ციტატები, გამონათქვამები

მოკლე

შვილის სული ვერ აღიზრდება მუქარით, გაღიზიანებით

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.
-----
ვერ აღზრდით შვილის სულს გაღიზიანებით, ჯიჯღინით, ჩხუბით, დამუქრებით...

შალვა ამონაშვილი
შვილის სული ვერ აღიზრდება მუქარით, გაღიზიანებით

ჭეშმარიტი ჰუმანური განათლება სულის აღზრდაში მდგომარეობს

შალვა ამონაშვილი
ჭეშმარიტი ჰუმანური განათლება სულის აღზრდაში

მრისხანე ადამიანი ვერ შეძლებს მოიპოვოს ჰარმონია და თანაცხოვრების წინსვლა

შალვა ამონაშვილი
მრისხანე ადამიანი ვერ შეძლებს მოიპოვოს ჰარმონია და

გაღიზიანების დროს ყრუები და ბრმები ვხდებით. ადეკვატურად ვერ აღვიქვამთ გარემოს

შალვა ამონაშვილი
გაღიზიანების დროს ყრუები და ბრმები ვხდებით.

გაღიზიანება ვერაფერს ვერ შეცვლის კარგისკენ, ცუდისკენ - კი

შალვა ამონაშვილი
გაღიზიანება ვერაფერს ვერ შეცვლის კარგისკენ,

მიიღეთ ცხოვრებაში ყველაფერი ისე, როგორც ხდება. ხდება ეს უკვე. გაღიზიანება ვერ გიშველის, ძალებს დაკარგავ.
თუ შეგიძლია უშველე, დაეხმარე, გადაარჩინე, ჩააქრე,.. გაღიზიანება ვერაფერს ვერ შეცვლის კარგისკენ, ცუდისკენ - კი

შალვა ამონაშვილი
მიიღეთ ცხოვრებაში ყველაფერი ისე, როგორც ხდება.

გაუძელით გაღიზიანებას, იყავით მშვიდად ერთი თვე, და მერე აღარ მოგინდებათ უკან დაბრუნება

შალვა ამონაშვილი
გაუძელით გაღიზიანებას, იყავით მშვიდად ერთი თვე, და

გაღიზიანება ჯანმრთელობას აზიანებს

გაღიზიანება სხეულს აზიანებს. გაღიზიანების დროს ჩნდება მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც ილექება კაპილარების კედლებზე და აღარ ქრება. აქედან, ზოგს კიბო, ზოგს კი სხვადასხვა დაავადება უვითარდება. რისთვისაც ხშირად ქიმიური მედიკამენტებით ვმკურნალობთ, თანაც ისე, რომ გაღიზიანებასაც ვინახავთ

შალვა ამონაშვილი
გაღიზიანება ჯანმრთელობას აზიანებს

ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდაშია

შალვა ამონაშვილი
ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდაშია

ჩვენ აქედან რაღაც დიდი გვაქვს წასაღები თან. ამისთვის, ჩვენ უნდა მოვიცილოთ ის საზრუნავები, რაც ჩვენ ცხოვრებას ახურდავებს. ხშირად ჩვენ ცხოვრებას ვახურდავებთ უაზრო სანახაობებზე, გართობებზე, დროსტარებაზე...

შალვა ამონაშვილი
ჩვენ აქედან რაღაც დიდი გვაქვს წასაღები თან

ამ სიმღერას თუ იმღერებენ, შეაწყვეტინეთ

არ იმღეროთ სიმღერა - მასვი, მაჭამე, მალხინეო,.. ამ სიმღერას თუ იმღერებენ, შეაწყვეტინეთ, ან განერიდეთ. ჩვენ არ ვართ ამ ცხოვრებაში გაჩენილები იმისთვის, რომ ვჭამოთ, ვსვათ და ვილხინოთ! უნდა გავიხაროთ, მაგრამ არა - ჭამა-სმით, არამედ უფრო მეტით, ვიდრე ჭამა-სმა

შალვა ამონაშვილი
ამ სიმღერას თუ იმღერებენ, შეაწყვეტინეთ

ფსიქიკური ენერგიის ფლანგვა

ვინც სიგარეტსაა მიჩვეული, ან სმას, დროსტარებას,.. ასეთ ადამიანს თავში ასეთი აზრები უტრიალებს: დრო სად გავატარო, სიგარეტი სად ვიყიდო, შენ ხომ არ გაქვს სიგარეტი? მომაწევინე რაა, ცეცხლი გაქვს? მოუკიდე... რად მინდა მე ასეთი ცნობიერება და ეს აზრები, მაშინ, როცა უფრო მეტი სასიკეთო, სააზროვნო საქმე მაქვს? და ამაზე რომ დრო დავხარჯე? ამას ჰქვია ფსიქიკური ენერგიის ფლანგვა

შალვა ამონაშვილი
ფსიქიკური ენერგიის ფლანგვა

სიგარეტი მიეცი!

რომ ჰკითხო - "როგორ გიყვარს შენი შვილი", გეტყვის - "რას მეკითხები? მიყვარს ძალიან, ყველაფერს გავიღებ, სიცოცხლეს, გავწირავ, სულს მივცემ შვილს". - მაშინ სიგარეტი მიეცი, სიგარეტი გადააგდე შვილის გულისთვის.

შალვა ამონაშვილი
სიგარეტი მიეცი!

როგორც თქვენ დაეჩვიეთ სიგარეტის წევას, ისე დაეჩვევა თქვენი შვილიც. იცით, რატომ არ უნდა ეწეოდეთ? ერთ ღერ სიგარეტს თქვენი ცხოვრებიდან 12 წუთი და 15 წამი მიაქვს თან.

შალვა ამონაშვილი
როგორც თქვენ დაეჩვიეთ სიგარეტის წევას, ისე

როგორია დიდსულოვანი ადამიანი?

დიდსულოვანი ადამიანი არის დინჯი, ბრძენი, გამგები, დამთმობი,... დიდსულოვანმა იცის - დამდაბლდი, რათა ამაღლდეო - და არ მოგაჩვენებს თავს შენზე მეტად. ასევე, დიდსულოვანი ადამიანი არ არსებობს რწმენის გარეშე

შალვა ამონაშვილი
როგორია დიდსულოვანი ადამიანი?

კეთილშობილება კეთილშობილებით აღიზრდება

შალვა ამონაშვილი
კეთილშობილება კეთილშობილებით აღიზრდება

შვილთან ერთად ზრდა

გუშინ ერთი მშობელი მეუბნებოდა - ახლა გავიგე აღზრდა რა ყოფილაო. მე ჩემი თავი შვილთან ერთად უნდა ვზარდოო - ეს მართალია.
შვილთან ერთად გავიზარდოთ. როცა შვილთან ერთად იზრდები, ის წინ წავა. მაგრამ თუ გგონია, რომ შენ უკვე გაზრდილი ხარ - აი აქ ვდგავარ და ჩემ შვილს ჩემზე წინ არ გავუშვებო - შვილი მართლა ვერ წავა წინ. მოგემსგავსება შენ, უკეთეს შემთხვევაში

შალვა ამონაშვილი
შვილთან ერთად ზრდა

სულ შიშებშია ჩემი შვილი...

ბევრი ბავშვი გვყავს, რომლებსაც შიშები აწუხებთ. დედები მოდიან და ჩივიან - ჩემი შვილი სულ შიშებშია, - შეაშინეს და შიშებშია. არ ახლო ხელი, არ მიხვიდე, ჯერ შენი საქმე არ არის, გაიზრდები და მერე,.. იქ წავაქეზე, სადაც მე სიმშვიდე არ დამეკარგებოდა, იქ ავუკრძალე, სადაც ჩემი სიმშვიდე დაირღვეოდა. მაშასადამე, ვისზე ვიზრუნე, შვილზე, თუ ჩემზე?

შალვა ამონაშვილი
სულ შიშებშია ჩემი შვილი...

მე უნდა ვეცადო სრულყოფას. რა თქმა უნდა, ბოლომდე სრულყოფილი ვერ გავხდები, მაგრამ გავუსწრებ ჩემ თავს, შვილმა რომ ჩემგან უკეთესი რამ დაინახოს

შალვა ამონაშვილი
მე უნდა ვეცადო სრულყოფას. რა თქმა უნდა, ბოლომდე

გადადებული საქმე არ ნიშნავს, რომ დასრულდება. გააჩნია საქმეს, აღზრდაში გადადებული საქმე არ სრულდება, რჩება ნაკლოვანი

შალვა ამონაშვილი
გადადებული საქმე არ ნიშნავს, რომ დასრულდება.

ხვალინდელი დღეო - ქრისტე ამბობს - თვითონ მოიტანს ხვალინდელ საქმეებს, დღევანდელი გააკეთეო

შალვა ამონაშვილი
ხვალინდელი დღეო - ქრისტე ამბობს - თვითონ მოიტანს

აღზრდაში არ შეიძლება რომელიმე დღე გამოტოვო. ხვალ აღვზრდიო - არ არსებობს. ან დღეს, ან არასოდეს

შალვა ამონაშვილი
აღზრდაში არ შეიძლება რომელიმე დღე გამოტოვო. ხვალ

სადაც სუსტი მხარეები გაქვთ, გაიძლიერეთ. სადაც ცუდი ჩვევა გაქვთ, მოიცილეთ. და სადაც ძლიერი გაქვთ, კიდევ უფრო გაიძლიერეთ. და ბავშვი მიიღებს იმ დედას და იმ მამას, რომელიც სჭირდება.
აი ეს არის აღზრდის პირველი კანონი - ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება

შალვა ამონაშვილი
სადაც სუსტი მხარეები გაქვთ, გაიძლიერეთ. სადაც

ადამიანის შესაძლებლობას ზღვარი არა აქვს. სადაც კომპიუტერი იპოვა, იქ იმაზე მეტს იპოვის და მერე კიდე მეტს იპოვის და ეს არ დასრულდება არასდროს

შალვა ამონაშვილი
ადამიანის შესაძლებლობას ზღვარი არა აქვს. სადაც