მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები
რატომ ანიჭებს ეკლესია ოჯახს დიდ მნიშვნელობას?
ოჯახებისგან შედგება ჩვენი ქვეყანა, და თითოეული მტკიცე ოჯახი არის კიდევ ერთი მყარი ქვა ჩადებული ჩვენი ქვეყნის საძირკველში
მღვდელი ბასილი ფოსური3 რამ, რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება
სამი რამ, რაც საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება:
1. კარგი ხელმძღვანელი
2. კარგი მასწავლებელი
3. სამართლიანი მოსამართლე
არჩევანი და პასუხისმგებლობა
სადაც გვაქვს არჩევანი ალტერნატივებს შორის, იქ პასუხისმგებლობა დგება. თუ მე ვიხსნი ამ პასუხისმგებლობა, ესეც ჩემი არჩევანია.
თეა გოგოტიშვილიდაეხმარეთ ერთმანეთს შვილების აღზრდაში. ადამიანებს გვიჭირს შვილების აღზრდა. შევეშველოთ ერთმანეთს სიტყვით, საქმით, დაცვით...
შალვა ამონაშვილიკონცენტრირებულ ძალისხმევას შედეგი აუცილებლად მოჰყვება. მაგრამ, თუ არ ცდი და მონდომებული არ იქნები, წარმატებას ვერ მიაღწევ.
ალექსანდრე ჯეჯელავაეგზისტენცია აქვს ტანჯვას, კრიზისს, და ამას თუ აღმოაჩენს ადამიანი და ამოიტანს პოზიტივში, უკვე შვებას და მადლიერებას გრძნობს.
მარინა კაჭარავასაბჭოთა კავშირში ღმერთი აკრძალული იყო. ვინც ეკლესიაში მიდიოდა, "კაგებე" დევნიდა. სიტყვა ღმერთის ხსენება გმირობად ითვლებოდა.
ნათია ფანჯიკიძესაქმისადმი სიყვარული - ბედნიერება
ბედნიერი ცხოვრება ის არის, როცა აკეთებ იმას, რაც მოგწონს, როცა დრო ისე გადის, რომ ვერც გრძნობ, როცა დაგაღამდება და "უი, დაღამდა?!"
დავით გოგიჩაიშვილიჩვენ რომ ყოველი დღე რაღაცას ვსწავლობდეთ და უფრო ჭკვიანი ვხდებოდეთ, წარმოიდგინეთ, რამხელა შედეგს მივიღებდით ერთი წლის თავზე
ზურაბ მხეიძე
შიში უნდა დაკარგოთ ყველაფრისა, სიკვდილის შიში პირველ რიგში.
რაც გარდაუვალია და ვერსად გაექცევი, რატომ უნდა გეშინოდეს იმისი?
თუ გინდა გაჭირვება მოგცილდეს...
თუ გაჭირვებული ხარ და გინდა გაჭირვება მოგცილდეს, სხვას გაუწოდე შენი გაჭირვებული ხელი და იმას დაეხმარე.
ნახე რამდენი მოგივა!
ბედისწერაშიც კი შეიძლება ბედნიერება იპოვო.
როგორ მიიღებ ამას, რა სულით მიიღებ, იმის მიხედვით ან ბედნიერი იქნები, ან - უბედური
როცა რაღაცას ვერ აკეთებ კონკრეტულ მომენტში, ძალიან თუ გადაყვები, გააფუჭებ იმ საქმეებს, რომლების გაკეთებაც მარტივად შეგიძლია
ზურაბ მხეიძე
როცა გეცოდინებათ, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი, გზებსაც მონახავთ, როგორ გააკეთოთ.
როცა ამოცანას დაისახავთ, იქ გზებიც გამოინახება
სულის სრულყოფას მივყავართ ზნეობის სრულყოფამდე, ურთიერთსიყვარულამდე, მეტად გვესმის ერთმანეთის და ცხოვრებაც უფრო ლაღი ხდება
შალვა ამონაშვილიავთანდილი ლოცულობს სუპერ ორიგინალურად - "მომეც დათმენა სურვილთა, უფალო, უფლებათაო" - რაც მინდა, რომ არ მინდოდეს, ეგ ძალა მომეციო.
გიორგი კეკელიძეავტორიტეტი ცუდი არაა, პირიქით - კარგია. ავტორიტეტი ბრმად არ უნდა მიიღო, მაგრამ, თუ ავტორიტეტია, ყურადღებით მოსმენის ღირსი არის.
ლევან გიგინეიშვილიამ დროს იწყება საღვთო ენერგიების დამკვიდრება
ღვთისმსახურება ჩვენში საღვთო მოქმედების დაწყების აუცილებელი პირობაა. ამ დროს იწყება ჩვენში საღვთო ენერგიების დამკვიდრება.
გიორგი გვასალიასხვის შვილმა რა დააშავა?
შენს პატარა შვილს რომ აიტაცებ ხოლმე ხელში და გიხარია, სხვა მშობლებმა ან სხვების შვილებმა რა დააშავეს? ამაზე ფიქრი არის საჭირო!
ჟანრი ლოლაშვილიმშობელი უნდა იყოს შრომაში, საქმიანობაში, ოჯახთან ურთიერთობაში გამარჯვებული, რომ ასეთი გამარჯვებულის განცდა მიანიჭოს ბავშვს
შალვა ამონაშვილიბავშვი რომ იბადება, მამაც იბადება, დედაც, ბებიაც, დეიდაც იბადება... ე.ი. ბავშვის დაბადება სხვათა დაბადებასაც ნიშნავს, სოციალურად
შალვა ამონაშვილიყველაზე ბოროტი ადამიანიც კი რომ ცდილობს, თავის შვილთან კეთილი იყოს და კარგი დაანახოს, ეს ნიშნავს, რომ სამყაროს მართავს სიკეთე.
ლევან გიგინეიშვილიახალგაზრდული სული სხეულს აცოცხლებს, ამოძრავებს, ძალებს ჰმატებს, იმიტომ, რომ სულია ჩვენი სხეულის ძალა და არა სხეული - სულის ძალა
შალვა ამონაშვილიმთავარი არის ღმერთთან ურთიერთობა!
რაც არ უნდა ურთიერთობები გვჭირდებოდეს მოყვასთან, საზოგადოებასთან და საკუთარ თავთან, მთავარი მაინც არის ღმერთთან ურთიერთობა.
მარინა კაჭარავა