მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი
როცა მე გემსახურებით თქვენ, ნაცნობს, უცნობს, ამაში ვხედავ ჩემი კმაყოფილების რაღაც წყაროს.
ბედნიერება კმაყოფილებაა.
ამრიგად, მე შემიძლია ვიყო მუდმივად ბედნიერი
ვის გადავუხადოთ მშობლების ზრუნვა ჩვენზე?
ვის გადავუხადოთ ჩვენი მშობლების ზრუნვა ჩვენზე? დედას როგორ გადავუხდით?
ნათქვამია, - ხელის გულზე ერბოკვერცხი რომ შეუწვა, დედის ამაგს ვერ გადაიხდიო.
მაგრამ, შემიძლია გადავუხადო, - შვილს გავზრდი მე. მან ხომ მე გამზარდა, ახლა მე შვილს გავზრდი, სხვას დავეხმარები შვილის აღზრდაში, მის შვილს ხელში დავიჭერ, შვებას მივცემ, სიტყვას შევაშველებ,..
სიკეთე თუ გააკეთე, იქვე დაივიწყე, ვის რა გაუკეთე. თუ დაიხსომებ, მაშინ უნდა გაუხსენო, არა? და თუ გაუხსენებ, ღმერთი ჩამოგაწერს მაგ სიკეთეს და პირიქით, ცოდვაში ჩაგითვლის.
მაგრამ, თუ ვინმემ გაგიკეთა სიკეთე, აი ეგ არ უნდა დაივიწყო. უნდა გადაუხადო. მას თუ არა, სხვას მაინც
მე მინდა, რომ თქვენ შეგიწყოთ ხელი. მე შეიძლება მაკლდეს რაღაც, მაგრამ გამოვიქცევი, რომ თქვენ შეგიწყოთ ხელი.
ვიღაცას მოვეფერები, ვიღაცას გავუღიმებ, ვიღაცას გულში ვუსურვებ კარგს.
ცხოვრებაში ვარ აი ასეთი კაცი.
თქვენი აზრით, უბედური ვარ თუ ბედნიერი?
აქ იწყება ჩვენი ბედნიერება
კარგიც მოხდება, ცუდიც მოხდება, უნდა ყველაფერი მივიღოთ.
თუ მივიღებთ, აი აქ იწყება ჩვენი ბედნიერება.
რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, არ დავარქვათ არაფერს კარგი და ცუდი. რაც მოხდა, ამას ვეღარაფერს ვეღარ ვუშველით.
კარგი მოხდა? გავიხაროთ.
ცუდი მოხდა? დასკვნა გავაკეთოთ, - რატომ მოხდა ეს? და აი ამაში დავინახავთ ამ თითქოსდა ცუდი რაღაცის სიკეთეს
აი როგორ მიიღებ ცხოვრებას, იმის მიხედვით განისაზღვრება როგორი ადამიანი ხარ, ბედნიერი თუ რაღაცა დაკარგე
შალვა ამონაშვილი"რა სემინარი გიშველის, ეს სიტყვები თუ წამოგცდება"
დაუყვირებს ზოგი დედა შვილს - "კუბოში მანახა შენი თავიო" - ეს სიტყვები რომ წამოგცდება, რა სემინარი გიშველის ამის მერე?
შალვა ამონაშვილისიყვარული სიყვარულით აღიზრდება. სიყვარული არ აღიზრდება სიძულვილით. ქართველ ხალხს უთქვამს - "შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო" - არ გამოგადგება მოყვრად, მტრად გაზრდილი შვილი. მტრად გაზრდილი მტერი გაგიხდება, მოყვრად გაზრდილი - მოყვრად გაგიხდება
შალვა ამონაშვილისად ვეძებოთ ბედნიერება?
ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: "ბედი ყველგან არის, და ის არსადაც არ არის".
სადაც არ უნდა ეძებო ბედი, ვერ იპოვი, გარეთ ბედი არ არსებობს. ჩემშია ბედი, მე ვარ შიგნით ბედნიერი.
მე როგორ მიგიღებთ თქვენ, ამის მიხედვით, ან ბედნიერი ვიქნები, ან უბედური.
მნიშვნელობა არა აქვს გარეთ რა ხდება, მე შიგნით უნდა ვიგრძნო ბედნიერების განცდა
ბედნიერება, ბედი და უბედურება ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და ძალიან მნიჭშვნელოვანია ამაში გავერკვეთ, იმიტომ, რომ როცა გავერკვევით, გვეცოდინება, საით ვიაროთ, და თუ ვერ გავერკვევით, ბედნიერებას დავუწყებთ ძიებას იქ, სადაც ის არ არის
შალვა ამონაშვილირას დავარქვათ ბედნიერება?
ბედნიერება არის შინაგანი მდგომარეობა.
ბედნიერება არ ნიშნავს, რომ მე სულ ცეკვა-თამაშში და სიმღერებში ვარ.
შეიძლება რაღაცაში ჩაფიქრებული ვიყო, ქვეყნის ბედი მაწუხებდეს, მაგრამ ბედნიერი ვიყო მაინც. ბედნიერი იმით, რომ რაღაცას ვემსახურები
პირველი შვილი ქმარია
ისე, რომ იცოდეთ, ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ვინმე, რომ მეტყვის 5 შვილი მყავსო, ერთიც უნდა დაუმატოთ. ყველაზე დიდი ქმარია, პირველი შვილი ქმარია.
არ გეწყინოთ ამას რომ ვამბობ, მოსავლელები ვართ ჩვენი ქალებისგან, მაგრამ ხან გვივლიან და ხან არ გვივლიან.
რაც მეტს ღიზიანდები, მით მეტად გეცვლება ფიზიოლოგიურად სხეული, მით მეტი მომწამვლელი ნივთიერება ჩნდება სხეულში, რომელიც შეიძლება კიბოს, ან სხვა რომელიმე დაავადების წინაპირობა გახდეს.
გაბრაზებული ადამიანები ძალიან ხშირად ავად ხდებიან
გინდა კეთილშობილი გაზარდო შვილი? - კეთილშობილი იყავი შენ. შენც დამშვენდები და შვილიც დამშვენდება.
დიდსულოვანი გინდა? - შენ თავად იყავი დიდსულოვანი.
დიდსულოვანი რომ გაზარდო შვილი, შენ თავად მოძებნე დიდსულოვნება საკუთარ თავში
თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები კეთილშობილები გამოვიდნენ, დაიხსომეთ აღზრდის ყველაზე მთავარი წესი - ბავშვების აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება
შალვა ამონაშვილივთქვათ, არ მიყვარს ეს მეზობელი მე. მაგრამ, ქრისტე გვეუბნება - შეიყვარე მტერი შენი. - და დასვა წერტილი. არ გიყვარს? მაშინ დამანებე მე თავიო. ქრისტიანს მაინც ნუ დაუძახებ შენ თავს, თუ არ გიყვარს მტერი შენი, თუ არ გიყვარს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი.
შალვა ამონაშვილი20 წელია დედა არ უნახავს
ერთი ჩემი სოფლელი ქალი ვიცი: - ჩემი შვილი გერმანიაშია, იქ გათხოვდა, იქ შვილიშვილები მყავს,.. - არ უნახავს, 20 წელია წავიდა ქალი და ამან არც იცის ან რა შვილიშვილი ჰყავს, ან რამხელა, ან ქმარი ვინ არის, არაფერი არ იცის. და ამაყობს იმით, რომ შვილი იქა ჰყავს.
თუ მშობლები დაივიწყე, რა კეთილშობილებაზე შეიძლება ლაპარაკი. აი გაგექცათ შვილი, ამერიკაშია და აღარ ახსოვს დედ-მამა.
თუ ერთი მეზობელი გიყვარს და მეორე არა, მაშინ კეთილშობილი არა ხარ.
თუ მშობლები დაივიწყე, რა კეთილშობილებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?
დაიხსომეთ ეს ორი მცნება: ბავშვები გავზარდოთ კეთილშობილი და თუ შეგვიძლია, დიდსულოვანიც.
დიდსულოვანი მორწმუნე არის, წყნარად მორწმუნე, მომთმენი არის ბევრი რამის, ბევრი გაჭირვების.
დიდსულოვანს თავისი თავი ავიწყდება სხვების გულისთვის
პატრიოტი სიცოცხლის გამწირველია. თუ დასჭირდება, უნდა თავიც დადო. აბა, სხვა რას დავარქვათ პატრიოტი?
შალვა ამონაშვილიგინდა ბედნიერი შვილი?
ბედნიერების საწყისი ის არის, რომ მე სხვას ვხდი ბედნიერს.
გინდა ბედნიერი შვილი? შენმა შვილმა უნდა გააბედნიეროს ცოლიც, შვილებიც, მეზობლებიც და საერთოდ ყველა, ვისაც კი ხვდება
მე შემიძლია ვილოცო იქ, სადაც ვარ. სულ საყდარში ვარ, თუ მწამს. და თუ არა მწამს, გინდა ვიარო ეკლესიაში, გინდა არ ვიარო, ათასი სანთელიც რომ დავანთო, ერთი სანთლის ფასი არ ექნება ამას
შალვა ამონაშვილირაც უფრო შემოქმედებითი ცხოვრება გვაქვს...
რაც უფრო შემოქმედებითი ცხოვრება გვაქვს, მით უფრო ცხოვრება სწრაფად მიდის.
რაც უფრო არ მოგვწონს, არ გვიხარია და უსაქმურობაში ვართ, მით უფრო დრო იჭიმება და გვემატება წუხილი და ტანჯვა
როგორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს ბავშვზე?
- დიდი! ის პატარაა, მაგრამ მასში დიდი ძალებია. ღვთიური ძალებია ბავშვში. პიროვნული თესლი უკვე ჩათესილია მასში. ღმერთმა ჩათესა. ჩვენ მარტო წყალი უნდა დავუსხათ, რომ ეს თესლი გაღვივდეს