არა ვშფოთავ, იმიტომ, რომ...
არა ვშფოთავ, იმიტომ, რომ ყველაფერს ვუყურებ, როგორც გაკვეთილს. რატომ უნდა ვიშფოთო კაცო?
რა მაქვს საშფოთველი, როცა ცხოვრებაში ვარ და გამოცდილებას ვიძენ. ან კარგ გამოცდილებას შევიძენ, ან ცუდს. ერთიც გამომადგება და მეორეც, თუ გონივრულად მოვიქცევი
სულ ყოველთვის მინდა, რომ...
ოღონდაც ვიღაცას გამოვადგე და შემიძლია მთელი საათები ვირბინო, სხვისთვის ვიმუშაო, არ დავიღლები, არც ვიწუწუნებ... სულ ყოველთვის მინდა, რომ მტლად ვედებოდე ვიღაცას
შალვა ამონაშვილილამაზი იეროგლიფები წერეთ, თქვენზე ათასჯერ ლამაზი, რომ მერე იმისთანა გახდებით, როგორსაც დაწერთ
შალვა ამონაშვილი
ერთადერთი, რასაც წავიღებთ, მარტოოდენ სულია, სხეულიც სადღაც ჩაეფლობა, ჩაესვენება, მაგრამ სული ვერსად ვერ ჩაესვენება, ის უკვდავია.
რატომ იყოს უკვდავი და თანაც სადღაც ჩაძირული?
არ ჯობია, ავამაღლო? მით უმეტეს, ნათქვამია - მთელი მიწიერი ცხოვრება უკვდავებისთვის მომზადებააო
სიდედრი გიყვარს?
სიდედრი გვიყვარდეს.
გიყვარს სიდედრი? უნდა გიყვარდეს, ანეკდოტებიც კი არ უნდა ვთქვათ სიდედრზე, იმიტომ, რომ დედაა ჩვენი.
დედამთილი გიყვარს? - გიყვარს. როგორც დედა უნდა გიყვარდეს. მაშინ ქმართანაც მეტი თანხმობა გექნება. ეს არის იეროგლიფების წერა, ეს არის ალმასის ბრილიანტად გახდომა.
აი ის უხიაკი მეზობელი რომ გყავს, მეც ესეთი უხიაკი გავუხდე? იმან თუ ცუდი მიკეთა, ცუდი გავუკეთო? აკეთოს იმან თავისი ცუდი თუ ასე უნდა, მარა მე ამითი არ ვუპასუხებ, იმიტომ რომ მაღლა მინდა ავიდე.
რა არის ეგოიზმი?
ეგოიზმი რა არის? - ის, რომ შენ ხარ ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მე ჩემ თავს შენზე მაღლა ვაყენებ და შენგან მინდა ამოვწურო ყველაფერი.
შალვა ამონაშვილიამ საქციელებით სული იკარგება
ბევრი კარგავს სულს, ჩხუბში, უგონო ქცევებში, ბილწსიტყვაობაში, ცუდ საქმეებში, უსაქმურობაში,..
ნაცვლად იმისა, რომ გაამდიდროს სული, იმასაც კარგავს, რაც მოიტანა თან
სულელ ადამიანთან დიდხანს არ უნდა იყო, თორემ თავისკენ გადაგიბირებს.
იყავი უფრო ჭკვიანებთან ახლოს, მათთან ისაუბრე, მათგან ისწავლე და რაც გაკლდა იმასაც შეივსებ
მე ჩემ თავს გაჩუქებთ, რომელშიც თითოეული თქვენგანის სიყვარული ჩავდე.
ვიდრე არ მენახეთ, მიყვარდით, რომ გნახეთ, ორჯერ მეტად შემიყვარდით, თუ დავილაპარაკებთ, სამჯერ მეტად შემიყვარდებით
არასოდეს არავინ არ მძულს, მიყვარს და უფრო და უფრო მიყვარდება
თითოეულ თქვენგანს გაქვთ ისეთი საჩუქარი, რომელიც იმდენად დიდია, რომ ვერ დაფასდება, ვერც აიწონება.
ეს არის - თქვენი საკუთარი თავი
არ დახარჯოთ თქვენი თვალები და ყურები
არ დახარჯოთ თქვენი თვალები ბაზრობის საყურებლად.
არ დახარჯოთ თქვენი ყურები უაზრობის მოსასმენად, ცუდი მუსიკა, ტელევიზორი...
არ დახარჯოთ თქვენი დრო დროის სატარებლად. არ გვაქვს იმდენი დრო, რომ გავატაროთ
ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვეძლევა
დრო ყველაზე ძვირფასია რაც ჩვენ გვეძლევა. ჩვენ კი არ ვუფრთხილდებით ამ დროს.
ყოველთვის უნდა ავწონოთ:
ღირს იქ წასვლა?
ღირს ამ წიგნის კითხვა?
ღირს ტელევიზორის ჩართვა და ამ რაღაცის ყურება? - იქიდან თითქოს ნარეცხს მასხამენ თავზე, სულ რაღაცისკენ მეწევიან, რაღაცას მარწმუნებენ...
მინდა გისურვოთ, რომ გამარჯვებულები იყოთ ყოველ დღეზე.
დღე თქვენი ძროხა ყოფილიყოს, რომელიც ძალიან უხვად იწველება
ვის რა ვარგე თუ ვისგან რა ვირგე?
აბა მე დღეს ვის რა ვარგე! აბა მე დღეს ვისგან რა ვირგე კი არა, - ვის რა ვარგე!
შალვა ამონაშვილიაი რას მოგიტანს დღის პატივისცემა
სიცოცხლე ქმნაა.
სიცოცხლე წინსვლაა.
რაც არ უნდა შეგემთხვას, ცუდი თუ კარგი, ეს ყველაფერი საფეხურია. ამიტომ, განიცადე როგორც საფეხური. ზოგ საფეხურზე ძნელად აფორთხდები, ზოგზე ფეხიც დაგიცდება, მაგრამ მაინც უნდა აფორთხდე. ზოგზე თავისუფლად აიქროლებ და ახვალ მაღლა.
თუ ასე შეხედავ ცხოვრებას, მაშინ შეგიყვარდება ეს ცხოვრებაც, იმიტომ, რომ მეტს მოგიტანს. მეტ სიხარულს, წარმატებას, ბედნიერებას, სახელს განგიდიდებს, რომელსაც მერე შვილებს დაუტოვებ...
აი რას მოგიტანს დღის პატივისცემა!
რას ნიშნავს დღის დაკარგვა?
დღეების დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ იმ დღეს ჩვენ მკვდარი ვართ.
რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე არის ის პროცესი, როცა რაღაცა უკეთესობისკენ მიგყავს.
მოცემულ დღეს, თუნდაც სულ მცირე, თუ არ წაიყვანე უკეთესობისკენ, ჩათვალე, რომ არ იყავი შენ იმ დღეს. იყავი, მაგრამ ფასი არ ჰქონდა
ქვა ვიყოთ! გულით კი არა, არამედ - ჩვენი ნერვებით, გაძლებით,.. რომ, რაც არ უნდა წარღვნა დაგადგეს თავზე, ის წავა და ჩვენ ხელახლა ამოვბიბინდეთ უფრო ლამაზად
შალვა ამონაშვილიგაუძელით!
გაუძელით ყველაფერს რაც თქვენს თავს დაგადგებათ, იმიტომ რომ, ნათქვამია: არავინ არის შენი მტერი, არავინ არის შენი მეგობარი, ყველა შენი მასწავლებელია.
თუ მიიღებ ყველაფერს: ავადმყოფობასაც, ფეხის წამოკვრასაც ქვაზე, ვიღაცამ, რომ მიგატოვა და გიღალატა რაღაცაში… თუ მიიღებ ყველაფერ ამას, როგორც გამოცდას შენი სულისას, მაშასადამე ამაღლდი, უფრო ძლიერი ხარ მერე. და თუ ვერ მიიღე, მაშინ იმასაც დაკარგავ რაც გქონდა.
როგორ მოვიქცეთ?! - ჩემი გამოცდილებით ასეა, დავხვდეთ როგორც ქვა ყველა სეტყვას, ქვა სეტყვაზე მაგარია, სეტყვა დაგვემსხვრევა ზედ და ამის შემდეგ უფრო სუფთა დავრჩებით, სეტყვა რომ დაგვადნება ზედ, გაგვასუფთავებს, უფრო სუფთა გამოვდივართ ცხოვრებაში.
არავინ არის შენი მტერი, არავინ არის შენი მეგობარი, ყველა შენი მასწავლებელია
შალვა ამონაშვილი
ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი სიხარული არ შეანელო, და იცოდე, რომ კარიბჭესთან ბედნიერება გელოდება. და პირიქით - როცა ბედნიერებას განიცდი, გაიხარე, მაგრამ იცოდე, რომ უბედურება გელოდება, იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს.
ამ ცხოვრებაში აღმართებიც იქნება და დაღმართებიც. რას როგორ მიიღებ და გაუძლებ, იმის მიხედვით ან ზემოთ ადიხარ, ან დაბლა ჩამოსრიალდები
წიგნებს გარდაქმნა თუ არ მოვაყოლეთ, ჯობია არც ვიკითხოთ. თვალსა ვღლით, დროსა ვკარგავთ და გონებას ვაჩიავებთ.
წიგნი ყოველთვის კი არ არის წყარო. თუ წიგნი შენს სულში არ გადმოსახლდება, კითხვას აზრი არა აქვს