საუკეთესო საჩუქარი შვილისთვის
- გინდათ ბავშვს თქვენი თავი აჩუქოთ? აჩუქეთ თქვენი სრულყოფილება, თქვენი ზრუნვა, რომ თვითონ გახდეთ მისაბაძი, იშვიათი კულტურის მატარებელი.
შვილისთვის საუკეთესო საჩუქარი თვითონ მშობელია
ახალგაზრდობაში ვერ ვგრძნობთ ხოლმე დროს. გვგონია, რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს.
ყოველ წუთს, საათსა და დღეს დიდი მოფრთხილება სჭირდება
დედის გული, თუ მართლაც უნდოდა დედას ბავშვი, სიბრძნით არის სავსე, და ეს სიბრძნე არასდროს არ გიღალატებთ ბავშვის აღზრდაში
შალვა ამონაშვილი
ყველა ბავშვს თავისი თანდაყოლილი ნიჭიერება მოჰყვება.
ჩვენი ვალი რაღაა? - ეს ნიჭიერება განვუვითაროთ, გავუღვიძოთ, გავუძლიეროთ, ხელი შევუწყოთ, გასაქანი მივცეთ
ზოგიერთი რაღაცა, რაც არ გამოგდით, შეიძლება დამარცხებად მიიჩნიოთ. თუმცა ამ დამარცხებაში გამარჯვება იბადება. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გამარჯვებული ვიყოთ, იმის მიხედვით, თუ როგორ შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას
შალვა ამონაშვილიპედაგოგიკა არ არის მეცნიერება. მეცნიერება რომ იყოს, ყველა პედაგოგი ერთნაირი ვიქნებოდით. ყველა ფიზიკოსი, კათედრაზე რომ წარსდგება, უკვე აღმოჩენილ საკითხებზე ისაუბრებს. მაგრამ, ყველა პედაგოგი თავისი ჭკუით ისაუბრებს კონკრეტულ ამოცანაზე, ყველას თავისებური გადაწყვეტა ექნება. ყველა სიმართლეს იტყვის, მაგრამ მთელი სიმართლე არ გამოვა. ყველა იტყვის ამ მთელი სიმართლის ნაწილს, რომელიც, თუ შევკრებთ, შეიძლება ჭეშმარიტება მივიღოთ.
შალვა ამონაშვილითუ გულწრფელად დიდ ინტერესს გამოიჩენთ შვილის ინტერესების მიმართ, მერე ისინიც დაინტერესდებიან თქვენით და ასე შესაძლებელია შვილთან მეგობრობის ჩამოყალიბება
შალვა ამონაშვილი
ამ ხნის კაცი თუ მე ჩემ თავს ვზრდი, ჩემზე ახალგაზრდებმა რატომ არ უნდა გაზარდოთ თქვენი თავი, რათა მერე თქვენმა შვილებმა კარგი მაგალითი აიღონ თქვენთან?
ზარდეთ თქვენი თავი. თავშეკავება ისწავლეთ, დათმობა და დახმარება ისწავლეთ, თქვენ შვილებთან მეგობრობა ისწავლეთ. ალერსი და სიყვარულის ნაირფერი გამოვლენა ისწავლეთ. ეს ყველაფერი არც კი მოსთხოვოთ ბავშვს, თუ ჯერ თქვენ არ ისწავლით. ის დამნაშავე არ არის
თუ მშობელი ჩივის შვილის საქციელზე, ხოლო თავის ქცევებს არ აანალიზებს, თუ რამდენად სწორად იქცევა თვითონ ბავშვთან, ასეთ შემთხვევაში მას ჩივილის უფლებაც კი არ აქვს. რასაც აძლევს ბავშვს, იმას იღებს შედეგად
შალვა ამონაშვილიბავშვის აღზრდის ჭეშმარიტება (ახლა არ გაგიკვირდეთ როგორც ეს დამთავრდება) საკუთარი თავის აღზრდაშია
შალვა ამონაშვილი
თუ ბავშვს არ უჩვენე სიკეთე, სიკეთეს ვერ მიიღებ მისგან!
თუ სიყვარული არ უჩვენე, სიყვარულს მისგან ვერ მიიღებ!
თუ კეთილშობილება და დიდსულოვნება არ დაანახე, ასეთს ბავშვს ვერ გახდი!
მაგრამ თუ რამე უკუღმა დაანახე, იმ უკუღმართობას მიიღებს!
არადა მასში ღმერთისგან ჩათესილია სიკეთის და სიყვარულის მოთხოვნილება,.. უნდა უჩვენო ბევრი სიკეთე და სიყვარული, რომ შემდეგ გამოგივლინოს ეს თვისებები
სკოლა, სადაც ბავშვებს არ უნდათ სიარული, ბოლო აგურამდე უნდა დაიშალოს და ახალი სკოლა აიგოს ისეთი, სადაც ბავშვები სიხარულს იპოვიან
შალვა ამონაშვილი
მასწავლებლებო!
არ გააკრიტიკოთ და პატივი ეცით ბავშვს
არასოდეს დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან
ბავშვი მშობლის თვალში აამაღლეთ
დაეხმარეთ ბავშვს და გვერდით დაუდექით
შეამკეთ ბავშვი!
როგორ შეიძლება შეაყვაროს მასწავლებელმა ბავშვს საკუთარი თავი?
ჯერ ერთი, პატივი ეცი ბავშვს, არასოდეს დააბეზღო მშობელთან, პირიქით,ბავშვი მშობლის თვალში აამაღლე, რომ მშობელი გაოცებული იყოს თავისივე შვილით, თურმე როგორი ყოფილა და არ იცოდა.
წაეშველე ბავშვს, როცა მას რაღაცა უშველი, გვერდით იყავი, არ გააკრიტიკო. ბავშვი შეამკე, შემკობის მეთოდი არაჩვეულებრივი მეთოდია, შეამკე მაშინაც კი, როცა შესამკობელი არაფერი არა აქვს, თითქოს რითი უნდა შეამკო? - ცელქია, მოუსვენარია, ხელს გიშლის - რა უნდა შევამკო - იტყვის მასწავლებელი. რაღაცა მოუნახე და ვითომ ასეთია, ვითომ გულისხმიერია, ვითომ კეთილია, ვითომ მეგობრულია, მიაწერე ეს, რომ ბავშვმა დაიჯეროს და შემდეგ ასეთ თვისებას მიეძალოს.
აი ამ გზებით შეიძლება მასწავლებელმა ბავშვს თავი შეაყვაროს და როცა ბავშვს მასწავლებელი უყვარს, მაშინ იმას უყვარს მათემატიკაც, წერაც, ყველაფერი უყვარს რაც კი მასწავლებლისგან მოდის.
არ შეუძლია ადამიანს არ შეიმეცნოს სამყარო
ბავშვი დაბადებულია სწავლისთვის. მან იცის, რომ სწავლა აუცილებელია. შემეცნებითი მოთხოვნილება ისეთივეა ბავშვში, როგორც წყურვილის დროს წყლის დალევის სურვილი - როცა ადამიანს არ შეუძლია, რომ არ დალიოს. უნდა შევიმეცნოთ. არ შეიძლება, რომ არ გავიგოთ, რა ხდება იქ, როგორია სამყარო, უმცირესი ნაწილაკები, თუნდაც შავი ხვრელები კოსმოსში... არ შეუძლია ადამიანს, არ შეიმეცნოს საყმარო, და ეს ბავშვში ჩადებულია.
შალვა ამონაშვილიმთვრალი კაცის საქციელი მართლდება?
იციან ხოლმე გამართლება, იცი გუშინ მე რომ მოვიქეცი ესე, იმიტომ მოვიქეცი, რომ მთვრალი ვიყავი. მაგაზე გეტყვი, რომ, არასდროს მოიცევი ისე რაც შენ არა ხარ. უბრალოდ მთვრალს მუხრუჭები გაქვს მოხსნილი, თორე რისი გამკეთებელიც ხარ, იმას აკეთებ. ასე, რომ ეგ გამართლებას არ წარმოადგენს.
ზურაბ მხეიძე21 დღეში როგორ ვისწავლოთ დროის მართვა
დროის კონტროლი ნიშნავს რას? იწყებ ხვალიდა, 24 სააღი გაქვთ მოცემული, ამ 24 საათში წერთ რაც აკეთებთ საათში. უკუღმა კი არა, რა საქმე მაქვს 11 საათზე.. არა.
ვთქვათ 9-ზე დგები, 9 დან 10 მდე აბაზანა და რაღაცა, 11ზე -ყავა, 12-ზე წავედი უნივერსიტეტში, 2 მდე ლექციები... ვწერთ დაძინებამდე და რასაც წერთ იმას აკეთებთ. თუ გინდათ დაწერეთ 10-დან 6 საათამდე ვგდივარ და არაფერს არ ვაკეთებ, ოღონგ გააკეთეთ.
ამით თქვენ განცდა გაქვთ რომ დროის კონტროლი თქვენია, მერე შენ თავს აჩვევ, რომ რასაც ამბობ იმას გააკეთებ, არავითარი ნებისყოფა აღარ დაგჭირდება.
ამისთვის დაგჭირდებათ 21-22 დღე ზედიზედ, ცოტა თავს ძალა დაატანოთ და ეს გააკეთოთ. 21 დღის მერე ეს გადავა მოთხოვნილებაში და თქვენ უკვე იცით, რომ რასაც იტყვით, იმას აკეთებთ. რაც გინდათ ჩაწერეთ, ოღონდ რასაც ჩაწერთ ის გააკეთეთ.
რატომ 22 დღე? -განვმარტავ, მარტივი ჩვევის ჩამოყალიბებას სჭირდება 20-22 წარმატებული გამეორება, საშვალო სირთუ;ოს ჩვევის ჩამოყალიბებას სჭირდება 60 დღე და რთულისას 100-105 წარმაყებული გამეორება. ეს ნიშნავს რომ თუ თქვენ 5 დღე მოახერხებთ ამას და მეექვსე დღეს ვერ მოახერხდებთ, თავიდან უნდა გადამითვალო 21 დღე. ანუ ნებისმიერი ამოვარდნა გინულებს წინას.
რაც უფრო ზრდასრული ხდები "მინდა"-ს ანაცვლებს "უნდა"
პატარა რომ ხარ შენ გაქვს ბევრი სურვილებთან დაკავშირებული "მინდა" "არ მინდა", რაც უფრო ზრდასრული ხდები, "მინდა" "არ მინდა" იკლებს და შენს ცხოვრებაში ადგილს იკავებს "უნდა" არ უნდა"... და ერთხელაც აღმოაჩენ, რომ ისეთი კი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, როგორიც არის ძილი... მე მაქვს ხოლმე, ნახეთ როგორ ვფიქრობ: დღეს უნდა ადრე დავიძინო, რომ ხვალ უნდა ადრე ავდგე, სულ უნდებია.
ზურაბ მხეიძეროცა დეპრესიული აზრები მომდის...
დეპრესიაში ადამიანი ჩვეულებრივ მიდის ხოლმე, ხანდახან არის ხოლმე... მე ძალიან ბევრს ვმუშაობ და ხანდახან როგორ არის ხოლმე იცით, მანქანაში ჩავჯდები და არაფერი აღარ მინდა, არც შეხვედრა, არც ოჯახი, საერთოდ არაფერი... ეს შეიძლება ყველას ჰქონდეს.
როგორც კი ამას გავიფიქრებ, პირველი რასაც ვფიქრობ არის ის, რომ, ეს ფიქრი მე არ მჭირდება. ეგრევე წარმოიდგინეთ, გავუშვი ჯანდაბაში, ჩავრთე მუსიკა, 2 წუთში მე ფორმაში ვარ. ამიტომ, მე ვინ უნდა მჭირდებოდეს, როცა მე თვითონ შემიძლია, რომ სხვაზე ვიმოქმედო.
მე ვთვლი, რომ მე მეტი რესურსი მაქვს ვიდრე იმ მეორეს, ამიტომ მე უნდა დავთმო, მე უნდა გავაკეთო, რომ შენ კარგად იყო, იმიტომ რომ შენ ამას ვერ გააკეთებ, ვერ ხვდები, როგორ გააკეთო.
მაგრამ სიამოვნების განცდა ის არის, რომ შენ ხარ რეჟისორი, შენ ხარ შემოქმედი და ვიღაცის სიტუაციას თუ კარგად აკეთებ, საკუთარი როგორ ვერ უნდა გააკეთო, ნუ გამაგებინე, 10 კაცი გახადე კარგ ხასიათზე, ეს გააბედნიერე, იმას პრობლემა აულაგე, შენი თავი როგორ ვერ უნდა იმასქნა...
ყველა ადამიანს სჭირდება პარტნიორი, თავისი აზრების არგუმენტების / კონტრარგუმენტების მოსასმენად, ან ოპონირებისთვის. უბრალოდ გჭირდება ვინმესთან საუბარი, საკუთარი აზრების გადასამოწმებლად, სწორად ფიქრობ თუ არა. ეს ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა
ზურაბ მხეიძეროცა შფოთავ რაღაცაზე, გჭირდება პარტნიორი სალაპარაკოდ. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, ახლობელი, ფსიქოლოგი, თუნდაც სულ უცხო ადამიანი, რომელიც მოგისმენს
ზურაბ მხეიძე