ციტატები, გამონათქვამები

მოკლე

სულელ ადამიანთან დიდხანს არ უნდა იყო, თორემ თავისკენ გადაგიბირებს.
იყავი უფრო ჭკვიანებთან ახლოს, მათთან ისაუბრე, მათგან ისწავლე და რაც გაკლდა იმასაც შეივსებ

შალვა ამონაშვილი
სულელ ადამიანთან დიდხანს არ უნდა იყო, თორემ

მე ჩემ თავს გაჩუქებთ, რომელშიც თითოეული თქვენგანის სიყვარული ჩავდე.
ვიდრე არ მენახეთ, მიყვარდით, რომ გნახეთ, ორჯერ მეტად შემიყვარდით, თუ დავილაპარაკებთ, სამჯერ მეტად შემიყვარდებით
არასოდეს არავინ არ მძულს, მიყვარს და უფრო და უფრო მიყვარდება

შალვა ამონაშვილი
მე ჩემ თავს გაჩუქებთ, რომელშიც თითოეული თქვენგანის

თითოეულ თქვენგანს გაქვთ ისეთი საჩუქარი, რომელიც იმდენად დიდია, რომ ვერ დაფასდება, ვერც აიწონება.
ეს არის - თქვენი საკუთარი თავი

შალვა ამონაშვილი
თითოეულ თქვენგანს  გაქვთ ისეთი საჩუქარი, რომელიც

სევდა სიზარმაცის ნაყოფია, სიზარმაცე - ენერგიის უკმარისობა

დეა ყოლბაია
სევდა სიზარმაცის ნაყოფია, სიზარმაცე - ენერგიის

არ დახარჯოთ თქვენი თვალები და ყურები

არ დახარჯოთ თქვენი თვალები ბაზრობის საყურებლად.
არ დახარჯოთ თქვენი ყურები უაზრობის მოსასმენად, ცუდი მუსიკა, ტელევიზორი...
არ დახარჯოთ თქვენი დრო დროის სატარებლად. არ გვაქვს იმდენი დრო, რომ გავატაროთ

შალვა ამონაშვილი
არ დახარჯოთ თქვენი თვალები და ყურები

ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვეძლევა

დრო ყველაზე ძვირფასია რაც ჩვენ გვეძლევა. ჩვენ კი არ ვუფრთხილდებით ამ დროს.
ყოველთვის უნდა ავწონოთ:
ღირს იქ წასვლა?
ღირს ამ წიგნის კითხვა?
ღირს ტელევიზორის ჩართვა და ამ რაღაცის ყურება? - იქიდან თითქოს ნარეცხს მასხამენ თავზე, სულ რაღაცისკენ მეწევიან, რაღაცას მარწმუნებენ...

შალვა ამონაშვილი
ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვეძლევა

მინდა გისურვოთ, რომ გამარჯვებულები იყოთ ყოველ დღეზე.
დღე თქვენი ძროხა ყოფილიყოს, რომელიც ძალიან უხვად იწველება

შალვა ამონაშვილი
მინდა გისურვოთ, რომ გამარჯვებულები იყოთ ყოველ

აი რას მოგიტანს დღის პატივისცემა

სიცოცხლე ქმნაა.
სიცოცხლე წინსვლაა.
რაც არ უნდა შეგემთხვას, ცუდი თუ კარგი, ეს ყველაფერი საფეხურია. ამიტომ, განიცადე როგორც საფეხური. ზოგ საფეხურზე ძნელად აფორთხდები, ზოგზე ფეხიც დაგიცდება, მაგრამ მაინც უნდა აფორთხდე. ზოგზე თავისუფლად აიქროლებ და ახვალ მაღლა.
თუ ასე შეხედავ ცხოვრებას, მაშინ შეგიყვარდება ეს ცხოვრებაც, იმიტომ, რომ მეტს მოგიტანს. მეტ სიხარულს, წარმატებას, ბედნიერებას, სახელს განგიდიდებს, რომელსაც მერე შვილებს დაუტოვებ...
აი რას მოგიტანს დღის პატივისცემა!

შალვა ამონაშვილი
აი რას მოგიტანს დღის პატივისცემა

რას ნიშნავს დღის დაკარგვა?

დღეების დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ იმ დღეს ჩვენ მკვდარი ვართ.
რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე არის ის პროცესი, როცა რაღაცა უკეთესობისკენ მიგყავს.
მოცემულ დღეს, თუნდაც სულ მცირე, თუ არ წაიყვანე უკეთესობისკენ, ჩათვალე, რომ არ იყავი შენ იმ დღეს. იყავი, მაგრამ ფასი არ ჰქონდა

შალვა ამონაშვილი
რას ნიშნავს დღის დაკარგვა?

ძილი სიკვდილის ძმა არისო

შალვა ამონაშვილი
ძილი სიკვდილის ძმა არისო

ქვა ვიყოთ! გულით კი არა, არამედ - ჩვენი ნერვებით, გაძლებით,.. რომ, რაც არ უნდა წარღვნა დაგადგეს თავზე, ის წავა და ჩვენ ხელახლა ამოვბიბინდეთ უფრო ლამაზად

შალვა ამონაშვილი
ქვა ვიყოთ!

არავინ არის შენი მტერი, არავინ არის შენი მეგობარი, ყველა შენი მასწავლებელია

შალვა ამონაშვილი
არავინ არის შენი მტერი, არავინ არის შენი მეგობარი,

მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო

შალვა ამონაშვილი
მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო

ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი სიხარული არ შეანელო, და იცოდე, რომ კარიბჭესთან ბედნიერება გელოდება. და პირიქით - როცა ბედნიერებას განიცდი, გაიხარე, მაგრამ იცოდე, რომ უბედურება გელოდება, იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს.
ამ ცხოვრებაში აღმართებიც იქნება და დაღმართებიც. რას როგორ მიიღებ და გაუძლებ, იმის მიხედვით ან ზემოთ ადიხარ, ან დაბლა ჩამოსრიალდები

შალვა ამონაშვილი
ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი სიხარული

წიგნებს გარდაქმნა თუ არ მოვაყოლეთ, ჯობია არც ვიკითხოთ. თვალსა ვღლით, დროსა ვკარგავთ და გონებას ვაჩიავებთ.
წიგნი ყოველთვის კი არ არის წყარო. თუ წიგნი შენს სულში არ გადმოსახლდება, კითხვას აზრი არა აქვს

შალვა ამონაშვილი
წიგნებს გარდაქმნა თუ არ მოვაყოლეთ, ჯობია არც

ცხოვრებაზე და გამოცდილებაზე ძვირფასი არაფერი გვაქვს ჩვენ.
თუ ჩავუფიქრდებით სად რა შეგვემთხვა, როგორ გავართვით თავი, როდის რა როგორ მოხდა,.. თუ ასეთ მომენტებს გავაანალიზებთ ხოლმე, უთუოდ რაღაცა სიბრძნე დაგვრჩება

შალვა ამონაშვილი
ცხოვრებაზე და გამოცდილებაზე ძვირფასი არაფერი

თუ ბავშვს უყვირი, და იქვე იცი, რომ არ შეიძლება ყვირილი, არ არის ეთიკური, ნორმალური,.. მაშ, ვინ უფრო დამნაშავეა, ბავშვი თუ შენ?

შალვა ამონაშვილი
თუ ბავშვს უყვირი, და იქვე იცი, რომ არ შეიძლება

გინდათ ბედნიერები იყოთ?
სხვა არაფერში არ არის ბედნიერება, გარდა სიყვარულისა.
ქონებაში ბედნიერებას ვერ იპოვით. ვერც მოგზაურობაში ვერ იპოვით ბედნიერებას.
ბედნიერება ორი პიროვნების ურთიერთობაში იბადება

შალვა ამონაშვილი
გინდათ ბედნიერები იყოთ?

სიყვარულს საქმეები უყვარს. საქმეების გარეშე სიყვარული მკვდარია.
კოცნა, მოფერება, გაჭირვებაში ერთად დგომა, თავდადება, დათმობა... ამაში იწრთობა ნამდვილი სიყვარული

შალვა ამონაშვილი
სიყვარულს საქმეები უყვარს. საქმეების გარეშე

დათმობა საქმეა სიყვარულისა

თუ არ დაუთმობ ქმარს / ცოლს, ეს ნიშნავს, რომ არ გიყვარს.
თუ გინდათ, საკუთარი თავი გამოსცადოთ სიყვარულში, აბა ნახეთ როგორ უთმობთ ერთმანეთს.
დათმობა საქმეა სიყვარულისა

შალვა ამონაშვილი
დათმობა საქმეა სიყვარულისა

არასოდეს გადადოთ სიყვარული არცერთი წუთით!
გიყვარს?
თვალებით გიყვარდეს
სიტყვით გიყვარდეს
საქმით გიყვარდეს
კოცნით გიყვარდეს
ჩახუტებით გიყვარდეს
მიტევებით გიყვარდეს
დათმობით გიყვარდეს
ყველაფრით გიყვარდეს
ესენი საქმეებია სიყვარულისა

შალვა ამონაშვილი
არასოდეს გადადოთ სიყვარული არცერთი წუთით

ვინც პირველი დაუთმობს, ის არის ბრძენი.
ვინც არ დაუთმობს, უგუნურია.
ასე რომ, მოასწარით ერთმანეთს შორის დათმობები, რომ ამ დაუთმობლობას რაღაცა არ მოჰყვეს

შალვა ამონაშვილი
ვინც პირველი დაუთმობს, ის არის ბრძენი. 
ვინც არ

გეჩქარება, მაგრამ, ყველაფერი შეიძლება გადაიდოს ხვალისთვის, ყველაფერი.
არაფერი არ არის გადაუდებელი, გარდა სიყვარულისა

შალვა ამონაშვილი
გეჩქარება, მაგრამ, ყველაფერი შეიძლება გადაიდოს

სხვას რომ აბედნიერებ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა შენი

შალვა ამონაშვილი
სხვას რომ აბედნიერებ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა