ცხოვრებაზე და გამოცდილებაზე ძვირფასი არაფერი გვაქვს ჩვენ.
თუ ჩავუფიქრდებით სად რა შეგვემთხვა, როგორ გავართვით თავი, როდის რა როგორ მოხდა,.. თუ ასეთ მომენტებს გავაანალიზებთ ხოლმე, უთუოდ რაღაცა სიბრძნე დაგვრჩება
თუ ბავშვს უყვირი, და იქვე იცი, რომ არ შეიძლება ყვირილი, არ არის ეთიკური, ნორმალური,.. მაშ, ვინ უფრო დამნაშავეა, ბავშვი თუ შენ?
შალვა ამონაშვილი
გინდათ ბედნიერები იყოთ?
სხვა არაფერში არ არის ბედნიერება, გარდა სიყვარულისა.
ქონებაში ბედნიერებას ვერ იპოვით. ვერც მოგზაურობაში ვერ იპოვით ბედნიერებას.
ბედნიერება ორი პიროვნების ურთიერთობაში იბადება
სიყვარულს საქმეები უყვარს. საქმეების გარეშე სიყვარული მკვდარია.
კოცნა, მოფერება, გაჭირვებაში ერთად დგომა, თავდადება, დათმობა... ამაში იწრთობა ნამდვილი სიყვარული
თუ მეუღლეს ებუტები
ბუტიაობა - ეს გაუზრდელი ადამიანის ქცევაა. ადამიანი როდესაც გაუზრდელია, გაიბუტება თავისათავად. იმიტომ, რომ თვითონ ქცევა უგუნურია. არ გელაპარაკები, ვიყურები სადღაც. ვის არ ელაპარაკები? ცოლია შენი, ქმარია შენი,.. თუ ამას არ ელაპარაკები, მაშ ვის უნდა დაელაპარაკო?
ჩემო ძვირფასებო, ვინმეს გახასიათებთ ბუტიაობა? ვინმეს გაქვთ ოჯახში კინკლაობა? სასწრაფოდ დაანებეთ ამას თავი.
დათმობა საქმეა სიყვარულისა
თუ არ დაუთმობ ქმარს / ცოლს, ეს ნიშნავს, რომ არ გიყვარს.
თუ გინდათ, საკუთარი თავი გამოსცადოთ სიყვარულში, აბა ნახეთ როგორ უთმობთ ერთმანეთს.
დათმობა საქმეა სიყვარულისა
არასოდეს გადადოთ სიყვარული არცერთი წუთით!
გიყვარს?
თვალებით გიყვარდეს
სიტყვით გიყვარდეს
საქმით გიყვარდეს
კოცნით გიყვარდეს
ჩახუტებით გიყვარდეს
მიტევებით გიყვარდეს
დათმობით გიყვარდეს
ყველაფრით გიყვარდეს
ესენი საქმეებია სიყვარულისა
ვინც პირველი დაუთმობს, ის არის ბრძენი.
ვინც არ დაუთმობს, უგუნურია.
ასე რომ, მოასწარით ერთმანეთს შორის დათმობები, რომ ამ დაუთმობლობას რაღაცა არ მოჰყვეს
გეჩქარება, მაგრამ, ყველაფერი შეიძლება გადაიდოს ხვალისთვის, ყველაფერი.
არაფერი არ არის გადაუდებელი, გარდა სიყვარულისა
ერთგულება სიყვარულის გამოცდაა,
სიყვარული კი თავი და ბოლოა ჩვენი ცხოვრებისა
სად დადიხარ, რომ დადიხარ?
ერთგულება საქმეში უნდა დაანახო, ხომ მართალია?
მამა სახლში ბრუნდება დროზე, არ დასეირნობს იქით აქეთ, ისე რომ ბოლოს სად არის ჩემი კარებიო. დროზე დაბრუნდება შინ, იმიტომ რომ ვინა ყავს შინ? - ცოლი, ეს მისი ქალია. ვინა ყავს შინ? - შვილი გაუჩნდა, 2-3 შვილი ყავს უკვე. ეს რა ცუდი მაგნიტია რომ მიგიზიდოს ოჯახში. ძლიერი მაგნიტია, შვილები გელოდებიან, სად დადიხარ, რომ დადიხარ?!
ასევე ცოლიც დახვდება, როგორ გაუღებს კარებს, როგორ მოეფერება, მოესიყვარულება, რას დაახვედრებს, არა?
ერთგულება სიყვარულის გამოცდაა და სიყვარული კი თავი და ბოლოა ჩვენი ცხოვრებისა.
ერთგულება არის სულის თვისება.
როგორც სახეს, გარეგნობას ვიწესრიგებთ და ვილამაზებთ ხოლმე, ასევე შეგვიძლია სულის ეს თვისება - ერთგულება ჩამოვქნათ, ჩამოვალამაზოთ, ერთგულები გავხდეთ ყველაფრისა
გინდათ, რომ სიყვარული დაამტკიცოთ? ერთადერთი გამოცდა სიყვარულისა, ერთგულებაა!
ერთგულება პატივისცემაში, ურთიერთობაში, განცდებში,.. ყველაფერში
ვინც გიყვარს, მისთვის იწვი, ანთებული სანთელივით ხარ მისთვის!
შალვა ამონაშვილი
ერთგულება სიყვარულის გამოცდაა. თუ გიყვარს ვინმე, მარტო ერთგულებით შეგიძლია დაუმტკიცო.
კიდევ რით დაუმტკიცებ? საჩუქრებით? ვერა!
მარტო ერთგულებით!
პატივი ვცეთ ბებიებს და პაპებს.
"კომუნისტებად" შეურაცხმყოფელად არ მოიხსენიოთ.
ისინი ახალ ცხოვრებას ესწრაფვოდნენ, სამშობლო უყვარდათ და როგორც იცოდნენ, ისე აშენებდნენ ქვეყანას.
მაინც კარგია / უფრო კარგი გახდება
ახლა რომ ვუყურებ ამ ცხოვრებას, რაც არ უნდა ხდებოდეს, მაინც კარგია, ვიდრე ის, რაც იყო. უფრო კარგი გახდება. პატარა დროს უნდა ხოლმე გაძლება და მერე რომ გახვალ რაღაც პერიოდებს, ცხოვრება იცვლება. მერე ისევ გართულდება, ისევ ასე,.. ეს ბორბალია, ცხოვრების ბორბალი. წინ მივდივართ, მარგამ, ხან დალხინებით და ხანაც გაჭირვებით. ხან ბედნიერება და ხან ვითომ უბედურება მოგვადგება ხოლმე კარს.
შალვა ამონაშვილიგამოცდილება ისეთი რამ არის, წლები უნდა მის დაგროვებას. და თუ გამოცდილების გათვალისწინებით მიიღებ გადაწყვეტილებებს, შეცდომებს უფრო ნაკლებად გაიმეორებ, იმის მიხედვით, თუ როგორია გამოცდილება
შალვა ამონაშვილი
სიტყვები - "მოხუცი", "ბებერი" არ იხმაროთ არავის მიმართ ძალიან გთხოვთ.
ადამიანი მანამ არის ახალგაზრდა, ვიდრე ფეხზე დგას და შეუძლია კეთილი სიტყვა თქვას
მანამ ხარ ახალგაზრდა, სანამ...
არავის მიმართ არ გამოიყენოთ სიტყვები: "მოხუცი", ბებერი. ადამიანი მანამ არის ახალგაზრდა, სანამ ფეხზე დგას და შეუძლია კეთილი სიტყვა თქვას
შალვა ამონაშვილი
მშობლების გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მშობლებო, მუხლზე დაჩოქილი შეგეხვეწებით, არ მოატყუოთ თქვენი შვილები.
არ უთხრათ ტყუილი, არ მოუყვეთ ის, რისიც თქვენ თავად არ გჯერათ
ტყუილი, რა თქმა უნდა, პიროვნული ნიშან-თვისებაა.
არანაირად არ მჯერა, რომ ბავშვები იბადებიან ამ პიროვნული ნიშან-თვისებით.
ეს ალბათ უფრო ნასწავლია. ჩვენ ვაჩვენეთ რაღაც სახით
- შესაძლებელია აღზრდისას დაშვებული შეცდომის გამოსწორება?
- ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია. გამოსწორდება არის საკუთარ თავში იმ თვისების აღზრდა, რომელიც გვინდა, რომ ბავშვში იყოს