ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები

მე მოვლენილი ვარ | კლასიკური პედაგოგიკა

60-იანი წლების რაღაც პერიოდში, 69-ში თუ 67-ში, მე რელიგიური კაცი გავხდი. როდესაც მე სახარება წავიკითხე, მივხვდი, თურმე კლასიკური პედაგოგიკა, რატომ არის კლასიკური. გოგებაშვილი ან კომენსკი, ან ვესტალოცი, ან უშინსკი, რატომ გახდნენ კლასიკოსები? და აღმოვაჩინე, რომ ყველა ეს კლასიკოსი, ქრისტეს მოძღვრებას ემყარება, ყველა პედაგოგიკის კლასიკოსი. აი ამ რწმენამ მიმიყვანა აქამდე.

ვინა ვარ მე? ცუდად არ გამიგოთ თითქოს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს. მე მოვლენილი ვარ აქ დროებით. მომავლინა ცამ, რომ რაღაც უნდა გავაკეთო აქ და რა უნდა გავაკეთო გულმა უნდა მიგრძნოს. აი ვაკეთებ რასაც გული მიგრძნობს და მიხარია. მე არა ვშრომობ, რასაც ვაკეთებ მიხარია, მინდა რო ვაკეთო.

რასაც ვაკეთებ, ვინ მაკეთებინებს ყველაფერ ამას? იმიტომ, რომ ძალიან მემართება ხელი ყველაფერში. არაფერში არ მეცრება ხელი.

შალვა ამონაშვილი
მე მოვლენილი ვარ | კლასიკური პედაგოგიკა
ჟანრი ლოლაშვილი - ციტატები

ქვეყანას რაც წაადგება ...

ქვეყანას რაც წაადგება, იმაზე უნდა იფიქრო! რა არის ახლა ეს ჯიბრი? ფეხბურთს ხომ ვთამაშობთ? გუნდურობა გამოვიჩინოთ!

ჟანრი ლოლაშვილი
ქვეყანას რაც წაადგება ...
ჟანრი ლოლაშვილი - ციტატები

სხვის შვილმა რა დააშავა?

შენს პატარა შვილს რომ აიტაცებ ხოლმე ხელში და გიხარია, სხვა მშობლებმა ან სხვების შვილებმა რა დააშავეს? ამაზე ფიქრი არის საჭირო!

ჟანრი ლოლაშვილი
სხვის შვილმა რა დააშავა?
ჟანრი ლოლაშვილი - ციტატები

ეკლესიის როლი

ჯეროვნად უნდა შეაფასო, რამ გადაარჩინა ქვეყანა, ყველა ომში, ისტორიულად... მერე გენეტიურია ჩვენთვის, გენებშია უკვე ეს და ამის უარყოფა...? ძაან ავადმყოფი უნდა იყო, რომ ეგ გადაწყვეტილება მიიღო, რა უბედურებაა?!

ჟანრი ლოლაშვილი
ეკლესიის როლი
ჟანრი ლოლაშვილი - ციტატები

თავშეკავების, ყურადღების, დაფიქრების სკოლა

ქართველ კაცს სჭირდება თავშეკავება რაღაც რაღაცეებზე. და პირველი სკოლა თავშეკავების, ყურადღების და დაფიქრების არის ეკლესია, მე თუ მკითხავ. ძააან მომწონს ეკლესიური როცაა ადამიანი და რაც ხდება ეკლესიაში.

ჟანრი ლოლაშვილი
თავშეკავების, ყურადღების, დაფიქრების სკოლა
ჟანრი ლოლაშვილი - ციტატები

ერთმანეთის გინება და შეურაცხყოფა

ქართულ არხებს არ ვუყურებ, განსაკუთრებით ახალ ამბებს, რატო იცი? ნერვების ამშლელია რაც ხდება, ერთმანერთის გინება, აღვირახსნილი სიტყვები და უბედურება.. ან უტრირებული ქება რაღაცის... ვუყურებ, ვფიქრობ რაღაცა ახალი ავადმყოფობა გაჩნდა ქვეყანაზე

ჟანრი ლოლაშვილი
ერთმანეთის გინება და შეურაცხყოფა
ჟანრი ლოლაშვილი - ციტატები

რუსს არ უნდა რომ გაიგოს!

არ იცის რუსმა, რომ შენი სამშობლო არის შენი და ეს არის ჩემი! არ უნდა, რომ გაიგოს და რა ვქნა?

ჟანრი ლოლაშვილი
რუსს არ უნდა რომ გაიგოს!
გია მურღულია - ციტატები

მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია თუ საუბარი?

დიალოგში რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, მოსმენა თუ საუბარი? - გააჩნია ვინ ზის წინ, ვის ელაპარაკები. თუ შენ ხვდები, რომ შეგიძლია სარგებლობა მოუტანო შენი ლაპარაკით იმ მეორეს, ან მეორეებს, მაშინ ჯობია შენ თვითონ ილაპარაკო, თუ სათქმელი გაქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ შენს წინ, ისეთი საინტერესო ადამიანი ზის, რომელსაც შეუძლია, რომ გაგამდიდროს და შენი ცოდნა შეავსოს, შენი ადამიანური ბუნება უკეთესი გახადოს, მაშინ სიამოვნებით უნდა მოუსმონო.

გია მურღულია
მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია თუ საუბარი?
გია მურღულია - ციტატები

ცოდნის მიღება უფრო მნიშვნელოვანია თუ გაზიარება? - თუ გავითვალისწინებთ, რომ "რასაცა გასცემ შენია", მაშინ ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია.

გია მურღულია
ცოდნის მიღება უფრო მნიშვნელოვანია თუ
გია მურღულია - ციტატები

ხმალს წინ იდეა თუ არ უძღვის ...

ილია ჭავჭავაძე მახსენებს გრიგოლ ხანძთელს, და ვუწოდებ მე - გრიგოლ ხანძთელს ათასი წლის შემდეგ. ორივე მიხვდა ერთ მთავარ ამბავს, ხმალს, იარაღს იდეა თუ არ უძღვის, ისე ის ხმალი ან დაიჟანგება ან წააგებს ნებისმიერ ომს.

გია მურღულია
ხმალს წინ იდეა თუ არ უძღვის ...
გია მურღულია - ციტატები

ვირებში თუ ხარ ...

ავიცენას აქვს ერთი რობაი, როგორ ექცევიან ხოლმე გამოჩენილ ადაამიანებ მოგეხსენებათ,

"ვირებში თუ ხარ, უნდა შენცა ტლინკები ჰყარო,
ვირებს ჰგონიათ ჩვენიაო მთელი სამყარო,
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო...

გაიგეს და რაც დამართეს ნათელია. იგივე დამართეს რუსთველს. ერთი წამი ეჭვიც არ მეპარება. ხალხური გადმოცემა, რომ ის გააძევეს საქართველოდან, ეს
არის ისეთივე ნათელი და აშკარა ჩემთვის, ახალ შენ რომ გიყურებ.

ამას თავისი ფასი და გამოვლინებაც ჰქონდა, ქართლის ცხოვრებაში არცერთხელ არ არის მოხსენიებული. ამ ადამიანმა, რომელიც არის უარყიფილი კაცი, მის თანამედროვე მმართველთაგან და რომელიც არ არის მოხსენიებული არც ერთხელ ქართლის ცხოვრებაში, აი ამ ადამიანმა დაიპყრო ქართული ცნობიერება მთლიანად.

საინტერესოა არა როგორ მოახერხა ეს ამ კაცმა. ამდენი მკითხველიც ხომ არ იყო მაშინ. ხანდახან მეცოდება ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი და სხვანი და სხვანი, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, ქართული ცნობიერების სიმაღლეს ეტრფოსნენ და იცავდნენ, ზრუნავდნენ მასზე. რამდენი მკიღხველი ეყოლებოდა ახლა ილია ჭავჭავაძეს.

გია მურღულია
ვირებში თუ ხარ ...
გია მურღულია - ციტატები

მშობელი შვილს აძლევს თავისუფლებას!

მშობლებელი თან გაძლევს დიდ თავისუფლებას, თუ კარგი მშობელია რა თქმა უნდა, თუ განათლებული ადამიანები არიან, ამ შემთხვევაში ცდილობენ, მოგცენ ეს თავისუფლება, იმიტომ, რომ ყველაფერი კარგი უნდათ შენთვის. მეორე მხრივ, ამავე მიზეზის გამო, რომ ყველაფერი კარგი უნდათ შენთვის, ფიქრობენ რომ შენ ჯერ არ ხარ მზად, იმისთვის რომ მართებული გადაწყვეტილებები მიიღო, ამიტომ ხანხადან ჭკუას ჭამენ ხოლმე, როგორც იტყვიან ახალგაზრდები, შეგონებებით. ეს ძალიან დამღლელია ხოლმე. მე მგონია რომ ცოდნა, ნამდვილი ცოდნა არის რომელიც შენი ცხოვრების პირად გამოცდილებად იქცევა - აი ეს უნდა იყოს მთავარი გზამკვლევი ნებისმიერი მშობლისთვის, აცალოს შვილს, რომ მან მიიღოს ის გამოცდილება, რომელიც მას საბოლოო ანგარიშით, უკეთეს გადაწყვეტილებებს მიაღბინებ როცა ამისი დრო დადგება.

გია მურღულია
მშობელი შვილს აძლევს თავისუფლებას!
გია მურღულია - ციტატები

თავისუფლებას უხდება ერთსულოვნება

თავისუფლებას ძალიან უხდება მრავალფეროვნება აზროვნების, მაგრამ ასევე ძალიან უხდება ერთსულოვნება, კარგი სიტყვა გვაქვს ეს ქართველებს, სინერგიის გარეშე თავისუფლება ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, პირველ რიგში, ამაზე უნდა იზრუნოს, რომ ჩვენ გვქონდეს იდეათა ისეთი სისტემა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს ძალისხმევას და საერთო ვექტორით წაიყვანს წინ.

გია მურღულია
თავისუფლებას უხდება ერთსულოვნება
გია მურღულია - ციტატები

რა არის თავისუფლება?

YouTube-ზეც რილად რომ წავიდეს 1 წუთში

გია მურღულია
რა არის თავისუფლება?
გია მურღულია - ციტატები

ქრისტეს ორი ბუნება

იესო ქრისტეს ორი ბუნება ჰქონდა, სრული ღვთაებრივი და სრული ადამიანური ბუნება.

გია მურღულია
ქრისტეს ორი ბუნება
გია მურღულია - ციტატები

საკვანძო ფრაზები

მე მივაქციე ყურადღება, არაერთხელ რომ, პოეზიაშიც თავისთავად ცხადია, მაგრამ განსაკუთრებით პროზაში, ისევე როგორც ფილმებში, არსებობს ე.წ საკვანძო ფრაზები, რომლებსაც მოაქვს მთავარი სათქმელი. ეხლა უცბად გამახსენდა ფილმი: ზეციური სამოთხე. ჩემს ბავშვებს ვაჩვენებ ხოლმე ხშირად, ერთი მჭედლის სამჭედლოს შესასვლელს, კარიბჭეს პირდაპირ აწერია: „რა კაცია ის ვინც სამყაროს შეცვლას არ ცდილობს“, შეიძლება საერთოდ ცალკე ცოცხლობდეს ეს ფრაზა.
ამასაც ხშირად ვუხსენებ ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, პოლ ოსტერს აქვს, უბრწყინვალესი მოთხრობა: რომელსაც ქვია: „ოლ გირენის საშობაო ამბავი“ იქაც არის ერთი ფრაზა რომელიც ამ მოთხრობის სულია: „თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, როგორ შეიძლება ის ამბავი ნამდვილი არ იყოს.“

გია მურღულია
საკვანძო ფრაზები
გია მურღულია - ციტატები

პრაქტიკული მაგალითი მასწავლებლისგან

როდესაც შენ ასწავლი მაგალითად "გამზრდელს", როდესაც ასწავლი სულიერ სიმაღლეებს, მწვერვალებს, ამავდროულად შენ უნდა ასწავლო, და ამას აკეთებს კიდეც სკოლა, სულიერი სიდაბლეებიც. საზოგადოება როგორ თრგუნავს ადამიანს, ამასაც ასწავლის. მაგრამ სწავლება ერთია და ეს ადამიანის გამოცდილებად რომ აქციო, ეს მეორეა. და რაც მთავარია, შეიძლება არსებითი სათქმელი ესეც იყოს, რომ შენ თვითონ თუ არ განასახიერებ იმას, რასაც ასწავლი, ეს არის მკრეხელობა პედაგოგიური. ისინი ამას არ იჯერებენ, ისინი ადვილად ხვდებიან როგორ და როცა იტყუები.

გია მურღულია
პრაქტიკული მაგალითი მასწავლებლისგან
გია მურღულია - ციტატები

წიგნამდე მანძილი არასდროს არ არის დიდი, თუ ოდნავი მოტივაცია მაინც არსებობს.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სკოლისთვის, ბავშვისთვის, მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ახლოს იყოს წიგნთან, ანუ - ბავშვი ახლოს იყოს ფიქრთან.

სკოლაში, პირველ ყოვლისა, ფიქრს უნდა ასწავლიდნენ. როგორც მხატვრული ლიტერატურა, ასევე ის ლიტერატურაც მნიშვნელოვანია, რომელიც გეხმარება, რომ ეს მხატვრული ლიტერატურა გაიგო

გია მურღულია
წიგნამდე მანძილი
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

გამოსავლის ძებნის დაწყება

ბიოლოგიური მოტივაცია როგორ მუშაობს - რომ მოგშივდება, იწყებ მოძრაობას და საკვების მოპოვებას, დანაყრდები, მერე თავიდან უნდა აფორიაქდე, მოგშივდეს.

ზუსტად ასე არის ჩვენი წუხილიც, ქაოსი უნდა ატყდეს, რაღაცნაირად გჭამდეს ჭიები შიგნით, იმისთვის, რომ გამოსავლის ძებნა დაიწყო და შემდეგ მოიპოვო ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.

რაც შეეხება ტრაგედიის მშვენიერებას, ადამიანი ძალიან აფასებს. ადამიანისთვის თავისი ტკივილები ძალიან მნიშვნელოვანია. ბიოლოგიურ დონეზე მწუხარებას და სიხარულს ხომ რაღაც დონემდე ერთი ჰორმონებით, ერთნაირად აღვიქვამთ. მხოლოდ შემდეგ, როდესაც ნეოკორტექსი მისცემს ამას კვალიფიკაციას, ცუდი იყო თუ კარგი ეს გამოცდილება, მხოლოდ ამის შემდეგ დგება, რომ მწუხარება ჯანმრთელობას გვიფუჭებს, ხოლო სიხარული - ნაკლებად, თორემ თუ სულ სიხარულით აღტყინებულნი ვართ, ამასაც შეუძლია ჩვენი გამოფიტვა გამოიწვიოს

ნათია ფანჯიკიძე
გამოსავლის ძებნის დაწყება
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

ფსიქოთერაპევტი განსაცდელის დროს

- მე მქონია შემთხვევა როცა ვყოფილვარ ძალიან მძიმედ, მორალურად თუ ფსიქოლოგიურად, და მომცეს ერთი ცნობილი ფსიქოთერაპევტის ნომერი, რომელსაც გვიან ღამით დავურეკე, ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და ვთხოვე დაუყოვნებლივ მიღება, და ავუხსენი რომ არ ვიცოდი რას ვიზამდი უახლოეს საათებში თუ წუთებში, და მან მითხრა უარი, იმის გამო რომ არ ჰქონდა დრო. თქვენ როგორ იქცევით მაშინ როცა, პაციენტი გირეკავთ, გვიანია, და გეუბნებათ რომ - მე ვარ ზღვარზე, არ ვიცი რა მოხდება და მჭირდება დახმარება?
- როდესაც პაციენტი არის შენი მიმდინარე პაციენტი, მაშინ რა საკვირველია შუა ღამეს ქუჩაშიც გავსულვარ, მაგრამ, ეხლა აქ არის მეორე საკითხი, როდესაც ადამიანი არის სუიციდის ზღვარზე, აქ უპირველესი არის სტაციონირება მისი, და მედიკამენტური დახმარება, თუმცა რა საკვირველია, როდესაც ასეთ რამეს ადამიანი გეუბნება აუცილებლად უნდა მას ყურადღებაც დაუთმო და კარგად გამოიკვლიო რაშია საქმე. ასეთი სიტყვების უგულებელყოფა წარმოუდგენელია. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ წყვილში ფსიაქიატრთან და როდესაც ფსიაქიატრი გამოწერს მედიკამენტს, შეისწავლის ანამნეზს და დაადგენდს დიაგნოზს, შემდეგ უკვე ძალიან დიდ დროს, ჩვენ ვატარებთ პაციენტთან, უკვე ფსიქოთერაპიის პროცესში. აი ასე მუშაობს ეს სისტემა. ამიტომ მანდ უპირველესი როლი მაინც არის ფსიქიატრის და მაინც არის მედიკამენტური, რომ ეს კრიზისი ჩავაქროთ, ეს აზრები, სასწრაფოდ და კომბინირებულად, ინტეგრირებულად უნდა ვიმუშავოთ ფსიქოთერაპევტთან.

ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოთერაპევტი განსაცდელის დროს
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

ჰალუცინაცია რომ ჰალუცინაციია, ცხოვრებაში ერთხელ ისიც კი გამოცდილი აქვს ნებისმიერ ჩვენგანს. მაგალითად ჰალუცინაცია სრულიად ჯანსაღ მოვლენად ითვლება ვინმე, რომ გარდაგეცვლება და უცებ რომ თითქოს ხმა ჩაგესმის. როდესაც დედას მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, ოთახში დააძინა და ტირილი ჩაესმის. ჰალუცინაციაა ესეც, ბავშვი არ ტირის მაგრამ დედას ჩაესმის.

ნათია ფანჯიკიძე
ჰალუცინაცია
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

ფსიქოთერაპევტს თუ თავად არ გამოუცდია

შეუძლია ფსიქოთერაპევტს, რომელიც მუშაობს ნარკოდამოკიდებულებაზე ან სასმელდამოკიდებულ პაციენტებთან, სრულად გაიგოს რა უჭირს პაციენტს თუ თავად არ გამოუცდია რაღაც-რაღაც ნივთიერებები? არ ჩამოვთვლი, ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ.
ნუ ონკო პაციეენტს შეუძლია თვითონ უმკურნალოს თავს თავს? იგივე შეკითხვა არის, არ არის აუცილებელი ჩვენ სრულად განვიცადოთ, ჯერ ერთი სრული რამდენი არის? პაციენტს რომელსაც პრობლემა აქვს სრულად რას განიცდის შეიძლება თვითონ ვერ გამოხატოსდა ვერ მოყვეს ამის შესახებ. აქედან გამომდინარე, არიან ხო გენიალური ფეხბურთელი, რომლებიც არ არიან კარგი მწვრთნელები, მაგრამ თუ შენ არასდროს ფეხბურთი არ გითამაშია და არასდროს დაინტერესებულხარ და გემოთი რაღაც არ გიგრძვნია, ვერასდროს ვერ გახდები კარგი მწვრთნელი, მაგრამ კარგი მწვრთნელობისთვის აუცილებელი არ არის რომ პელე იყო. იგივე არის ზუსტად, რომ ფსიქიკურ პრობლემებში, ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის იმდენად ფაქიზი ტიხარია, რომ რაც უფრო მგრძნობიარე ადამიანები ვართ მით უფრო მეტი სიმძაფრით გაგვისინჯავს ამის გემო და თუ ის ადამიანები ვართ ვისაც ამაზე ფიქრიც უყვარს და გადამუშავებაც, ჩვენ ამაზე დაკვირვებით შორს წავსულვართ.

ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოთერაპევტს თუ თავად არ გამოუცდია
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

არტ-თერაპია ეს, შესაძლოა იყოს, როდესაც ჩვენ ინდივიდუალ დონეზე ვმკურნალობთ პაციენტს ან პაციენთა ჯგუფს, სხვადასხვა ტიპის პრობლემით ვინც არის შეწუხებული და შეიძლება ასევე იყოს საზოგადოებრივიც.

საზოგადოებრივი ხელოვნება ძალიან სპონტანურად, თვითონ აღმოცენდება ხოლმე. 9 აპრილის ტრაგედია რომ მოხდა მთელი რუსთაველი გაივსო ყვავილების ზღვით, სანთლებით. თავისთავად შედგება ხოლმე, ბუნებრივად, რიტუალი, სადაც მთლიანი საზოგადოება თვითგანკუნებას, ვალის მოხდას ემსახურება. გეგონება შეთანხმებულები არიანო, ისეთი რიტუალური ქცევა აღმოცენდება ხოლმე, იმწუთას.

მე მაგალითად ვხუმრობდი, პირველად რომ გამოგვკეტეს პანდემიის დროს, რომ ეხლა აუცილებლად გვჭირდება საზოგადოებრივი ხელოვნება, ყველანი გამოვიდეთ, ჩვენი ჩუსტები მოვიტანოთ და გიგანტური ჩუსტი ავაწყოთ ბევრი ჩუსტით და მემორია¬¬ლი მივუძღვნათ აი ამ ამბავშთქო. რა თმა უნდა მე ვიხუმრე და ამის ორგანიზება არ დამიწყია მაგრამ, სინამდვილეში ეს იქნებოდა იუმორით გამართული ეგტეთწოდებული Community art, საზოგადოების განმაკურნებელი, რომელმაც რაღაც ეტაპი დაასრულა, რაღაც ეტაპს წერტილი დაუსვა, რაღაც ეტაპი გამოიგლოვა ან აღწერა, მდგომარეობა აღწერა ხელოვნებაში.

ნათია ფანჯიკიძე
არტ-თერაპია
ნათია ფანჯიკიძე - ციტატები

დეჰუმანიზაციაში რა იგულისხმება რომ ავხსნათ - როდესაც ადამიანს ნელ-ნელა შემოაცლი ღირსებებს, შემოაცლი ნებისმიერ თვისებას და აქცევ ისეთ არარაობად, ისეთ მტრად, რომ, ლამის გაუთანაბრებ მწერს, რომლის მოკვლაც კი ადვილია, რომელიც აღარ განიხილება ადამიანთა ჯგუფის მიმართ, ვისზეც მუშაობ, ვის თვალშიც უნდა მოახდინო ამის დეჰუმანიზაცია. მათ მიერ შეიძლება ულმობელი მსხვერპლი გახდეს ესა თუ ის ჯგუფი თუ, ესა თუ ის ადამიანი.
მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამ, ხის მიმართაც და ცხოველის მიმართაც კი არ შეიძლება, იქაც კი უნდა ვიცოდეთ რა შეიძლებს. ბრაკონიერება მაგალითად, რატომ არ შეიძლება? ესეც ხომ ახსნილი უნდა იყოს. ვინ მოკლა, თუ რატომ გადაძვრა ზოოპარკში? ასეთი საშინელი ფაქტებიც ხომ იყო, რომ დაასახიჩრეს ირემი მაგალითად.
მითუმეტეს ადამიანის მიმართ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, აი ასე აბსოლიტურად ყველაფერი მოშალონ იმ ქვეყნებმა, ვისაც პრეტენზია აქვს განვითარებულობაზე.

ნათია ფანჯიკიძე
დეჰუმანიზაცია
ციტატები, გამონათქვამები