პერფორმანსი - ექსპერიმენტი | სტრუქტურული აზროვნება
ფერფომანსი, ის შოუ, რომელსაც ის დგამს, როდესაც ყველა მომსვლელს ეუბნება, რომ აი მე ვდგავარ თქვენს წინაშე, შიშველი და რაც გინდათ გააკეთეთ, როგორც გინდათ მომექეცით, და საბოლოო ჯამში დასისხლიანებული, დასერილი და ნაცემი წამოვიდა, დღის ბოლოს იმ თავისი ფერფომანსიდან. როგორც კი იმ უმწეო მდგომარეობას, მორჩილებას სთავაზობ ვინმეს, ესეც ძალიან საინტერესო თემაა განსახილველად, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ თუ ვიქმნებით ჩუმად, არ გავაღიზიანებთ მტერს, მტერი აღარ დაგვსჯის. თუ კარგად მოიქცევი არ დაისჯები, ესეც ჩვენი საბჭოთა თვისება. ამ დროს კარგად, კი არ უნდა მოიქცე, სულ უნდა მოქმედებდე, უბრალოდ ჭკვიანურად უნდა მოქმედებდე. თუნდაც ამ ექსპერიმენტით, ამ ფერფომანსითაც დასტურდება, რომ შენ რამდენი კარგად მოიქცევი, მით უფრო მაგრად ჩაგარტყამენ თავში, დასასრული არ ექნება იმას, რამდენსაც შენგან მოითხოვენ, ესეიგი კარგი ქცევა რა არის, ჯერ ამაზე ბევრი მსჯელობა არის გასამართი და საერთოდ როგორი უნდა იყოს ეს ქცევა, როგორ უნდა დავარქვათ სახელი, დღეს ვინა არის ჩემი, პირველი, მეორე, მესამე მტერი. ჩემ თავში რა არის ჩემი პირველი მტერი, მეორე მტერი. აი ეს სტრუქტურული აზროვნება, უმნიშვნელოვანესია.
ნათია ფანჯიკიძედაბალი თვითშეფასება და ნარცისიზმი - ერთი დანის ორი პირია, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დაცვითი მექანიზმი არის. აი ეს მსხვრევადობა, ის, რომ მე არაფერში დამნაშავე არ ვარ, თვითრეფლექსის უუნარობა, ის რომ უპირობოდ ყველა აღტაცებული იყოს შენით, არა აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ. და მეორე - საპირისპირო ამისი, სრულიად ნიჰილისტური, დეპრესიული თვითგვემა, რომ, ჩვენ ხომ ხალხი არა ვართ, ჩვენ არაფერი გამოგვივა, არაფერი გვეშველება. იმის გამო, რაც მოგვიტანა ამდენი წლის ტრამვებმა, მე მაინც ძალიან თანამგრძნობელი ვარ ჩვენი ერის.
ნათია ფანჯიკიძესადარბაზოების დალაგება | სამშობლოს განცდა
სამშობლოს განცდიდან იწყება ალბათ ჩემი ქვეყანა, ჯერ რო ჩემი მეგობარია, ჩემი ეზოა, ჩემი სადარბაზოა. ჯერ სადარბაზოების ლაგება ყველას არ დაგვიწყია, ჯერ კიდევ კარის ზღურბლამდე არის ბევრ კორპუსში დასუფთავებული საცხოვრებელი. ესე, ნელ-ნელა თუ არ ვიგრძენით რომ ყოველი ეს გოჯი, მიწა, ამ ერთი ბეწო ქვეყნის არის შენი, არაფერი არ გამოვა.
ნათია ფანჯიკიძეაგრესიის მართვა
აგრესია ხანდახან კარგი ინსტრუმენტიც არის, თუკი მანკიერება უნდა დაამსხვრიო
ნათია ფანჯიკიძეიმედიანი გაზაფხულის მოყვანა, დამოკიდებული არის ჩემზე და შენზე, ჩვენზე საერთოდ. ჩვენ თუ ამისთვის მზად არა ვართ, ბუნება რასაც არ უნდ ეცადოს, გაზაფხულს ვერ მოგიყვანს, ის არ იქნება სრულყოფილი გაზაფხული, თუ ჩემთვისაც და შენთვისაც ერთნაირი გაზაფხული არ დადგა, ერთნაირად არ მოვიდა გაზაფხული, ეს გაზაფხულის მოსვლა თუ შენ გტკივა, მე მიხარია - არა ვარ სრულყოფილი, გაზაფხული არ მსიამოვნებს. გაზაფხული მსიამოვნებს არა იმიტომ რომ მე მიხარია, იმიტო რომ სხვებსაც უხარიათ, ამიტომ მიყვარს გაზაფხულის მოსვლა, ამიტომ ველოდები. მეშინია იმიტომ, რომ ვაითუ ის კვირტი ვერ გახსნას გაზაფხულმა, და გტკივა ის გაუხსნელი კვირტი.
ტარიელ ხარხელაურიტკივილში და სიყვარულში შეშველება
ორივეს მიზანია სიამოვნება მიანიჭოს ხალხს, რომ როგორმე ან ტკივილში შეეშველოს ან სიყვარულში, ორივეში შეშველება გვინდა, არც ერთია სასიამოვნო, როცა მეტია, და არც მეორე.
ტარიელ ხარხელაურიდროის მართვა
შეიძლება დროში გაერკვეს, დრო რასაც გვთავაზობს ჩემთვის მიუღებელია. დროს შენ უნდა უკარნახო. მე მინდა, ახალგაზრდა თაობამ ეს იცოდეს. დრო თვითონ უნდა მართო და არა დრომ.
ტარიელ ხარხელაურიგმირობის მაგალითი
დღეს ანწუხელიძეზე როცა გჭირდება, როცა მაგალითის მოყვანა გინდა მაშინ საუბრობ, არა, მან შენთვის დატოვა მაგალითი, ამ კაცმა, შინდისის ბატალიონის ბიჭებმა, ჟიული შარტავამ, შენთვის დატოვეს მაგალითი, სასაუბროდ კი არა რომ, მათზე ისაუბრო, შენი ცხოვრების წესად დანერგო ეს მაგალითი. ჩვენ რომ შეგვეძლოს, იმათი მაგალითის ცხოვრებაში გადმოტანა, ვერავინ თითს ვერ დაგვიქნებდა, ვერც ერთი ქვეყანა.
ტარიელ ხარხელაურიმეგობარი სახელმწიფო
ყველა მხრიდან მტერი გვყავს, აბსოლიტურად ყველა მხრიდან. ხო არ არსებობს, მეგობარი სახელმწიფო, არსებობს გარკვეული დროით შენი მეგობარი სახელმწიფოები, მუდმივი მეგობარი არ არსებობს. ჩვენ მეგობარს ვეძახით იმას, ვისიც ძალიან ხშირად ეჭვი უნდა გეპარებოდეს, რა მიზნით არის შენთან ის მეგობარი, რა აინტერეაებს შენგან? იქ სადაც ანგარებაა, იქ მეგობრობა აღარაა.
ტარიელ ხარხელაურიგანსხვავებული აზრი
ჩვენ გვაქვს, გონება, შეგნება და ენა, იმიტომ, რომ რაც არ მოგვწონს იმაზე ვილაპაარკოთ. არ არის აუცილებელი ამაზე ბღავილი, გინება. არ მოწონს? ვთქვათ რატო არ მოგწონს. ბოლოს და ბოლოს ხომ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, დაე საზოგადოებამ თქვას და გააკეთოს დასკვნა, რომელი მხარე ჯობია, cancel culture, ჩვენ ფაქტიურად ვამუნჯებთ ერთმანერთს , ენას ვუგდებთ პირში. რატო? დაველაპარაკოთ ერთმანერთს და გავარკვიოთ, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. ზოგადად ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის საპატივცემულო, მაგრამ იმ განსხვავებულმა აზრმა, ნება უნდა იბოძოს, მოგცეს საშვალება დაელაპარაკო, რომ ეს ასე არ არის. სხვანაირად არის ამოუხსნელი კონფლიქტი.
ნუგზარ რუხაძემსოფლიო დიქტატურა
დიდი და საბოლოო სიტყვა ეთქმით , მათ ვინც ყველაზე ძლიერია, ვისაც კარნახი შეუძლია. ისინი სარგებლობენ ამით და რა თქმა უნდა კარნახობენ ეს დიდი მოთამაშეები თავიანთ ნებას და თავიანთ აზრებს დანარჩენ სამყაროს, დანარჩენ ქვეყნებს და მათ უნდათ, რომ სამყარომ მათ ჭკუაზე იაროს, მაგრამ ამ სურვილების ჯახში იჩაგრებიან ის დანარჩენები, იმიტომ, რომ უფრო ხშირად არ არის მისაღები, რასაც ისინი გადაწყვეტენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დრომ მოიტანა თანასწორობა დიდსა და პატარას შორის, მაინც ამ თანასწორობის მოსვლას არ დაადგა საშველი, მაინც ხარ ძალის დიქტატის ქვეშ, შენ ეს გინდა თუ არა. ამიტომ უფრო ხშირად შეგუება ხდება. მართალია ხანდახან არ ეგუებიან ამას, მაგრამ უმეტეს წილად გვიხდება შეგუება.
ნუგზარ რუხაძესოციალისტურ-კაპიტალისტური კომბინირებული სისტემა
ადამიანმა უნდა გააკეთოს რაც შეუძლია და უნდა მიიღოს რაც საჭიროა.
სვენ ვოგერას ნიშნავს თავისუფლება?
თავისუფლება ნიშნავს ჩემი თავის ფლობას, მართვას. ადრე, ძველქართულად უფალი ნიშნავდა ბატონს, ახლა შეიძლება საკუთარი თავის მენეჯერი და მენეჯმენტი ვუწოდოთ, კიბატონო. თავისუფლება, რახან დავაყენეთ ეს საკითხი, არის მართავდე შენს თავს, შენს ქცევას, რეალობაში შენ რაც ხელგეწიფება.
თეა გოგოტიშვილიარჩევანი და პასუხისმგებლობა
სადაც გვაქვს არჩევანი ალტერნატივებს შორის, იქ პასუხისმგებლობა დგება. თუ მე ვიხსნი ამ პასუხისმგებლობა, ესეც ჩემი არჩევანია.
თეა გოგოტიშვილირის განვსხვავდებით ცხოველებისგან?
ჩვენ, ადამიანები, სხვა ცოცხალი არსებებისგან სწორედ თავისუფალი ნებით და არჩევანით განვსხვავდებით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას.
თავისუფალი არჩევანი უდრის პასუხისმგებლობას. იქ, სადაც ადამიანი უარს ამბობს თავისუფლებაზე, ის პასუხისმგებლობას იხსნის
ისტორიის თავისთავადი მონაწილე
ისტორიაში მონაწილეობს რაღაცა, რაც ხდება თავისთავად და არაა იმიტომ, რომ მის უკან არის ადამიანის განზრახვა და ფსიქოლოგია.
მერაბ მამარდაშვილირა არის პარანოია?
გავხდებით მართლა პარანოიაკები, რომლებიც ხედავენ ყველგან რას? რა არის პარანოია? პარანოია არის რწმენა, რომ ყველაფერი რაც ხდება სამყაროში და ჩემს გარშემო, არის ჩემსკენ მიმართული, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ეს არის პარანოია.
აი მაგალითად: უბერავს ქარი, რაღაც უნდა ჩემგან. გაიარა კაცმა ქუჩაში, შემთხვევით არ არსებობს პარანოიკისთვის, არა თუ შემთხვევა. - თავისთავად გაიარა, იტყვის ნორმალური ადამიანი. არა! რაღაცა უნდა ჩემგან ან განზრახვა აქვს რაღაცა ჩემს მიმართ და ასე შემდეგ.
ჩვენი ბულიკური აზროვნება, აი დღეს მე ვხედავ, ვუყურებ ჩვენ პოლიტიკურ არეს და ვხედავ რომ პარანოიულია. ამ აზროვნებაში საქართველო არის ჭიპი სამყაროში და არაფერი არ შეიძლება ხდებოდეს ისეთი, რომელშიც არ იყოს ჩადებული რაღაცა ფიქრი საქართველოზე და მისთვის ან სიკეთის ან ბოროტების განზრახვა ან წადილი.
ხედავთ სად მივედით? მე მინდა დავამტკიცო მხოლოდ ერთი რამ, ადამიანს შეუძლია გამოთიშოს საკუთარ თავში ასეთი ფსიქოფატიური გრძნობები და აქტები. გრძნობებს და აღქმას აქტი მოჰყვება, საქციელი. გამოთიშოს ეს, ასეთი ცხოვრება, იმიტომ რომ მაგალითად ჩემთვის ეს ცხოვრება, სიცოცხლე, არ არის სიცოცხლე. თუ ჩემი თავი ავსებულია ასეთი რაღაცეებით. თუ მე ასე ვუყურებ სოცოცხლეს და ასე ვცხოვრობ, ასეთი ხედვით, ეს არ არის სიცოცხლე.
სად არის ღმერთის სამეფო?
ყველაფერი გამოითქმევა ენაში, ბუბენრივ ენაში, და არაბუნებრივი რაღაცეებიც გამოითქმევა ბუნებრივ ენაში, მაგალითად რელიგიურ ენაში გვეუბნებიან, ღმერთის სამეფო ან სხვა ცხოვრება, და ჩვენ ამას ვიგებთ პირდაპირი მნიშვნელობით.
ყველა სიტყვა სასრულოა, სიტყვა გვესმის და ვუდებთ ამ სიტყვას კონკრეტულ რეფერენს. სიტყვა - სამყარო მაგალითად, სამეფო... არის ნახმარი. სამყარო არა ჩვენი არამედ სხვა სამყარო, ანუ თითქმის გეოგრაფიული გაგებაა, სამყარო აქ არის გეოგრაფიულად და სადღც იმ სამყაროს მიღმა, ამ მაღლა ან დაბლა მდებარეობს სხვა ცხოვრება, სხვა სამყარო და ასე შემდეგ.
ეს არის უკვე დარღვევა იმ შინაგანი კანონებისა, რომლის მიხედვითაც არის აგებული სიტყვა: ღმერთის სამყარო ან სამეფო, ან სხვა ცხოვრება და ა.შ. იქ არ იგულისხმება არანაირი გეოგრაფიული ან ქრონოლოგიური განლაგება.
ბიბლიაში, მერე სახარებაშიც მეორდება და არის გაფრთხილება. მოდის ტექსტები სადაც აღიწერება რა ხდება, ღმერთი რას ამბობ, რა ხდება იმ ცხოვრებაში და რა ხდება მიწიერ ჩვენს არსებობაში, მაგრამ ყოველთვის, რამდენიმე პასაჟის შემდეგ გაფრთხილებაა.
ეს ხომ არსად არ არის სხვაგან, არ არის ცაში, ღმერთის სამეფო თქვენშია, მაგრამ ამ გაფრთხილებას არავინ არ აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ კონკრეტულ ენას აქვს თავისი ინერცია და ჩვენ ამას მივყვებით და ჩვენი ბუნებრივი ასოციაციები, აზროვნებითი ჩვევები, ზნეობრივი ჩვევეი ისეთია, რომ ჩვენ ყველაფერს ხორციელად ვხედავთ, კონკრეტულ მნიშვნელობას ვაძლევთ იმ განყენებულ ჭეშმარიტებას, რომელიც იმსხვრევა, ინგრევა თუ ჩვენ მივეცით მას მხოლოდ მატერიალური, საგნობრივი მნიშვნელობა.
ისედაც გვაკლია ცოდნა ...
ჩვენთვის, ქართველებისთვის უბედურება იქნებოდა თუ მთელი ჩვენი ინტელიგენცია და სტუდენტობა გადავარდებოდა პოლიტიკაში, მიანებებდა თავს საკუთარ პროფესიულ საქმეს, ეს იქნებოდა მართლა უბედურება საქართველოსთვის. ჩვენ ისედაც გვაკლია კომპეტენტურობა, ცოდნა , განათლება და თუ ახლა ყველა გადავარდით პოლიტიკაში არაფერ კარგს არ მოიტანს ჩვენთვის. პოლიტიკაში ხელების და მუშტების ქნევით, ჩვენ გადავლახავთ აღელვებულ გზას და აღმოვჩნდებით ნაპირზე შიშველი, მშიერნი და უმეცარნი.
მერაბ მამარდაშვილირა არის თავისუფლება?
კი მაგრამ, რა არის თავისუფლება? - სადაც მინდა წავალ, სადაც მინდა მოვალ? და რაში იყენებ იმას, რომ სადაც გინდა წახვალ, სადაც გინდა მოხვალ? სად იხეტიალე, სად სცადე შენი ბედი? აღმოჩნდება რომ ძალიან დავიწროებულია ადამიანების გადაადგილების არეალი. და შემდეგ კიდევ მივდივართ იქამდე, რომ, აი მაინც რა არის ეს თავისუფლება? აღმოჩნდება, რომ თავისუფლება არის სწორედ ის ჟრუანტელი, რასაც ანტილოპა განიცდის ლომი რომ მოზდევს, თუ ჯანმრთელი ზებრა, რომელიც კბილებს ჩაამტვრევს შემდეგ ამ ლომს. ანუ სიცოცხლე, თავდაგასავალი ასოცირდება თავისუფლებასთან, და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვგრძნობთ ჩვენს თავს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ არ განვიცდით დეპრესიას და არა პირიქით, როდესაც არაფერი ხდება, როდესაც დაჭაობდება.
ნათია ფანჯიკიძესხვა კამერით დანახული ცხოვრება
ადამიანები, რომლებიც ძალიან იკეტებიან თავის საკუთარ ახლობლებში, ყველას გვაქვს ტენდენცია მოვნახოთ ისეთი ჩვენნაირი ადამიანები, როგორიც ჩვენი თავი გვგონია, აი ასეთ შემთხვევაზე ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ, ისევ თვალსაწიერის დაპატარავების, იმიტომ რომ ყოველი გარეშე სამყარო, ეს არის სულ სხვა კამერით დანახული ცხოვრება, სულ სხვა კამერით დანახული კინო, რომლის გაცნობაც შეიძლებოდა უფრო საინტერესო ყოფილიყო, და უფრო საინტერესო ყოფილიყო, ისინი როგორ გვხედავენ ჩვენ, რა ლოგიკით. იმიტო რომ, ახლობლები, რომლებივ თითქოს კომფორტს გვიქმნიან, რა თქმა უნდა ისინიც გვაპატიმრებენ თავიან შეხედულებებში, იმიტომ რომ, მათ აქვთ ჩვენს მიმართ მოლოდონი და ჩვენ როდესაც გვგონია, რომ ვიქცევით ჩვენი ფასეულობის მიხედვით, ძალიან ხშირად ვაკმაყოფილებთ იმ ადამიანების მოლოდინებს, რომლებიც, ჩვენთვის არიან ძვირფასები, და ვერც კი ვგრძნობთ ისე ვართ ძალადობის მსხვერპლი. ზოგჯერ შეიძლება ამ წრის გარღვევა ბევრად დიდი თავისუფლება იყოს, ვიდრე საკუთარი ამ ჯგუფის მიმართ კონფორმიზმი, რომელიც გარკვეულ წილად ყოველთვის გვჭირდება, იმიტომ რომ მარტო არ აღმოვჩნდეთ. მოკლედ იმდენი დილემა გვაქვს რომ საბოლოო ჯამში - ვინ ვარ, სად ვარ, რა მინდა - ეს არის ძალიან ძნელი გასაგები.
ნათია ფანჯიკიძეროლის ფსიქოლოგია | ბავშვებს კითხვებს ნუ აუკრძალავთ!
ძალიან საინტერესო რამ გახლავთ როლის ფსიქოლოგია, ხანდახან ჩვენ, როდესაც გვგონია რომ უკვე გავიცანით და შემოვსაზღვრეთ ეს ჩვენი თავი სწორედ ამ დასწავლით, დასწავლა პირველად ხდება ჩვენს ყველაზე ვიწრო სოციუმში - ოჯახში და ეს ფასეულობები შემოდის ჩვენში რაც ოჯახშია გამეფებული, შემდეგ უკვე უფრო ვაფართოვებთ ამას და ვსწავლობთ, ეზოში რომ ჩავედით და ბავშვებთან ვითამაშეთ, იქ კიდევ რაღაც წესები ვისწავლეთ. შემდეგ მივედით ყველაზე უფრო ორგანიზებულ ორგანიზაციაში, რომელიც სისტემა არის უკვე - სკოლაში, ეხლა უკვე იქ ვისწავლეთ კიდევ რაღაც. შემდეგ უკვე გავეცანით მთლიანად ჩვენს კულტურას, იმიტომ რომ ღირებულებითი აზროვნება, იგივე აბსტრაქტული აზროვნება, როდესაც სწორედაც ეს მორალური კანონები ჩვენში იწყებს ამუშავებას, 11 წლიდან იწყება, მანამდე რამდენი პატრიოტული ლექსიც არ უნდა დავასწავლოთ ბავშვს, ის ვერ გაიაზრებს რას ნიშნავს პატრიოტიზმი ან რას ნიშნავს პატიოსნება, თავისუფლება. მას შეუძლია ეს სიტყვები გაიმეოროს ზეპირი ცოდნით, მაგრამ აბსტრაქტული აზროვნება ჩნდება 11 წლიდან ზევით და ეს პროცესი შეიძლება არ დასრულდეს არასდროს, მაგრამ ხანდახან, სამწუხაროდ, სწრაფად სრულდება, რადგან ის ადამიანები ვისაც კითხვის დასმას ხშირად უკრძალავენ, წყვეტენ ამ კითხვებს მალე, და თუ არ დავსვით კითხვა, ვერ ვიპოვით პასუხებს, იმიტომ რომ, თუკი ჩვენ მოგვეჩვენა რომ ყველაფერზე უკვე საკმარისი პასუხი გვაქვს, იქ დამთავრებულა ჩვენი განვითარება, თვალსაწიერი და აი იქ შემოგვისაზღვრავს უკვე ჩვენი მსოფხედვა, რაც არ არის მაინცდამაინც სასურველი, იმიტომ რომ ის ბავშვური ცნობისმოყვარეობა, ის ბავშვური გულუბრყვილო კითხვა, რომ ეს რა არის, რატო? ის გაოცება, იმიტომ რომ ბავშვისთვის ამ სამყაროში ყველაფერი ისევე დამაჯერებელია და გამაოცებელია თანაბრად, რომ როგორც ნებისმიერი, რეალურია ეს თუ ირეალური, ერთნაირად დამაჯერებელი და გასაკვირია ბავშვისთვის, რადგან ის ა
ნათია ფანჯიკიძეშეიძლება საკუთარ თავს გავასწროთ
როდესაც დავიჭირე ჩემი თავი რომ, ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს მარტო? იმიტო რომ იმდენად მსხვერპლთან ვიყავი იდენთიფიცირებული ჩემს გრძნობებში, რომ გვიან გავიაზრე, რა გვიქციეს სიხარულად, გვიქციეს - ეხლა ეს სიტყვაც (ენის ფსიქოლოგიაც ძალიან მნიშვნელოვანია) ესეც არ წამომცდა შემთხვევით, ამოვიდა ისევ ქვეცნობიერიდან, იმიტომ რომ მე, ისევ და ისევ მინდა მჯეროდეს, რომ კარგი ადამიანი ვარ, და როდესაც ვამბობ გვიქციეს, ესეც პუტინის ბრალია, აბა რომ არ ყოფილიყო პუტინი, მე ხომ არასოდეს ამას არ გავიფიქრებდი. ესეიგი ,საკუთარი თავის ძიებაში, შეიძლება ისეთ მძიმე ლაბირინთებში შევაღწიოთ, რომ შეიძლება ისე გამოვრბოდეთ ჩვენი თავიდან, რომ საკუთარ თავს გავასწროთ.
ნათია ფანჯიკიძე