ვინც თავის სულთან და სინდისთან მართალია...
ვინც თავის სულთან მართალია, ვინც თავის სინდისთან მართალია, მეტი გზა არც არის, ბედნიერია ასეთი ადამიანი. თუმცა წააწყდება ბევრ გაუგებრობას, - ამ გაუგებრობებსაც ბედნიერად მიიღებს, იმიტომ, რომ მართალია!
შალვა ამონაშვილიწერეთ ხშირად
წერეთ, წერეთ ხშირად. იმიტომ კი არა, რომ შვილებს დაუტოვოთ მერე, - ნახე რა დავწერეო - შეიძლება ბუხარში შეაგდო და დაწვა, მაგრამ ხომ გაიგე საკუთარ თავზე მეტი, საკუთარ სულში ხომ ჩაიხედე
შალვა ამონაშვილიუსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს. მითუმეტეს, მაღალი ბედნიერება, რომელიც მე მომავალი ცხოვრებისთვისაც მამზადებს და აქაც კარგად მაცხოვრებს, აი ეს მაღალი ბედნიერება მაღალი სიყვარულის გარეშე არ არსებობს.
შალვა ამონაშვილი
მასვი, მაჭამე, მალხინე, დრო გამატარებინეო,..
რას ქვია!
ეს ცხოვრება უნდა გაიარო შემოქმედებაში, შრომაში, პატივისცემაში, გაგებაში, მეგობრობაში, ერთობაში... აი, ამ გზას გაივლი? - სადღეგრძელოებიც კარგი იქნება
სიყვარულს შეუძლია ბედნიერება დაგვიმკვიდროს
სიყვარულს შეუძლია ჰორიზონტს იქით ბედნიერება დღეს დაგვიმკვიდროს.
მიხვედი ცათა სასუფეველში, მიიტანე სიყვარული, როგორც ნათელი, და ამ სიყვარულმა თვითონ დაგაყენა იმ ადგილას, რაც შენ აქ დაიმსახურე.
თუ გინდათ, რომ ოჯახი შეინარჩუნოთ და განავითაროთ...
ოჯახი თუ გინდათ შეინარჩუნოთ და განავითაროთ, სიყვარული უნდა ზარდოთ. სიყვარულს უნდა მოვლა, მორწყვა, ალერსით, მოთმინებით, ყველა კეთილი განცდით და ამგვარად სიყვარული გაიზრდება
შალვა ამონაშვილიგაღიზიანებული ქალი ოჯახში
ცუდი რაღაცაა გაღიზიანება. ქალი თუ გაღიზიანებულია, იფანტება ოჯახი, ბავშვები იმალებიან, ქმარი ყურებზე ხელებს იფარებს,.. აბა გაღიზიანების მომენტში სარკეში ჩაიხედეთ, რაც მეტად გაღიზიანდები, მეტად დაკარგავ სილამაზეს...
შალვა ამონაშვილი
რა გვჭირდება? - სიმშვიდე!
სიმშვიდეში აზრი მუშაობს.
სიმშვიდეში სიბრძნე მოგივა.
სიმშვიდეში მეტს დააკვირდები. ადამიანს მეტს გაუგებ, თვალებში ჩახედავ. ბევრი რამ მოხდება სიმშვიდეში.
გაღიზიანებაში ყველაფერი ეს - გარბის. რომელი ადამიანია ბრძენი, როდესაც რისხვაშია გადასული? - უგუნური ხდება. განრისხებული ადამიანი უგუნური ხდება. ამიტომ ხდება უბედური შემთხვევები, ჩხუბები, მკვლელობები,.. აბა დამშვიდდნენ, გაიცინებენ, - ეს რა გვემართებაო. რა გვინდა ერთმანეთისგან? უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი!
უიმედოდ სიყვარული არ ვითარდება
თუ სადმე იმედი გადაგიწყდა, იქ სიყვარულიც შეგიწყდა. უიმედოდ სიყვარული არ ვითარდება, იმიტომ, რომ მომავალი არ აქვს. იმედი რა არის? - მომავლის გასაღებია. იმედი ახლა კი არა, ხვალ უნდა შედგეს, ან ერთი წლის შემდეგ. შეიძლება უფრო გვიანაც. მაგრამ, იმედი რომ გაქვს, ეს დღეს გაცოცხლებს და სიხარულიც მოდის. ხომ დადგება ეს დღე? ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მე უკვე მიხარია, რომ ეს დღე დადგება! მაშასადამე, ბედნიერი ვარ სულ
შალვა ამონაშვილიროგორც კი მოთმინება ოდნავ გაიწევს გვერდზე, მაშინ გაღიზიანებული ხართ. სადაც მოთმინება არ არის, იქ გაღიზიანებაა
შალვა ამონაშვილისიმშვიდე მოდის მხოლოდ გაღიზიანების მოსპობის შემდეგ
შალვა ამონაშვილიოჯახში იცით დათმობა?
დაუთმე!
დაუთმე დედამთილს,
დაუთმე რძალს,
დაუთმე ქმარს,
დაუთმე ცოლს,
დაუთმე, თუ ცა არ ინგრევა - დაუთმე!
და თუ ცა ინგრევა, მაშინ, ტიტანივით უნდა დადგე და დაიჭირო ცა, ეგ სხვა ამბავია. თუ არ გადატრიალდება ქვეყანა და ტრაგედიები არ მოჰყვება ამას, დაუთმე!
იტყვიან ხოლმე, ვირზე შეჯდა კაციო.
არ არის პრინციპების დრო. "პრინციპულად არ დავუთმობ" - რას ქვია არ დაუთმობ, პრინციპულად თუ არ დაუთმობ, პრინციპულად უბედურება მოგადგება!
როგორ გვიჭირს ეს დათმობები, არადა, ბედნიერები გვინდა ვიყოთ. ერთმანეთი გვინდა გვიყვარდეს ძალიან, დათმობები კი გვიჭირს
სიყვარულს ზრუნვა, მოვლა, ამოზრდა უნდა
სიყვარულს მოვლა უნდა. სიყვარულის ამოზრდა შესაძლებელია. 50 წელი ვიცხოვრე მეუღლესთან ერთად ბედნიერად. რას ვაკეთებდით? - სიყვარულს ვზრდიდით. ხელოვნურად ვზრდიდით - კონფლიქტებისგან გავრბოდით, კონფლიქტებს არ ვაზვიადებდით. ერთმანეთს ვუთმობდით. "იყოს როგორც შენ გინდა" - ვეუბნებოდით ერთმანეთს და ასე გამოგვივიდა სიამტკბილობა
შალვა ამონაშვილიოჯახების ნგრევის მთავარი მიზეზი
საქართველოში რამდენიც ქორწინებაა, იმის ნახევარი იშლება. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ სიყვარულს ვერ უვლიან. სიყვარულს მოვლა უნდა. სიყვარულის ამოზრდა შესაძლებელია. 50 წელი ვიცხოვრე მეუღლესთან ერთად ბედნიერად. რას ვაკეთებდით? - სიყვარულს ვზრდიდით. ხელოვნურად ვზრდიდით - კონფლიქტებისგან გავრბოდით, კონფლიქტებს არ ვაზვიადებდით. ერთმანეთს ვუთმობდით. "იყოს როგორც შენ გინდა" - ვეუბნებოდით ერთმანეთს და ასე გამოგვივიდა სიამტკბილობა
შალვა ამონაშვილიაზრი - ყველაფრის საწყისი ენერგიაა, სიყვარული - შემოქმედებითი ძალაა. სიყვარული და აზრი. ეს ორი აშენებს სამყაროს და ჩვენს ცხოვრებასაც. სადაც აზრი აგვერ-დაგვერევა. ცხოვრებაც აგვერ-დაგვერევა. თუ სიყვარული აგვერევა, სულ ნგრევაში ვიქნებით
შალვა ამონაშვილითუ სიტყვა სიყვარული დავკარგეთ, ცხოვრება დაგვეშლება. ბედნიერება უსიყვარულოდ არ არსებობს. არაფერი არ არსებობს უსიყვარულოდ
შალვა ამონაშვილიქალებმა ხშირად უთხარით ეს სიტყვა ქმრებს
სიყვარული - ძალიან ხშირად ახსენეთ ეს სიტყვა. ხშირად უთხარით ერთმანეთს, ჩურჩულით, ალერსით - "მიყვარხარ, ჩემო კარგო". ქმარს უთხარით ქალებმა. გაიმეორეთ და გაიმეორეთ. როგორც პირველად უთხარით, რომ მიყვარხარო, აი ასე უნდა გაიმეოროთ-ხოლმე. მით უფრო, გამოცდილებაც შეიძინეთ უკვე. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ძალიან აკლიათ თქვენს მეუღლეებს თქვენი ალერსი.
შალვა ამონაშვილიბედნიერება თვითონ ჩვენშია
ჩვენშია ბედნიერება. თუ გინდა დაინახო, საკუთარ თავში უნდა ჩაიხედო და აზრები მოაწესრიგო. როგორც შეხედავ ცხოვრებას, ეს ბედნიერება ან კარს მოგადგება და თვითონ აღმოგიცენდება, ანდა გაგექცევა და მერე დაუწყებ ცხრა მთას იქით ძებნას. ბედნიერების პოვნას დაიწყებ ან ლატარიის მოგებაში, ან რაღაც სხვა წარმატებაში, მაშინ, როდესაც გარედან ბედნიერება არ მოდის არასოდეს, იოტისოდენაც კი. ბედნიერება თვითონ ჩვენშია
შალვა ამონაშვილისად ვეძებოთ ბედნიერება?
ერთ უკრაინელ ფილოსოფოსს, სკავარადას აქვს ნათქვამი - ბედნიერება არსადაც არ არის და ყველგან არისო. იმიტომ, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, ვერ ვიპოვით ბედნიერებას, - ჩვენშია ბედნიერება, სულ თან დაგვაქვს, და ამავე დროს, სხვაგან ვეძებთ
შალვა ამონაშვილისულიერი ადამიანი ჭამა-სმას და სიამოვნებს კი არ არის გადაყოლილი მარტო, სულზეც ზრუნავს. სულს უნდა დიდი ყურადღების მიქცევა
შალვა ამონაშვილირაც ნათლად ცხოვრობ, მეტი ძალა გაქვს და მეტად წინ მიდიხარ, ხოლო რაც უფრო დაიგროვებ წყენას, სიძულვილს, ცუდსიტყვაობას,.. მეტად ჩამოგარჩენს
შალვა ამონაშვილიქრისტემ კარგად გვითხრა, თუ რა არის ცათა სასუფეველი, რომ იგი ძალისხმევით აიღება და რომ ცათა სასუფეველში ცხოვრების ასეთი და ასეთი წესია. და ეს წესები აქვე უნდა შეიმუშაო უკვე. ვიდრე იქ მიხვალ, აქვე. თუ აქვე შეიმუშავებ, მაშინ იქ სულ სხვა ბედნიერებას მოიპოვებ. თუ აქ ვერ შეიმუშავებ, ძალა არ გეყოფა სასუფეველში მოსახვედრად
შალვა ამონაშვილირწმენა მაჩვენებს ჰორიზონტის იქით ცხოვრებას. და იქიდან მომდის პირობები, - თუ შენ ამ მიწიერ ცხოვრებას ესე გაატარებ, იქ რომ მოხვალ, მაშინ ეს დაგხვდება. თუ ესე არ გაატარებ, თვითონ ვეღარ წახვალ წინ, მუხლები არ გეყოფა, ძალა არ გეყოფა და სადღაც გაჩერდები. ვიღაცა ამას ჯოჯოხეთს დაარქმევს, ვიღაცა - მეხუთე, მეშვიდე ცას და სხვა ამგვარი
შალვა ამონაშვილი