ციტატები, გამონათქვამები

მოკლე
ციტატები, გამონათქვამები

ეს ჩემთვის გახდა საოცარი შთაგონების წყარო

...ბოლოს როდესაც დიდძალი მტრის წინაშე 300 კაცით დატოვებს ღმერთი, კითხულობს - ეს როგორ მოხდაო, - რაზეც უფალი პასუხობს - 10,000 კაცით რომ მოგეგოთ, იფიქრებდით, რომ თქვენ მოიგეთ, და 300 კაცით - ღმერთს გაიხსენებდითო... - ეს ჩემთვის გახდა საოცარი შთაგონების წყარო. უფლისთვის არაფერია შეუძლებელი, იმ დროსაც კი, როდესაც გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, როგორც პირად, ისე ერის ცხოვრებაში.

მარინა კაჭარავა
ეს ჩემთვის გახდა საოცარი შთაგონების წყარო

რა წარმოშობს ურთიერთობების პრობლემას?

დღეს საინფორმაციო ეპოქაა, და ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი გავიგოთ. რაც შეიძლება ღრმად გავაანალიზოთ კი არა, არამედ - ბევრი გავიგოთ.
ამიტომაც ხშირად ღრმა ანალიზისკენ მოგვიწოდებს უწმინდესი და უნეტარესი - ილია 2.
როდესაც ვიცით რაც შეიძლება ბევრი, მაგრამ, არ ვიცით, ამ ბევრის უკან რა არის, ვემსგავსებით ჩვეულებრივ მანქანებს, რომლებიც ასევე ინფორმაციას აგროვებენ და იძლევიან.
ურთიერთობების პრობლემაა. ურთიერთობების პრობლემა იწყება ხოლმე მაშინ, როდესაც საკუთარი თუ მოსმენილი აზრები ღრმად გაანალიზების გარეშე ჭეშმარიტებად გვაქვს მიღებული.

გიორგი გვასალია
რა წარმოშობს ურთიერთობების პრობლემას?

არა ემოციები, არამედ - გონივრული გადაწყვეტილებები

საოცარი სიტყვები გვიწერია სახარებაში: "სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოთ თქვენ". იმისათვის, რომ ამ უდებებისგან, კონფლიქტებისგან, ურთიერთ-გათიშულობისგან განვთავისუფლდეთ, საჭიროა, არა ემოციები, არამედ - გონივრული გადაწყვეტილებები, რომლის საზომიც არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების შეცნობას სჭირდება დრო, სურვილი და ღრმა ანალიზი.

გიორგი გვასალია
არა ემოციები, არამედ - გონივრული

ცოდვამ დაამახინჯა სათნოებები: ღირსება ამპარტავნებად აქცია, სიმტკიცე - სიჯიუტედ. სხვა რამე, როდესაც მტკიცე ხარ, და სხვა რამეა, როდესაც ჯიუტი ხარ. ხშირად, მტრობის დროს ბოროტება შთააგონებს ადამიანს, რომ ახლა ის მტკიცედ უნდა იდგეს, სინამდვილეში - ჯიუტობს.

გიორგი გვასალია
ცოდვამ დაამახინჯა სათნოებები

მტრობის გადალახვა იწყება "ჩემი ეგოს" გადალახვით, ჯერ მე უნდა ვთქვა უარი რაღაც ისეთზე, რაც მარტო ჩემია. ამაზე გადაბიჯება უნდა შევძლო. ასევე უნდა შეძლოს კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარემაც. ამ პირველი ნაბიჯებით ბოროტება შემცირდება და მეტი სივრცე გაჩნდება და პროცესი დაიძრება დადებითი ურთიერთობისკენ.

გიორგი გვასალია
მტრობის გადალახვა

როცა ადამი ცოდვით დაეცემა, ის ცხოვრებას იწყებს თავისი ეგოსთვის. დამნაშავეა ცოლიც, ღმერთიც, გველიც,.. მთელი სამყარო. მხოლოდ ისაა მართალი, მისი ეგო უნდა დაკმაყოფილდეს აუცილებლად. აღარავინ აღარ ახსოვს, თავისი თავის გარდა.

გიორგი გვასალია
როცა ადამი ცოდვით დაეცემა

სამოთხე ხასიათდება სხვისთვის ცხოვრებით. ადამი ცხოვრობს თავისთვის და ის ვერ ცხოვრობს სამოთხეს. მაგრამ, ადამის გვერდით როგორც კი ვიღაცა გაჩნდება, ის უკვე გრძნობს სამოთხეს.

გიორგი გვასალია
სამოთხე ხასიათდება სხვისთვის ცხოვრებით. ადამი

მტრობის წინ აუცილებლად უნდა დააყენო მშვიდობა. სიმართლე უნდა გაზომო სიყვარულით. ერთობისკენ უნდა გქონდეს წარმართული ყველაზე მძიმე, ყველაზე რთული ურთიერთობებიც კი.

გიორგი გვასალია
მტრობის წინ აუცილებლად უნდა დააყენო მშვიდობა.

სხვისი სიმართლის გათვალისწინება

როდესაც მე ვსაუბრობ სამართლიანობაზე, თუ სხვას არ ვითვალისწინებ, თუ მას არ ვითვალისწინებ, ვის მიმართაც მე სამართლიანობას ვამტკიცებ, მე მართალი ვერ ვიქნები. მის სიმართლეს აუცილებლად უნდა ვითვალისწინებდე ჩემ სიმართლეში. ამ დროს შეიძლება რაღაც სიმართლე გამოვძერწოთ.

გიორგი გვასალია
სხვისი სიმართლის გათვალისწინება

ნამდვილი სიმართლე არის საღვთო სამართალი და საღვთო სამართალი იზომება სიყვარულით.

გიორგი გვასალია
ნამდვილი სიმართლე არის საღვთო სამართალი და

ქრისტიანობისთვის საზომი არის განკაცებული ღმერთი. სხვა საზომი არ არსებობს.

გიორგი გვასალია
ქრისტიანობისთვის საზომი არის განკაცებული

ბოროტება ვერაფერს ქმნის, არსებულს ამახინჯებს

უმარტივესი, ფუნდამენტალური, ქრისტიანული ასკეტური სწავლებით, - ბოროტება არაფერს ქმნის, უბრალოდ არსებულს ამახინჯებს, რაღაც კარიკატურას ქმნის. ის ვერაფერს ვერ შექმნის.

გიორგი გვასალია
ბოროტება ვერაფერს ქმნის, არსებულს ამახინჯებს

ეს კედლები არის მცნებები

დაცემული ძალა ცდილობს, მოარღვიოს ჩვენში ის კედლები, რომელიც იცავს ადამიანს სულიერი შემოტევებისგან. ეს კედლები არის ის მცნებები, რომლებიც მოგვცა ჩვენ ღმერთმა. ამ მცნებათა აღრევა უნდა მოხდეს, ამ კედლების საფუძველშივე მორყევა უნდა მოხდეს, ჩამონგრევა რომ მარტივი და იოლი გახდეს - სიყვარული უნდა ეწოდოს ვნების ათასნაირ გამოხატულებას, თავისუფლება უნდა ეწოდოს ყოველგვარ აღვირახსნილობას.

გიორგი გვასალია
ეს კედლები არის მცნებები

მოქმედების მოტივაცია თუ არ დევს სიკეთეში

რაც არ უნდა მართალ ფაქტზე, მართალ მოვლენაზე აპელირებდეს ადამიანი, როდესაც მისი მოქმედების მოტივაცია არ დევს ღმერთში, არ დევს სიკეთეში, მისი ბრძოლა აუცილებლად წაგებულია. დროის საკითხია უბრალოდ.

გიორგი გვასალია
მოქმედების მოტივაცია თუ არ დევს სიკეთეში

სიკეთის, სიყვარულის, სინათლის ძირი ღმერთშია, ხოლო ბოროტებას, მტრობას - პარაზიტული მყოფობა აქვს. ის რაღაცის ხარჯზე არსებობს, ის რაღაცა როგორც კი გაქრება, ეს ყველაფერი ქრება.

გიორგი გვასალია
სიკეთის, სიყვარულის, სინათლის ძირი ღმერთშია

სიბნელეს არ შეუძლია მოიცვას სინათლე. მის თვისებებში არ არის. ბოროტის თვისებებში არ არის - აჯობოს სიკეთეს. მტრობის თვისებებში არ არის - აჯობოს სიყვარულს. შეიძლება შეავიწროვოს, შეიძლება დევნოს, მაგრამ, ვერ აჯობებს ვერასდროს, იმიტომ, რომ სიკეთის, სიყვარულის, სინათლის ძირი ღმერთშია, ხოლო ბოროტებას, მტრობას - პარაზიტული მყოფობა აქვს. ის რაღაცის ხარჯზე არსებობს, ის რაღაცა როგორც კი გაქრება, ეს ყველაფერი ქრება.

გიორგი გვასალია
სიბნელეს არ შეუძლია მოიცვას სინათლე

სინათლე შემოვიდა, სიბნელე უნდა განქარდეს!

იოანე მახარებელი როდესაც თავის სამახარებლო უწყებას წერს, შესავალშივე ამბობს, რომ "ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია". გვესაუბრება სინათლის მზის აღმობრწყინვებაზე ამ სოფელში, - მაცხოვრის შობაზე, და თავიდანვე გვეუბნება, რა იქნება რეზიუმე ამ ამბისა. სინათლე შემოვიდა, სიბნელე უნდა განქარდეს. არა იმიტომ, რომ სინათლე მტრობას უწყობს სიბნელეს, არამედ სიბნელეს არ შეუძლია მოიცვას სინათლე. მის თვისებებში არ არის. ბოროტის თვისებებში არ არის - აჯობოს სიკეთეს. მტრობის თვისებებში არ არის - აჯობოს სიყვარულს. შეიძლება შეავიწროვოს, შეიძლება დევნოს, მაგრამ, ვერ აჯობებს ვერასდროს, იმიტომ, რომ სიკეთის, სიყვარულის, სინათლის ძირი ღმერთშია, ხოლო ბოროტებას, მტრობას - პარაზიტული მყოფობა აქვს. ის რაღაცის ხარჯზე არსებობს, ის რაღაცა როგორც კი გაქრება, ეს ყველაფერი ქრება.

გიორგი გვასალია
სინათლე შემოვიდა, სიბნელე უნდა განქარდეს!

ბრძოლა სიკეთეს და ბოროტებას შორის

სანამ ეს ქვეყანაა, ბოროტება არასდროს არ შეურიგდება სიკეთეს. მთავარია, სიკეთემ არ მოუხაროს თავი ბოროტებას. მტრობის არსიც ეს არის - სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი მყოფობა, სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი გზა, ხოლო ბოროტება ამას ვერ აიტანს ვერასდროს, მაგრამ, სიკეთეს ამ დაპირისპირების არ ეშინია, ბოლო მისი - გამარჯვებაა. მთელი მისი ბრძოლა, შევიწროების გზაა, - სიკეთეს ყოველთვის უჭირს, შევიწროებულია, ცოტაა, არ ჩანს, ჩუმად არის,.. მაგრამ, ბოლოს აუცილებლად იმარჯვებს. ბოროტება პირიქით - ბევრია, ხშირად ჩანს, ხმაურობს, თითქოს გამარჯვებასთან ახლოს არის, მაგრამ, ვერასდროს ვერ იმარჯვებს.

გიორგი გვასალია
ბრძოლა სიკეთეს და ბოროტებას შორის

პირველი დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის

როდესაც კაენი მოკლავს აბელს, პირველი სისხლი იქ იღვრება. ეს არის პირველი ჯანყი, პირველი დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის. განა იმიტომ, რომ სიკეთე დაუპირისპირდა ბოროტებას, არამედ იმიტომ, რომ ბოროტებამ ვერ აიტანა სიკეთე. სანამ ეს ქვეყანაა, ბოროტება ყოველთვის ასე იქნება, ის არასდროს არ შეურიგდება სიკეთეს. მთავარია, სიკეთემ არ მოუხაროს თავი ბოროტებას. მტრობის არსიც ეს არის - სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი მყოფობა, სიკეთემ უნდა გააგრძელოს თავისი გზა, ხოლო ბოროტება ამას ვერ აიტანს ვერასდროს, მაგრამ, სიკეთეს ამ დაპირისპირების არ ეშინია, ბოლო მისი - გამარჯვებაა. მთელი მისი ბრძოლა, შევიწროების გზაა, - სიკეთეს ყოველთვის უჭირს, შევიწროებულია, ცოტაა, არ ჩანს, ჩუმად არის,.. მაგრამ, ბოლოს აუცილებლად იმარჯვებს. ბოროტება პირიქით - ბევრია, ხშირად ჩანს, ხმაურობს, თითქოს გამარჯვებასთან ახლოს არის, მაგრამ, ვერასდროს ვერ იმარჯვებს.

გიორგი გვასალია
პირველი დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას

ეკლესია გადამრჩენელი ხომალდია ოკეანეში

როგორც ოკეანეში გემი, კიდობანი, ისე არის ეკლესიაც, სადაც ადამიანს შეუძლია გადარჩენა. ზოგი ეკლესიის წიაღშიც ვერ გადარჩება, - ჩვენ არ ვიცით ვინ რა მდგომარეობით და რა გულისთქმით გავა ამ წუთისოფლიდან, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.

მარინა კაჭარავა
ეკლესია გადამრჩენელი ხომალდია ოკეანეში

მთავარი არის ღმერთთან ურთიერთობა!

რაც არ უნდა ურთიერთობები გვჭირდებოდეს მოყვასთან, საზოგადოებასთან და საკუთარ თავთან, მთავარი მაინც არის ღმერთთან ურთიერთობა.

მარინა კაჭარავა
მთავარი არის ღმერთთან ურთიერთობა!

არ არსებობს უცოდველი ადამიანი, და თუ ჩვენ ჩვენი ცოდვებისთვის მოვიცლით და თვალთახედვას შიგნით მივმართავთ, დრო აღარ დაგვრჩება სხვების ცოდვებისთვის.

მარინა კაჭარავა
არ არსებობს უცოდველი ადამიანი, და თუ ჩვენ

ღმერთთან ინდივიდუალური შეხვედრა

ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ რობოტები არ ვართ და რობოტული რიტმით არ ვადიდებთ უფალს, არამედ ინდივიდუალური შეხვედრა გვაქვს მასთან. ღმერთი არის პიროვნება და მასთან ინტერპერსონალური სივრცე იქმნება. თითოეული ადამიანი თვითონ უნდა შეხვდეს ღმერთს და შეეხოს, უფრო სწორედ - შეიხოს, თორემ ღმერთი ხომ აქ არის, ყველგან არის.

მარინა კაჭარავა
ღმერთთან ინდივიდუალური შეხვედრა

ადამიანი თავისუფალი არსებაა და ის ირჩევს, - მუდმივად ვართ არჩევანის წინაშე.

მარინა კაჭარავა
ადამიანი თავისუფალი არსებაა და ის ირჩევს, -