ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

ღვთისგან დადგენილი წესების მიდევნება

წმინდა მამების მიერ გამოწვლილვით მიღებულ 12 მუხლიან მრწამს არცერთი სიტყვა არ უნდა დაემატოს, გამოაკლდეს ან შეიცვალოს. ერთი სიტყვის დამატებამ მთლიანად სივრცე ამოატრიალა, აბსოლუტურად სხვა კონფიგურაცია მიიღო. ისევ მივდივართ იქამდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისგან დადგენილი წესების მიდევნება.

მარინა კაჭარავა
ღვთისგან დადგენილი წესების მიდევნება

განსხვავება აღმოსავლურ და ქრისტიანულ სიმშვიდეს შორის

აღმოსავლურ სიმშვიდეში თითქოს ყველაფერი სულ ერთია, უკან აშენდება, დაინგრევა, თუ რა მოხდება. ხოლო ქრისტიანულში - სიმშვიდის ქოლგის ქვეშ არის ყველა ემოცია, ბრაზიც, სევდაც, ტირილიც (ცრემლი მოადგა მაცხოვარს, როდესაც უთხრეს - ლაზარე მოკვდაო). ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ცოცხალი ადამიანი რასაც არ უნდა განიცდიდე, მშვიდად ხარ და სიხარული გაქვს, და რა თქმა უნდა მადლიერება (რომელიც არის ყველაზე მაღლა) იმისა, რომ ხარ ადამიანი და მოგეცა ეს ბედნიერება.

მარინა კაჭარავა
განსხვავება აღმოსავლურ და ქრისტიანულ

ეგზისტენცია აქვს ტანჯვას, კრიზისს, და ამას თუ აღმოაჩენს ადამიანი და ამოიტანს პოზიტივში, უკვე შვებას და მადლიერებას გრძნობს.

მარინა კაჭარავა
ეგზისტენცია აქვს ტანჯვას, კრიზისს, და ამას თუ

როდესაც ადამიანზე გასაჭირი მოდის, მადლობით, მადლიერებით მიღება უმსუბუქებს ადამიანს ამ ტვირთს.

მარინა კაჭარავა
როდესაც ადამიანზე გასაჭირი მოდის, მადლობით,

ტანჯვის საზრისს რომ აღმოაჩენს ადამიანი, მადლიერი ხდება

მარინა კაჭარავა
ტანჯვის საზრისს რომ აღმოაჩენს ადამიანი,

როცა ადამიანს ვერ აგებინებ

ბასილი დიდი ამბობს - "როცა ადამიანს ვერ აგებინებ, ღმერთს სთხოვე და ის გააგებინებსო" - ალბათ ლოცვა ერთადერთი ინსტრუმენტია, მსგავს ადამიანებთან ურთიერთობაში.

მარინა კაჭარავა
როცა ადამიანს ვერ აგებინებ

ღმერთმა ადამიანი ოჯახად შექმნა, არა მარტო, არამედ ოჯახად, რაც ოჯახის მაღალ ღირებულებაზე მეტყველებს.

მარინა კაჭარავა
ღმერთმა ადამიანი ოჯახად შექმნა, არა მარტო,

გვეშველება რამე?

ხშირად ვსვამთ ხოლმე კითხვას - გვეშველება რამე?
ეკლესიაში უნდა შევიკრიბოთ და ეკლესიაში უნდა ვისწავლოთ ნამდვილი ურთიერთობა, ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი ერთგულება, ნამდვილი უღალატობა და აქედან გამოსულები ავაშენებთ იმ საზოგადოებას, რომელი საზოგადოებაც მერე ააშენებს ქვეყანას.

გიორგი გვასალია
გვეშველება რამე?

რა ურთიერთობაც გვაქვს ღმერთთან, ის ურთიერთობა გვაქვს გარეთაც, საზოგადოებაში

გიორგი გვასალია
რა ურთიერთობაც გვაქვს ღმერთთან, ის ურთიერთობა

მეტად უნდა იქადაგებოდეს საეკლესიო საიდუმლოებების მნიშვნელობა

დღეს, ისე როგორც არასდროს, ალბათ ამბიონიდან, ყველაზე მეტად უნდა ისმოდეს სწავლება - ლიტურგიის, ღვთისმსახურების შინაარსის შესახებ, თუ რა არის ლიტურგია, რა არის ევქარისტია, რა არის ზიარება, რა არის საეკლესიო საიდუმლოება, რაში მჭირდება ეს ყოველივე,.. სამწუხაროდ, საეკლესიო საიდუმლოებები ტრადიციამდე დაგვყავს და გაუშინაარსებლად ვაკეთებთ.

გიორგი გვასალია
მეტად უნდა იქადაგებოდეს საეკლესიო

მინდა, თუ არ მინდა?

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მართლაღმსარებლობაზე, ეკლესიაში ადამიანის ცხოვრების აუცილებლობაზე, ვსაუბრობთ რაღაც ისეთზე, რაც ღმერთმა მოგვცა ჩვენთვის. ახლა ძალიან მარტივია არჩევანი, ან მიიღებ ამას, ან არ მიიღებ. მორჩა და გათავდა!
ძალიან პრაგმატულად რომ მივუდგეთ, რატომ არ უნდა მივიღო ის, რაც მე მჭირდება? დავდივართ ამის გააზრებამდე - მინდა, თუ არ მინდა?

გიორგი გვასალია
მინდა, თუ არ მინდა?

ეკლესიას ღმერთი იცავს და ინახავს!

ეკლესია არ არის ადამიანის მოგონილი, შენახულიც არ არის ადამიანის, - სულიწმინდა ინახავს ეკლესიას.
წარმოგიდგენიათ? 2,000 წელია გასული და ისევ იმ მსახურებას აღვასრულებთ, რა მსახურებაც იესო ნაზარეველმა აღასრულა საიდუმლო სერობაზე. ხომ არ შეიძლება 20-21 საუკუნე რაღაც არ წყდებოდეს, თუ მას ღმერთი არ ინახავს. ადამიანს არ შეუძლია ამის შენახვა. ადამიანმა შეიძლება ისტორიის ფურცლებზე რაღაც დააფიქსიროს და მერე გაიხსენოს, მაგრამ შენახვით ვერ შეინახავს.

გიორგი გვასალია
ეკლესიას ღმერთი იცავს და ინახავს!

რა არის სიწმინდე?

სიწმინდე არ არის უდანაშაულობა, სიწმინდე არ არის უცოდველობა. სიწმინდე ეს არის ის, რასაც გაძლევს ღმერთი, ცოდვასთან ჭიდილის გამო, მასთან ყოფნის სურვილის გამო.

გიორგი გვასალია
რა არის სიწმინდე?

ეკლესია გვავალდებულებს მაგინებელთათვის ვილოცოთ

ეკლესია გვავალდებულებს ლოცვას პირადი მტრებისთვის. აუცილებლად უნდა ვილოცოთ, სხვანაირად, ეკლესიაში არაფერი გვესაქმება. მოძულეთათვის, მაგინებელთათვის, მაჭირვებელთათვის ლოცვაში უბრალოდ ფრაზები კი არ უნდა ვისროლოთ, არამედ ღმერთს უნდა ვთხოვოთ მათთვის სიკეთე და სიხარული. იმიტომ, რომ საბოლოო სიკეთე და სიხარული იკრიბება ქრისტეში და ერთობაში. ვიღაც თუ წარწყმდა, ვიღაც თუ დაზიანდა, ის ჩემი სიხარულის საბაბი ვერ გახდება ვერანაირად.

გიორგი გვასალია
ეკლესია გვავალდებულებს მაგინებელთათვის

თუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდები, არათუ ცოტა დრო, საერთოდ დრო არ დაგრჩება სხვისთვის, იმხელა გასაწმენდს და გასასუფთავებელს იპოვი შენს თავში.

გიორგი გვასალია
თუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდები, არათუ ცოტა დრო,

მაგინებლებს ყოველივე სიკეთე ვუსურვოთ

მაგინებლები და მაჭირვებლები უნდა დავლოცოთ და ყოველივე სიკეთე ვუსურვოთ. არ შეიძლება, მე ღმერთთან მქონდეს ურთიერთობა და ამავე დროს ვიღაცის შეცდომილობა და მძიმე მდგომარეობა არ მადარდებდეს.

გიორგი გვასალია
მაგინებლებს ყოველივე სიკეთე ვუსურვოთ

ეკლესია თავის პრობლემებს შიგნიდან უნდა აგვარებდეს, და როდესაც შიგნიდან ვერ გვარდება დიდი ხნის განმავლობაში და უფრო მეტიც, უწესრიგობა იზრდება, ღმერთი დაუშვებს ხოლმე ეკლესიაზე შეჭირვებას მისი გაძლიერებისთვის და განწმენდისთვის.

გიორგი გვასალია
ეკლესია თავის პრობლემებს შიგნიდან უნდა

ქამმა სიმართლე თქვა, მაგრამ, მაინც დაიწყევლა

ქამი მამაზე ამბობს, რომ ნოე შიშველია. ქამმა სიმართლე თქვა, - ნოე შიშველი იყო. ქამი დაიწყევლა. სიმართლისთვის რატომ დაიწყევლა? საქმე იმაში იყო, რომ ნოეს სიშიშვლე ქამის სადარდებელი კი არ იყო, ნოეს სიშიშვლე ქამისთვის იყო ძალიან ხელსაყრელი მდგომარეობა, - თქვა ის, რისი თქმაც უნდოდა. გამოხატა ის, რისი გამოხატვაც უნდოდა. ფაქტობრივ სიმართლეზე აპელირება ნამდვილად არ ნიშნავს, რომ შენ მართალი ხარ.

გიორგი გვასალია
ქამმა სიმართლე თქვა, მაგრამ, მაინც დაიწყევლა

შენ როდესაც გიხარია ეკლესიაში არსებული უწესრიგობა, სახის ნაკვთებს მალავ და დიდაქტიკური ტონით ეკლესიას ლანძღავ, და სინამდვილეში გიხარია, რომ მასალა გაქვს სალაპარაკო, აქ ოდნავ მოაზროვნე ადამიანიც კი მიხვდება, რომ უბრალოდ არ უდა გისმინოს.

გიორგი გვასალია
შენ როდესაც გიხარია ეკლესიაში არსებული

ეკლესია არ უნდა დახასიათდეს უწესრიგობით

ვერ მანახებთ ეკლესიის ისტორიაში პერიოდს, სადაც ეკლესია მშვიდად და უპრობლემოდ არის. პრობლემები ყველა დროში ჰქონდა და დღესაც აქვს. იუდას პერიოდიდან მოყოლებული ახალი აღთქმის ეკლესიაში არ არსებობს ეპოქა, მსგავსი ვინმე რომ არ იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იუდათი ვახასიათოთ ეკლესია. იუდასთან ერთად იოანეც იყო. არიოზთან ერთად ათანასეც იყო. უწესრიგობა, რომელიც ეკლესიის ისტორიაში ყოველთვის იყო, არ უნდა გახდეს ეკლესიის მახასიათებელი.

გიორგი გვასალია
ეკლესია არ უნდა დახასიათდეს უწესრიგობით

თუ დავაკვირდებით, ეკლესიის მიმართ ლანძღვა, შეურაცხყოფა უწინარეს ყოვლისა იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ ეკლესიასთან. შორიდან დგანან და ზოგადი ფრაზებით აყრუებენ სამყაროს. ცოტა უხერხულია მარტივი მიზეზის გამო - მე არ მაქვს უფლება, ჭკუა ვასწავლო და ვილაპარაკო იმ კრებულზე, რომელსაც არ ვეკუთვნი.

გიორგი გვასალია
თუ დავაკვირდებით, ეკლესიის მიმართ ლანძღვა,

შინაგანი სიმშვიდეა ღმერთთან შეხვედრის სივრცე

ღმერთთან შეხვედრა ხდება სიმშვიდეში. შინაგანი სიმშვიდე - ეს არის ღმერთთან შეხვედრის სივრცე.
როდესაც შინაგანი სამყარო მოწყობილი არ გაქვს, როდესაც შინაგანი სამყარო ბობოქრობს, ვერ მშვიდდება, არის შურით ან სხვა რაღაც ვნებით აწიოკებული, იქ ღმერთის ხმას ვერ გაიგებ ვერასდროს. როდესაც იქ სიმშვიდეა, აი იმ ჩქამში გელაპარაკება ღმერთი.

გიორგი გვასალია
შინაგანი სიმშვიდეა ღმერთთან შეხვედრის სივრცე

მადლიერება - ეს ის აუცილებელი რამეა, ურომლისოდაც სიხარული ნაყოფს ვერ გამოიღებს.

გიორგი გვასალია
მადლიერება - ეს ის აუცილებელი რამეა,

ღმერთის დიდების დროს ადამიანი ყველაზე მეტად განიცდის, თუ როგორ შორსაა ღმერთისგან, ამავე დროს, ღმერთი მაინც როგორ ახლოა მასთან, და ვერ პოულობს სიტყვებს. ამ დროს ღმერთის დიდება ყველაზე მეტად დუმილით აღესრულება - როგორც ამას ბასილი დიდი ამბობს.

გიორგი გვასალია
ღმერთის დიდების დროს ადამიანი ყველაზე მეტად