დიალოგის აუცილებლობა
მათი მზერით მათი ხმის ტემბრით მათი ყურადღებით,თუნდაც მათი კითხვებით,თუნდაც მათი წინააღმდეგობით,ხანდახან იმიტო რო ეს ასე რატომ არის,მე ვგრძნობ რომ ჩვენ ერთმანეთთან დიალოგი გვაქვს და კლასში უკეთესი რაღაცის ადგილი არ არსი ვიდრე არის დიალოგი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.დიალოგი არის მთავარი მოდუსი ადამიანებს შორის ურთიერთობის,თუ იქ დიალოგს ისწავლიან, სხვებთანაც შეძლებენ მერე დიალოგს თავის ცხოვრებაში.
გია მურღულიაგუნდურობა
ხანდახან ფეხბურთი გავს ხოლმე რაღაცა სხვას, იმარჯვებს არა ის სადაც 2, 3 ან თუნდაც 5 სხვაზე უკეთესი ფეხბურთელი თამაშობს, არამედ იმარჯვებს გუნდი, მითუმეტეს თანამედროვე დროს.
ნაცია, ერი უნდა იყოს გუნდურად მოთამაშე, ეს უნდა გაცნობიერებული ქონდეს.
გააგრძელე | განათლების სახელმწიფო პოლიტიკა
განათლების სახელმწიფო პოლიტიკას უნდა ქმნიდეს პარლამენტი
გია მურღულიარისი სკოლა ხარ შენ?
როდესაც შენ ქმნი განათელების კონცეფციას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, პირველ რიგში უნდა გახსოვდეს, რომ განათლება არ არის, მარტო სწავლება რაღაც საგნების. ეს უწუნარეს ყოვლისა არის აღზრდა და რას ვგულისხმობ ამ აღზრდაში, ხასიათის რა თვისებებს ვგულისხმობ, რა უნარების განვითარებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.
აქ თუ მოიყვანე ადამიანს ჩვენი სფეროდან, აბა კითხე : თქვენ სკოლაში, ან ჩვენი განათლების სისტემაში, ვინმე ზრუნავს იმაზე, რომ ბავშვებში ჩამოაყალიბოს ნებისყოფა? ნებისყოფის გარეშე პიროვნება არ არსებობს საერთოდ. რომელი განათლების კონცეფცია, რისი ეროვნული სასწავლო გეგმა? ნებისყოფას, შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას თუ არ ავითარებ, ალგორითმის გააზრების უნარს თუ არ ავითარებ... ვინა ხარ შენ მაშინ, რისი სკოლა ხარ?
მეტი შენ!
განვითრების გზა, პირველ რიგში, გულისხმობს იმის შენაჩუნებას, რას უნდა შეინარჩუნო, იმიტომ რომ თუ შენი თავი დაკარგე, მაშინ რაღას ავითარებ, მაშინ შენ სხვა ხარ. განვითარების პროცესში, შენ უნდა იყო მეტი შენ და არა ანტი შენ. არა შენი საკუთრი თავის მოწინააღმდეგე. თუ საკუთრ თავს უარყოფ, ეს განვითარება არ არის.
გია მურღულიაუნდა შევისწავლოთ ...
უნდა შევისწავლოთ, პირველი - რა ღირსებები გვაქვს, რა უნდა გავაძლიეროთ, რომ მომავალს მძლავრად და გონივრულად შევხვდეთ, რაციონალურად, ეს ერთი. და მეორე მეორე - რა ნაკლოვანებები გვაქვს, რა შევზღუდოთ ჩვენს თავში. ერთ მაგალითს გეტყვით, დროსთან დამოკიდებულება ქართველების, არის დღესაც შესაცვლელი, დროს არ ვუფრთხილდებით ჩვენ, ეს ძალიან დიდი ნაკლია, ქართველების
გია მურღულიაჩაქუჩიანი მამაკაცი
გერონტი ქიქოძე, რომელსაც გენიალური წერილი აქვს დაწერილი: „ჩაქუჩიანი მამაკაცი.“ სულ მეომარ ქართველებზე ვლაპარაკობთო ჩვენ და მშენებელ, შემოქმედ ქართველებს იშვიათს ვახსენებთო
გია მურღულიასკოლის როლი ბავშვის აღზრდაში
ერთ დღეს განათლების სამინისტროში ასეთი კითხვა დავსვი ( კონცეფციაზე ლაპარაკობდნენ, განათლების სახელმწიფო პოლიტიკის, ქართუულის სკოლის განვითარების და ასე შემდეგ) კითხვა იყო ასეთი: ვინ უნდა აღზარდოს ქართულმა სკოლამ? რა ამოცანა გვაქვს ჩვენ, როგორ ვხედავთ ამ ამოცანებს? თუ ეს ხედვა არ არის, არანაირი კონცეფცია არ არსებობს, იმიტომ, რომ მას სხეული ექნება და სული არ ექნება.
ჩვენ ვხედავთ რომ 21 - ე საუკუნე არის სასტიკი კონკურენციის საუკუნე, მე მინახავს და ბევრჯერ მითქვამს ეს, სხვა და სხვა ქვეყანაში, როგორ ემზადებიან იქაური ბავშვები, ჩვენს ბავშვებთან შესახვედრად. ჩვენი ფუნქცია, ჩვენი ამოცანა და ვალდებულებაა, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ახალი თაობა, მოვამზადოთ ამ კონკურენციისთვის. ეს რთული გზაა, და მე არ მომწონს ხოლმე, როდესაც ამბობენ, რომ ბავშვს გამოცდა თუ ჩაუტარეთ, სტრესი იქნება მისთვის, სისულელედ მიმაჩნია ეს, თან ღრმა სისულელედ, იმიტომ, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, უნდა გაიგოს, რა არის რეალური ცხოვრება.
ჩვენ ბავშვები უნდა მოვამზადოთ არა საზოგადოდ რაღაცისთვის, არამედ 21-ე საუკუნის რეალობისთვის. რა არის საჭირო ამისთვის? კარგად უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენ თავს, ჩვენ ისტორიას, უნდა შევისწავლოთ ჩვენი თავი. ახლა მე მგონი, ქართველებზე მეტად, ჩვენი მოწინააღმდენი გვსწავლობენ ჩვენ, ამიტომ არის, რომ პრაქტიკულად ყველა ანკესზე წამოგვაგეს, რომელიც გაეხარადათ. არადა ჩვენ ეს ნასწავლი გვაქვს. ჩვენმა მეცნიერებმა, ჩვენმა მწერლებმა, ეს ამბები, კაი ხნის წინ შეისწავლეს. იოანე საბანიძით დაწყებული, მერე და მერე... აღარ ჩამოვთვლი ეხლა. მეოცე საუკუნეში გვყავდნენ ჩვენ მაგარი ადამიანები: გურამ ასათიანი გვყავდა, გერონტი ქიქოძე, რომელსაც გენიალური წერილი აქვს დაწერილი: „ჩაქუჩიანი მამაკაცი.“ სულ მეომარ ქართველებზე ვლაპარაკობთო ჩვენ და მშენებელ, შემოქმედ ქართველებს იშვიათს ვახსენებთო. რეზი თვარაძე გვყავდა, რომელსაც ასევე შესანიშნავი წერილი აქვს: „ომი და ბრძოლა“. და ამბობს იქ, რომ ბევრი ბრძოლა მოვიგეთ ქართველებმა, მაგრამ ყველა პრინციპული ომი ლამის წავაგეთ და რატომ ხდებაო ეს. იმიტო რომ ჩვენ პროცესებით გვიყვარს შეფასება რაღაცეებისდა არა, შედეგებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა შევისწავლოთ, პირველი - რა ღირსებები გვაქვს, რა უნდა გავაძლიეროთ, რომ მომავალს მძლავრად და გონივრულად შევხვდეთ, რაციონალურად, ეს ერთი. და მეორე მეორე - რა ნაკლოვანებები გვაქვს, რა შევზღუდოთ ჩვენს თავში.
ერთ მაგალითს გეტყვით, დროსთან დამოკიდებულება ქართველების, არის დღესაც შესაცვლელი, დროს არ ვუფრთხილდებით ჩვენ, ეს ძალიან დიდი ნაკლია, ქართველების, ისევე როგორც ძალიან დიდი ნაკლია არა ობიექტური ხედვა მოვლენებისა, ხედვა ისე როგორც ჩვენ გაგვეხარდება. ამიტომ ხანდახან ჩვენი ისტორიისდან რაღაცეებს ვმალავთ ხოლმე და ეს არის აბსოლიტურად მიუღებელი ამბავი ჩემთვის.
ერთი რამ ნათელია, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევისწავლოთ, დავადგინოთ და ამის გათვალისწინებით შევხედოთ პრობლემას, ვის ვზრდით, როგორია თანამედროვე ქართველი?
სხვათაშორის განვითრების გზა, პირველ რიგში, გულისხმობს იმის შენაჩუნებას, რას უნდა შეინარჩუნო, იმიტომ რომ თუ შენი თავი დაკარგე, მაშინ რაღას ავითარებ, მაშინ შენ სხვა ხარ. განვითარების პროცესში, შენ უნდა იყო მეტი შენ და არა ანტი შენ. არა შენი საკუთრი თავის მოწინააღმდეგე. თუ საკუთრ თავს უარყოფ, ეს განვითარება არ არის. ამიტომ ვამბობ, რომ როდესაც შენ ქმნი განათელების კონცეფციას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, პირველ რიგში უნდა გახსოვდეს, რომ განათლება არ არის, მარტო სწავლება რაღაც საგნების. ეს უწუნარეს ყოვლისა არის აღზრდა და რას ვგულისხმობ ამ აღზრდაში, ხასიათის რა თვისებებს ვგულისხმობ, რა უნარების განვითარებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.
აქ თუ მოიყვანე ადამიანს ჩვენი სფეროდან, აბა კითხე : თქვენ სკოლაში, ან ჩვენი განათლების სისტემაში, ვინმე ზრუნავს იმაზე, რომ ბავშვებში ჩამოაყალიბოს ნებისყოფა? ნებისყოფის გარეშე პიროვნება არ არსებობს საერთოდ. რომელი განათლების კონცეფცია, რისი ეროვნული სასწავლო გეგმა? ნებისყოფას, შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას თუ არ ავითარებ, ალგორითმის გააზრების უნარს თუ არ ავითარებ... ვინა ხარ შენ მაშინ, რისი სკოლა ხარ?
"წამ"-ში არის მარადისობა
ალექსანდრე მაკედინელის სიტყვები არისტოტელეზე, რომ თქვა. კონფუცი მეორე, დიდი ადამიანი, ჩინელი ამბობს, ის ვინც წარსულის წვრეტისას, ხედავს მომავალს, ღირსია იწოდებოდეს მასწავლებლად.
სულ ვიმეორებ და ეს ჩემი სიტყვები არ არის, დრო არის მთლიანი, ეს ჩვენ დავყავით: წარსული, აწმყო, მომავალი, რომ უკეთსად ვიოპერიროთ, ერთია ეს.
ქართული სიტყვა: "წამ" - ი, აბრევიატურად, რომ წარმოვიდგინოთ, წ არის წარსული, ა - აწმყო, მ - მომავალი. ერთ წამში არის მარადისობა, მთელი შენი ცხოვრების.
ტვინს ნუ ურევ სხვებს!
არსებობს პირადი სივრცე და არსებობს საჯარო სივრცე. ამ შენ პირად სივრცეში შენ ხარ თავისუფალი აბსოლიტურად. ეს სიტყვა აბსოლიტური სიტყვა თავისუფლებას უნდა ჩამოაშორო, როდესაც შენ ხარ საჯარო სივრცეში. როგორ ამბობენ მეგრელები? "ვაშინერს" - ტაბუ ადევს.
სიტყვა "აკრძალვა" ბევრს არ მოსწონს. ბევრი გამოჩნდა ამ ბოლო დროს ისეთი, რომელიც ამბობს, - "მე ვარ აბსოლიტურად თავისუფალი ადამიანი". ადამიანთა დაცინვა არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან მომინდება ხოლმე პასუხი გავცე - ნუ ლაპარაკობ რაღაც სისულელეს შენ და ნუ ურევ ტვინს ვიღაცებს, იმიტომ, რომ ადამიანებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, სად როგორ მოიქცნენ. ეს არის ზრდილობის საკითხი და უსაფრთხოების საკითხიც.
როდის იბადება გამზადებული პასუხები?
ერთობას ყოველთვის ქმნის ღირებულებათა საერთოობა და მათი გაცნობიერება. იმიტომ, რომ შენ თუ სხვადასხვა ღირებულება გაქ, შენ თუ მოვლენებს აპრიორი სხვადასხვაგვარი კუთხიდან აღიქვამ, უყურებ, მაშინ იბადება გამზადებული პასუხები.
მე სანამ კითხვას დამისვამენ თუ მანამდე ეს პასუხი ვიცი, წინასწარ განზრახვით თუ ვიცი და წინასწარი განწყობით თუ ვიცი, რომ თუ შენ ამბობ ეს ტყუილია და თუ მე ვამბობ ეს მართალია, მაშინ ასეთი საქმიდან არაფერი გამოვა, მაშინ საზოგადოება ვერ შეიქმნება.
ვინ ქმნის ქართულ იდეას?
ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ბავშვებს, ჩემს მოწაფეებს, ასეთი დავალება მივეცი, ვთხოვე უფრო სწორად, რომ ჩემი ფიქრი გაეგრძელებინათ, მაშინ შესაძლოა უპასუხო ფიქრიც, მითხარით მეთქი, მოდი დავფიქრდეთ ერთად ჩვენ: რა არის ის იდეები და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქართულ იდეას და ძალიან საინტერესო პასუხები გასცეს ამ კითხვას.
რამდენიმე მეფე დაასახელა, რამდენიმე საზოგადო მოღვაწე, მოაზროვნე, ოღონდ თამასა მოთხოვნის იყო ძალიან მაღლა.
ასეთი ადამიანები, რომლებიც მთელი ნაციის, მთელი ერის მნიშვნელობას, ცხოვრების პრინციპებს, მომავლის ხედვას განსაზღვრავენ, ასეთი ადამინები არ შეიძლება იყვნენ ძალიან ბევრნი, ასეთი ადამინები ცოტა არიან.
ვინ ვართ, როგორები ვართ, ...
ქართული გონიერება გაცილებით დიდხანს ითვლის, ამაზე საუბარი დაიწყო იოანე საბანისძემ აბოს წამებაში. ეს არის კლასიკური და უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლი, რომელშიც პირველად დაისვა ასეთი კითხვა: ვინ ვართ ჩვენ ქართველები, რანი ვართ, როგორები ვართ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არის ყველაფერი. გრიგოლ ხანძთელიც, გიორგი ათონელიც, რომელიც კაციშვილმა არ იცის საქართველოში ვინ არის და ჩვენი სირცხვილი და თავზე ლაფდასხმაა ეს, რუსთველიც ამაზე პასუხს სცემს და ასე და ასე შემდეგ.
ბედნიერების მიზეზიც და მიზანიც ადამიანმა ...
ეს კითხვა ჩვენ დავსვით მე-18 საუკუნეში, ჯერ სულხან-საბამ დასვა და მერე დავით გურამიშვილმა, ორივემ თქვა, რომ ადამიანმა ბედნიერების მიზეზიც და მიზანიც საკუთარ თავში უნდა ეძიოს, უამისოდ არაფერი გამოვა.
გია მურღულიაადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობა
მამაჩემმა მაჩუქა სიცოცხლე, არისტოტელემ კი მაჩუქა ის, რისთვისაც ღირს სიცოცხლე. ალექსანდრე დიდს, მაკედონელს ეკუთვნის ეს სიტყვები და ნათქვამია მის მასწავლებელზე, არისტოტელეზე და სრული ჭეშმარიტებაა, რადგან ნამდვილ მასწავლებელს, ნამდვილად შეუძლია დაგანახოს ცხოვრების საზრისი, შეუძლია გონების გამდიდრებასა და განათებასთან ერთად, სულის გადარჩენაზე იზრუნოს. ამას ცდილობდა ყველა ნამდვილი მოძღვარი და მასწავლებელი, ყველგან და ყველა დროს. ამას ღაღადებდნენ და ღაღადებენ პედაგოგიკის თუ ლიტერატურის გამორჩეული ძეგლები. გაასმაგებულია ასეთი მასწავლებლების საჭიროება დღეს, როდესაც ტექნოლოგიების არნახული განვითარების ფონზე ადამიანსში ადამიანია გადასარჩენი.
"მე თავისუფალი მასწავლებელი ვარ, ღმერთის გარდა უფროსი არ მყავს, ყველაზე მნიშვნელოვანი 4 მცნებაა ჩემთვის: სიყვარული, ღირსება, მსახურება და თავისუფლება. დრო მთლიანია, სამყარო დასაბამიდან, პირველი წამიდან ბოლო წამამდე, ყველაფერს ერთმანერთს უკავშირებს, ყველაფერი ერთმანერთს გამოხატავს და არავინ და არაფერია უერთმანერთო აზრით სავსე, მთავარი რაც ბავშვებს და დაგვიანებულ დიდებსაც უნდა ვასწავლოთ სწორედ ეს არის, ამის გაცნობიერების გარეშე კაცის მთავარი პასუხისმგებლობა ვერ დაიბადება, ეს ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობაა.
რატომ არის ადამიანი სასოწარკვეთილი?
ადამიანი იმიტომ არის სასოწარკვეთილი, რომ მას არ აქვს უკეთესი ცხოვრების იმედი. არ აქვს იმედი, რომ მის ცხოვრებაში ავტომატურად, თავისი, ბუნებრივად გაჩნდება უკეთესი გარემოებები.
მეორე - მას არ აქვს და ვერ პოულობს შესაბამის ძალას და ნებისყოფას, რომ თვითონვე შექმნას ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, რომელიც იმ ძველის ან თანაბარი იქნება, ან მასზე უკეთესი.
ის წარსულიც კი, ასეთი ადამიანისთვის იყო შემთხვევითი გარემოებების პროდუქტი და არა მისი ნებისყოფის, არა მისი ნების ნაყოფი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოქმედებითი ძალები არ იყოს ადამიანში მინავლებული. ეს თუ ჩამქრალია, ასეთი ადამიანი ჩარჩება სადღაც და ვეღარ გამოვა
არის თუ არა ღმერთში გრძნობები?
- იტანჯება და სტკივა თუ არა ღმერთს, როცა ადამიანს სტკივა და იტანჯება? რას ნიშნავს ღმერთის ტკივილი?
- საერთოდ ღმერთში ვნება, ტკივილი, სიხარული, ხარხარი, კისკისი,.. ასეთი რამ არ ხდება. ღმერთი არ არის გრძნობადი არსება. ეს ყველაფერი არის სიმბოლური, რომ თვალის წინ, ღმერთის მხედველობის გარეშე ადამიანს არ სტკივა, ღმერთის მხედველობის გარეშე ადამიანს არ უხარია, წარმატებას არ იღებს და ა.შ
განკაცებულ ქრისტეს თავისთავად სტკიოდა, მას ჭეშმარიტი ხორცი ჰქონდა მიღებული, ჭეშმარიტი ტკივილით სტკიოდა.
ყოვლადწმინდა სამებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ტკივილი, შეშფოთება,.. სრულიად გამორიცხულია
ფროიდის ფსიქოანალიზი
- ფროიდის ფსიქოანალიზის შესახებ რა შეგიძლიათ, გვითხრათ?
- ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ის იყო ყველაზე დახვეწილი თაღლითობა მეცნიერების ისტორიაში.
- შეიძლება მართლმადიდებელი იყოს ფროიდისტი?
- არა, გამორიცხულია. ის სექსუალური დასკვნები, რაც მას ჰქონდა, მიუღებელია. ჩვენთან სხვა დასკვნებია. ჩვენთვის ეს სხვა ძალაა. ახლა არ მინდა ხმამაღლა. მერე შეგვიძლია ერთი ერთზე ვისაუბროთ რა თაღლითობას ჰქონდა ადგილი.
ქვეცნობიერთან დაკავშირებით მას ჰქონდა აღმოჩენები, თუმცა შემდგომ რაც გააგრძელა და აკეთა ამ ადამიანმა, კრიტიკას ვერ უძლებს, თავისთავად ცხადია
თუ ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის ...
- ადამიანი თავისუფალია მის ყოველ ქმედებაში, თუმცა ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის ადამიანი როგორ მოიქცევა. არადა, ბედისწერა არ არსებობს. როგორ აგვიხსნით ამ ორ ფაქტს?
- ადამიანი მართლა თავისუფალია და ღმერთმა მართლა ყველაფერი იცის. ღმერთის ყოვლისმცოდნეობა არ განსაზღვრავს ჩემ საქციელს.
ჩვენ მარადიულობაზე გვაქვს არასწორი წარმოდგენა. მარადიულობას ჩვენ ვიაზრებთ როგორც - სულ რომ რაღაც გრძელდება. მარადიულობა არის დროის აი ამ მიმდინარეობაზე კიდევ ზემოთ მდგარი რაღაც უსასრულობა.
წარმოიდგინეთ, ღმერთი დროში არ არის, ზემოდან ხედავს, ქვემოთ რაღაცები როგორ მოძრაობენ. წარმოიდგინეთ, კაცი დგას ბაქანზე და ხედავს მატარებელს, რომელშიც ზის მგზავრი. ამ მგზავრმა წინასწარ სულ არ იცის რა მოხდება, თუმცა ბაქანზე მდგარი კაცი ხედავს, მატარებელი როდის რომელ შესახვევში შევა. ამ კაცმა იცის, რომ ძალიან დიდ მოსახვევში კაცი თუ ფინჯანი ყავით წამოდგება, შეიძლება ბარბაცი დაიწყოს და ჭიქა დაუვარდეს. ეს რომ იცის ამ კაცმა, არ ნიშნავს, რომ ამით განსაზღვრულია, მგზავრი წამოდგება თუ არა. მგზავრი სხვა სისტემაშია. ბაქანზე მდგარი კაცი სხვა მხრიდან, სხვა სიმაღლიდან, სხვა ადგილიდან უყურებს მას. საიდანაც უყურებს, უძრაობაა, ხოლო სადაც მგზავრია, იქ - მოძრაობაა. ქმნილების თვისებაა დინამიკაში, მოძრაობაში ყოფნა. მხოლოდ უქმნელია აბსოლიტურ სტატიკაში, უძრაობაში,.. და ამ აბსოლიტურად უძრავის წინ რაღაცები მოძრაობს, რომელიც აბსოლიტურად სხვა სიბრტყეა.
წინასწარმეტყველებაც ასეა მეგობრებო. იუდამ ქრისტე გაყიდა, არა იმიტომ, რომ ასე იყო ნაწინასწარმეტყველები, არამედ რადგან გაყიდიდა, ამიტომაც იწინასწარმეტყველეს. უკუპროცესს უნდა შევხედოთ. რაღაცა კეთდება არა იმიტომ, რომ ნაწინასწარმეტყველებია, არამედ რადგან მოხდებოდა, ამიტომ იწინასწარმეტყველეს.
რას ნიშნავს ადამში ვცოდეთ?
ადამისგან მე, როგორც ადამიანმა, მივიღე სნეული ბუნება, ავადმყოფური ბუნება. ამ ბუნებაში ჩადებული ცოდვები მე ნათლისღების წყლებით ჩამომერეცხება.
პიროვნულად მე ვარ ჩემ საქმეებზე პასუხისმგებელი. არავითარ შემთხვევაში ადამის პიროვნება ჩემ საქმეებს ვერ განსაზღვრავს, ეს არის აბსოლიტურად გამორიცხული.
ადამმა სცოდა და ადამში ვცოდეთ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რადგან ადამიანები ვართ, ამ ცოდვას ვიზიარებთ ბუნების წესით, როგორც ამ ბუნების თანაზიარნი. ცოდვა შემოვიდა ამ ბუნებაში, რომელიც ერთი გვაქვს ყველას. ამით განსხვავდება ადამიანური ბუნება ანგელოზებრივი ბუნებისაგან, ვინაიდან ანგელოზის ცოდვა დარჩა პიროვნულ ცოდვად. ის ყველა ანგელოზს არ გადაედო. რომელ ანგელოზმაც პიროვნულად მიიღო, იმ ანგელოზს გადაედო, მაგრამ რომელმაც პიროვნულად არ მიიღო, მას არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთი ბუნება აქვთ.
ადამიანში სხვანაირად არის, რადგან ადამიანი ხორცშია. ადამიანის ხორციელება გულისხმობს, რომ ბუნებით წილნაყარობა აქვს ამ ცოდვასთან და არავითარ შემთხვევაში პიროვნული
რა არის ბოროტება?
ბოროტება რა არის? ბოროტება არის ალტერნატიული სიკეთე. ბოროტება არის სიკეთის ნაკლულევანება. ქრისტიანობაში ბოროტება გაიგება, როგორც სიკეთის ნაკლულევანება, ისევე როგორც სიბნელე და სინათლე, ბოროტებას ონტოლოგიური საწყისი ანუ არსი არ გააჩნია, ისევე, როგორც სიბნელეს.
აი მაგალითად: შეგიძლიათ თქვენ წარმოიდგინოთ ერთ ოთახში, ერთ მთლიან სივრცეში, ერთ მხარეს ნათელი იყოს, ისე, რომ ტიხარი არ ჰქონდეს, მეორე მხარეს ბნელი, წარმოუდგენელია. ან ნათელი უნდა იყოს ან ბნელი, ორივე ერთად ვერ იქნება. და სიბნელე როდის ჩნდება? როდესაც სინათლე იწყებს მოკლებას. ანუ ონტოლოგიური , თავისი საწყისი გააჩნია მხოლოდ სინათლეს, სიბნელე ჩნდება, როცა სინათლე იკლებს.
აი ასეა სიკეთე და ბოროტება, ბოროტების არსი, მყოფობა, როგორც ასეთი არ გააჩნია, მას აქვს პარაზიტული მყოფობა. სიკეთე სადაც იკლებს, იქ ჩნდება ბოროტება, ამიტომაც ბოროტების ქრისტიანული გააზრება გულისხმობს ამას. ბოროტება გახლავთ ალტერნატიული სიკეთე.
წარსულში, აწმყოში და მომავალში ცხოვრება
ის, ვინც წარსულში ცხოვრობს, არის სასოწარკვეთილი. ის, ვინც მომავალში ცხოვრობს, არის შფოთიანი. ის, ვინც აწმყოში ცხოვრობს, არის მშვიდობით და ჰარმონიულად.
ანა ქირიამორალური ეთიკა, აღზრდა
სოკრატესა და პლატონს ჰქონდათ ე. წ. ინტელექტუალური ეთიკა - შენ თუ გააცნობიერე რა არის სიკეთე, რა არის სამართლიანობა, გახდები კეთილი და იცხოვრებ სამართლიანად. ამ მორალური იდეების გაცნობიერება, ამავდროულად, გულისხმობს მათი საპირისპირო იდეების ცოდნას. თუ გესმის სამართლიანობა, გესმის უსამართლობაც და ყველაზე კეთილ და ყველაზე სამართლიან ადამიანს შეუძლია იყოს ბოროტი და უსამართლო, თუმცა იმდენად, რამდენადაც მას გაცნობიერებული აქვს სიკეთე, სიკეთის არსება ან სამართლიანობის არსება, მათი უპირატესობები და ღირებულება, ის თავისი ნებით, თავისი თავისუფალი გადაწყვეტილების შესაბამისად უსამართლობის, ბოროტების გზას არ დაადგება. ჩემი აზრით, ეს კარგი ჩვევები ქმნის ერთგვარ კარკასს, ჯავშანს, შეიძლება საყრდენიც ვუწოდო, რომელიც დაგიცავს შემდგომ ცხოვრებაში და შეგეშველება. თუნდაც ისე მოხდეს, რომ მოზარდობაში ან უკვე ზრდასრულობის ასაკში ცუდი ზნე გამოავლინო, თუ თავის დროზე, მშობლებისგან ან ოჯახში, კარგი ჩვევები მოგეწონა, ეს იქნება ერთგვარი საყრდენი, რომ მთლად არ გაფუჭდე და არ წახდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე პატარა ასაკში კარგი ჩვევების ჩამოყალიბება და ზრდასთან ერთად, ცხადია, უნდა გააცნობიერო რა არის კარგი და შენივე ნებით აირჩიო.
ანა ქირია