ციტატები, გამონათქვამები

მოკლე

რისთვის გვაქვს კუნთები?

სპორტი, კრივი, ჭიდაობა,.. ბავშვისთვის კარგია. კუნთები იმისთვის გვაქვს, რომ სიმაგრე შეიძინოს, ძალა მოგვცეს და საჭირო დროს გამოვიყენოთ.
მაგრამ თუ ამ კუნთებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ვინმეს რამე წავართვათ, ვინმე დავჩაგროთ, დავამარცხოთ,.. გარეგნულად ასეთი გამარჯვება, სულის მარცხს ნიშნავს

შალვა ამონაშვილი
რისთვის გვაქვს კუნთები?

იქ, სადაც ფიზიკური ძალა იმარჯვებს, მარცხდება ზნეობა

შალვა ამონაშვილი
იქ, სადაც ფიზიკური ძალა იმარჯვებს, მარცხდება

ურთიერთობის ფუფუნება

თუ გვინდა ბავშვებს გამარჯვება ვასწავლოთ, პირველ რიგში კულტურა ვასწავლოთ.
ადამიანები შევაყვაროთ. მათთან ურთიერთობის ფუფუნება დავანახოთ და შევაყვაროთ.
რა ძვირფასი, ადამიანი რომ გყავს და მასთან ურთიერთობა შეგიძლია!
ამ ურთიერთობაში ორივე მხარე რაღაცას იძენს... ეს დიდი კულტურაა, თუ ეს ისწავლა ბავშვმა, მაშინ გამარჯვების ხარისხს ფასი არ დაედება!

შალვა ამონაშვილი
ურთიერთობის ფუფუნება

თუ გინდა გამარჯვება, დამარცხების ფასიც უნდა იცოდე.
თუ გინდა კეთილი იყო, ბოროტი უნდა იცოდე.
თუ გინდა გიყვარდეს, უნდა იცოდე რა არის სიძულვილი, რომ რა არის სიყვარული ეს გაიგო.
უნდა იცოდე, კი არ უნდა გძულდეს, უნდა იცოდე, რომ ესეც ხდება და აირჩიო - მე ასე არ მინდა!
დამარცხების ფასი გამარჯვების ტოლია

შალვა ამონაშვილი
თუ გინდა გამარჯვება, დამარცხების ფასიც უნდა

ჰუმანური პედაგოგიკის მთავარი საფუძველი

ჰუმანურ პედაგოგიკას მთავარი საფუძველი სულიერება აქვს, რომელშიც ღმერთის რწმენაც და სულის უკვდავებაც არის ჩადებული. ასევე ისიც, რომ ეს ცხოვრება, რომელიც მონაკვეთი არის ჩემი მარადიული ცხოვრებისა, როგორ უნდა გავლიო აქ და რით უნდა წავიდე იქ. ხელცარიელი თუ ხელდამშვენებული

შალვა ამონაშვილი
ჰუმანური პედაგოგიკის მთავარი საფუძველი

დაეხმარეთ სიდედრს

დაეხმარეთ მეზობელს,
დაეხმარეთ მეუღლეს,
დაეხმარეთ სიდედრს, სიმამრს,
ყველას, ვისაც კი იცნობთ და შეიძლება სჭირდებოდეს თქვენი დახმარება. ვისაც სჭირდება და ხედავთ, რომ მას თქვენი დახმარებით გაუადვილდება ან გამოუვა რაღაცა, უნდა შეეშველო, და მისმა გამარჯვებამ უნდა გაახაროს შენ

შალვა ამონაშვილი
დაეხმარეთ სიდედრს

ერთმანეთს შევეშველოთ

სული მძიმე სატარებელია, ერთმანეთს შევეშველოთ სულის ტარებაშიო - რამხელა იდეაა აქ ჩადებული! მართლაც, ძნელია სულის სრულყოფა. შემეშველეთ თქვენ, მე კიდე თქვენ შეგეშველებით, იმიტომ, რომ თქვენ ჩემი ძალები გინდათ და მე თქვენი ძალები მჭირდება. ეს სხვადასხვანაირი ძალებია და ერთმანეთს რომ შევეშველებით, ცხოვრება ხალისიანი ხდება და ორივე გამარჯვებულები გამოვალთ.

შალვა ამონაშვილი
ერთმანეთს შევეშველოთ

გამარჯვებულია ის, ვინც სხვასაც ეხმარება გამარჯვებაში

შალვა ამონაშვილი
გამარჯვებულია ის, ვინც სხვასაც ეხმარება

გამარჯვებული ის არის, ვინც თავის გამარჯვებას არ ეძებს სხვის დამარცხებაში

შალვა ამონაშვილი
გამარჯვებული ის არის, ვინც თავის გამარჯვებას არ

აღზრდის საუკეთესო მეთოდი

ყველაზე კარგი აღზრდა მაშინაა, როცა ბავშვი მაგალითს ხედავს

შალვა ამონაშვილი
აღზრდის საუკეთესო მეთოდი

გამარჯვებულია ის, ვინც თავის ნიჭს შრომის სახით სალესი მოუნახა, ვისაც უყვარს შემოქმედება

შალვა ამონაშვილი
გამარჯვებულია ის, ვინც თავის ნიჭს შრომის სახით

კაცი, რომელსაც შრომა არ უყვარს, ნაკლები შეხვდება. არადა, მისი წილი ყველაფერი, სიმდიდრე, ქონება, წინსვლა, თანამდებობა,.. უკვე იყო მისთვის გამზადებული.

შალვა ამონაშვილი
კაცი, რომელსაც შრომა არ უყვარს, ნაკლები შეხვდება.

ნიჭს სალესი უნდა. ეს არის - შრომა და შემოქმედება

შალვა ამონაშვილი
ნიჭს სალესი უნდა. ეს არის - შრომა და შემოქმედება

93 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე

იმის აუცილებლობის წინაშე ვარ, რომ მცირედი ინგლისური ვიცოდე. სკოლამ არ მასწავლა. ავდექი და ამ ასაკში ჩემით დავიწყე სწავლა. აბა მე ვიყო 6 წლის, როგორ ბულბულივით დავეუფლებოდი ამ ენას. არაფერი გაჭირვება არ მექნებოდა. ამ ასაკში უკვე ძნელია.

შალვა ამონაშვილი
93 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე

ნიჭი თესლივით არის, თუ დროულად არ გააღვივე შრომით, ეს ნიჭი ჩახმება

შალვა ამონაშვილი
ნიჭი თესლივით არის, თუ დროულად არ გააღვივე შრომით,

შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი არა გვაქვს, ათასი ნიჭიც რომ გვქონდეს, არაფერი გამოვა. ნიჭი ჩახმება

შალვა ამონაშვილი
შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი არა

აი ეს არის ნამდვილი მიზანი - საკუთარ ძალთა სრულყოფა

შალვა ამონაშვილი
აი ეს არის ნამდვილი მიზანი - საკუთარ ძალთა

როცა მიზნად ისახავ რაღაცას, თუ იმ მიზანს ათიანში ვერ მოარტყამ, ცხრიანში მაინც მიხვალ, რვიანში მიხვალ და ესეც გამარჯვება იქნება

შალვა ამონაშვილი
როცა მიზნად ისახავ რაღაცას, თუ იმ მიზანს ათიანში

მიზნის მიღწევაა გამარჯვება, თუ მიზანი არაა, გამარჯვებაც რა თქმა უნდა, არ იქნება

შალვა ამონაშვილი
მიზნის მიღწევაა გამარჯვება, თუ მიზანი არაა,

მარტონი მიზნებს ძნელად ვაღწევთ ან ვერც კი ვაღწევთ

შალვა ამონაშვილი
მარტონი მიზნებს ძნელად ვაღწევთ ან ვერც კი ვაღწევთ

მიზნისკენ სვლის პროცესი უკვე არის გამარჯვებისკენ სვლა

შალვა ამონაშვილი
მიზნისკენ სვლის პროცესი უკვე არის გამარჯვებისკენ

მიზნის მიღწევა, დროის, ფიზიკური და სულიერი ძალების მსხვერპლად გაღებას მოითხოვს

შალვა ამონაშვილი
მიზნის მიღწევა, დროის, ფიზიკური და სულიერი ძალების

რომ მიიღო, უნდა გასცე ჯერ!
სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება, ქონება,.. გაეცით და მიიღებთ

შალვა ამონაშვილი
რომ მიიღო, უნდა გასცე ჯერ!
სიყვარული,

როგორი ცოდვაა ადამიანი, რომელიც უკვალოდ გაქრება.
იყო ჩიტი მგალობელიო, იჭიკჭიკა, იჭიკჭიკა, წავიდა და არაფერი არ დაგვრჩა მისგან. უკვალოდ გაქრა.
კვალი!
კვალის დატოვებას კი მიზანი უნდა - კეთილშობილობით სავსე მიზანი.
მარტო მე, მე, მე კი არა, ჩემმა მიზანმა რაღაც სარგებელი უნდა მოგიტანოთ, თქვენ უნდა გარგოთ.
მეც იმდენი დამრჩება, რამდენსაც თქვენ კარგს გაგიკეთებთ

შალვა ამონაშვილი
როგორი ცოდვაა ადამიანი, რომელიც უკვალოდ