ადამიანი უკვდავი არსებაა. ადამიანის სული უკვდავია. თუნდაც რელიგია არ ყოფილიყო, მე ეს რწმენა მაინც გამიჩნდებოდა
შალვა ამონაშვილიუფლის რწმენით ადამიანი ბედნიერი შეიძლება იყოს აზროვნებით, ფიქრებით, იმედებით...
შალვა ამონაშვილირწმენა ჩვენი გადამრჩენელია. თითქოსდა ახლიდან ბადებს ადამიანს, იმედებს გვიმრავლებს. განსაცდელში მყოფ ადამიანს წამოაყენებს და ახლიდან აწყებინებს ცხოვრებას
შალვა ამონაშვილიადამიანი ბედნიერებისთვის იბადება ამქვეყნად და არა - უბედურებისთვის. სიხარულისთვის, და არა - მწუხარებისათვის
შალვა ამონაშვილიბედნიერების ერთადერთი განცდა ჩვენი სულის სიძლიერეა. თუ იქ ძლიერი ხარ, რაც არ უნდა ხდებოდეს შენს ცხოვრებაში, ბედნიერი ხარ. რა არის ბედნიერება? - ეს არის მომავლის რწმენა
შალვა ამონაშვილი
მაგალითის ძალას წინ არაფერი არ უდგას. სიტყვით რამდენიც არ უნდა უთხრა, ერთი გაკეთებული საქმე 10 სიტყვას ჯობია
მღვდელი ბასილი ფოსური
სასულიერო პირის შვილს მეტი მოეთხოვება?
სასულიერო პირის შვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოეთხოვება, მაგრამ, ადამიანი სასულიერო პირი რომ ხდება, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. მისი ჯერ არდაბადებული შვილი ხომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ისიც ერთი ჩვეულებრივი ბავშვია როგორც სხვა. შეიძლება მათაც ჰქონდეთ მობილურები და კომპიუტერები, მაგრამ, ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს სწორი მოხმარება, სწორი გამოყენება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შვილები ამისგან დავიცვათ
მღვდელი ბასილი ფოსური
ჩვენ უნდა მოვნახოთ ფორმები, დრო, საშუალება და ენერგია, ბავშვამდე რომ მივიდეთ, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, გართობით, თამაშით, სიხარულით
მღვდელი ბასილი ფოსური
ყოფილა შემთხვევა, რომ მშობელს უთხოვია, - სამრევლო სკოლაში ჩემ შვილს იქნებ მიხედოთო. მე ვუთხარი - შენც მოდი, შენით დავიწყოთ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, რომ არ სცალია.
ასე არ გამოვა ბავშვის აღზრდა
მე თუ რამე ცუდ თვისებას, ან საქციელს აღმოვაჩენ ხოლმე ჩემ შვილში, მერე რომ დავფიქრდები, ჩემშიც ვპოულობ ხოლმე ამას. გამოდის, რომ ჩემგან - მშობლისგან სწავლობს
მღვდელი ბასილი ფოსური
მშობელმა ჯერ თავად უნდა გააკეთოს რაღაცა! ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვები არიან დამოკიდებულნი ტელეფონზე. მათი მშობლები არანაკლებ არიან დამოკიდებულნი
მღვდელი ბასილი ფოსური
ყველამ, ვისაც უნდა, რომ სამშობლოს გამოადგეს, თავისი საქმე თავის ადგილზე კეთილსინდისიერად აკეთოს
მღვდელი ბასილი ფოსური
უნდა გახდე ბავშვი, რომ მისი ნდობა მოიპოვო, და მერე უფრო მოგისმენს. მერე სამშობლოზეც დაელაპარაკები, ღმერთზეც დაელაპარაკები... ანუ ის უკვე თავისიანად, მეგობრად ჩაგთვლის და ადვილად მოგისმენს.
მღვდელი ბასილი ფოსური
ღვთის შიში არის ის, როცა გეშინია, რომ ღვთის კეთილგანწყობა არ დაიკარგოს შენს მიმართ
მღვდელი ბასილი ფოსური
უსინანულობა გვაკარგინებს ღმერთის კეთილგანწყობას, მადლს
არასწორი მოქმედებები ჩვენ ყველას გვაქვს, ყველა ცოდვილი ადამიანები ვართ, მაგრამ უსინანულობა არის ის, რის გამოც ღმერთის კეთილგანწყობა შეიძლება დაიკარგოს, მადლი განგვეშოროს
მღვდელი ბასილი ფოსური
ბავშვისთვის თქმა - "ღმერთი დაგსჯის" - არასწორია. პირიქით, ღმერთი რომ სიყვარულია, ეს უნდა ვასწავლოთ. წმ. იოანე ღვთისმეტყველმა ეს თქვა: ღმერთი სიყვარულია
მღვდელი ბასილი ფოსური
დამპალი აღვირით ცხენის მართვა
ერთხელ მოძღვარმა ასეთი რამ მითხრა: მოძღვრისა და შვილის ურთიერთობა, იგივე მშობლისა და შვილის ურთიერთობა ასეთიაო: წარმოიდგინე, რომ მხედარი ხარ და ცხენზე ზიხარ, რომელსაც დამპალი აღვირით მართავ, შეიძლება გაწყდეს კიდეც. არც უნდა მიუშვა და არც ძალიან არ უნდა მოქაჩო, თორემ გაგიწყდება და სულ დაკარგავ.
ასეა შვილთან ურთიერთობაშიც. არ უნდა გაგიწყდეს, ფაქიზია, რბილია და ადვილად შეიძლება გაწყდეს. ამიტომ, უნდა აკონტროლო
წმინდა პორფირი ამბობს - სანამ შვილთან მიხვალ რამის ასახსნელად ან დასარიგებლად, ჯერ ღვთისმშობელს სთხოვე, ილოცე ღვთისმშობლისადმი და ღვთისმშობელი უკეთ გააგებინებსო.
ხშირად ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი აზროვნებით და ლოგიკური მსჯელობებით ავუხსნათ ბავშვს რამე სულიერი საკითხი, მაგრამ შესაძლოა ბავშვს დახშული აქვს გონება და ვერ იგებს, რა დროსაც ღმერთის ჩარევაა საჭირო, რომ გაუნათოს და გაუხსნას გონება.
ჩვენ ლოცვა გვგონია უკანასკნელი იმედი, არადა, ლოცვა უნდა იყოს პირველი რეაქცია, - პირველი, რაც უნდა გააკეთო
მღვდელი ბასილი ფოსური
თუ ბავშვს არ ესმის, ღმერთზე რომ ესაუბრები, ღმერთს უნდა ესაუბრო ბავშვზე, ანუ ილოცო შენი შვილისთვის
მღვდელი ბასილი ფოსური
მშობლის მაგალითი ეკლესიურ ცხოვრებაში
ის ბავშები, რომლებიც ხედავენ, რომ მშობელი არ ეზიარება, სანამ პატარები არიან, მოდიან და იღებენ ზიარებას, მაგრამ მოგვიანებით უკვე "ხვდებიან", რომ შეუძლიათ აღარ ეზიარონ. მშობლის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია
მღვდელი ბასილი ფოსური
მშობლის აღზრდით იწყება შვილის აღზრდა. ჩვენ თუ გვინდა, რომ მცენარე ჯანსაღი იყოს, გამანოყიერებელი ნივთიერებით ვამდიდრებთ ფესვებთან მიწას - ფესვები მშობლები არიან
მღვდელი ბასილი ფოსური