ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

რა არის თავისუფლება?

თავისუფლება ის არის როდესაც სხვაზე არ ხარ დამოკოდებული, იქ არსებობს რაღაც ტრადიციული განმარტებები ფსიქოლოგიაში, მაგრამ მთავარი ალბათ მაინც არის რომ სხვაზე არ ხარ დამოკიდებული, გარემო პირობებზე არ ხარ დამოკიდებული, აი იმაზე არ ხარ დამოკიდებული რო გინდა თუ არა იაპონურ ან გერმანულ მანქანას ატარებდე, იმაზე რომ ბროლის ჭაღი უნდა გეკიდოს სახლში, იმაზე არ ხარ დამოკიდებული რომ, არიქა ჩემზე რას ლაპარაკობენ, ეს არის თავისუფლება. თავისუფლებას ვერავინ ვერც წაგართმევს და ვერც მოგცემს, ვერც მოგანიჭებს, მაგას ღმერთი ანიჭებს ადამიანს, როდესაც ის ადამიანი იბადება, და კაცი ალბათ ციხეშიც შეიძლება თავისუფალი იყოს, მე ჯერ არ გამომიცდია მაგრამ ასე მგონია.

ზურაბ ჟვანია
რა არის თავისუფლება?

ღალატი

ცხოვრებაში ყველაზე მეტად ღალატის მეშინია, იმისი, რომ ჩემი მეგობარი მიმტყუნებს, ჩემს გვერდით მდგომი ადამიანი მიმტყუნებს. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ასეთი შემთხვევები და ეს ყველაზე ბნელი დღეები იყო ჩემთვის, იმიტომ კი არა, რომ რაღაც ზიანი მოუყენებიათ, მაგრამ იმაზე საშინელი არაფერია, როდესაც დაინახავ რომ ადამიანი, რომელიც გიყვარდა და ენდობოდი, უცებ არ აღმოჩნდება ის, ვინც გეგონა დღემდე.

ზურაბ ჟვანია
ღალატი

სიკეთე არის, როდესაც გიხარია, რაღაცას რომ გააკეთებ და სხვა ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდება, დაეხმარები რაღაცით სხვა ადამიანს და ეს გიხარია.

მე დავაკვირდი, რომ ის ხალხი რომელთანაც მქონია ურთიერთობა ორ ჯგუფად იყოფა, არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ როდესაც მათ უკეთებენ რაღაცეებს და არიან ადამიანები, რომლებსაც პირიქით ძალიან უხარიათ, თუ სხვას შეუძლიათ რაღაცით ასიამოვნონ, რაღაცა გაუკეთონ, ალბათ სიკეთე მაგითი გაიზომება, როდესაც შენ სხვისი კარგად ყოფნა გიხარია და გიხარია შენ თუ შეგიძლია ამას შეუწყო ხელი.

ზურაბ ჟვანია
სიკეთე

ძირს იარაღი! აი ეს არის დღეს მთავარი ლოზუნგი!

ზურაბ ჟვანია
ძირს იარაღი!

რა არის პატრიოტიზმი

ყოველ შემთხვევაში, ქუჩაში ყვირილი "საქართველოს გაუმარჯოს", პატრიოტიზმი არ არის. პატრიოტიზმი არის, როდესაც შენ გინდა, რომ თითოეულმა ადამიანმა შენს გარშემო, კონკრეტულმა ადამიანმა - შენმა ნათესავმა, მეზობელმა, მისმა ნათესავმა, მეგობარმა იცხოვროს კარგად. როდესაც შენ გინდა, რომ საქართველოში წარმოებული, დავუშვათ ფეხსაცმელი, საკვები პროდუქტი უკეთესი იყოს ვიდრე იტალიაში ან იაპონიაში წარმოებული, როდესაც შენ გინდა, რომ ამერიკაში ვინმე რომ იტყვის ეს კაცი ქართველიაო, ადამიანს სასიამოვნო ასოციაციები გაუჩნდეს. მგონია პატრიოტიზმი შედგება ასეთი კონკრეტული რაღაცებისგან და კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ არის ქუჩაში ყვირილი.

ზურაბ ჟვანია
რა არის პატრიოტიზმი

მიმართვა არაკეთილმოსურნეებს

ერთი წუთი იმისათვის, რომ მიმართოთ მათ, ვისაც არ უყვარხართ.

- არ ვიცი ერთი წუთი მეყოფა თუ არა, მაგრამ, ის მაინც მინდა ვუთხრა ჩემს ყველა არაკეთილმოსურნეს, რომ ყველაფერი წარმავალია ამ ქევყანაზე და მთავარი არის ის, რომ როდესღაც, ბევრი წლის შემდეგ... და მათაც ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს, კაცი მარტო, რომ დარჩება თავის თავთან და გადახედავს, აი რა გზა გამოვიარე მე, აი ამ მომენტში არ შერცხვენოდეს იმ გამოვლილი გზის. მეც და ჩემი არაკეთილმოსურნენი, ისე ვყოფილიყავით საკუთარ თავთან, რომ არ შეგვრცხვენოდეს ჩვენი განვლილი გზის, არ შეგვრცხვენოდეს ერთმანერთის თვალებში შეხედვის.

ზურაბ ჟვანია
მიმართვა არაკეთილმოსურნეებს

პოზიციების შეჯერება

ძალიან ხშირად ხდება გარკვეული შეცვლა იმ პოზიციის, რომელიც თავიდან ჩამოაყალიბა ადამიანმა, შეჯერება სხვების შეხედულებასთან და მე გულახდილად, რომ გითხრათ, არ ვცემ პატივს იმ პოლიტიკოს, განსაკუთრებით პოლიტიკოსს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი პოზიციის შეგუება და შეთავსება სხვის პოზიციასთან, კომპრომისის პოვნაა.

მე რომ მკითხოთ ძალიან ბევრი უბედურება, რომელიც დღესა გვჭირს საქართველოში, იმითი არის გამოწვეულია, რომ გარკვეული წრე ჩვენი პოლიტიკოსების პირდაპირ ბრავირებდა იმითი, რომ მე ესე ვთქვი და აქიდან ფეხს არ მოვიცვლი, ამას ხშირად ხალხიც კი ეწირება.

არ არის საჭირო მსგავსი რაღაცეები პოლიტიკაში, ეს სხვა პასუხიმგებლობაა.

ზურაბ ჟვანია
პოზიციების შეჯერება

მომავალ შეხვედრამდე

მე ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს მაყურებელთან შეხვედრა, და ყოველთვის ვცდილობ, რომ არც ის დარჩეს უკმაყოფილო

გივი ბერიკაშვილი
მომავალ შეხვედრამდე

ცრუ პოეტებს ჩამოვიცილებო

შამილს გამოუცია ბრძანება, ჩემს სამფლობელოში ვინც ლექს დაწერს ენას ამოვაგლეჯო, მერე იკამათეს თურმე და ვიღაცამ გაუბედა და უთხრა: არ შეიძლება ასეთი ბრძანების დაწერა, არა ხართ მართალიო. გაეცინა თურმე და უთხრა: ამით მე ცრუ პოეტებს ჩამოვაცილებ პოეზიას, ნამდვილ პოეტებს ენის ამოგლეჯით კი არა თვალების დათხრით რომ დაემუქრო ლექსს მაინც დაწერსო.

რეჟისორი იქნება თუ მსახიობი, თუ იმას თავისი სათქმელი ჰქონდა და აქვს, ვერაფერი ვერ შეაშინებს, ის თავის სათქმელს იტყვის და ამბობდა კიდეც, ასე, რომ...

გივი ბერიკაშვილი
ცრუ პოეტებს ჩამოვიცილებო

ამას დიდი მონდომება სჭირდება

გლეხი რომელიც ყანას გათოხნის და გავა კვალს გაიტანს ბოლომდე, იმას, რომ უთხრა ეხლა მიბრუნდი და თავიდან დაიწყე ამის გათოხვნაო, ნამდვილად თოხს ჩაგარტყამს თავში.

ჩვენ ზოგჯერ ათჯერ, თხუთმეტჯერ და ოცჯერ გვიწევს ხოლმე ერთიდაიგივე საქმის გაკეთება და ამაას დიდი ნერვები, დიდი შრომა და დიდი ენერგია სჭირდება.

გივი ბერიკაშვილი
ამას დიდი მონდომება სჭირდება

სრულყოფის კიბე და სინანული

აი ამ კიბეზე, რომელიც სრულყოფის კიბეა, რომელიც აღწერილია, როგორც იაკობის კიბე, შეიძლება ყოველ წუთას დაეცე, მაგრამ მონანიება არასდროს არ არის გვიან. შეიძლება ისევ ახვიდე, იმიტომ რომ სრულყოფის გზა სიკვდილამდე გრძელდება და შეიძლება სიკვდილის შემდეგაც, არც ვიცით ეს. ის ისეთი საიდუმლოა, რომელსაც მეცნიერება ვერ გადაჭრის ვერასდროს.

რეზო კორინთელი
სრულყოფის კიბე და სინანული

საკუთარი თავის შემეცნება

ადამიანში გენეტიკურად ჩადებულია მისი სრულყოფილი სახე, ყველასი, ამისთვის ფული არა არის საჭირო, არაფერი არ არის საჭირი, გარდა ერთი რამისა, ეს არის საკუთარი თვის შემეცნების, მაგრამ ეს ძალიან კარგად იცოდნენ ინდუსებმა, მათ აქვთ თხარმის კანონი, წარმოიდგინეთ თქვენი თითის ანაბეჭდი არის უნიკალური, თქვენ რომ რაღაც ჩაიდინოთ და თქვენი ანაბეჭდი ნახოთ საგანზე, იწყვიან თქვენ დამნაშავე ხართ, თქვენ ვერ დაამტკიცებთ რომ ეს არის დამთხვევა, არა, უნიკალურია. ასევე თქვენი მეც არის უნიკალური, მაგრამ ამ უნიკალურ მეს აქვს თავისი იდეალური ხატი, აი ამ იდეალური ხატის განხორციელებაში არსებობს მთავარი საზრისი ადამიანის ცხოვრების, და ამას ეძახდნენ ასევე თვითრეალიზაციას, თვითრეალიზაცია ეს არის მეტა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება

რეზო კორინთელი
საკუთარი თავის შემეცნება

მთლიანობის მიღწევა

მთლიანობის მისაღწევად, ადამიანმა აუცილებლად თავისი შავ-ბნელი მხარეც უნდა აღიაროს. აღიაროს, რომ მასში არის ცხოველური ნაწილიც, ყველაფრის გამკეთებელი ნაწილი, რაც მას შესძენს თავმდაბლობას. იმიტომ, რომ არ ექნება ეს განდიდების მანია.

სადაც განდიდებაა, იქ ფსიქოანალიზი ეძახის ამას ეგოს, მეს ინფლაციას. ინფლაცია ეს არის, როცა ბევრი ფული გაქვს და ვერაფერს ყიდულობ. მე მახსოვს ხელფასი, რომ დაგვირიგეს, მილიონი კუპონი ავიღე და ერთი ბოთლი ბორჯომი ღირდა მილიონი კუპონი, თუ ნახევარი მილიონი.

რეზო კორინთელი
მთლიანობის მიღწევა

კრიზისი სიყვარულში

როგორც თავისუფლებას, სიყვარულსაც სჭირდება, ძალიან მაღალი, თუ აფსოლიტური არა, პასუხისმგებლობა.

კრიზისი ყველგან არის,შენ შეიძლება უცბად იფიქრო, რამ მომაყვანინა ეს ქალი ცლად, ან ის იფიქრებს, რომ რატომ გავყევი ამას, მაგრამ თუ ეს ძალიან სწრაფადვე არ გადაილახა, ერთი ღიმილით, ერთი უბრალო შესიტყვებით, რომ, რაზე ვჩხუბობთ ახლა ჩვენ, ისე რა თქმა უნდა ეს სიყვარული აღარ არის.

გია მურღულია
კრიზისი სიყვარულში

კარს იქით

სიყვარული მოდის, გამოძახებით არ არის ეს,მაგრამ თვითონ მოდის და კარი არ უნდა დაუკეტო ამას.

კარზე გამახსენდა... თავის დროზე საღამოობით ლექსებს ვწერდი და ერთხელ ჩემმა მეუღლემ მკითხა ვის უწერ ამ ლექსებსო, მე ვუთხარი მაცალე ერთი წამი... და დავუწერე ეს ლექსი - "კარს იქით"

მრავალი წლის წინ, შენ კარი შემოაღე და მომონე,
და სიყვარულით შემკარი, თითქოს მე გამოგიგონე
ახლაც ღამე კარს უღებს დღეს
და მზე ჩამოდის ვენახად
ვინც გინდა აკაკუნებდეს,
ჩემთვის კარს იქით შენა ხარ.

გია მურღულია
კარს იქით

ეს სიყვარულს კლავს!

ზრუნვას რა საკვირველია საჭიროებს, ადამიანმა უნდა იზრუნოს თავისი შეყვარებულისთვის, რომ მეორე ადამიანისთვის მუდმივად საინტერესო რჩებოდეს. იმიტომ რომ, თუ ხვალაც ის ხარ და ზეგაც, რაც გუშინ იყავი, ეს სიყვარულს კლავს.

ასე, რომ ბევრ რამეზე უნდა იფიქროს შეყვარებულმა ადამიანმა, რომ გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს ეს.

გია მურღულია
ეს სიყვარულს კლავს!

შექმნა სხვისთვის, დათმო სხვისთვის

სიყვარული არის რაც შეგიძლია შექმნა სხვისთვის ან დათმო სხვისთვის. თან ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს, რა თქმა უნდა.

ნათქვამია ადრე ასეთი შესანიშნავი ფრაზა, რომ სიყვარული არის ის, რომ იცხოვრო მისი ცხოვრებით ვინც გიყვარს.

გია მურღულია
შექმნა სხვისთვის, დათმო სხვისთვის

ქირურგიაში რატომ არ წახვედი?

ერთი მეუბნება პოლიტიკაში წავედიო. რატო წახვედი მეთქი, ქირურგიაში რატო არ წახვედითქო? ქირურგია არ ვიციო. პოლიტიკა იცის. ხალხს როგორ გაუძღვეს, ყველაზე ძნელი არის ეს. ხალხს გაუძღვე ისე, რომ ხალხი წამოგყვეს. ეს იცის და აი ის ქირურგია არ იცის.

კახი კავსაძე
ქირურგიაში რატომ არ წახვედი?

წადი შვილო სკოლაში!

ეს ანეკდოტი ასეთია: დედა აღვიძებს შვილს დილაადრიან. - ადექი, დროა უკვე სკოლაში წახვიდეო. ის ბურტყუნებს, - თავი დამანებეო, საბანს იხურავს ისევ თავზე, - არ მინდა, ვერ ვიტან დასანახად, ვერც მასწავლებლებს, ვერც მოსწავლეებს, ვერც სკოლას, ვერც კედლებს. ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ უნდა წავიდე ასე უთებია სკოლაშიო? - დირექტორი ხარ შვილო და ამიტომ უნდა წახვიდეო.

გია მურღულია
წადი შვილო სკოლაში!

თანაგრძნობა და სიყვარული

თანაგრძნობას სიყვარული ბადებს. თუ შენთვის ეს ადამიანი ძვირფასია, მაშინ ყველაფერი ძვირფასია, რაც მისი თავგადასავალია.

გია მურღულია
თანაგრძნობა და სიყვარული

უბრალოდ გულწრფელი იყავით

არ იფიქროთ იმაზე, როგორ მოახერხოთ იყოთ გულწრფელები, უბრალოდ გულწრფელი იყავით.

გია მურღულია
უბრალოდ გულწრფელი იყავით

სიყვარულის მოვალეობა

არსებობს სიყვარულის მოვალეობა და არსებობს მოვალეობის სიყვარული. გთხოვთ, რომ არცერთი არ დაგავიწყდეთ, არასდროს.

გია მურღულია
სიყვარულის მოვალეობა

თუ მარცხი შემოგხვდა...

თუ მარცხი შემოგხვდა გზაზე, ყურები არ ჩამოყარო და კიდევ ერთხელ სცადე. გამარჯვებული არის ის, ვინც დამარცხდა და კიდევ ერთხელ სცადა.

გია მურღულია
თუ მარცხი შემოგხვდა...

არაფერი მინახავს უკეთესი, ვიდრე ის როდესაც ვუყურებ ბავშვი როგორ ფიქრობს, ჩემთვის ეს არის ბედნიერება და თუ ოდნავ მაინც შეუწყობ ხელს იმას, რომ ბავშვები დაფიქრდნენ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ქვეყანაზე, კაცობრიობაზე, მშვენიერებაზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზეც კი, მაშინ მე ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიცხოვრია ამ ქვეყანაზე

გია მურღულია
არაფერი მინახავს უკეთესი