ციტატები, მოკლე გამონათქვამები

უახლესი
ციტატები, მოკლე გამონათქვამები
გიორგი გვასალია - ციტატები

ღვთისმსახურება მტრობაზე მაღლა დგას!

ღვთისმსახურება არ არის ის, რაც შეიძლება მტრობამ მოშალოს. ღვთისმსახურება არის ის, რაც მტრობაზე მაღლა დგას, და ამით იმარჯვებს ის.

გიორგი გვასალია
ღვთისმსახურება მტრობაზე მაღლა დგას!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

როცა მიზნად ისახავ რაღაცას, თუ იმ მიზანს ათიანში ვერ მოარტყამ, ცხრიანში მაინც მიხვალ, რვიანში მიხვალ და ესეც გამარჯვება იქნება

შალვა ამონაშვილი
როცა მიზნად ისახავ რაღაცას, თუ იმ მიზანს
შალვა ამონაშვილი - ციტატები

გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვი ხანდახან გენიოსი ხდება, ხოლო ფუფუნებაში და სიმდიდრეში გაზრდილი ბავშვი იჩაგრება მერე ცხოვრებაში

შალვა ამონაშვილი
გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვი ხანდახან გენიოსი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ადამიანის სული ალმასიაო - თქვა ერთმა ბრძენმა. მაგრამ თავად ადამიანზეა დამოკიდებული, გახდება ეს ალმასი ბრილიანტი, თუ არ გახდება

შალვა ამონაშვილი
ადამიანის სული ალმასიაო - თქვა ერთმა ბრძენმა.
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თითოეულ თქვენგანს გაქვთ ისეთი საჩუქარი, რომელიც იმდენად დიდია, რომ ვერ დაფასდება, ვერც აიწონება.
ეს არის - თქვენი საკუთარი თავი

შალვა ამონაშვილი
თითოეულ თქვენგანს  გაქვთ ისეთი საჩუქარი,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სიტყვა "ჰუმანური" ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავის თავში უკვდავებას დაეძებს, ღმერთს დაეძებს, რომელიც თავისი თავის შემეცნებაშია

შალვა ამონაშვილი
სიტყვა "ჰუმანური" ნიშნავს ადამიანს, რომელიც
კახი კავსაძე - ციტატები

არ მიყვარს, როცა ვინმე ცრუობს. ადამიანი უნდა იყოს გულღია, მართალი, ცოტა ჭკვიანი, ცოტა იუმორით, ცოტაც კეთილი,.. კარგი კაცი უნდა იყოს

კახი კავსაძე
არ მიყვარს, როცა ვინმე ცრუობს. ადამიანი უნდა
გია მურღულია - ციტატები

თუ მარცხი შემოგხვდა...

თუ მარცხი შემოგხვდა გზაზე, ყურები არ ჩამოყარო და კიდევ ერთხელ სცადე. გამარჯვებული არის ის, ვინც დამარცხდა და კიდევ ერთხელ სცადა.

გია მურღულია
თუ მარცხი შემოგხვდა...
შალვა ამონაშვილი - ციტატები

სკოლა, სადაც ბავშვებს არ უნდათ სიარული, ბოლო აგურამდე უნდა დაიშალოს და ახალი სკოლა აიგოს ისეთი, სადაც ბავშვები სიხარულს იპოვიან

შალვა ამონაშვილი
სკოლა, სადაც ბავშვებს არ უნდათ სიარული, ბოლო
ალექსანდრე ჯეჯელავა - ციტატები

მოხალისეობის გაკვეთილი - ვითარდები, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, სანაცნობო წრეს აფართოებ და ეს საბოლოოდ რაღაც ფორმით დაფასდება.

ალექსანდრე ჯეჯელავა
მოხალისეობის გაკვეთილი
შალვა ამონაშვილი - ციტატები

რწმენაში მტკიცედ უნდა ვიდგეთ.
ჩვენმა რწმენამ უნდა გაუძლოს ცხოვრების რყევებს, ცდუნებებს.
რწმენის უმაღლესი დონე ღმერთის რწმენაა

შალვა ამონაშვილი
რწმენაში მტკიცედ უნდა ვიდგეთ.
ჩვენმა რწმენამ
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ამაზე მეტი ბედნიერება სად უნდა ეძებოთ?

ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მუდმივად თავისი თავის გარდაქმნაშია, სულს აღამაღლებს, და ხარობს იმით, რომ უფრო და უფრო მეტს ეუფლება

შალვა ამონაშვილი
ამაზე მეტი ბედნიერება სად უნდა ეძებოთ?
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ მამა საკუთარ სახელს არ გაუფრთხილდება, შვილის ცხოვრებაში ეს იქნება ფეხწამოსაკრავი ქვა. მამის სახელზე შვილმა არ უნდა იბორძიკოს

შალვა ამონაშვილი
თუ მამა საკუთარ სახელს არ გაუფრთხილდება,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

დაიპყრეს ახლანდელი ბავშვები პლანშეტებმა, სასიამოვნო საყურებლებმა და გასართობებმა. ეს გასართობები აღზრდისთვის არაა გამოგონილი

შალვა ამონაშვილი
დაიპყრეს ახლანდელი ბავშვები პლანშეტებმა,
მარინა კაჭარავა - ციტატები

უფლისთვის არაფერია შეუძლებელი, იმ დროსაც კი, როდესაც გგონია, რომ სულ მთლად ყველაფერი დამთავრდა, როგორც პირად, ისე ერის ცხოვრებაში.

მარინა კაჭარავა
უფლისთვის არაფერია შეუძლებელი, იმ დროსაც კი,
გიორგი გვასალია - ციტატები

რა წამს სამყარო, იმ წამს - ეკლესია!

ეკლესია სამყაროს წლოვანებისაა. რა წამს სამყარო, იმ წამს - ეკლესია. ეკლესიის გარეშე სამყაროს ისტორია არის აბსოლიტურად გამორიცხული.

გიორგი გვასალია
რა წამს სამყარო, იმ წამს - ეკლესია!
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველშიო. - ეთამაშე ცხოვრებას - ბავშვს როგორც უყვარს, აი ასე გიყვარდეს ცხოვრება.

შალვა ამონაშვილი
თუ არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ
ლევან გიგინეიშვილი - ციტატები

თვითნებობა არ არის თავისუფლება. თავისუფლება, ტრადიციული გაგებით არის, - რომ შეიცნობ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს.

ლევან გიგინეიშვილი
თვითნებობა არ არის თავისუფლება. თავისუფლება,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ახალგაზრდობაში ვერ ვგრძნობთ ხოლმე დროს. გვგონია, რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს.
ყოველ წუთს, საათსა და დღეს დიდი მოფრთხილება სჭირდება

შალვა ამონაშვილი
ახალგაზრდობაში ვერ ვგრძნობთ ხოლმე დროს.
შალვა ამონაშვილი - ციტატები

თუ ერთი მეზობელი გიყვარს და მეორე არა, მაშინ კეთილშობილი არა ხარ.
თუ მშობლები დაივიწყე, რა კეთილშობილებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

შალვა ამონაშვილი
თუ ერთი მეზობელი გიყვარს და მეორე არა, მაშინ
ნანა ჩაჩუა - ციტატები

ჩვენ, სხეულის ენით, შეგრძნებებით, განწყობებით, ისე შეგვიძლია გამოვიწვიოთ ადამიანის კეთილგანწყობა, რომ ერთი სიტყვაც არ დაგვჭირდეს.

ნანა ჩაჩუა
ჩვენ, სხეულის ენით, შეგრძნებებით,
შალვა ამონაშვილი - ციტატები

ბოროტები ადრე მიდიან ამ ცხოვრებიდან

აბა ვინმემ ამის სტატისტიკა ჩაატაროს - ბოროტები ადრე მიდიან ამ ცხოვრებიდან.
რატომ? - მიჰყავთ ადრე!
კეთილი ცოტა უფრო მეტხანს ცხოვრობს.

შალვა ამონაშვილი
ბოროტები ადრე მიდიან ამ ცხოვრებიდან
გიორგი გვასალია - ციტატები

როგორი გულწრფელიც ხარ ღმერთთან...

როგორი გულწრფელიც ვარ ღმერთთან, ისეთი გულწრფელი ვარ მოყვასთან. როგორი ფარისეველიც ვარ ღმერთთან, ისეთი ფარისეველი ვარ მოყვასთანაც.

გიორგი გვასალია
როგორი გულწრფელიც ხარ ღმერთთან...
მარინა კაჭარავა - ციტატები

სურვილებს გაკონტროლება სჭირდება

ადამიანში არის როგორც გონება, ისე გული და ნება. ანუ ჩვენ ვაზროვნებთ, ვგრძნობთ და გვაქვს სურვილები, რომლებსაც გაკონტროლება სჭირდება.

მარინა კაჭარავა
სურვილებს გაკონტროლება სჭირდება
ციტატები, მოკლე გამონათქვამები