მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რაც უფრო უბრალოდ, მარტივი ენით ეტყვი ადამიანს (არა მარტო ბავშვს, არამედ დიდსაც), მით უკეთესი, მით უფრო კარგად გაიგებს.
წმ. იოანე ოქროპირს ერთმა ქალბატონმა უთხრა - თქვენი მჭევრმეტყველების ჭა ძალიან ღრმა არის და ჩვენი გონების თოკი ვერ წვდება და ისევ დაურწყულებელი ვრჩებითო - ამის შემდგომ იგი ყველანაირად ცდილობდა გაემარტივებინა ქადაგება და დღეს ყველამ კარგად ვიცით, როგორი ადვილად გასაგებია მისი ქადაგებები
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
თუ შეკითხვაზე პასუხი არა გვაქვს...
თუ შეკითხვაზე პასუხი არა გვაქვს, ჯობია ვუთხრათ - არ ვიცი ეს რას ნიშნავს. როცა მოსულან ჩემთან და ჩემთვის უცნობ საკითხზე დაუსვამთ კითხვა, მითქვამს - მოდი წავალ და ვინმე გამოცდილ ადამიანს შევეკითხები, რომ ჩემი გამოუცდელობით არაფერი არ გავნო
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რატომ უნდა უხაროდეს ადამიანს მარხვის დაწყება?
წმ. იოანე ოქროპირი ამბობს - მარხვა არის სულის ზეიმი ხორცზე - სული ზეიმობს ამ დროს და ამიტომაც უნდა უხაროდეს ადამიანს მარხვის დაწყება, და არა იმიტომ, რომ რაღაცას ძალით მოიკლებს. ყველა ადამიანი ნებაყოფლობით იმდენს სწირავს ღმერთს, რამდენიც მას სურს,.. ყველა თავისი გადაწყვეტილებით, ვისაც რამდენი სურს, რომ შესწიროს ღმერთს მხიარული გულით, მარხვა იქნება ეს, თუ სხვა სახის ღვაწლი, იმდენს სწირავს და იმდენადაც მისი სული ხარობს და კიდევ უფრო მეტადაც
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რით ვძლიოთ მტერს?
სიყვარულით და სიმდაბლით უნდა ვძლიოთ მტერს. პირველ რიგში, ჩვენი მტერი ჩვენი დაცემული ბუნებაა და, რა თქმა უნდა, დაცემული ანგელოზები. ამას უნდა ვძლიოთ. ჩვენი ბრძოლა არ არის ადამიანების წინააღმდეგ, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
ვინ არის ყველაზე ღარიბი ადამიანი?
ყველაზე ღარიბია, ვისაც ღმერთი არ ჰყავს, იმიტომ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის, სიხარულის, სიმდიდრის, ბედნიერების წყარო და ვისაც არ ჰყავს ღმერთი ნაპოვნი, მიმაჩნია ყველაზე ღარიბად
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რომელი ჩვევაა ყველაზე საშიში?
საკუთარი თავის მართლება არის ყველაზე საშიში ჩვევა
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რა არის თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა?
დიდ შეცდომად ვთვლი, ადამიანს რომ გულს ვტკენ ხოლმე, როცა უხეშად მითქვამს რამე
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რა არის ჟურნალისტის ფუნქცია?
ჟურნალისტის ფუნქციაა - წარმოაჩინოს, თუ სადმე სიკეთე და მისაბაძი რამ ხდება, ან თუ ვინმეს უჭირს, რათა დახმარება შევძლოთ
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
უფალი ისეთ მცნებას ჩვენ არ მოგვცემს, რაც შეუძლებელია
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რა არის მოძღვრის ფუნქცია?
მოძღვრის ფუნქციაა - ღვთის სიტყვა მიიტანოს ადამიანებამდე, სწორად აუხსნას მრევლს, თუ რა არის ქრისტიანობა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - თავისი მაგალითითაც
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
ოჯახი არის სულიერი სასწავლებელი. ოჯახში ყოველთვის უნდა იგრძნობოდეს ღმერთის არსებობა. თუ რამე არის გადასაწყვეტი, ჯერ ღვთის ნება დადგეს პირველ რიგში და მერე - ადამიანური მოსაზრებები
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რატომ ანიჭებს ეკლესია ოჯახს დიდ მნიშვნელობას?
ოჯახებისგან შედგება ჩვენი ქვეყანა, და თითოეული მტკიცე ოჯახი არის კიდევ ერთი მყარი ქვა ჩადებული ჩვენი ქვეყნის საძირკველში
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ოჯახში საერთო ტრაპეზს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ დღის განმავლობაში ერთხელ მაინც ერთად დავსხდეთ, ყოველგვარი ტელეფონების და ტექნიკის გარეშე. ოჯახის სიმტკიცისათვის ამას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ იქ ადამიანებმა ერთმანეთს აზრი გაუზიარონ
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
სიყვარული მოგვიანებით მოდის, წლებთან ერთად და სწორ ურთიერთობასთან ერთად. სიყვარული ის არის, ორი მოხუცი პაპა და ბებო ჯოხით რომ მიდიან, აი მათ რომ უყვართ ერთმანეთი, მრავალი ჭირი და ლხინი რომ ერთად გამოუვლიათ და გაუზიარებიათ.
მღვდელი ბასილი ფოსური
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის რა არის აუცილებელი?
კავშირი უფალთან. უფალი რომ ქორწილში მივიდა გალილეის კანაში, ჩვენ ვიცით, რომ იქ ღვინო გამოელიათ, რის შემდგომაც მაცხოვარმა წყალი ღვინოდ გარდაქმნა. ეს რას ნიშნავს? - ის ღვინო, რაც თავიდან სუფრაზე ჰქონდათ, ეს არის ადამიანური სიყვარული, როდესაც ქალსა და ვაჟს თავიდან ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მერე ეს სიყვარული ილევა, ყველგან ილევა. შემდგომ უფალი უნდა იყოს იქ, რომ საღვთო სიყვარული გაჩნდეს. სხვაგვარად მერე ერთმანეთის გაძლებაა
მღვდელი ბასილი ფოსური
მურმან ჯინორია - ციტატები
არ შეიძლება ყველაფერი პირველი შეხედვით შემოწმდეს ადამიანში, მას კრიტიკული სიტუაციები სჭირდება და ამ კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანი უფრო გამოიკვეთება
მურმან ჯინორია
მურმან ჯინორია - ციტატები
შეიძლება ადამიანი გარეგნულად ძალიან დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ, იმის იქით ძალიან რთულია ადამიანი. ერთი სახის არ არის, მასში ბევრი დევს, ცუდიც და კარგიც
მურმან ჯინორია
ნიკო ლეკიშვილი - ციტატები
მოდით ყველამ ერთად ვაკეთოთ ის საქმე, რაც ჩვენ ქვეყანას და ჩვენ დედაქალაქს წაადგება. ეხლა არ არის იმის დრო, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. ხალხი თვითონ დაინახავს, ვინ რისი გამკეთებელია, და მოდით ერთად გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი ქვეყნის ბედნიერებისკენ იქნება მიმართული
ნიკო ლეკიშვილი
ნიკო ლეკიშვილი - ციტატები
რა არის სიკეთე?
სიკეთე არის ის, როდესაც ვინმეს ხელს გაუწვდი და არაფერს სამაგიეროს არ იღებ, არ ეძებ, არ ითხოვ. ეს არის ისეთი რამ, რომელიც ჩუმად უნდა აკეთო და არ სჭირდება მას დიდი პროპაგანდა და ყოველდღე ლაპარაკი, რომ მე ეს გავაკეთე, და ეს გავაკეთე
ნიკო ლეკიშვილი
გელა ჩარკვიანი - ციტატები
უფრო ხშირად გაიღიმეთ 😁
უფრო ხშირად გაიღიმეთ. გაუღიმეთ ერთმანეთს, რადგანაც თბილისს ყოველი ჩვენგანის ღიმილი დღეს ძალიან ესაჭიროება
გელა ჩარკვიანი
გელა ჩარკვიანი - ციტატები
ყოველ ჩვენგანს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, საიდანაც ჩვენ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს ვიყენებთ
გელა ჩარკვიანი