვა ამონაშვილი
ბოროტებაში სიკეთე არ დაიბადება.
სიძულვილში

ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს, სიკეთეს კი შეუძლია ბოროტება დაადნოს

შალვა ამონაშვილი
ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს, სიკეთეს კი შეუძლია

ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს

სიკეთე სიკეთით აღიზრდება;
სიყვარული სიყვარულით აღიზრდება;
თავმდაბლობა - თავმდაბლობით;
კულტურა - კულტურით;
სილამაზე - სილამაზით;
ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს. ეს კანონი არ არსებობს. სიკეთეს კი შეუძლია ბოროტება დაადნოს, იქიდან ის ამოიღოს, რაც სიკეთეს გამოადგება და დანარჩენი ნაგავს გაატანოს

შალვა ამონაშვილი
ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს

თუ ვინმემ შენთან შესცოდა...

თუ ვინმემ შენთან შესცოდა, მიუტევე. მიუტევე ღიმილით, კეთილად, არ ჩაირჩინო გულში.
აი ეს არის თვითაღზრდა!

შალვა ამონაშვილი
თუ ვინმემ შენთან შესცოდა...

რა აზრი აქვს შვილის აღზრდას, თუ...

რა აზრი აქვს შვილის აღზრდას, თუ უკეთესი არ გახდა მშობელზე? შვილი რაღაცით წინ უნდა წავიდეს მშობელზე. შეიძლება ყველაფრით ვერა, მაგრამ, ან გონიერებით, ან განათლებით, კულტურით, თავისებური უნარებით,.. რაღაცით თუ არ დაწინაურდა შვილი ჩვენზე, მაშასადამე, ჩვენ დავაკელით აღზრდა, იმიტომ, რომ ყველა ბავშვში არის ჩადებული ძალა, რომლითაც შეუძლია ჩვენ გაგვისწროს

შალვა ამონაშვილი
რა აზრი აქვს შვილის აღზრდას, თუ...

არის ორი სიტყვა, ერთმანეთზე უკეთესი - აღზრდა და თვითაღზრდა.
აღზრდა - როცა ჩვენ ვზრდით ბავშვს.
თვითაღზრდა - როდესაც საკუთარ თავს ვზრდით

შალვა ამონაშვილი
არის ორი სიტყვა, ერთმანეთზე უკეთესი - აღზრდა და

სიძნელე იმისთვის არსებობს, რომ ადამიანად იქცე. თუ ყველაფერი ადვილი იქნება, ადამიანი ვერ გახდები

შალვა ამონაშვილი
სიძნელე იმისთვის არსებობს, რომ ადამიანად იქცე. თუ

ძალიან ძნელი ყოფილა, სრულყოფილი ადამიანი გახდე. მაგრამ რომ არ გახდე - ცოდვაა

შალვა ამონაშვილი
ძალიან ძნელი ყოფილა, სრულყოფილი ადამიანი გახდე.

ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება. გინდა, შვილი აღზარდო? - აღზარდე საკუთარი თავი შვილთან ერთად

შალვა ამონაშვილი
ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება.

განათლებული ის არის, ვისშიც ღვთის თვისებებმა გაიღვიძა, ვისშიც უფლის თვისებები აღმოცენდა

შალვა ამონაშვილი
განათლებული ის არის, ვისშიც ღვთის თვისებებმა

ბავშვში თავიდანვე ჩათესილია უფლის სიმდიდრე. წარმოიდგინეთ თასი, რომელშიც უფალმა ჩააწყო თავისი ყველა კარგი თვისება. ამ თასს სჭირდება მორწყვა, სწორი მორწყვის წესებით. რასაც აკეთებს კარგი აღმზრდელი

შალვა ამონაშვილი
ბავშვში თავიდანვე ჩათესილია უფლის სიმდიდრე.

ამბობენ - სიტყვა აზრის პატარა გემია, რომელსაც აზრი მოაქვსო

შალვა ამონაშვილი
ამბობენ - სიტყვა აზრის პატარა გემია, რომელსაც აზრი

სამშობლო ხალხიცაა

სამშობლო არა მხოლოდ მთებია, როგორც ლექსებში ამბობენ ხოლმე - კავკასიის მთები, შავი ზღვა თუ სხვა,.. არამედ ხალხიცაა. სამშობლო პირველ რიგში არის ხალხი. თავისი ენით, გულით, სიყვარულით, კულტურით, წარსულით... ჩვენ ერთად სხვაგანაც რომ გადაგვასახლონ, იქაც სამშობლო გვექნება

შალვა ამონაშვილი
სამშობლო ხალხიცაა

გაუმარჯოს სიძნელეებს!

ნათქვამია - "გაუმარჯოს სიძნელეებს, იმით ვიზრდებითო". როცა სიძნელე აღარ აქვს ადამიანს არაფერში, მაშინ ჩიავდება, იჩაგრება. ძალებს აღარ იკრებს, ისედაც მიდის და რაღად უნდა გადახტომა? მაგრამ, როდესაც დახვდება ქვა და ღორღი, იქ უკვე წინდახედული უნდა იყო

შალვა ამონაშვილი
გაუმარჯოს სიძნელეებს!

ნათქვამია - სადაც კარგი მასწავლებელია, იქ კარგი მოწაფეები არიანო

შალვა ამონაშვილი
ნათქვამია - სადაც კარგი მასწავლებელია, იქ კარგი

მიეცით შვილს უფლება, იამაყოს თქვენით. თუ თქვენი შვილები თქვენით არ ამაყობენ, გამოდის, რომ თქვენი აღმზრდელობითი ძალა სუსტია

შალვა ამონაშვილი
მიეცით შვილს უფლება, იამაყოს თქვენით. თუ თქვენი

მადლიერება ერთ-ერთი ძალიან ღირსეული თვისებაა ადამიანისა. პიროვნება არ არსებობს მადლიერების თვისების გარეშე.
მადლიერნი ვიყოთ ყველასი და ყველაფრის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გვექცევა ყველა და ყველაფერი ჩვენ

შალვა ამონაშვილი
მადლიერება ერთ-ერთი ძალიან ღირსეული თვისებაა

დაწყებით კლასებში ნიშნები არ უნდა იწერებოდეს

შალვა ამონაშვილი
დაწყებით კლასებში ნიშნები არ უნდა იწერებოდეს

სკოლაში, ნებისმიერი სახის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის კარგი, თუ აუმჯობესებს და ხალისიანს ხდის ბავშვის ცხოვრებას

შალვა ამონაშვილი
სკოლაში, ნებისმიერი სახის რეფორმა მხოლოდ მაშინ

ბავშვი ქვეყანას დარჩება, მშობელს - ბრილიანტი

აი ეს ბავშვი უნდა გახდეს საუკეთესო! და თუ ეს დედა ასე იზრუნებს ამ ბავშვზე, რომ ქვეყანას აჩუქოს იშვიათად აღზრდილი კეთილშობილება, თავად მშობელი როგორი გახდება? რა მოუვა მშობლის სულს? ხომ ისწავლის სიყვარულს, თავდადებას, კეთილშობილი გახდება, გაუფართოვდება აზროვნება - ყველა სიკეთე მოვა. ბავშვი ქვეყანას დარჩება და მშობელს - ბრილიანტი.

შალვა ამონაშვილი
ბავშვი ქვეყანას დარჩება, მშობელს - ბრილიანტი

ჩვენი სული ალმასია და ბრილიანტად უნდა ვაქციოთ

შალვა ამონაშვილი
ჩვენი სული ალმასია და ბრილიანტად უნდა ვაქციოთ

ამაზე მეტი ბედნიერება სად უნდა ეძებოთ?

ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მუდმივად თავისი თავის გარდაქმნაშია, სულს აღამაღლებს, და ხარობს იმით, რომ უფრო და უფრო მეტს ეუფლება

შალვა ამონაშვილი
ამაზე მეტი ბედნიერება სად უნდა ეძებოთ?

როცა ერთმანეთს კეთილი თვალებით უყურებთ, კეთილდებით. აბა ხშირად გამიღიმე... მე სხვანაირი გავხდები შენთვის. სულ სხვანაირი. და შეიძლება სხვასაც უკვე სხვა თვალით შევხედო და შენი გამოცდილება სხვაზეც გადავიტანო

შალვა ამონაშვილი
როცა ერთმანეთს კეთილი თვალებით უყურებთ,