ჩვენი ბავშვების აღზრდა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის აღზრდაში არის. იმიტომ, რომ აღზრდის კანონია ასეთი - რასაც ვაჩვენებთ, ის შეიძლება გახდეს ბავშვისთვის იგივე პიროვნული ნიშან-თვისება
პაატა ამონაშვილისასაცილო ისტორია "ზარმაც" შვილზე
ძალიან უნდოდა, რომ ჩემგან მიეღო რაღაცა რჩევა ამ გოგოს აღზრდასთან დაკავშირებით და თბილისში გამოგყვებიო, მანქანით მოვდიოდი და გამომყვა. ეს გოგოც უკან ჩაისვა და მოვდივართ, პირველი 30 წუთი მიყვებოდა რა ზარმაცია ეს მისი გოგო და აღწერა ასე: სკოლიდან მოვა, დივანზე წამოწვება, დედას არ ეხმარება, საშინაო დავალებების გაგონებაც არ უნდა, ტელევიზორს თვალს არ მოწყვეტს.
ეს ხომ მოვყევი 30 წამში, ეს ყვებოდა 30 წუთი, და ნუ ამოწურა თავისი თავი, ვუსმინე ბოლომდე და კარგი ახლა იმას გავესაუბრები მეთქი, მივუბრუნდი და ვეკითხები; აბა ერთი ამიღწერე მამაშენი რომ მოდის სახლში, როგორია? ეს გოგო მეუბნება: დივანზე წამოწვება, ტელევიზორის პულტს ხელიდან არ გაუშვებს, დედაჩემი რასაც გინდა თხოვდეს ყურადღებას არ აქცევს.
ეს აღშფოთდა; რას ამბობ, აბა სამსახურიდან მოვდივარ დაღლილი და არ დავისვენო? შრომის მოყვარე ადამიანია, ზარმაცი არ არის საერთოდ, მაგრამ მოდი ხანდახან შევხედოთ სამყაროს ჩვენი შვილების თვალით.
13 წელი გოგო იზრდება და ვის სურათ ხატებს უყურებს? შრომისმოყვარეობა მამისა არ უნახავს არც ერთხელ, არც ვენახში წაყოლია, არც ტრაქტორზე უნახავს, როგორ მუშაობს და ნუ მუშაობს მართლა, მაგრამ ყოველდღიურად ხედავს ერთი და იგივეს და ბუნებრივია რასაც ხედავს ბავშვი, აი ამ გამოვლინებებს, შეიძლება ჰქონდეს ეს სასუქის ეფექტი, ანუ ანაყოფიერებენ იგივე ნიშან-თვისებებს და ახლა ჩვენ აღვიქვამთ ამას როგორც ზარმაცს, ეს მაგალითი ხო რეალისტურია?!
აღზრდა არ ისწავლება. უფროსი როგორც ცხოვრობს, ნიმუში, სურათ-ხატი, მაგალითი ხდება ბავშვისათვის. და თუ ეს მაგალითი ემოციურადაც არის დატვირთული, მაშინ მშობლის ეს ნიმუში მაგალითი კი არ არის უბრალოდ, არამედ ხდება ის მიზეზი, რითიც იგივე პიროვნული თვისება ბავშვში იწყებს განვითარებას
პაატა ამონაშვილიჩვენი ცხოვრებით ჩვენ ბავშვებს კი არ ვასწავლით როგორები იყვნენ, ისიც ცოტაა ვთქვათ, რომ ვაჩვენებთ, არამედ უბრალოდ მათში ვაღივებთ იგივე პიროვნულ ნიშან-თვისებებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია
პაატა ამონაშვილი
ისევე, როგორც გამრავლების ტაბულა არ აღიზრდება, ასევე - ზნეობა არ ისწავლება.
გამრავლების ტაბულას სჭირდება სწავლა, ზნეობას - მაგალითის ჩვენება
დედისთვის როგორ ჩამეხედა თვალებში?
შეჯიბრი იყო სირბილში, რაღაც ჩემპიონატი, რბოლა ფეხით. ყველამ იცოდა, რომ გამარჯვებული ძალიან დიდ პრიზს იღებდა და მირბოდნენ სპორტსმენები, რომლებიც ზოგი ოლიმპირო ჩემპიონი იყო, ზოგი მსოფლიო ჩემპიონი.
მათ შორის იყო ერთი ახალგაზრდა კენიელი, რომელიც აშკარად ყველას სჯობდა. აი იმდენად სჯობდა, რომ ფინიშამდე მთელი ჯგუფი შორს იყო, ეს უკვე მისული იყო.
რომ მივიდა ეს კენიელი ფინიშთან, აერია ხაზები და იფიქრა, რომ ფინიშის ხაზი გადალახული აქვს, გაჩერდა და ხელის ქნევა დაუწყო თავის მაყურებლებს. მეორე მორბოდა ესპანელი ამის უკან, ამ ესპანელმა ჯერ უყვირა ესპანურად წადი წადი წინო, შენ ჯერ არ დაგიმთავრებია და მიდი გადადგი ნაბიჯიო, მაგან ესპანური არ იცოდა და ვერ გაიგო. ბოლოს ესპანელი მიუახლოვდა და ხელი ჰკრა, აჰა მიდიო და ამ ხელის კვრით მიარბენინა ფინიშამდე და გაამარჯვებინა, მაშინ როცა შეეძლო არაფერი არ ეთქვა და თვითონ მიერბინა ბოლომდე. როგორც კი ეს დამთავრდა რა თქმა უნდა დაესიენ ესპანელს ჟურნალისტები და ეკითხებიან, ეს რა გააკეთეო, შენს სამშობლოში, ესპანეთშიო, ნავარაში ხდება ეს ყველაფერი, მიგერბინა, ფულიც აგეღოო, ჩემპიონიც გახდებოდიო და რა უპასუხა ამ ადამიანმა, კიო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შემეძლო გამეკეთებინაო, მაგრამ დედაჩემისთვის როგორ ჩამეხედა თვალებში მერე მეო.
აი ეხლა ისმის შეკითხვა, ეს ესპანელი რომელმაც პატიოსნად გაამარჯვებინა ამას, არის თუ არა თვითონ გამარჯვებული ახალგაზრდა კაცი და რა ჯობდა მისი მომავლისთვის, მისი პიროვნებისთვის, საერთოდ ამ ჩემპიონატისთვისაც, ესპანეთისთვისაც, მიერბინა თუ რაც გააკეთა ის ჯობდა?
დედაც როგორი გამარჯვებულია, თვითონაც როგორი გამარჯვებულია. ეს ყველაფერი მხოლოდ აღზრდით ხდება.
როგორი ადამიანია ლაშა?
ვცდილობ, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთო ამ ერთ ცხოვრებაში და რაც ღმერთმა ნიჭი მომცა, ეს ნიჭი მინდა ისე გამოვიყენო, რომ მომავალი თაობებისთვის იყოს დიდი მოტივაცია
ლაშა ბექაურიაღზრდის პირველი კანონი
ჩვენ რომ ბავშვი გამარჯვებული გავზარდოთ, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა აღვზარდოთ.
კანონია ასეთი - აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება.
შვილის აღზრდა გინდათ? - ჯერ საკუთარი თავი!
ბავშვის აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება
როცა სახლიდან წივილ-კივილი გადის
ხმას არ აუმაღლოთ, თქვენი სახლიდან წივილ-კივილი არ უნდა გავიდეს გარეთ. მეზობელი არ უნდა კითხულობდეს, - რა ხდება იმ სახლშიო. თქვენ სახლში მეზობლები არ უნდა მორბოდნენ საშველად, დასაწყნარებლად.
შალვა ამონაშვილირას გამორიცხავს სათუთობაში აღზრდა?
სათუთობაში აღზრდა გამორიცხავს უხეშობას, იძულებას, დასჯას, დაჩაგვრას, გაღიზიანებას, ყვირილს...
ხმას არ აუმაღლოთ!
თქვენი სახლიდან წივილ-კივილი არ უნდა გავიდეს გარეთ
არ გაამართლოთ გაღიზიანება არაფრით.
ამ ფსიქოლოგიურ განცდას გამართლება არ უწერია
მაგიდასთან ქცევის წესები
დიახაც, მაგიდასთან ჯდომასაც თავისი კულტურა აქვს, ჩემო ძვირფასებო. ხელი როგორ გავიწოდოთ,.. ძველ აღთქმაშია ნათქვამი: მაგიდასთან, პირველმა არ გაიწოდო ხელი საჭმლისაკენო; თუ რამე დარჩა, შენ არ აიღო ის ბოლოო; ისე წამოდექი, რომ კიდე გშიოდესო,.. ეკლესიასტეშია ეს რჩევები, აბა ნახეთ!
შალვა ამონაშვილიგავუზიაროთ შვილს ხვაშიადები
შვილს გავუზიაროთ ჩვენი ხვაშიადები, გაჭირვება, დალხინება:
„უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.“
რუსთაველის ამ ეპიზოდში ჩანს, რომ მამა თავის შვილს უხსნის, თუ რატომ არის შეწუხებული.
როგორ ვაკოცოთ შვილს?
-თქვენ როგორ კოცნით თქვენს შვილებს?
- როგორ უნდა ვაკოცოთ?
- ნება-ნებასა, ნაზად, თან ხელა მოუსვამ, თან მოეფერები. ბავშვებს ყოვეთვის უნდათ ჩვენი კოცნა, მაგრამ ისე კი არა, რომ ეს კოცნა ჩვენი სიამოვნებისთვის იყოს, რომ მას, მას ესიამოვნოს ჩემი კოცნა. თუ მე ჩემთვის ვკოცნი, მას ეს აღზრდაში არ წაადგება. მაგრამ თუ იმისთვის ვკოცნი, რომ ის მაკვირვებს, მაოცებს, მიყვარს და მინდა შევეხო მას, მინდა ჩემი რაღაც გადავცე მას, კი არ მოვთხოვო, გადავცე.
ეს კოცნა გრძნიბებით კეთდება, ხომ მართალი ვარ? ამას ალბათ ხელიც სჭირდება, როგორ მოჰკიდო, აი გვერდსა დაისვა, ,,მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნება-ნებასა” - ესეიგი წყნარად, მშვიდად, ალერსით.
ესეც სადწავლია ჩემო ძვირფასებო, კოცნა მეთოდია ბავშვების აღზრდისა.
რისთვის გვაქვს კუნთები?
სპორტი, კრივი, ჭიდაობა,.. ბავშვისთვის კარგია. კუნთები იმისთვის გვაქვს, რომ სიმაგრე შეიძინოს, ძალა მოგვცეს და საჭირო დროს გამოვიყენოთ.
მაგრამ თუ ამ კუნთებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ვინმეს რამე წავართვათ, ვინმე დავჩაგროთ, დავამარცხოთ,.. გარეგნულად ასეთი გამარჯვება, სულის მარცხს ნიშნავს
ურთიერთობის ფუფუნება
თუ გვინდა ბავშვებს გამარჯვება ვასწავლოთ, პირველ რიგში კულტურა ვასწავლოთ.
ადამიანები შევაყვაროთ. მათთან ურთიერთობის ფუფუნება დავანახოთ და შევაყვაროთ.
რა ძვირფასი, ადამიანი რომ გყავს და მასთან ურთიერთობა შეგიძლია!
ამ ურთიერთობაში ორივე მხარე რაღაცას იძენს... ეს დიდი კულტურაა, თუ ეს ისწავლა ბავშვმა, მაშინ გამარჯვების ხარისხს ფასი არ დაედება!
თუ გინდა გამარჯვება, დამარცხების ფასიც უნდა იცოდე.
თუ გინდა კეთილი იყო, ბოროტი უნდა იცოდე.
თუ გინდა გიყვარდეს, უნდა იცოდე რა არის სიძულვილი, რომ რა არის სიყვარული ეს გაიგო.
უნდა იცოდე, კი არ უნდა გძულდეს, უნდა იცოდე, რომ ესეც ხდება და აირჩიო - მე ასე არ მინდა!
დამარცხების ფასი გამარჯვების ტოლია
ჰუმანური პედაგოგიკის მთავარი საფუძველი
ჰუმანურ პედაგოგიკას მთავარი საფუძველი სულიერება აქვს, რომელშიც ღმერთის რწმენაც და სულის უკვდავებაც არის ჩადებული. ასევე ისიც, რომ ეს ცხოვრება, რომელიც მონაკვეთი არის ჩემი მარადიული ცხოვრებისა, როგორ უნდა გავლიო აქ და რით უნდა წავიდე იქ. ხელცარიელი თუ ხელდამშვენებული
შალვა ამონაშვილიდაეხმარეთ სიდედრს
დაეხმარეთ მეზობელს,
დაეხმარეთ მეუღლეს,
დაეხმარეთ სიდედრს, სიმამრს,
ყველას, ვისაც კი იცნობთ და შეიძლება სჭირდებოდეს თქვენი დახმარება. ვისაც სჭირდება და ხედავთ, რომ მას თქვენი დახმარებით გაუადვილდება ან გამოუვა რაღაცა, უნდა შეეშველო, და მისმა გამარჯვებამ უნდა გაახაროს შენ
ერთმანეთს შევეშველოთ
სული მძიმე სატარებელია, ერთმანეთს შევეშველოთ სულის ტარებაშიო - რამხელა იდეაა აქ ჩადებული! მართლაც, ძნელია სულის სრულყოფა. შემეშველეთ თქვენ, მე კიდე თქვენ შეგეშველებით, იმიტომ, რომ თქვენ ჩემი ძალები გინდათ და მე თქვენი ძალები მჭირდება. ეს სხვადასხვანაირი ძალებია და ერთმანეთს რომ შევეშველებით, ცხოვრება ხალისიანი ხდება და ორივე გამარჯვებულები გამოვალთ.
შალვა ამონაშვილიგამარჯვებული ის არის, ვინც თავის გამარჯვებას არ ეძებს სხვის დამარცხებაში
შალვა ამონაშვილი